ახალციხის ფეხბურთის აკადემია "მესხეთი" საქართველოს მეორე ლიგის გათამაშების ცენტრალურ ზონაში თამაშობს
ახალციხის ფეხბურთის აკადემია "მესხეთი" საქართველოს მეორე ლიგის გათამაშების ცენტრალურ ზონაში თამაშობს. კლუბის დამფუძნებელი და მთავარი მწვრთნელი გელა მაისურაძეა, რომელიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტიც გახლავთ.

აკადემიის ძირითად გუნდში 28 ფეხბურთელი ირიცხება. მთავარი გუნდის გარდა, მაისურაძემ ხუთი ასაკობრივი (1999, 2001, 2003, 2005 და 2007) გუნდიც ჩამოაყალიბა, რომელთა გაწვრთნაში მას ადგილობრივი მწვრთნელები ეხმარებიან. ეს გუნდები ყოველდღე, ახალციხიდან 15 კილომეტრის მოშორებით არასტანდარტულ მოედანზე ვარჯიშობენ, ხოლო მეორე ლიგის "მესხეთი" საშინაო მატჩებს ახალციხის ცენტრალურ მოედანზე ატარებს.

"მიმდინარე სეზონის დაწყებამდე, სოციალური პროექტის ფარგლებში, ძმები არველაძეების ფონდის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, "მესხეთს" სრული საფეხბურთო ინვენტარი, ბურთები, სავარჯიშო და სათამაშო ფორმები გადაეცა. ეს ჩვენი ფონდის მხრიდან არ იქნება ერთჯერადი დახმარება, რომელსაც "მესხეთს" გავუწევთ. უშუალოდ ფეხბურთის აკადემიის დახმარების გარდა, ფონდი სამცხე-ჯავახეთში, პროექტ "საფეხბურთო თერაპიის" ფარგლებში, საფეხბურთო გუნდების ჩამოყალიბებას გეგმავს", - წერია "ფონდი არველაძის" განცხადებაში.

მესხეთის მთავარი მწვრთნელი გელა მაისურაძე ფონდისადმი მადლიერებას გამოხატავს: "ეს დახმარება ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამ ეტაპზე, გუნდის ფუნქციონირებისთვის საჭირო ინვენტარი გვაქვს, მაგრამ დახმარება არაერთი მიმართულებით გვესაჭიროება. 4 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საფეხბურთო აკადემია დავაარსეთ. "ფონდი არველაძე" პირველია, ვინც ჩვენი დახმარებისა და ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი ღიად გამოთქვა და მინდა, მხარდაჭერისთვის მათ დიდი მადლობა გადავუხადო".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

svani
ო აი ვისი იდეა მოუპარია იუვეს როგორ ვერ ვიტან ეს ვიღაც იტალიელები რომ გვბაძავენ რა თავის ფაანტაზია არ გააჩნიათ?!!))))
azurini
იუვენტუსის გერბია ერთი ერთში აატ... პლაგიატებო დდ:
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა