ვაწაძეს ჰქონდა ფინანსურად ძალიან ხელსაყრელი შეთავაზება აზიის ერთ-ერთი ქვეყნიდან და მან საქართველოს ჩემპიონატში თამაში არჩია
საქართველოს ნაკრების ფორვარდი მათე ვაწაძე სამშობლოში დაბრუნდა და თბილისის "ლოკომოტივში" ჩაირიცხა.

ჩვენი ფეხბურთის კვალობაზე ეს ვერ იქნება რიგითი ტრანსფერი. ვაწაძე კარგი ფორვარდია, მას სახიფათოდ შეუძლია საჯარიმოში ტრიალი და გოლების გატანა.

მას სათამაშო პრაქტიკა აღარ ჰქონდა დანიურ "ორჰუსში" და წამოსვლა ამჯობინა. ფეხბურთელმა უნდა ითამაშოს. ის მხოლოდ ფულისთვის ვერ იჯდება სათადარიგოთა სკამზე. ამ შემთხვევაში მათემ სწორი არჩევანი გააკეთა.

ზუსტად ვიცი: ვაწაძეს ჰქონდა ფინანსურად ძალიან ხელსაყრელი შეთავაზება აზიის ერთ-ერთი ქვეყნიდან და მან საქართველოს ჩემპიონატში თამაში არჩია. ესეც სწორია: ის ჯერაც იმ ასაკშია (17 დეკემბერს 28 წლის ხდება), როცა შეუძლია კარიერულ წინსვლაზე ფიქრი. რა თქმა უნდა, ფული კარგია, მაგრამ უფრო კარგია კარიერა. კარგია, როცა დღევანდელი კვერცხი არ გირჩევნია ხვალინდელ ქათამს.

ერთიც: მათე ვაწაძემ გადადგა ნაბიჯი, რომელიც სამაგალითო უნდა იყოს თითოეული ჩვენი ფეხბურთელისთვის, ვინც შუა სეზონში უგუნდოდ დარჩა. სხვა თუ ვერაფერი, საქართველოს ჩემპიონატში თავგამოჩენილ ფეხბურთელს ეროვნულ გუნდში თავის დამკვიდრების შანსი მიეცემა.

ეს კი კარიერის ხელახლა აწყობის ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა. ნაკრების ფეხბურთელი უფრო მიმზიდველი ლუკმაა უცხოური კლუბებისთვის.

არადა, დღეს არაერთი ქართველი ფეხბურთელია უგუნდოდ. ამბობენ, ნუკრი რევიშვილი თბილისის "დინამოს" ვერ შეუთანხმდაო. არ ვიცი ამ მოლაპარაკების დეტალები, მაგრამ ძალიან კი მტკივა გული იმის გამო, რომ რევიშვილი უგუნდოდაა.

რევიშვილი მხოლოდ მაგალითად მოვიყვანეთ. დღეს ასეთი არაერთია. არადა, თუ გვინდა, რომ საქართველოს ჩემპიონატი მართლა ჩემპიონატს დაემსგავსოს, სწორედ კლასიანი ფეხბურთელები უნდა მოვიდნენ ქართულ კლუბებში.

უნდა მოვიდნენ, რადგან ის დაძაბულობა, რომელიც დღეს ჩვენს ჩემპიონატშია და რომლითაც უკვე ხშირად ვიწონებთ თავს, დონის საზომად ვერაფრით გამოდგება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ კლასი და დაძაბულობა აბსოლუტურად სხვადასხვა ცნებებია.

გვესმის, დღეს ქართული კლუბები ზღაპრულ პირობებს ვერ შესთავაზებენ უგუნდოდ დარჩენილ ჩვენს ლეგიონერებს, მაგრამ მათ ნაბიჯი უნდა გადმოდგან საქართველოსკენ. თუნდაც ერთი ნაბიჯი უკან, რათა ხვალ ორი გადადგან წინ.

ბოლოს და ბოლოს, არსებობს რაღაც არაფორმალური მოვალეობაც - ჩვენ ყველამ რაღაც უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქართული ფეხბურთი, ჩვენი ეროვნული ჩემპიონატი უკეთესი გახდეს...

რაღა შორს წავიდეთ - საქართველოს ჩემპიონატში დაასრულა სათამაშო კარიერა ალექსანდრე იაშვილმა, სამაგალითო კაცმა, ფეხბურთელმა და პროფესიონალმა. ყველას ვერ მოსთხოვ, იაშვილი იყოს, მაგრამ რაღაც მინიმუმის გაკეთება ყველას შეუძლია.

ასე მგონია: გაურკვეველ მოლოდინს, უკონტრაქტობას ან სათადარიგოთა სკამზე ჯდომას საქართველოს ჩემპიონატში თამაში ჯობია. ხატოვნად რომ ვთქვათ, ჯობია საშუალოებში იყო პირველი, ვიდრე ძლიერებში ბოლო.

მათე ვაწაძე, ლადო დვალიშვილი, აკაკი ხუბუტია... არ მინდა, ვინმე გამომრჩეს, ამათმა ეს ნაბიჯი გადადგეს. მინდა, რომ სხვებმაც გადადგან. საქართველოს ჩემპიონატში ნაღდი ფეხბურთი მინდა და მინდა, რომ ნაკრების კანდიდატმა ითამაშოს.

მინდა, რადგან ნაღდი ფეხბურთი აღარ გვაქვს, მადა კი გვარიანია. მალე საქართველოს ნაკრები უმძიმეს ბრიტანულ ტურნეში (ორი შესარჩევი მატჩი უელსსა და ირლანდიასთან) წავა. იქ მრავლად იქნებიან ფეხბურთელები, რომლებიც ან საერთოდ არ თამაშობენ, ან თითქმის არ თამაშობენ.

მათე ვაწაძის მაგალითმა მე ძალიან გამახარა. მის ამ მაგალითს ჰქონდა წინამორბედი მაგალითები და კარგი იქნება, თუ გაგრძელებაც ექნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

jemali loria
მათე თუ კარუზოს შვილი ხარ მამაშენმა შემეხმიანოს ისე გაიხარე მაინც კარგი სპორტცმენი ხარ
ika
ძაანაც არ უნდოდა დაბრუნება მარა სხვა გზა არ ქონდა რატო ადრე არ დაბრუნდა ?
gizog
კოკასა შიგან რაცა დგას ..........
tornike123
Paktia ragac winsvla unda ikos chempionatshi,ramdenime saintereso qartveli pexburteli da legioneri tamashobs ,vinme tu gvachvenebs televiziiit ra xdeba uketeei ikneba,ratom araaa reportajebi?!
giga
საშუალოებში პირველი? ამ მძორლიგას ეძახი საშუალო დონეს?
[VIDEO] ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
სუპერთასების "სერია" ხვიჩას და "ჩაკვე" "ბარსას" წინააღმდეგ - რას ვნახავთ აგვისტოში
ფიულკრუგი მალე "ვერდერში" დაბრუნდება
ბუსკეტსი "ბარსელონას" მეორე გუნდში იმუშავებს
"ალბათ, ეს ჩემი უკანასკნელი სეზონია" - კრიშტიანო რონალდო
შეთანხმება შედგა - როდრი კარიერას "ბარსელონაში" გააგრძელებს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლანსთან" მატჩში?
"ლივერპულმა" მეორე მატჩში "კომო" დაამარცხა
"ლანსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 3-1 მეშახტე. იმდენი ენერგია დახარჯეს, რამდენიც საჭირო იყო...
[VIDEO] მიქაუტაძის საგოლე პასი - "რასინგმა" და "ვილიარეალმა" ქულები გაიყვეს
გოგონათა 19-წლამდე ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
მამარდაშვილმა "კომოსთან" კარი მშრალად შეინახა
ნუთუ ფლიკის გემოვნებაში ჯდება? - "ბარსელონა" ნკუნკუს შეძენის შესაძლებლობას სწავლობს
ნოვაჯ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსზე პირველივე წრეში დამარცხდა
"მახაჩევი რონალდოს ძალიან ჰგავს, ოღონდ არა სექსუალური ორიენტაციით" - ოლეგ ტაქტაროვი
"რატომ 54 ნომერი? რადგან ეს ყოველთვის მახსენებს, რომ..." - მამუკელაშვილმა ამერიკულ მედიასთან ისაუბრა
[VIDEO] მახაჩევმა ქამარი დაიცვა - ისლამმა იან მაჩადო გარი დაამარცხა
პსჟ-მ "აიაქსის" ბელგიელი გარემარბი 55 მილიონად შეიძინა
"რაიო ვალეკანოში" წიტაიშვილის დებიუტი გადაიდო - მისმა გუნდმა "სევილიასთან" წააგო
ხვიჩასა და პსჟ-ის მორიგი სუპერთასის დღე!
ჰარი კეინი "ბაიერნთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ქართველი ტალანტი ჩაკვეტაძის სტილითა და ტოპჩემპიონატის პერსპექტივით - რა აახლოებს ხვიჩას "ოქროს ბურთთან" - ნუკრი რევიშვილი ბევრ თემაზე
მათე ვაწაძემ თბილისის "დინამო" დატოვა
აკაკი ხუბუტია "რუსთავში" ითამაშებს
თბილისის "დინამომ" "ლიეპაია" გაანადგურა - ლატვიელების რიგებში ვაწაძემ ითამაშა [VIDEO]
"მე საერთოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, ირაკლი 11-კაციან განაცხადში ვერ მოხვდეს" - რევიშვილმა აზაროვზე ისაუბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-3 დინამო (თბ). მათე ბიჭის ახალი სუნთქვა
"გაზ მეთანს" აკაკი ხუბუტიას გოლმა ვერ უშველა
"ხვიჩას ბევრი საუბარი არ უყვარს... გუნდურად უფრო გაზრდილია... სიყვარული ხელს ვერ შეგიშლის" - ნუკრი რევიშვილი
სანიოლი: ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, უნდა გამოვიყენოთ
"ვოცნებობ, ბათუმის "დინამო" ჩემპიონთა ლიგაზე ვიხილო და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ" - არჩილ ბერიძე ევროტურნირების გეგმებზე
"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ
"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
ითამაშებს კვარაცხელია "სლოვანთან"? - ბათუმის "დინამოს" სპორტული დირექტორის ექსკლუზიური კომენტარი
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
"მადლობა გულშემატკივარს, მიუხედავად ამხელა ანგარიშისა, მაინც გაავსეს ტრიბუნები..." - მათე ვაწაძე
ქართველი ლეგიონერების კლუბების მეტოქეები ევროთასებზე ცნობილია
აკაკი ხუბუტია: მიხარია, რომ ისევ რუმინეთში დავბრუნდი
აზაროვზე ერთ კლუბს უარი უთხრეს, ინტერესი სხვებსაც აქვთ - ინტერვიუ ლადო დვალიშვილთან
"კვარაცხელია დღეს ესპანეთს დაამარცხებს და გუტის ამ მაისურს გაუგზავნის" - რევიშვილი ესპანეთთან დაპირისპირებაზე
ლეგიონი გუშინ: გიორგი ჭანტურიას გოლი და მუხლის ტრავმა [VIDEO]
"ვილი საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია და მომავალშიც იქნება" - სანიოლის და იაშვილის პრესკონფერენცია
ალექსანდრე იაშვილი: ერთა ლიგაზე რთულ ჯგუფში ვართ, თუმცა ჩვენი მიზანი გამარჯვებაა
ლეგიონი: პაპუნაშვილისა და კვირკველიას გოლები, არველაძის მოგება [VIDEO]
კვარაცხელია - ზაფხულამდე დარჩენა, "მანჩესტერი" თუ მაინც პსჟ - "გადამწყვეტი თავად ფეხბურთელის სურვილი იქნება"
კვარაცხელიასა და ჯუღელის საჩუქარი ქართველებს - როცა ქვეყანა ფეხბურთზე მეტს ნიშნავს
ცვლილება ევროტურნირებამდე - ლადო დვალიშვილმა ბათუმის "დინამოს" სპორტული დირექტორის თანამდებობა დატოვა
კუპერიდან ქეცბაიამდე, წარსულზე, მომავალზე - ინტერვიუ ლადო დვალიშვილთან
მათე ვაწაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
აკაკი ხუბუტია კარიერას "ვიტებსკში" გააგრძელებს
ნუკრი რევიშვილი: ქართველი ფეხბურთელები რუსებზე ნიჭიერები არიან