ესპანური კალეიდოსკოპი

"ევერტონის" ნახევარმცველი ჯეკ როდუელი "სამეფო კლუბის" ინტერესთა სფეროში მოექცა. 19 წლის როდუელი ინგლისური ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ნახევარმცველად მიიჩნევენ. ბევრი დაწერილა მის სავარაუდო ტრანსფერზე "მანჩესტერ იუნაიტედში", მაგრამ გუშინ Aშ-მა მკითხველს მოულოდნელი ვერსია შესთავაზა - როდუელის თამაშით "რეალის" პორტუგალიელი თავკაცი ჟოზე მოურინიო მოხიბლულა და ზაფხულში მისი ტრანსფერის საჭიროებაში "რეალის" ბოსებიც თითქმის დაურწმუნებია. მერსისაიდური კლუბი როდუელს დაახლოებით 18 მილიონ ევროს აფასებს.

ჩავი კუნძულზე ვერ წავა

"ბარსამ" ცოტა ხნით ჩავი დაკარგა, ბილბაოს "ატლეტიკYთან" 2:1 დასრულებულ მატჩში მან ფეხი დაიზიანა. გადაწყდა, რომ ყოველგვარი გართულებიდან თავის ასაცილებლად, ჩავი ბოლომდე დაასრულებს მკურნალობის კურსს და შემდეგ ტურში "მალიორკას" წინააღმდეგ არ ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ "ბარსელონას" გადამწყვეტი საპასუხო მატჩი აქვს ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ლონდონის "არსენალთან". მოკლედ, ბალეარის კუნძულებზე ლიდერს ძალიან გაუჭირდება - პეპ გვარდიოლას არ ეყოლება ძირითადი გოლკიპერი ვიქტორ ვალდესი, კაპიტანი კარლეს პუიოლი და დისკვალიფიცირებული დანი ალვეში.

იტალიელი ესპანეთს აქებს, ეკვადორელს იტალიაში მიეჩქარება

იტალიის ნაკრებისა და "ვილიარეალის" ფორვარდმა ჯუზეპე როსიმ "გაძეტა დელო სპორტს" განუცხადა, რომ ევროპაში ყველაზე ლამაზ ფეხბურთს ესპანეთში თამაშობენ: "ფეხბურთში ბურთია მთავარი, უნდა ხშირად შეეხო მას, დაიმორჩილო, კარგი პასებით მოამარაგო თანაგუნდელები. ესპანეთში ამის გაცილებით მაღალი კულტურაა, ვიდრე იტალიაში. რა ვქნა, პატრიოტიზმი კი მეძალება, მაგრამ ქვეყანაში, სადაც სტადიონები მიგდებული და სანახევროდ ცარიელია, სადაც მხოლოდ რამდენიმე გუნდი თამაშობს კარგად, კარიერის გატარება არ მხიბლავს".

სამაგიეროდ, ესპანეთში, კერძოდ კი "ლევანტეში" მოთამაშე ეკვადორელმა ფელიპე კაისედომ განაცხადა, რომ სიამოვნებით ითამაშებდა სერია A-ში. "ჩემი ოცნებაა იტალიაში, კერძოდ კი მილანში თამაში, იქ ბევრი მეგობარი მყავს და ერთხელაც, ალბათ, მეც მათ შევუერთდები", - განაცხადა ვალენსიური კლუბის ბომბარდირმა.

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა