თბილისის "ლოკომოტივის" მცველი თბილისური დერბისთვის დიდი მონდომებით ემზადება
17 სექტემბერს, "მიხეილ მესხზე" თბილისური დერბი გაიმართება: "ლოკომოტივი" "დინამოს" უმასპინძლებს. წინა სეზონში ამ გუნდების შეხვედრა "დინამო არენაზე" რომ გაიმართა, რკინიგზელთა ფლანგის მცველმა რევაზ ჩიტეიშვილმა მეტოქის კარი 35 მეტრიდან უძლიერესი დარტყმით აიღო.

- დინამო (თბ)-ლოკომოტივი 2:1 - ისევ მძიმე გამარჯვება [VIDEO]

მაშინ ეს გოლი მსოფლიოში კვირის განმავლობაში გატანილ შედევრებში დაასახელეს.

"ლოკომოტივის" მცველი ამ შეხვედრისთვისაც დიდი მონდომებით ემზადება და იმედოვნებს, რომ მეტოქეს კიდევ ერთხელ დაამწუხრებს.

"დინამოსთან" თამაშისთვის ორმაგად მოტივირებული ვარ, რადგან იარაბეკის გუნდი საქართველოში ყველაზე რთული მეტოქეა. რაც შეეხება იმ მცირერიცხოვან მაყურებელს, რომელიც "ლოკომოტივის" თამაშებზე დადის, მათ სანახაობას ვპირდები.

საბედნიეროდ, წლევანდელ სეზონში წარმატებით ვთამაშობთ და ყველანაირად ვეცდები, 17 სექტემბერს, შარშანდლის მსგავსად, მეტოქის კარში ულამაზესი გოლი გავიტანო", - ამბობს ჩიტეიშვილი.

დრო გვიჩვენებს, შეასრულებს თუ არა სიტყვას ახალგაზრდა მცველი. მაგრამ "დინამოს" რომ იოლი მატჩი არ ელის, ამაში ყველა თანხმდება. წლეულს, ზაფხულში, რკინიგზელები საგრძნობლად გაძლიერდნენ: ჟერარ სარაგოსა მულეტის განკარგულებაში გადავიდნენ ნახევარმცველები - ირაკლი კლიმიაშვილი, ალეკო მზევაშვილი და გიორგი კუხიანიძე, ხოლო თავდასხმა დავით ჩაგელიშვილმა, ლუკა ზარანდიამ და დათა დარციმელიამ გააძლიერეს, ახლახან კი "ლოკომოტივის" რიგებს მათე ვაწაძეც შეემატა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] "ნაპოლიმ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო
მარტის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს ივა გელაშვილი დაემატა
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
U21 | შემადგენლობა ლატვიასთან და მალტასთან გასამართი მატჩებისთვის
[VIDEOS] 19 წლის თორნიკე გიგაურმა თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[PHOTO] ასე არ უყვარს მესის პსჟ-ში გატარებული პერიოდი? - ინტერნეტში გავრცელებულმა ფოტომ გაკვირვება გამოიწვია
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
"წამოწოლა ყველას ჩვენს მოედანზე რატომ უნდება?" - სლოტი გულცივიც ყოფილა
ტონალი თუ გიმარაეში? - "მანჩესტერ იუნაიტედმა" არჩევანი გააკეთა
"სიცოცხლე ან სიკვდილი" - აი, რა გააკეთა მიკელ არტეტამ "მანჩესტერ სიტისთან" ფინალის წინ
[VIDEO] ბითაძე სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა - "ორლანდო" "შარლოტთან" დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 60 ქულა და ლებრონის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო
ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
კონფერენს ლიგაზე მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა - აზაროვი ისევ არ ათამაშეს, მორჩილაძე 88-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე
Daily Mail: სალაჰი და კიდევ ხუთი - "ლივერპულში" დიდი წმენდა იწყება
საუკეთესოდ რაფინია დაასახელეს - საფონოვი სიმბოლურში შეიყვანეს
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
უმაღლესი ლიგა. თებერვლის ნომინანტები: დინამოელთა დომინირება
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
"დილამ" "ჩიხურას" ორი მცველი დაიმატა
რევაზ ჩიტეიშვილმა თბილისის "ლოკომოტივი" დატოვა
რევაზ ჩიტეიშვილის ბრწყინვალე გოლი ევროპულმა საიტებმაც აიტაცეს [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]
უმაღლესი ლიგის VI ტურის წინ: საინტრიგო დერბი
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]
რევაზ ჩიტეიშვილის გასროლა "დინამოსთან" მსოფლიოს TOP-გოლებში მოხვდა! [VIDEO]
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა