როგორი შედეგი სჭირდება საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს დარჩენილ ორ შეხვედრაში
თბილისში მონტენეგროსთან გამარჯვება, ფაქტობრივად, ევრობასკეტის საგზურის განაღდებას ნიშნავდა, თუმცა ბოლო წამებზე 76:74 დავმარცხდით. მონტენეგრო წელში გაიმართა და რადგანაც ჯგუფის ბოლო მატჩი სწორედ ბალკანეთში გველის, ხშირად გაიგონებთ შეკითხვას: გავდივართ ევრობასკეტზე?

ჩვენი გუნდის სიძლიერის გათვალისწინებით, პასუხი ერთმნიშვნელოვანია - უნდა გავიდეთ. სხვა ქვეჯგუფებს თუ გადავხედავთ, თამამად შეგვეძლება იმის თქმა, რომ შესარჩევი ეტაპის საუკეთესო გუნდთაგან ორი სწორედ F ჯგუფში თამაშობს - ჩვენ და მონტენეგრო. თუმცა მხოლოდ შემადგენლობა ქულებს არავის უწერს, საჭიროა თამაში და მოგება.

საქართველომ ოთხიდან 3 მატჩი თავის სასარგებლოდ დაასრულა, დარჩა თბილისური დაპირისპირება სლოვაკეთთან და ტოპლუცური - მონტენეგროსთან. თუმცა, ორი ტურის შედეგების მიხედვით, მაინც თამამად ვიტყვით: ევრობასკეტზე მოხვედრის რეალური შანსი ვისაც აქვს, მათ შორის ერთ-ერთია საქართველო. ოღონდ, ერთი პირობით: სლოვაკეთი, რომელსაც სტუმრად 31 ქულის სხვაობით ვძლიეთ, თბილისშიც უნდა "დავაყუდოთ". რაც მეტი სხვაობით, მით უკეთესი.

დროა დავაკონკრეტოთ.

შეგახსენებთ: შესარჩევი ეტაპიდან ევრობასკეტზე 7 ჯგუფის პირველადგილოსნები და საუკეთესო 4 მეორეადგილოსანი გავა. რადგან ერთი ჯგუფი სამგუნდიანია, მეორეადგილოსნების დახარისხებისას ბოლოადგილოსანთან ნაჩვენები შედეგები განულდება. სწორედ ასეთი ცხრილია ქვემოთ მოცემული, სახელწოდებით: "მეორეადგილოსანთა ცხრილი". თუმცა მასში შეყვანილია სადღეისო მონაცემები. საქართველო იმიტომაცაა მეხუთე ადგილზე, რომ ზედა ოთხეულთან შედარებით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული.

მეორეადგილოსანთა ცხრილი

ა გუნდი თ მ წ სხ +/- ქ

1. უკრაინა 3 2 1 228:220 +8 5

2. ბრიტანეთი 3 1 2 253:263 -10 4

3. ესტონეთი 3 1 2 208:219 -9 4

4. ბოსნია 3 1 2 195:232 -37 4

5. საქართველო 2 1 1 168:139 +29 3

6. გერმანია 2 1 1 132:134 -2 3

7. ისლანდია 2 1 1 140:144 -4 3

მოკლედ, ევრობასკეტზე პირველადგილოსნის სტატუსით გავდივართ: თუ სლოვაკეთს დავამარცხებთ, ხოლო მონტენეგროს მინიმუმ 3 ქულის სხვაობით ვაჯობებთ.

მეორეადგილოსნის სტატუსით გავდივართ: თუ სლოვაკეთს მოვუგებთ, ხოლო მონტენეგროსთან დავმარცხდებით. თუმცა რამდენიმე ნიუანსია გასათვლელი:

1. მეორეადგილოსნების ცხრილში უპირატესობა ენიჭება მოგებების რაოდენობას. მონტენეგროში წაგების შემთხვევაში 2-2 მოგება-წაგება გვექნება (როგორც გითხარით, ბოლოადგილოსანთან ნაჩვენები შედეგები მხედველობაში არ მიიღება). 4 ტურის შემდეგ 2-2 წაგება აქვს 7 ჯგუფის 3 ნაკრებს: ესტონეთს, დიდ ბრიტანეთსა და ბოსნიას. გერმანიამ და ისლანდიამ ბოლოადგილოსნებთან, შესაბამისად, დანიასთან და შვეიცარიასთან დათმეს, ამიტომ მეორეადგილოსანთა ცხრილში მათ ეს წაგებები არ ეთვლებათ. ასევე თითო მარცხი გვაქვს ჩვენ და უკრაინას.

ასე და ამგვარად: ზოგი მეორეადგილოსანი შესაძლოა სამი წაგებით გამოეთიშოს ევრობასკეტისთვის ბრძოლას, ზოგს სულაც თითო მარცხი დარჩეს.

თუმცა, ქართველებს გვაინტერესებს, ორწაგებიან მეორეადგილოსანთა შორის ვიქნებით თუ არა ევრობასკეტის ზონაში?

2. როდესაც გუნდებს თანაბარი ქულები აქვთ, უპირატესობა ენიჭება მას, რომელსაც უკეთესი ბურთების შეფარდება აქვს. ასე რომ, მეორეადგილოსანთა ცხრილში ბურთების შეფარდებას გადავხედოთ.

საქართველოს არ გაუმართლა, რომ ჯგუფში შესარჩევის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი მონტენეგრო ჰყავს, თორემ შეიძლება ციკლი წაუგებლად დაესრულებინა. სამაგიეროდ, გაუმართლა დანარჩენ ორ გუნდში: სლოვაკეთი ახალგაზრდა გუნდია, ალბანეთი კი ახლა იდგამს ფეხს ოთხწლიანი შესვენების შემდეგ. თუმცა მათ გამოცდილებიც რომ ჰყავდეთ, მაინც დავამარცხებდით, მაგრამ როდესაც მეორეადგილოსანს ბურთების შეფარდება სჭირდება, ალბანეთი და სლოვაკეთი მშვენიერი მეტოქეები არიან. ორი მატჩის ჯამში ალბანელებთან +59 გვაქვს, ხოლო სლოვაკებს სტუმრად 31 ქულის სხვაობით მოვუგეთ. რომელი გავა მესამეზე და რომელთან მატჩები განულდება, ბოლო ტურში გადაწყდება: სლოვაკეთი ალბანეთში თამაშობს. შინ ოდენ 69:60 აქვს მოგებული.

სადღეისოდ მესამეა სლოვაკეთი და მეორეადგილოსანთა ცხრილში საქართველოს ამიტომაც ეთვლება სლოვაკეთთან მიღწეული +31, რასაც მონტენეგროსთან ნაჩვენები სხვაობა -2 აკლდება და ვიღებთ +29-ს.

გადავხედოთ სხვა ჯგუფებს და ვნახოთ, რომელ ორმოგებიან მეორეადგილოსანთან გვაქვს უპირატესობა. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ დარჩენილ ორ თამაშში ერთი მაინც მოვიგეთ და ბურთების შეფარდება იგივე დაგვრჩა (+29), სხვა ჯგუფის მეორეადგილოსნებმა რომ გაგვასწრონ, სჭირდებათ:

ბრიტანეთს მაკედონიასთან +40

ესტონეთს პოლონეთთან +39

ბოსნიას შვედეთთან +67

როგორც აღვნიშნეთ, შვიდი ჯგუფიდან ოთხი მეორეადგილოსანი გადის ევრობასკეტზე. სამი: ბრიტანეთი, ესტონეთი და ბოსნია მინუსებში არიან და წარმოუდგენელია, ერთ მატჩში 39, 40 თუ 67-ქულიან უპირატესობას მიაღწიონ.

რაც შეეხება გერმანიას, ისლანდიას და უკრაინას, მათ ჩვენსავით თითო წაგება აქვთ და ამიტომ მათზე დღეს ბევრს ვერ ვილაპარაკებთ, თუმცა, დიდი ალბათობით, ისინიც ორ-ორი მარცხით დაასრულებენ შესარჩევს. გერმანელები ჰოლანდიაში ჩადიან, ხოლო ისლანდიელები უძლეველ ბელგიას სტუმრობენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ტოტალიზატორების კუშებში თუ კარგად ერკვევი კარგია ერთის მხრივ იმიტომ რომ 1.6, 2.2-ის წინააღმდეგ უბრალოდ სატყუარაა და 70-80 პროცენტი მოგება 2.2-ს მიაქვს ხოლმე და არცთუ პატარა სხვაობით. და მეორეც არ იფიქრო რომ საქართველოს მოგებაზე მქონდა ფსონი დადებული რადგანაც იშვიათად თუ ვდებ საერთოდ, მაგრამ ქართველების თამაშებზე არასოდეს არც იქით და არც აქეთ იმიტომ რომ ნებისმიერ სახეობაში ვგულშემატკივრობ საქართველოს.
კოსტა
ჰოდა, საქმეც იმაშია, რომ ამ შემადგენლობით მონტენეგროს ნაკრები პირველად შეიკრიბა და ადრინდელი შედეგები სატვალავში არ არის. ტოტალიზატორების ფსონებიც ამაზე მეტყველებდნენ, ფავორიტი თბილისშიც მონტენეგრო იყო 1.6-ით 2.2-ის წინააღმდეგ. ასე რომ, "გაოცებული თვალები" ნამდვილად არ ქონდათ. მოგება შეგვეძლო, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მოვიგებდით. შეძლებით ბევრი რამეა შესაძლებელი, მაგრამ მეორე მხარეც არსებობს და ის სათავისოდ ფიქრობს. ყველა გუნდთან თამაშია საჭირო და ნებისმიერი მოგება დასაფასებელია, თუნდაც იგივე ალბანეთთან.

მონტენეგროს ვუყურებ ისე როგორც რეალურად არის. გინდა ნბა-ში თამაშობდნენ და გინდა მარსზე შენ მიღწევები მომიყევი ამ "ბობოდია" ნაკრების. გუშინდელი ბავშვები მე მგონი არ თამაშობენ მონტენეგროში. ესენი თამაშობდნენ 1და 2 წლის წინაც და შედეგი მითხარი ერთი რა ქონდათ არაფერი და ახლა უცებ არაფრისგან როგორ შეიქმნა ასეთი საფრთხობელა რომ ლამისაა "დრიმ ტიმივით"გვაშინებენ. არაფერი გუნდი არ არის და ეს დამტკიცდება ევროპის ფინალურ ეტაპზეც კარგად დაიმახსოვრეთ. საერთოდაც ყველაზე მაგრად გაგვიმართლა წილისყრისას და ესეც ფაქტია, ყოველგვარი ზედმეტი ნერვიულობის გარეშე შეგვეძლო გავსულიყავით და გასულიც ვართ. თბილისში შეგვეძლო დიდი ანგარიშით მოგვეგო და უპასუხისმგებლობისა და რაღაც მიზეზების გამო ისევ მსაჯებს დავაბრალეთ ყველაფერი. მონტენეგრომ კი გადაუარა იმათ ვისთვისაც უნდა გადაევლო, ხოლო თბილისში ახლაც თვალწინ მიდგას მათი გაოცებული თვალები თამაშის შემდეგ არც კი სჯეროდათ რომ მოიგეს, ისინი წაგებას შეგუებულები იყვნენ ჩამოსულები და მინიმალურ წაგებაზე თამაშობდნენ, ჩვენ კი ჩვენივე ხელით მივართვით არ ვიტყვი პირველ ადგილს, რადგანაც მჯერა რომ თუ დასჭირდათ ჩვენები მოუგებენ იქ თამაშს, იმიტომ რომ ბოლოს ვთამაშობთ და ყველა შედეგი ცნობილი იქნება იმ დროისთვის.
fraternity
ბუბა, ეკი ეგრეა მაგრამ საქმე ისაა რომ საბოლოოდ ცხრილში არ დაითვლება ბოლო ადგილოსანთან ნათამაშები. რაც იმას ნიშნავს რომ ჩვენ მაგ ორი მოგებიდან ერთი აუცილებლად გაგვიუქმდება (ან ალბანეთთან ან სლოვაკეთთან) და შესაბამისად, მაგიტომ არ არის ჩათვლილი
ბუბა
არ იყო ამ ყველაფრის ასახსნელად ამხელა არზის შეთხზვა. ერთს კი დავამატებ ეს "ანალიზი" თუ ისეთივე "მყარ არგუმენტებს" ეყრდნობა, რაც სტატიაში სხვადასვა ქვეყნის ნაკრებების ჩატარებული თამაშების ცხრილია. ვერ არის ჩვენი საქმე კარგად. სხვა არ ვიცი, მაგრამ ჩვენს ნაკრებს ორი თამაშიდან ერთი წაგება და ერთი მოგება ნამდვილად არ ქონდა. პირველი ორი თამაში, ალბანეთთან შინ, სლოვაკებთან გასვლაზე, ორივე მოვიგეთ. ასე, რომ ცხრილში ან 2 2 0 უნდა იყოს, ან 3 2 1 და შესაბამისად ამ ციფრებზე აგებული ის "ფილოსოფია" რაც სტატიაშია გაშლილი.
კოსტა
"........."-ს. მონტენეგროს რაღაც იოლად უყურებ. გუნდის შემადგენლობას გადახედე, სად თამაშობენ, ნბა-ში და ევროპის წამყვან კლუბებში. არც ხორვატიას ჩამორჩებიან და არც სხვა გრანდებს. ასე რომ, ფავორიტი ჯგუფში თავიდანვე მონტენეგრო იყო და თუ მათ დავამარცხებდით(ცოტა დააკლდათ), დიდი წარმატება იქნებოდა. საერთოდ, მონტენეგრო იქნება, თუ ალბანეთი, თუ არ ითამაშე, ისე ვერავის მოუგებ. დაფასება უნდა კალათბურთელებსაც, მწვრთნელებსაც და ყველას, ვინც მონაწილეობას ღებულობს. აბა ფეხბურთში უკვე ათწლეულებია მასეთი ალბანეთები და სლოვაკეთები ბევრჯერ შეხვედრიათ და ვერასოდეს შედეგი ვერ მიუღიათ. ძლიერ თუ ყველაზე სუსტ ჯგუფშიც მეოთხე ადგილს ვერასოდეს გაცდნენ, რომელ ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობაზეა ლაპარაკი. ყველა სპორტსმენს გვერდში დგომა და მხარდაჭერა ჭირდება. ამიტომ ყველა ტამაშზე გადაჭედილი დარბაზები უნდა იყოს, მეტი პასუხისმგებლობა რომ იგრძნონ.

უძლეველი ბელგია - რაღაცა სიახლეა მგონი საკალათბურთო სამყაროში
Gbf
არ რა იდიოტია ვიღაცაა ამის დამწერი.გასულია 100% მოოგოს სახლია თამაში დიდი ანგარიშით და ეგაა.არ დაწერა ამან ვიღაცაა ფილოსოფია.
gia
და რატომ გაიხადეს ასე დასათვლელად საქმე
gio
ყველა ვარიანტში გავდივართ თუ სლოვაკეთს მოვუგეთ!

კარგით რაღას წმუკუნებთ გასულები რომ არიან იმიტომ დაიკიდეს ფეხებზე ალბანეთთან და მონტენეგროსთან შეხვედრები. ეს ყველაფერი სლოვაკებთან მაყურებლის მოზიდვას ემსახურება რადგანაც ის თამაში ისეთივე უაზრობაა როგორც ალბანეთთან ნაფორთხიალები მატჩი ტირანაში. სლოვაკები რომ მომგები არ არიან თბილისში ამას რა მარჩიელობა უნდა უბრალოდ თვითონაც კარგად იციან რომ გულშემატკივართან ასე მოქცევა არ შეიძლება როგორც ალბანეთთან მოიქცნენ და ახლა რაღაც კვადრატებით და პირამიდებით უბნევენ ხალხს გონებას. რომ დასჭირდეთ ხორვატიას მოუგეს ევროპაზე სახლში და მონტენეგრო ვინ ჩემი ფეხებია, ისე გაჭიმავენ "შავმთიელებიც" კი გაკვირვებული დარჩებიან.
qomagi
zaza-sabonis-s-ს სამაგიეროდ, გერმანიას ან ჰოლანდიას (რომელიც წააგებს ერთმანეთთან ბოლო ტურში) აუცილებლად გაუხდება 2 წაგება
zaza-sabonis-s
გერმანიას ერთი წაგება აქვს დანიასთან,რომელიც დიდი ალბათობით აღარ ჩაეთვლემა(დანია დარჩება ალბათ მეოთხეზე)
ნოდარი
ბავარიას: შენს პირს შაქარი!!!
sabonis
ბრიტანეთს მაკედონიასთან +40 ესტონეთს პოლონეთთან +39 ბოსნიას შვედეთთან +67 კაით რა ადმინ ეს თეორიულადაც არ უნდა გაიფიქრო კაცმა, პრაქტიკულზე აღარაფერს ვამბობ.DDDDD
sabonis
გერმანიას უკვე აქ ორი წაგება.
bavaria
გასულები ვართ, თან პირველი ადგილით, მონტენეგროს მოვუგებთ, თან აუცილებლად!
Zaza
დაზუსტება–,,ბ,,ჯგუფში მეორეადგილოსანს აუციებლად ექნება სულ მცირე ორი წაგება(უკვე თითო–თითო წაგების მქონე გერმანია–ჰოლანდიამ უნდა ითამაშონ ერთმანეთში ,ავსტრია უკვე აქვს ორი წაგება)...ასე,რომ დარჩენილი ექვსი ჯგუფიდან ოთხში მინიმუმ იქნება ორი მარცხით მეორეადგილოსანი
MIRIANI
მადლობა ავტორს, ამომწურავი სტატიაა! :) ჩემი თხოვნა იქნება ხშირად და ყველა სპორტის სახეობა მიმოიხილოთ ასე არგუმენტირებულად. მადლობა.
eeeeeeeeeee
აი მაგეების ანგარიშს და თვლას მომავალ თაობებს რომ მიხედოთ და პროფესიონალ მწვრთნელებს გააწრთვევინოდ არ გირჩევნიათ?
შედეგმაც არ დააყოვნა - საქართველოს ნაკრები უკვე ფიბას ოცეულშია
[VIDEO] ზღაპრული თავგადასავალი დასრულდა - საქართველოს ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ევრობასკეტს გამოეთიშა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფინეთთან 17 ქულით მარცხდება
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია
"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო
მიქაუტაძის 73 წუთი - "ვილიარეალმა" "ატლეტიკი" დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა
დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა
[VIDEO] ნკეტიამ ალისონს ზედ საფინალო სასტვენის წინ გაუტანა - "ლივერპული" "კრისტალ პალასთანთან" დამარცხდა
გუნდია თუ საველე ჰოსპიტალი - პსჟ-ს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა
"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?
დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო
"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
ოპერაცია გადაწყდა - ბექა ბურჯანაძე კალათბურთს კიდევ 5 თვე ვერ ითამაშებს
ფიბა VS ევროლიგა: ფიბამ დღეები გაწერა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
ზაზა ფაჩულია: თავი არ დაგვიზოგავს... [II ნაწილი]
ზაზა ფაჩულია: ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული [I ნაწილი]
ზაზა ფაჩულია: ამან ერთგვარად დააჩქარა ნაკრებთან გამოთხოვების პროცესი
იგორ კოკოშკოვი სლოვენიას აღარ გაწვრთნის