ხელშეუხებელი ლიდერები - "თეთრ ჯგუფში" თბილისის "დინამოს" შეეძლო პირველ ადგილზე გადასულიყო, მაგრამ "შუქურას" ვერ აჯობა
ტურის წინათქმაში ვივარაუდეთ, რომ ორივე ჯგუფის ცხრილში სერიოზული გადაადგილებები იყო მოსალოდნელი. ეგ კი არა, დიდი იყო იმის ალბათობაც, რომ ორივეში თუ არა, ერთ ჯგუფში მაინც შეცვლილიყო ლიდერი, მით უფრო, რომ ორივე ჯფუფის ლიდერი, ბათუმის "დინამო" და "ჩიხურა" ამ ტურში ისვენებდნენ.

თუმცა, ლიდერებმა თავიანთი პოზიციები, სულ მცირე, ერთი კვირით შეინარჩუნეს; სამაგიეროდ, სხვა გადაადგილებები საკმარისზე მეტი მოხდა, ზოგმა დანავსული სერია შეწყვიტა, ზოგან კი კრიზისმა მართლაც ქრონიკული ხასიათი მიიღო და უკვე მომავალი ტურის წინ, სულ მცირე, ერთი (შესაძლოა, ორიც) სამწვრთნელო გადაადგილება მომხდარიც იქნება.

თუმცა, ვიდრე მომავალ ტურზე ვისაუბრებთ, მანამდე V ტურის გამორჩეულ ფაქტებსა თუ მოვლენებზე ვთქვათ...

გარდაუვალი გადაადგილებები

ამ გარდამავალ ჩემპიონატში ორივე ჯგუფში გუნდების რაოდენობა კენტია და თითო-თითო გუნდსაც დასვენება უწევს ყოველ ტურში; ამის გამოც არის ხოლმე გარდაუვალი გადაადგილებები ორივე ჯგუფის სატურნირო ცხრილში.

ლიდერებზე ზემოთ უკვე ვთქვით, არადა, "თეთრ ჯგუფში" თბილისის "დინამოს" შეეძლო პირველ ადგილზე გადასულიყო, თუმცა, ბევრისთვის მოულოდნელად, საშინაო შეხვედრაში "შუქურასთან" ფრედ ითამაშა. სხვათა შორის, ეს იყო პირველი შემთხვევა ამ გუნდებს შორის ურთიერთდაპირისპირებათა ისტორიაში, როცა "შუქურამ" შეძლო და "დინამოსთან" ქულა მოიპოვა.

არავინ იცის, რა "ფასი" ექნება ამ ქულას სეზონის ბოლოსკენ: ამ მართლაც საპატიო ფრის წყალობით, თეიმურაზ შალამბერიძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "შუქურამ" ბოლო ადგილს თავი დააღწია, სადაც დღესდღეობით ... "ტორპედოა"!

საქართველოს სამგზის ჩემპიონი გუნდის ასეთი წარუმატებელი გამოსვლა ამ სეზონის ყველაზე დიდი მოულოდნელობაა; თუმცა, სიტუაციის გამოსწორებისათვის დრო კიდევ არის, თანაც, თითქმის გადაწყვეტილია, რომ უკვე მომავალ ტურში "ტორპედოს" ახალი მწვრთნელი ეყოლება...

"წითელ ჯგუფში" ლიდერის შეცვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდებოდა, "კოლხეთი" ზედიზედ მესამე გასვლით მატჩს თუ მოიგებდა. თუმცა, "კოლხეთის" მიმართ სიმპათიების მიუხედავად, მოვლენების ასეთი განვითარების ნაკლებად გვჯეროდა, გელა სანაიას გუნდი სტუმრად ხომ ჩემპიონობის ერთ-ერთ ფავორიტ "სამტრედიას" ხვდებოდა.

ძველი მეტოქეების დაპირისპირების შედეგი ყველამ იცის და ამ გამარჯვებით გია ცეცაძის გუნდი "ერთი ხელის" გაწვდენაზე მიუახლოვდა "წითელი ჯგუფის" ლიდერებს.

ასევე საევროპე ამბიციები აქვს ამ სეზონში "საბურთალოს": პაბლო ფრანკო მარტინის გუნდმა უაღრესად დაძაბულ და დრამატულ მატჩში "დილას" 2:1 მოუგო.

აი, რაც შეეხება "სიონისა" და "ზუგდიდის" დაპირისპირებას, V ტურის ცენტრალურ მატჩად სწორედ ამ გუნდების მატჩი მივიჩნიეთ. ჰოდა, ეს, მართლაც "ექვსქულიანი" მატჩი "სიონმა" დიდი აღმავლობით ჩაატარა და დიდი ანგარიშითაც გაიმარჯვა (4:1). ამ მოგებით, ბოლნისურმა გუნდმა აშკარად "თვალებში გამოიხედა".

