კარლო ანჩელოტის შეუძლია შვებით ამოისუნთქოს, ჟოზე მოურინიოსა და "რეალს" კი ეს არ დასცალდათ
ჩემპიონთა ლიგის წუხანდელი მატჩები დაახლოებით ისეთი სცენარით წარიმართა, როგორსაც ველოდით - "ლიონსა" და "რეალს" შორის დაძაბული ბრძოლა იყო და ამ წყვილში გამარჯვებულს საპასუხო მატჩი "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამოავლენს, თუმცა "სამეფო კლუბი" 1:1-ის შემდეგ კიდევ უფრო გამოკვეთილი ფავორიტია. აი, მეორე წყვილში კი, ვფიქრობთ, ყველაფერი გადაწყდა - კარლო ანჩელოტის შეუძლია ამოისუნთქოს - მისი "ჩელსი" შემდეგ ეტაპზე ითამაშებს, რადგან ძნელი დასაჯერებელია დანიის დედაქალაქში მოგებული 2:0-ის შემდეგ ლონდონში ამხელა უპირატესობა გაანიავოს. იტალიელი თავკაცი კი ამას ფრანგ ფორვარდ ნიკოლა ანელკას უნდა უმადლოდეს.

"ჩელსის" ახალბედა ფერნანდო ტორესი "ლურჯების" რიგებში ევროთასებზე პირველად თამაშობდა, მისი თამაში კვლავ ყურადღების ცენტრში იყო, მაგრამ თავი მან კი არა, არამედ ესპანელის პარტნიორმა ანელკამ გამოიჩინა, რომლის დუბლის წყალობით ინგლისელებმა "კოპენჰაგენს" მისსავე არენაზე მოუგეს.

"ჩელსიმ" თავიდანვე ხელთ იგდო უპირატესობა, კარისკენ მალუდამ და ლემპარდმა დაარტყეს, ტორესსაც შეექმნა შანსი, მაგრამ უნიათოდ გაისარჯა და იოჰან ვილანდმა "კოპენჰაგენი" იხსნა. მე-17 წუთზე იასპერ გრონკიაერის შეცდომის შემდეგ ანელკამ ანგარიში გახსნა. მეორე ტაიმში "კოპენჰაგენი" ცოტათი გათამამდა, მაგრამ სანამ მასპინძლები საკუთარ ძალებს ირწმუნებდნენ, ანელკამ მეორე გაიტანა - ლემპარდის პასი მიიღო და შორეულ კუთხეში დაარტყა.

ლიონის "სტად დე ჟერნალზე" ყველაზე მეტად ყოფილი ლიონელის, ქარიმ ბენზემას გამოჩენას ელოდნენ, ჟოზე მოურინიომ კი მას ემანუელ ადებაიორი არჩია, მაგრამ ტოგოელმა თავი ვერაფრით გამოიჩინა და 64-ე წუთზე მოედანზე მწვრთნელმა ბენზემა გამოუშვა. ზუსტად ერთ წუთში კი გავიდა გოლი, რომელმაც, შეიძლება, ამ გუნდების ორმატჩიანი დაპირისპირების ბედი გადაწყვიტოს, მესუთ იოზილმა და ბენზემამ ერთობლივი ძალებით აართვეს ბურთი მეტოქეს, იოზილმა კრიშტიანო რონალდო მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით საჯარიმოში შეჭრილი ფრანგი დაინახა, მან კი დიდებულად გაართვა თავი რთულ ამოცანას და ლორისს ფეხებს შორის გაუტანა - 0:1. აქვე გეტყვით, რომ "რეალი" უკეთესი გუნდი იყო, ესპანელებმა ორჯერ გაარტყეს ბურთი ხარიხას - ჯერ რონალდომ, შემდეგ კი - სერხიო რამოსმა.

"ლიონს" საპასუხო მატჩის წინ იმედი ბაფეტიმბი გომისის გოლმა შეუნარჩუნა, რომელმაც კასილიასს თამაშის დასრულებამდე 7 წუთით ადრე გაუტანა. ახსნა თუ არა "ლიონის" ჯადო "რეალს" ჟოზე მოურინიომ, მხოლოდ ორი კვირის შემდეგ შევიტყობთ...

წუხანდელ მატჩებში სულ 4 გოლი გავიდა და ოთხივე ფრანგი ფორვარდების ანგარიშზეა.

ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი. პირველი მატჩები

კოპენჰაგენი-ჩელსი 0:2 [იხილეთ ვიდეო]

კოპენჰაგენი (4-4-2): ვილანდი - პოსპეხი, ზანკა, ანტონსონი, ვენდტი (75. ბენგტსონი) - ბოლანიოსი, კვისტი, კლაუდემირი, გრონკიაერი (87. ზოჰორე) - სანტინი (46. ვინგაარდი), ნ'დოიე.

ჩელსი (4-4-2): ჩეხი - ბოსინგვა, ივანოვიჩი, ტერი, ე. კოული - რამირესი, ესიენი, ლამპარდი, მალუდა (85. ჟირკოვი) - ანელკა (73. დროგბა), ტორესი (92. კალუ).

გოლები: 0:1 ანელკა (17), 0:2 ანელკა (54)

მაყურებელი: 36 700

არბიტრი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)

სტატისტიკა

მატჩი დაიწყო: ჩელსი

პირველი კუთხური: ჩელსი

პირველი ჯარიმა: კოპენჰაგენი

პირველი გაფრთხილება: კოპენჰაგენი

14 (6) დარტყმა 22 (7)

14 ჯარიმა 9

1 კუთხური 3

2 გაფრთხილება 3

53% ბურთის ფლობა 47%

ლიონი-რეალი 1:1 [იხილეთ ვიდეო]

ლიონი (4-5-1): ლორისი - რევეიერი, კრისი, ლოვრენი, სისოხო - ბაშტოში (69. ბრიანი), გურკუფი, ტულალანი, კალსტრიომი (77. პიანიჩი), დელგადო (69. პიე) - გომისი.

რეალი (4-3-2-1): კასილიასი - სერხიო რამოსი, პეპე, რიკარდო კარვალიო, არბელოა - დი მარია, ჩაბი ალონსო, ხედირა (68. ლ. დიარა) - იოზილი (75. მარსელო), რონალდო - ადებაიორი (64. ბენზემა).

გოლები: 0:1 ბენზემა (65), 1:1 გომისი (83)

მაყურებელი: 40 300

არბიტრი: ვოლფგანგ სტარკი (გერმანია)

სტატისტიკა

მატჩი დაიწყო: რეალი

პირველი კუთხური: ლიონი

პირველი ჯარიმა: ლიონი

პირველი გაფრთხილება: რეალი

13 (3) დარტყმა 7 (3)

20 ჯარიმა 17

5 კუთხური 4

3 გაფრთხილება 3

44% ბურთის ფლობა 56%

ევროპის ლიგა. პლეი ოფი. I წრე

ცსკა-პაოკ 1:1 (1:0)

ცსკა (4-4-1-1): აკინფეევი (66. ჩეპჩუგოვი) - ნაბაბკინი, იგნაშევიჩი, ვ. ბერეზუცკი, შჩენნიკოვი - ტოშიჩი, შემბერასი, მამაევი, ცაუნია (61. ალდონინი) - ვაგნერ ლავი (90. ა. ბერეზუცკი) - ნეციდი.

პაოკ (4-4-1-1): კრეშიჩი - შნაუცერი, ჩირილო, კონტრერასი, ლინო - ცუკალასი, პ. გარსია, ივიჩი (87. ათანასიადისი), ვიერინია - სალპინგიდისი - მუსლიმოვიჩი.

გოლები: 0:1 მუსლიმოვიჩი (67), 1:1 იგნაშევიჩი (80).

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა