191 სმ სიმაღლის 19 წლის ქართველი კალათბურთელი ჯერ საბერძნეთში ვარჯიშობდა, ამჟამად კი ამერიკაშია
საქართველოს ნაკრების ლიდერთა უმეტესობა 30 წელსაა გადაცილებული. მათ ახლო მომავალში ღირსეული შემცვლელები სჭირდებათ. საქართველო ამერიკა არ არის, მაიკლ დიქსონის დარი კალათბურთელები სხვა ქვეყნებში მიავლინოს - დასაკარგი ტალანტები არ გვყავს. ამიტომ, დიდი ყურადღება უნდა გამოიჩინოთ მათ მიმართ, ვისაც შეუძლია საქართველოს გამოადგეს.

ამერიკაში სწავლობს და ასპარეზობს 19 წლის ლუკა სიხარულიძე, რომელსაც კალათბურთის თამაში საქართველოში არ

დაუწყია. ჯერ საბერძნეთში ვარჯიშობდა, ამჟამად კი ამერიკაშია.

- 8 წლისა რომ ვიყავი, კალათბურთზე შემიყვანეს, თუმცა მალევე გამოვედი, ცურვა განვაგრძე. ორი წლის შემდეგ კი კვლავ დავუბრუნდი კალათბურთს და სპორტის ეს სახეობა ჩემი ცხოვრების ნაწილად იქცა, - ამბობს ლუკა სიხარულიძე და განაგრძობს:

- თამაში ქალაქ სალონიკში დავიწყე. იმ პერიოდში ჩემი ოჯახი საბერძნეთში ცხოვრობდა. 12 წლისა ვიყავი, ამერიკაში რომ გადავედით, სწავლა ბრუკლინის ფრედერიკ დაგლასის სახელობის "ჰაი სქულში" განვაგრძე. ამავე სასწავლებლის საკალათბურთო გუნდში ვთამაშობ სახელწოდებით "ლაიონს" (ლომები).

საბერძნეთიდან ამერიკაში რომ გადავიდა ასაკით პატარა იყო, მაგრამ ორი სათამაშო სისტემის სერიოზული სხვაობა საკუთარ თავზე მაინც გამოსცადა:

- ამერიკისა და ევროპის კალათბურთი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. ბრუკლინში ჩასულს გაცილებით ძალისმიერი კალათბურთი დამხვდა, დიდი ყურადღება ენიჭება დაცვას. საბერძნეთში თავიდანვე სწორ თამაშს გვასწავლიდნენ, ტაქტიკურ აზროვნებას გვაჩვევდნენ. მეტ კომბინაციას ვათამაშებდით.

ლუკა გამოგვიტყდა, რომ ამერიკაში თავიდან ძალიან გაუჭირდა, თუმცა დროთა განმავლობაში იქაურ სტილსაც შეეგუა და რეჟიმსაც.

- სკოლა 8 საათზე მეწყებოდა. მამაჩემი სახლიდან დილის 4 საათზე გადიოდა, მე 4:30-ზე მივდიოდი ვარჯიშზე. პირად მწვრთნელთან ნიუ ჯერსიში ვემზადებოდი. რთული იყო, თუმცა კარგად მესმოდა, თუ კალათბურთის თამაში მინდოდა, ბევრი უნდა მეშრომა.

შედეგიც სახეზეა. სასწავლებლის გუნდში ლუკა სიხარულიძე კაპიტანია. საინტერესოა, რომ იგი ერთადერთი თეთრკანიანია. საკითხავია, რატომ აირჩიეს იგი კაპიტნად?

- გუნდის ძირითადი ბირთვი რამდენიმე წელია ერთად ვთამაშობთ. ერთ დღესაც მწვრთნელმა შეგვკრიბა და დაგველაპარაკა. ყველა კალათბურთელს ჰკითხა, ვის ისურვებდა კაპიტნად. მე ამირჩიეს. გამეხარდა, თუმცა ისიც ვიცი, რომ დიდი პასუხისმგებლობაა. ქართველები კი პასუხისმგებლობას არასოდეს გავურბივართ.

ლუკას "ლაიონსი" თავის ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გუნდია...

- ამ სეზონში ჩვენს დივიზიონში კარგად ვითამაშეთ. ყველა მატჩი მოვიგეთ და მანჰეტენის ჩემპიონებიც გავხდით. შემდეგ ეტაპზე კი პირველობამდე ცოტა დაგვაკლდა. პლეი ოფში წაგების მიუხედავად, ჩვენს სკოლაში დიდი პატივით მიგვიღეს, რადგან 2005 წლის შემდეგ ასეთი შედეგი "ლაიონსს" არ ჰქონია. ამასთან, გავიმარჯვეთ სამხრეთ კაროლინაში გამართულ სერიოზულ შეჯიბრებაში.

ვფიქრობთ, ლუკა სიხარულიძე საკმარისად გაგაცანით, თუმცა მთავარი არ გვითქვამს: იგი 191 სმ სიმაღლისაა, პოზიციით უკანახაზელია. როგორც თავად გვითხრა, ძირითადად მსროლელის ამპლუაში თამაშობს, თუმცა მატჩებისას გამთამაშებლობაც უწევს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ეს ეროვნულ ნაკრებში ვერ გაქაჩავს და ახალგაზრდულ ნაკრებში მინიმუმ 10 ათასი თუ არ გადაიხადე ისე არავინ ჩAგსვავს ბიძია. აი ამას მიხედეთ და გამოააშკარავეთ ჟურნალისტებო

ჩემი დეიდაშვილია კარგი ბიჭია ყოველ წელს ჩამოდის საქართველოში. შარშანაც იყო ჩამოსული ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის ემზადებოდა,მთელი გულით უნდოდა რომ მოხვედრილიყო იმ ოლიმპიადაზე და ხალხისთვის თავი გაეცნო, მაგრამ მწვრთნელმა განაცხადში არ გაიყვანა. ამაზე კი გული ძალიან დაწყდა
ტრესტ - 2
ღმერთმა ხელი მოუმართოს. კალთბურთის ფედერაციაში დოყლაპიობას თავი დაანებეთ და მიხედეთ საქმეს. კერძოდ, საკუთარი სანათესაოს იქით გაიხედეთ და დაინახეთ პერსპექტიული ახალგაზრდები. მაინდამაინც საკუთარი შვილების საკალათბურთო კარიერით ნუ დაკავდებით, შესაძლოა სხვა უფრო ნიჭიერია და ვინც ნიჭირს საკუთარ უნიჭო შვილსა ან ნათესავს არჩევს ის ქვეყნის მოღალატეა გაიგეტ კალათბურთის შეფებო?! - გრძელები ნუ იქნებით, მაღლები იყავით, ...
murtalo
ჩამოიყვანეთ ეს ბიჭი და გამოსცადეთ საქმეში...უკანახაზელი-მსროლელი ჰაერივით გვჭირდება.
svani
ძალიან ბევრი (ვითომ) ქართველი სპორტსმენი გაურბის პასუხისმგებლობას რომელთაც უკვე ქართველები არ ქვიათ)))) შენ სწორი გაგება გაქ!!!
Jet
რა აიჩემეთ ეს დიქსონი. ახლა გუშIნდელი 7 სამიანის მერე მითუმეტეს ვერ მოიშორებთ პირიდან. არაა ეგ იმ დონის ლეგიონერი რომ ასე აღმერთებდე. აწი გეთქვა ვინმე სხვაზე რაღა მაგას ადრი და ეტოლები :D ინატრე აწი მინიმუმ სკოტი პიპენის დარი ან ჯჯ რედიკი :D
[VIDEO] ბოლდუინის პირველი სასტარტო "ბაიერნში" - გერმანულმა გუნდმა "მილანი" დაამარცხა
შენგელია საუკეთესო იყო - "ბარსელონა" სახლში დამარცხდა
შენგელიას 10 ქულა და "ბარსელონას" მარცხი ვალენსიაში | ბურჯანაძის გუნდმაც წააგო
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
საქართველო 3:2 ყირგიზეთი
39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა
"აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს" - ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა
"ქუთაისმა" რუსთავში იმარჯვა, "ორბმა" ტყიბულში თსუ-ს სძლია
"ალბათ, სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს" - ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ლევანდოვსკის მოამვალზე წერს
რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს
[VIDEO] მამუკელაშვილის 17 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" პრესეზონი "ბრუკლინთან" გამარჯვებით დაასრულა
ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს
საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სტრასბურგთან" მატჩში?
ხვიჩა შეცვლაზე და პსჟ-ს საბრძოლო ფრე "სტრასბურგთან"
"შავი ლომი" | არის რევანში - "ჩიტასი" დამარცხებულია
მიქაუტაძემ შეიძლება "ბეტისთან" ვერ ითამაშოს - ცნობილი გახდა მიზეზი
"სტრასბურგთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
კვიპროსში კლუბის პრეზიდენტი მოკლეს, რომელიც მატჩების "ჩაწყობაში" ფიგურირებდა
საქართველო - ესპანეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
დამცირებული და აცრემლებული მაიკლ დიქსონი დახმარებას ითხოვს [VIDEO]
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
მაიკლ დიქსონი საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს!
საქართველოს ნაკრების უნიკალური წინახაზი - მეორე ნაწილი
ჩინეთის საელჩომ დიქსონის ოჯახთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
მაიკლ დიქსონის 19-ქულიანი დებიუტი "ტიტებში"
მაიკლ დიქსონი კარიერას რუმინეთში გააგრძელებს