სამაგიეროდ, "ზუგდიდი" რჩება ერთადერთ გუნდად, ამ სეზონში ქულა რომ არ აუღია...

ახალი ლეგიონერები

ჯერ კიდევ წინა კვირაში გაცხადდა, რომ თბილისის "დინამო" რამდენიმე ლეგიონერს (მიკელ ალვარო, მატია შპიჩიჩი, მატიას კურიე) გუნდიდან უშვებდა. წინა ტურის მერე ასევე დაემშვიდობა თავის ლეგიონერებს (ალექსანდრ ილიუშჩენკოვი, სოსლან ნანიევი) "სიონიც", თუმცა, V ტურში ჩვენს ჩემპიონატში კვლავაც გამოჩნდნენ ახალი ლეგიონერები და ზოგის დებიუტს სულაც "შთამბეჭდავი" ეთქმოდა.

"სიონის" ახალწვეულით დავიწყოთ: არმაზ ჯელაძისა და ლადო ბურდულის გუნდში დებიუტი ჰქონდა 25 წლის ფორვარდს, ვიაჩესლავ სუშკინს (რუსეთი), რომელმაც გოლიც გაიტანა სადებიუტო მატჩში და საგოლე გადაცემაც შეასრულა.

ასევე დებიუტი ჰქონდა საქართველოს ჩემპიონატში "სიონის" ცნობად ახალწვეულს, 32 წლის გამოცდილ ლიტველ შემტევს, მინდაუგას კალონასს. ასევე პირველი მატჩები ჩაატარეს საქართველოს ჩემპიონატში 21 წლის უკრაინელმა ევგენი მურაშოვმა ("გურია"), 27 წლის ბულგარელმა სტეფან ველევმა (თბილისის "დინამო") და 21 წლის კონგოელმა რიმერიკ ეტუმ ("დილა").

საერთოდაც, გასულ ტურში ლეგიონერები ყურადღების ცენტრში იყვნენ. "საბურთალოს" 26 წლის ფორვარდმა გარსია პენამ (ესპანეთი) თავით ეფექტური გოლი გაიტანა "დილას" კარში.

ასევე გოლით შეეწია თავის გუნდს "გურიას" უკრაინელი ნახევარმცველი ევგენი მოროზენკო, ხოლო "შუქურამ" რომ თბილისის "დინამოსთან" უმნიშვნელოვანესი ქულა მოიპოვა, ქობულეთელთა გუნდის 25 წლის მეკარის, აზამატ ჯიოევის (რუსეთი) უდიდესი დამსახურებაც არის, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით "დინამოს" ფრანგ მეკარე ანტონი სკრიბეზე, რომელმაც საქართველოში ჩამოსვლიდან არასრულ სამ თვეში უკვე რამდენიმე კურიოზული გოლი გაუშვა...

მეორე შემობრუნება

ჩემპიონატის დაწყებიდან 5 ტურია გასული და მეორედ სწორედ ახლა მოხდა, როცა ერთმა გუნდმა შეძლო მატჩის "შემობრუნება": ზემოთაც ვახსენეთ, თუ როგორ დრამატულად წარიმართა "საბურთალო"-"დილას" მატჩი, რომლის პირველი ტაიმიც სტუმრებმა მოიგეს (1:0); აი, შესვენების შემდეგ კი მასპინძლებმა შეძლეს თამაშში გარდატეხის შეტანა და საბოლოოდ, მოიგეს კიდეც ეს უმნიშვნელოვანესი შეხვედრა.

მანამდე კი ასეთი "შემობრუნება" II ტურში მოხდა, როცა "ჩიხურა" სტუმრად 0:1 მარცხდებოდა "შუქურასთან", მაგრამ სოსო ფრუიძის გუნდმა შესვენების შემდეგ სამი უპასუხო გოლი გაუტანა მეტოქეს.

ბომბარდირები

V ტურში ორივე ჯგუფის ლიდერი (ბათუმის "დინამო", "ჩიხურა") ისვენებდა და შესაბამისად, ამ გუნდების (და, საერთოდ - ჩემპიონატის) საუკეთესო ბომბარდირების (თეიმურაზ შონია, საბა ლობჟანიძე) გადასწრების შანსიც გაუჩნდათ სხვა ფეხბურთელებს.

გადასწრება ვერავინ მოახერხა, სამაგიეროდ, ორი ისეთი თავდამსხმელი მიუახლოვდა ბომბარდირთა დავაში დაწინაურებულთ, ყველა ვარიანტში რეალური პრეტენზია რომ უნდა ჰქონდეთ საუკეთესო ბომბარდირობაზე.

31 წლის ჯაბა დვალი "ცხინვალის" ახალწვეულია და ეს გამოცდილი გოლეადორიც მშვენივრად მოერგო კახა კაჭარავას გუნდს: ბოლო სამ მატჩში უკვე 4 გოლი გაიტანა.

წინა სეზონის მსგავსად, ამჯერადაც თითქმის ყოველ ტურში გააქვს გოლი "სამტრედიის" 22 წლის ფორვარდ ბუდუ ზივზივაძეს: 4 მატჩი და 4 გოლი!

ბომბარდირთა დავაში საუკეთესო ხუთეულშია გეგა დიასამიძეც. 24 წლის ნახევარმცველმა წინა ტურშიც გაიტანა გოლი, ახლა კი მისი დუბლით "ლოკომოტივმა" უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ მთელი წინა სეზონის განმავლობაში დიასამიძემ მხოლოდ 2 ბურთი გაიტანა, ახლა კი ოთხ მატჩში უკვე 3 გოლი აქვს აქტივში.

შედეგიანობის ასეთი ზრდა, ალბათ, იმასაც უნდა მივაწეროთ, რომ ამ გარდამავალ ჩემპიონატში "ლოკომოტივის" ესპანელმა მწვრთნელმა ჟერარდ სარაგოსამ დიასამიძეს ამპლუა შეუცვალა - მკვეთრად გამოხატული საყრდენი ნახევარმცველი ამ სეზონში ცენტრფორვარდის უკან მოქმედებს და, როგორც გაირკვა, პოზიციის შეცვლა ეფექტიანი აღმოჩნდა როგორც ფეხბურთელისთვის, ისე "ლოკომოტივისთვის".

სადებიუტო გოლები, დაბრუნებები...

"თეთრ ჯგუფში" ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა "გურიასა" და "ტორპედოს" შორის დაპირისპირებას. ეს ორი დიდი ტრადიციის მქონე გუნდი ამ ტურამდე ხომ მოგების გარეშე მოვიდა. ანუ ესეც, ფაქტობრივად, "ექვსქულიანი" დაპირისპირება იყო, სადაც გამარჯვება "გურიამ" მოიპოვა და მეტოქის კარში მეორე და გადამწყვეტი გოლი ლანჩხუთელთა ცენტრალურმა მცველმა გია ჩადუნელმა გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ 22 წლის ჩადუნელისთვის უმაღლეს ლიგაში ეს სადებიუტო გოლია. აი, 18 წლის ზაურ ხაბეიშვილმა ("სამტრედია") კი უმაღლეს ლიგაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა.

გარკვეული პაუზის მერე საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდა სანდრო გურული ("შუქურა") და ამ გამოცდილმა შემტევმა ნახევარმცველმაც ეს დაბრუნება თბილისის "დინამოს" კარში გატანილი გოლით აღნიშნა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Jango
სამტრედიას სუსტი ადგილია დაცვა, უძლიერესია შუა ხაზი და მისაღებზე უკეთესია თავდასხმა იქ მეტის გაკეთებაც შეუძლიათ,მარტო ზივზივაძე არ ჰყოფნის საქმეს ,სხვებმაც უნდა უმატონ.
dato
სამტრედია, დინამო, ბატუმი და საცჰხერე ესენია დგეს კარგი გუნდებიი... დანარცჰენებიი მოვალეობის მიზნიტ არიან ცჰემპიონატსჰიი... ყველაზე ლამაზ და ტეხნიკურ პეხბურტს სამტრედია ტამაშობს..
ეროვნული ლიგის ხუთი მატჩი უამინდობის გამო გადაიდო
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
[VIDEO] უკვე დუბლი და საგოლე გადაცემა - გულიაშვილის ძალისხმევით "რასინგი" ლიდერების მატჩში 3:0-ს იგებს
დაიწყო - გულიაშვილმა ესპანეთში პირველი გოლი გაიტანა
ლუის ენრიკემ "ჰავრთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
WU17 | ჩრდ. მაკედონია 1:0 საქართველო
ზივზივაძე კვლავ არ იყო განაცხადში - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერთან" დამარცხდა
[VIDEO] გოლების წვიმა "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ვესტ ჰემი" დაამარცხა
ეროვნული ლიგის ხუთი მატჩი უამინდობის გამო გადაიდო
"ორი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე გასახდელში პირველად შეხვდა ერთმანეთს" - რა ითქვა დანიასთან ნამატჩევს
გირასი მთავარი სამიზნეა - "მილანს" "დორტმუნდის" ფორვარდის დამატება უნდა
ახალი კონტრაქტი დუშანს - “იუვენტუსს” ვლაჰოვიჩის შენარჩუნება უნდა
სრულფასოვანი კონტრაქტი რაშფორდს - "ბარსელონა" ინგლისელ შემტევს გამოისყიდის
"ეს ზუსტად ასეთი მატჩები იქნება" - როსენიორმა პსჟ-ისთან დაპირისპირებაზე ისაუბრა
მადრიდული დუეტი "მილანში" აღდგება? - კაზემირომ შესაძლოა, სერია A-ს მიაშუროს
"იმ მომენტში სიმეონეს მოკვლა მინდოდა" - კოშტამ "ატლეტიკოს" დატოვების მიზეზი გაიხსენა
"მალიორკას" გადარჩენა მარტინ დემიკელისს დაავალეს
ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის მიუხედავად, "ინტერი" კივუს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
ქოჩორაშვილის და ლომინაძის გარეშე - "სპორტინგმა" "ეშტორილს" მოუგო
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დანიას 39:32 ამარცხებს
"ჩელსის" დირექტორი: პსჟ ჩვენთვის საშიში არ არის
გაზაფხულამდე - ჯერ მიქაუტაძე "ბარსელონასთან", შემდეგ ხვიჩა ნორმანდიაში
როგორ მოხვდა "სპარტაკის" მეკარე "შუქურაში"? ინტერვიუ აზამატ ჯიოევთან
გიორგი დემეტრაძე ქართულ ფეხბურთს სპორტულ დირექტორად დაუბრუნდა
გურია-შუქურა 0:0 - ქართველს დაარტყმევინეთ, ქართველს!
თეიმურაზ შალამბერიძე: რთულ თამაშს ველოდებოდით და ასეც მოხდა
თბილისის "დინამომ" თურქეთში მზადება დაიწყო
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "შუქურა" - "საბურთალო" [LIVE]
ეროვნულ ლიგაში ახლად აღზევებული ქობულეთის "შუქურა" დაშლის პირასაა
რევაზ ჩელებაძე: თბილისის "დინამოს" მაისურა რომ გაცვია, გაცილებით მეტი მოგეთხოვება!
შინდაგორიძემ ბელარუსში სერიოზული ტრავმა მიიღო
"შუქურას" ფანებმა ბოთლი მსაჯს ესროლეს, სიგუას მოარტყეს და ბოდიშს იხდიან [VIDEO]
ქართული დუელის დღე! ბრძოლა ლიდერობისა და აუტსაიდერობისგან თავის დასაღწევად
პლეი-ოფში ეროვნული ლიგის მომავალი მონაწილე გაირკვა [VIDEO]
ტორპედო-შუქურა 0:0 - ასე ორივეს გაუჭირდება... [VIDEO]
კორონავირუსისას ქართული გოლი გავიდა - დიასამიძემ ბელარუსში გაიტანა [VIDEO]
ლეგიონერები საქართველოში: რაოდენობა იზრდება, ხარისხი?
კვარაცხელიას დაბრუნება ფრანგულ კლასიკაში - მიქაუტაძის გამარჯვების დრო!..
ზივზივაძე და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "ჰამბურგმა" "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
ბელარუსიდან ეროვნულ ლიგაში - "ლოკომოტივი" გაძლიერდა
ქართველების თამაშს ბელარუსში მანეკენები "დაესწრნენ"
ზივზივაძე კვლავ არ იყო განაცხადში - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერთან" დამარცხდა
ილია სტურუა: უნდა მოვუმატო და რაც შეიძლება, ძლიერ ლიგაში მოვხვდე
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმი" ისევ დამარცხდა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
უღიმღამო "ქართული დერბი" ბელარუსში უგოლოდ დასრულდა
17 წლის ხარებაშვილმა თურქულ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი
ქობულეთის "შუქურა": რევაზ ჩელებაძემ მოსკოვის "სპარტაკიდან" ქართველი ჩამოიყვანა
ქობულეთის "შუქურას" განცხადება
თბილისის "დინამომ" ტუნისელი შემტევი დაიმატა და თურქულ შეკრებზე გაემგზავრა
იქნებ ივარგოს... ახალი მწვრთნელი და უკრაინელი მოთამაშე ქობულეთის "შუქურაში"
უმაღლესი ლიგის X ტურის წინ: სათასო გამოძახილი
დიასამიძემ გაიტანა - "შახტიორი" ფრეს დასჯერდა [VIDEO]
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა