8822211
000000000000000000000000000000000

0000000000000000000000000000

00000000000000

000000000000000000000000

00000000000000

00000000000000

000000000000

000000000

0000000000000

00000000000000000

ოლ ბლექსი მიუწვდომელია?

ოთხი ერის მორიგ ტურში, გათამაშების ლიდერი ახალი ზელანდიის ნაკრები ქრაისთჩერჩში სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ამ მატჩში გამარჯვებით "ოლ ბლექსი", თუ საპრემიო ქულასაც აიღებს, მეტოქეთაგან მიუწვდომელი შეიქნება.

ახალი ზელანდიის ნაკრების თავკაცმა სტივ ჰანსენმა გუნდის შემადგენლობაში ორი ცვლილება განახორციელა. ტრავმირებული სემ კენის ნაცვლად, მან ძირითად შემადგენლობაში არდი სავეა დააყენა. უკანა ხაზში აარონ კრადენის ადგილს კი, ლიმა სოპოაგა დაიკავებს.

"ამ მატჩს მართლაც მოუთმენლად ველით, რადგან სამხრეთი აფრიკა ჩვენი ტრადიციული, ძველი მეტოქეა. ბოლო წლების განმავლობაში შესანიშნავი ურთიერთობა დავამყარეთ სამხრეთაფრიკელ ხალხთან. ვფიქრობ, ისინი ბოლომდე ერთგულად უქომაგებენ საყვარელ გუნდს, მით უფრო, რომ გასულ უქმეებზე მარცხი განიცადეს.

სწორედ ამიტომ, თამაშისთვის მაქსიმალურად კარგად უნდა მოვემზადოთ. მთელი კვირის განმავლობაში ვვარჯიშობდით იმ ელემენტების დასახვეწად, რაშიც გასულ უქმეებზე ვერ ვივარგეთ. დარწმუნებული ვარ, ამჯერად ყველაფერი გამოსწორებულია და თამაშის ხარისხი კიდევ უფრო უკეთესი იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ სამი თამაშიდან სამივე მოვიგეთ და ვლიდერობთ, სამხრეთ აფრიკასთან თამაში, როგორც ყოველთვის, ახლაც დაძაბული და კარგი სანახავი იქნება" - თქვა "ოლ ბლექსის" თავკაცმა სტივენ ჰანსენმა.

"ამ ორი გუნდის თამაში, მიუხედავად იმისა, როგორ ფორმაში არიან ისინი, ყოველთვის მოვლენაა მსოფლიოს რაგბიში. გარწმუნებთ, შაბათს, ქრაისჩერჩში დიდი ბრძოლა გაიმართება. ჩვენი მორაგბეების დიდი ნაწილი პირველად ითამაშებს "ოლ ბლექსის" წინააღმდეგ და ამის გამო ძალიან ვღელავთ.

ვიცით, რომ გასულ უქმეებზე სათამაშო დისციპლინაში მოვიკოჭლეთ. "ოლ ბლექსთან" დაცვამ მთელი მატჩის განმავლობაში თავდაუზოგავად უნდა იმუშაოს. ახალი ზელანდია უმცირეს ხარვეზსაც არ გვაპატიებს" - თქვა სამხრეთ აფრიკის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალისტერ კუციამ.

ახ.ზელანდია-სამ.აფრიკა

ახალი ზელანდია: 15. ბენ სმითი, 14. ისარელ დაგი, 13. მალაკაი ფეკიტოა, 12. რაიან კროტი, 11. ჯულიან სავეა, 10. ბოდენ ბარეტი, 9. აარონ სმითი. 1. ჯო მუდი, 2. დენ კოლი, 3. ოუენ ფრენკსი, 4. ბროდი რეტალიკი, 5. სამუელ ვაითლოქი, 6. ჯერომ კაინო, 7. არდი სავეა, 8. კირან რიდი.

16. ჯეიმს პერსონსი, 17. ვაით კროკეტი, 18. ჩარლი ფაუმუინა, 19. ლუკ რომანი, 20. მეთ ტოდი, 21. თი ჯეი პერენარა, 22. ლიმა სოპოაგა, 23. ანტონ ლინერტ-ბრაუნი.

სამ. აფრიკა: 15. ჯონ გოსენი, 14. ბრაიან ჰაბანა, 13. ჯესი კრილი, 12. ხუან დე იონგი, 11. ფრანსუა ჰუგარი, 10. ელტონ იაინკისი, 9. ფაფ დე კლერკი. 1. ტენდაი მთავარირა, 2. ადრიან სტრაუსი, 3. ვინსენტ კოხი, 4. ებენ ესტებესი, 5. პიტერ-სტივ დე ტუა, 6. ფრანსუა ლოუ, 7. ტებოჰო მოჰოჯე, 8. ვორენ ვაითლი

16. მალკოლმ მარქსი, 17. სტივენ კიტშოფი, 18. ლორენს ადრიანსე, 19. ფრანკო მოსტერტი, 20. ვილემ ალბერტსი, 21. იაკო კრილი, 22. მორნი სტეინი, 23. დამიენ დე ალენდე

საინტერესო ბრძოლა შედგება პერთში, სადაც ავსტრალიის ნაკრები არგენტინის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. "ვოლაბებმა" ნავსი გატეხეს და წლევანდელ გათამაშებაში გასულ უქმეებზე გამარჯვება მოიპოვეს. "პუმებმა" კი დიდი ანგარიშით წააგეს ახალ ზელანდიასთან.

"ვოლაბების" თავკაცმა მაიკ ჩეიკამ გუნდის შემადგენლობაში ერთი ცვლილება განახორციელა. მეორე ხაზში რობ საიმონსმა კეინ დუგლასი შეცვალა.

მიმდინარე სეზონის აღმოჩენა, 22 წლის ტომ რობერტსონი კი სათადარიგოთა შორის იქნება.

"ის უცბად, არსაიდან გამოჩნდა და ესაა მთავარი, რაც მასში მომწონს. სეზონის დასაწყისში მასზე არავინ ლაპარაკობდა, ახლა ტომი ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა. ის მედიცინას სწავლობს, ჭკვიანი და ნამდვილად ძალიან შრომისმოყვარე ადამიანია" - თქვა ავსტრალიის ნაკრების შერკინების არგენტინელმა მწვრთნელმა მარიო ლედესმამ.

რამდენიმე ცვლილებაა არგენტინის ნაკრების შემადგენლობაშიც. ცხრა ნომერი მარტინ ლანდახო სათადარიგოთა შორის იქნება და მის ადგილს ტომას კუბელი დაიკავებს. სათადარიგოთა შორის იქნებიან მარკოს კრემერი და გაბრიელ ასკარატე.

ავსტრალია-არგენტინა

ავსტრალია: 15. ისრაელ ფოლაუ, 14. დენ ჰაილეტ-პეტი, 13. სამუ კერევი, 12. ბერნარდ ფოლი, 11. რიის ჰოგი, 10. ქუეიდ კუპერი, 9. ვილი გენია. 1. სკოტ სიო, 2. სტივენ მური, 3. სეკოპე კეპუ, 4. რობ საიმონსი, 5. ადამ კოლემანი, 6. დინ მამი, 7. მაიკლ ჰუპერი, 8. დევიდ პოქოკი.

16. ტატაფუ პოლოტა-ნაუ, 17. ჯეიმზ სლიპერი, 18. ტომ რობერტსონი, 19. რონი არნოლდი, 20. ლოპეტი ტიმანი, 21. ნიკ ფიპსი, 22. ტევიტა კურიდრანი, 23. ჰენრი სპეისი

არგენტინა: 15. ხოაკიმ ტუკულეტი, 14. სანტიაგო კორდერო, 13. მატიას მორონი, 12. სანტიაგო გონსალო იგლესიასი, 11. ლუკას ამოროსინო, 10. ნიკოლას სანჩესი, 9. ტომას კუბელი. 1. ნოელ ჩაპარო, 2. ავგუსტინ კრევი, 3. რამირო ერერა, 4. ხავიერ დესიო, 5. მატიას ალემანო, 6. პაბლო მატერა, 7. ხუან მანუელ ლეგუსამონი, 8. ფაკუნდო ისა

16. ხულიან მონტოია, 17. ლუკას ნოგიერა, 18. ენრიკე პიერეტო, 19. მარკოს კრემერი, 20. ლეონარდო სენატორე, 21. მარტინ ლანდახო, 22. გაბრიელ ასკარატე, 23. მატიას ორლანდო

1. სატურნირო მდგომარეობა

ახ. ზელანდია - 15 ქულა, 2. სამ.აფრიკა - 6, 3. არგენტინა - 5, 4. ავსტრალია - 4.

00000000000000000

"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
საქართველოს ნაკრები 2026 წელს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
[VIDEO] დონჩიჩის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "საკრამენტომ" "ლეიკერსი" დაამარცხა
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა
ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს
[VIDEO] მამუკელაშვილის 21 წუთი - "ტორონტომ" "ფილადელფია" ზედიზედ მეორედ ვერ დაამარცხა
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია
"რეალმა" ჩაბი ალონსო გადააყენა და მის ნაცვლად არბელოა დანიშნა
"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
იუნაიტედი FA თასზე მესამე წრიდან გამოვარდა
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
ზურაბ საკანდილიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
"რომ არა ის, "ბარსელონას" აუცილებლად დავტოვებდი, მან ჩემი ცხოვრება შეცვალა" - რაფინია
[VIDEO] "ტაშს ნუ უკრავთ!" - მბაპეს ამ ქმედებას დიდი კრიტიკა მოჰყვა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება