მე არ მეგონა, თუ კიდევ ერთხელ მომადგებოდა თვალზე ცრემლი გიო ქინქლაძის გამო, ამჯერად - სიხარულის
როგორ მიჭირს, რამე დავწერო. დავიტანჯე და დავტანჯე კომპიუტერი. ადრე ვიტყოდით - ასჯერ დავხიე ფურცელი და წერა თავიდან დავიწყეო. ზუსტად ასეა ჩემი ამბავიც, ოღონდ ბოლო დროს თითქმის აღარ ვწერ ფურცელზე. ფურცელი და კალამი, ჩემი ორი ძველი მეგობარი, ძველ დროს გაჰყვა...

არადა, მეგონა, რომ ისინი ცხოვრების ბოლომდე ჩემთან იქნებოდნენ. მოდის რაღაც ახალი და გავიწყებს ძველს. გახედავ წარსულს და თითქოს გიკვირს კიდეც, როგორ ცხოვრობდი ამ სიახლეების გარეშე.

ფეხბურთიც ასეა - გუშინდელი ძალიან სწრაფად ეძლევა დავიწყებას, მოდის ახალი. მერე ის ახალიც ძველდება... მოკლედ, ფეხბურთიც ცხოვრებაა და იქაც მხოლოდ ერთეულები, მხოლოდ რჩეულები უძლებენ დროს.

ძალიან მინდა, ამ ვარაუდში ზუსტი ვიყო. ასე მგონია: სანამ თუნდაც ერთი კაცი იქნება მსოფლიოში, ვისაც ცოცხლად უნახავს გიორგი ქინქლაძის თამაში, მის საფეხბურთო ნიჭს დავიწყება არ უწერია.

კარგი ამბავი მოვიდა ინგლისიდან - გულშემატკივართა გამოკითხვით, გიო ქინქლაძე "მანჩესტერ სიტის" ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. არადა, "სიტიში" ახლა ხომ არაერთი ვარსკვლავი თამაშობს და ადრეც გამოერეოდნენ ხოლმე ასეთები...

- KINGladze - გიორგი ქინქლაძე მანჩესტერში დღემდე ასე ახსოვთ

სანამ ჩვენი წერილის მთავარ აზრს გავაგრძელებდეთ, ვთქვათ: ალბათ, დროა, ყველამ ალალად გავიხაროთ. მაგრად გავიხაროთ ჩვენი ფლეგმა გენიოსის გამო. გენიოსისა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, თავისი ხასიათის გამო მალაყებს ნამდვილად არ გადავიდოდა ინგლისიდან მოსული ამ დიდებული სიახლის გამო.

არიან ისეთები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქინქლაძის მაგიერ, ვთქვათ, სერხიო აგუერო უნდა გამხდარიყო საუკეთესო. რა თქმა უნდა, აგუერო დიდებული ფეხბურთელია. ჩემს აზრს რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მე ალალად მიმაჩნია, რომ გიო უკეთესი იყო.

ყოველ შემთხვევაში, ის არგუმენტი, რომ აგუერომ ტიტულები მოიგო "სიტისთან" ერთად, ძირშივე განწირულია. ჯერ ერთი, ჩემი აზრით, მწარედ ცდება ის, ვინც ფეხბურთელს ტიტულებით ზომავს. მაშინ დავუდგათ ძეგლი კრისტიან კარამბუს.

ფეხბურთი ვერ იქნება მათემატიკა. მე ისიც ძალიან მაღიზიანებს, ყველა სანტიმეტრს, მილიმეტრს და პასს რომ ითვლიან. რატომღაც მეჩვენება, რომ ამით კეთილშობილი თამაში "ჩოთქის" დონეზე დაგვყავს. სხვა საქმეა, რომ დღეს ფეხბურთი გახდა დიდი ბიზნესი და ამ ბიზნესმა მოკლა რომანტიკა. კლუბი ფეხბურთელში მილიონებს ხშირად მისი სტატისტიკის გამო იხდის. ვიღაცამ ხომ უნდა დაითვალოს გარბენილი მეტრები თუ კილომეტრები?

ტიტულებიო და, ქინქლაძეს ტიტულები არ მოუგია "სიტისთან" ერთად, მაგრამ ის ლამის მოუსავლეთში ჩაჰყვა ამ გუნდს და დიდწილად სწორედ ამის გამო დაინგრა მისი კარიერა. მე არ მგონია, რომ გიოს უნდა დაუთვალოს ვინმემ თამაშის დროს გარბენილი კილომეტრები და ზუსტი პასები. მისი ორი-სამი პასი და დრიბლინგი თამაშს "აკეთებდა". ის პასიც პასია და ერთ მეტრში გაკეთებული პასიც? ორივე ერთი სასწორით უნდა ავწონოთ? კიდევ ამიტომ მგონია, რომ ფეხბურთი ვერასოდეს იქნება მათემატიკა.

ტიტულებიო... ვთქვათ, იმავე აგუერომ ლამის მსოფლიოს ნაკრებთან ერთად მოიგო ინგლისური პრემიერლიგა. ქინქლაძე ვისთან ერთად უნდა გამხდარიყო ინგლისის ჩემპიონი - ნაიალ ქუინთან, უვე რიოსლერთან თუ ნიკი სამერბისთან ერთად?

დღევანდელ "სიტიში" ბევრი ვარსკვლავია. მაშინ იქ ვარსკვლავი ერთი იყო. გიოს უნდა წაეღო ბურთი, მოეტყუებინა, მიეცა, ხშირად გაეტანა კიდეც... ძალიან მაინტერესებს, როგორი იქნებოდა დღეს ის ამ ვარსკვლავურ "სიტიში"?..

ეს ნებისმიერ შემთხვევაში დიდი ამბავია საფეხბურთო საქართველოსთვის, მით უმეტეს, დღეს, ქართული ფეხბურთის არნახულად დაკნინების ხანაში, როცა საფეხბურთო ბედისწერამ ხეირიანი ფეხბურთელი აღარ შეგვარჩინა.

...და მე კიდევ ერთხელ ვერ შევიკავე ცრემლები გიო ქინქლაძის გამო. ეს ცრემლები, ძირითადად, სულ სიხარულისა იყო. მხოლოდ ერთხელ - მწუხარებისა. აღარ მახსოვს წელი და თვე. ვეთამაშებით თბილისში ლიტვას, მგონი - ამხანაგურად. "ლოკომოტივის" სტადიონზე.

გიო ნაკრებში დაბრუნდა დიდი პაუზის მერე და ისე ვერ ითამაშა, როგორც უნდა ეთამაშა.

მაშინ თავი ვერ შევიკავე - ხალხს ვერ მოატყუებ, რაც იყო, ის უნდა დაწერო. როგორია, გააკრიტიკო ის, ვინც შეგაყვარა ფეხბურთი და დაგანახვა ფეხბურთის სილამაზე.

მე არ მეგონა, თუ კიდევ ერთხელ მომადგებოდა თვალზე ცრემლი გიო ქინქლაძის გამო, ამჯერად - სიხარულის.

გმადლობთ, გიო!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფრანიო
გულშემატკივართა გამოკითხვით, გიო ქინქლაძე "მანჩესტერ სიტის" ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. -------- რეალობა ისაა, რომ მანდ ხმების აბსოლუტური უმრავლესობა ქართველებმა მისცეს :) და საერთოდ, მოეშვით ამ გუშინდელი სადილით ამაყობას, მით უმეტეს, რომ ქინქლაძეზე ბევრად სახელოვანი ფეხბურთელები ყოფილან საქართველოში, საბჭოთა წნეხის მიუხედავადაც რომ გააცნეს თავი მსოფლიოს საფეხბურთო სამყაროს.
gia
გიო ყველაზე დიდი სიყვარული ხარ ჩვენი
brutal
მართლა ვიტირე. 90-იანებში დავბრუნდი ნეტა იმ დროს ოცი წლით პატარა ვიყავი...
avtors
დიდი მადლობა მთელი ჩემი ოჯახის სახელუთ. ემიგრანტი გერმანიიდან. გიო ჩემი ყველაზე დიდი ნოსტალგიაა/ ყველაზე დიდი და გაუხედნავუი ნიჭი მისა მესხი - უმცროსის მერე
გგგ
არ შეიძლება ასე ნოსტალგიური რამეების წერა. გავიგეთ, რომ ნიჭიერი იყო, მაგრამ სულ ამ ნიჭზე შეიძლება ვილაპარაკოთ???? აქ წერენ მესხზე და ყიფიანზე უკეთესი იყოო და სირცხვილი არ არის ?
ilia
ქინქლაძეს ნიჭი რომ ჰქონდა ეგ არაფერს არ ნიშნავს! ერთი სეზონი ითამაშა სიტიში კარგად და გინდაც "მოუსავლეთში ჩაყვა სიტის" მაგის მერე რამდენი კლუბი გამოიცვალა?! აგუეროს ადარებს ავტორი აგუერომ ქინქლაძეზე მეტი ფულიც იშოვა და სახელიც და შეეძლო მასაც დროსტარება დაეწყო... დღეს და თუნდაც წლების მერე ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს ემახსოვრება აგუერო და ქინქლაძე საქართველოს და სიტის გარდა ვინ იცნობს და ვის ახსოვს??? აგერ გვარდიოლამ არ იკითხა ეგ რომელიაო...
ლუკა
კასპერა, მართლაც წაიღეს ტვინი რა ამ წარსულში არარსებული სიდიადის ქებით. ახალი არაფერი აქვთ დასაწერი. არაფერი ხდება ქართულ ფეხბურთში და არაფერს არაფერი მოაქვს. ამიტომ წერენ იმაზე რასაც წარსულის მატიანეში არქივიდან ამოქექავენ, ნაფტალინის სუნს გაანიავებენ, მტვერს გადაწმენდენ და კიდევ ერთხელ შეგვახსენებენ რომ გვყავდა ერთი დიდი ნიჭის მქონე ზარმაცი ქართველი, რომელმაც გაანიავა თავისი ნიჭი.
soxumeli
გაიხარე გიო!
Timur
მაგარი ფეხბურთელი ხარ მაშინ როცა მინიმუმ 10 სეზონს მაინც ითამაშებ მაღალ დონეზე. სამწუხაროდ ქინქლაძე ვერ გამოდგა ეგეთი.
გგგ
ისე წერთ, თითქოს ეს იყო და სხვა არავინ. საკმარისია უკვე ეს ნოსტალგიური ტექსტები

იყვნენ ამაზე დიდი ფეხბურთელები საქართველოში და საკმარისია ეს გოდება ქინქლაძეზე.გავიგეთ, რომ სიტიში ძალიან უყვართ, მაგრამ შეიძლება მუდმივად ამაზე წერა>?
caspera
გავიგეთ რომ გვყავდა დიდი დავითი, თამარი და ქინქლაძე..საამაყოა..მარა ყოველდღე ამის წერა მართლა ზედმეტია...სულ წარსულს მივსტირით...წინ გავიხედოთ წიიინ...
kaxa
გმადლობთ გიო. გაიხარე.
jondo
კარგით რა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ კლუბი რომლის შემადგელობაში ოქრის ბურთის მფლობელი დენის ლოუ გამოდიოდა. ახლანდელ შემადგენლობას თავი, რომ დავანებოთ. არ მოგწყინდათ არ დემდგარ ფეხბურთელებზე ზღაპრების წერა?
"ღმერთო დიდებულო, როგორ უყვარს ამ ბიჭს არაერთგვაროვანი ასპარეზობა" - ინგლისური მედია მამარდაშვილის თამაშს გამოეხმაურა
[VIDEO] მამარდაშვილის დიდებული მოგერიებები - "ლივერპულმა" თასზე "ტოტენჰემს" სძლია
წიტაიშვილი ლა ლიგაში პირველ გოლთან ახლოს იყო - "რაიო ვალეკანომ" "ესპანიოლს" მოუგო
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
[ოთხშაბათის საკითხავი] ლუკას ამბავი
"ფანებისთვის კარგი ამბავი მაქვს" - სერხიო აგუერომ ლიონელ მესიზე ისაუბრა
"ვაჩვენეთ, რომ ქართული ფეხბურთი უნიკალურია, ის არ ჰგავს რაიმეს სხვას" - ქინქლაძე "ჯვაროსნების" ევრო 2024-ზე ასპარეზობას გამოეხმაურა
"თუ ეს მოხდა, სასქესო ორგანოს მოვიჭრი" - აგუეროს დადებული პირობა სოციალურ ქსელში მთავარი სახალისო თემაა
აგუერომ კარიერის სავარაუდო განახლებაზე ისაუბრა
[ოთხშაბათის საკითხავი] ოქრის დაბრუნება
აგუეროს ფეხბურთში დაბრუნება შესაძლებელია - "კუნმა" ექიმისგან თანხმობა მიიღო
[ოთხშაბათის საკითხავი] ხომ არ ვჩქარობთ?
[ოთხშაბათის საკითხავი] რომ არ ვიყოთ მხოლოდ ლანდი...
[ოთხშაბათის საკითხავი] ვისია ეს სია? რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია...
აგუერო: პორნოვარსკვლავი მესი მოედანზე სექსუალური მოძალადეა
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა — ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
[ოთხშაბათის საკითხავი] ჩვენი ბიჭობის ამბავი
"ზოგადად ბრაზილიელები ამპარტავნები არიან, მოედანზე ზედმეტად დიდ ყურადღებას იქცევს" - აგუერომ განმარტა მიზეზები, რის გამოც ვინისიუსმა "ოქროს ბურთი" ვერ მოიგო
"მჯერა, რომ ნეაპოლის შემდეგ, პარიზსაც განსაკუთრებული სიხარული ელის!" - გიორგი ქინქლაძე ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერს გამოეხმაურა
[VIDEO] თბილისში მყოფი ილია თოფურია კახა კალაძეს და გიორგი ქინქლაძეს შეხვდა
გიორგი ქინქლაძემ მისი აზრით, ევროპის საუკეთესო გუნდი და ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა
"თავი მაღლა, ძმაო! საქართველო ყოველთვის შენს გვერდითაა!" - ქინქლაძე თოფურიას მარცხს ეხმაურება