ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

საქართველოს ნაკრები მონტენეგროში თორნიკე შენგელიას გარეშე ჩავიდა [VIDEO]

საქართველოს ნაკრები მონტენეგროში თორნიკე შენგელიას გარეშე ჩავიდა [VIDEO]

საქართველოს ნაკრები ბარში გვარიანი დანაკლისით ჩავიდა
სლოვაკეთის დამარცხების შემდეგ, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევროსაკვალიფიკაციო ტურნირის ბოლო მატჩის სათამაშოდ მონტენეგროში გაემგზავრა.

ილიას ზუროსის გუნდმა ბალკანური ქვეყნისკენ გეზი სტამბოლის გავლით აიღო. რეისი თბილისი - სტამბოლი - პოდგორიცა მონტენეგროს დედაქალაქში 15 სექტემბრის დილის 10 საათზე ჩაფრინდა, რის შემდეგაცზღვისპირა, საკურორტო ქალაქ ბარამდე საქართველოს ნაკრებმა ავტობუსით, 40 წუთის განმავლობაში იმგზავრა და სასტუმრო "პრინცესში" დაბინავდა.

აღნიშნული სასტუმრო ადრიატიკის ზღვასა და სპორტულ არენა "ტოპოლიცეს" შორის მდებარეობს. იგი ისე ახლოსაა, საქართველოს ნაკრების კალათბურთელებს საღამოს ვარჯიშზე წასასვლელად ტრანსპორტი არ დასჭირვებიათ. აღნიშნულ სასტუმროშია დაბინავებული მონტეგეგროს ნაკრებიც, რომელმაც საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე შეხვედრას მართავს ქალაქ ბარში. მონტენეგროელებმა თავდაპირველად სლოვაკეთს პოდგორიცეში უმასპინძლეს, ხოლო ალბანელებთან მატჩი "ტოპოლიცეს" დარბაზი გამართეს.

"ტოპოლიცე" საკმაოდ კომფორტული, მასიური და ლამაზი დარბაზია. გადმოსაშლელი პირველი იარუსის პირობებში ტრიბუნები 5000 მაყურებელზე მეტს დაიტევს, თუმცა საქართველოსთან მატჩზე 2000-2500-ზე მეტ გულშემატკივარს არ ელოდებიან. ეს ციფრი თავად ბოგდან ტანიევიჩმა, მონტენეგროელთა ლეგენდარულმა მთავარმა მწვრთნელმა დაასახელა, რომელსაც იუგოსლავიის ნაკრების შემადგენლობაში მიშა ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის წინააღმდეგ უთამაშია, როცა ეს უკანასკნელნი საბჭოთა კავშირის ნაკრების ღირსებას იცავდნენ.

საქართველოს ნაკრები ბარში გვარიანი დანაკლისით ჩავიდა. ექიმების გადაწყვეტილებით, თბილისში დარჩა თორნიკე შენგელია, რომელმაც სლოვაკეთთან გუშინწინდელ მატჩში 29 წუთში 31 ქულა ჩააგდო. მიუხედავად იმისა, რომ მუხლი ბოლომდე მწყობრში არ ჰქონდა, თორნიკემ ეს მატჩი ითამაშა და შესანიშნავადაც, ხოლო მონტენეგროში სერიოზული გართულების თავიდან ასაცილებლად აღარ გაემგზავრა. შენგელია მუხლის მკურნალობას ბოლომდე მიიყვანს და საკუთარ კლუბში - "ლაბორალ კუჩაში" გაემგზავრება.

საქართველოს ნაკრებმა ბარში ჩასვლის დღეს, საღამომდე დაისვენა და 19:00 საათზე "ტოპოლიცეს" დარბაზში მსუბუქად ივარჯიშა. ილიას ზუროსმა კალათბურთელები ძირითადად სროლებში ავარჯიშა, მოთამაშეებმა ასევე ეგრედ წოდებული გაწელვები და მოთელვები გააკეთეს. ქართველების შემდეგ ვარჯიში ჰქონდათ მონტეგენროელებს, რომელთა მთავარი მწვრთნელი, ბოგდან ტანიევიჩი დარბაზში პირველი შემოვიდა და ჩვენი ნაკრების მთავარ მწვრთნელსა და კაპიტანს კარგა ხანს ესაუბრა, რის შემდეგაც კომენტარი ჩენთვისაც გააკეთა:

"თბილისის ატმოსფერო აქ არ გამეორდება. თქვენთან ამაზე დიდი დარბაზი სავსე იყო, აქ კი 2000, მაქსიმუმ 2500 მაყურებელი მოვიდეს. მიუხედავად იმისა, რომ მონტენეგრო ევროპის ჩემპიონატზე გასულია, ამ მატჩის მოგება ჩვენთვის პრესტიჟის საქმეა. ესაა ბოლო ოფიციალური თამაში და მომავალი წლის ევრობასკეტის წინ გვინდა ძლიერ მეტოქესთან გავიმარჯვოთ და ჩვენს გულშემატკივრებში კარგი განწყობა შევქმნათ".

საქართველოს ნაკრები 16 სექტემბერს ორჯერ ივარჯიშებს - დილას ტრენაჟორებზე, ხოლო საღამოს "ტოპოლიცეს" დარბაზში გენერალურ ვარჯიშს გამართავს. მონტენეგროსთან მატჩი 17 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 21:00, ხოლო თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას პირდაპირ ეთერში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

• 2015

თოკოს გარეშე მოგება, თანაც ძალიან ძლიერ გუნდთან, იმას ნიშნავს, რომ მწვრთნელმა გადააწყო შემადგენლობა და ერთ-ერთი ლიდერის გარეშე უკეთესადაც ითამაშეს. დიქსონმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. თავზე აიღო და გაამართლა კიდეც. დაცვაც კარგი იყო. წარმატებები. პესიმისტებს ვურჩევ, რეალისტები გახდნენ.

• ირმა

აბა, რა და როგორო, ვარსკვლავთმრიცხველო პესიმისტებოოო? :)) როგორ შეიძლება საბრძოლველად მიდიოდე და წაგებას ეგუებოდე... საქართველოში ასე არასდროს ხდებოდა... ქართველები ასე არასდროს იბრძოდნენ... და თუკი მამაკაცები ფარ-ხმალს ასე იოლად ყრით, ჩვენ ლეჩაქებს შემოგაშველებთ! თუმცა ჩანს, ნაწილი უჩვენოდაც შოულობს ლეჩაქს... ვწუხვარ, ასე რომ არის :(((( ჩვენს ბიჭებს კი გამარჯვებას ვულოცავ! იმათაც ვულოცავ, ვისაც მათი გამარჯვების სჯეროდა... და იმათაც ვულოცავ, რომ არ სჯეროდათ და დარწმუნებული ვარ, ძალიან გაიხარეს!!!

• NMN789

ტრამვა არა კვახი,დაგეგმილი წაგებაა

• akaki

სლოვაკეთთან ყველამ კარგად ითამაშა სულით და გულით. კალათბურთელები და რეგბისტები კარგები გვყავს. მარკოიშვილი და შენგელიაც თუ დაგვემატა შეიძლება ევრობასკეთზეც გავიბრწყინოთ

• nika

სულ სამი ძლიერი კალათბურთელი გვყავს თოკო ვიქტორა და ზაზა ამ სამიდან ერთი გამოგვაკლდა და რაღას მოვიგებთ ერთი ეგ გამაგებინეთ.

• Joni

Zaza lideria da is mogvagebinebs. Viktor. gio, gikson, beka da kvela bichebo aba tkven icit da gaaxsenet mat mcvrtels zurab sakandelidze ds mixeil korkia..:-

• Joni

Me ar mgonia, kidevac rom etamasha tokos aravin miscemda fartan tavisufal trials....zaza lideria da is moageb

• გოგი ქუთაისელი

წავაგებთ 10 ქულით სხვაობით.

• guga

მოვიგებთ! მე ვიყო...

• qomagi

რა მოგება, რის მოგება, თავად თუ გჯერათ რასაც ამბობთ?! თოკოს გარეშე ჩვენი შანსები 0-თან ახლოსაა. მე პირადად 10 ქულამდე წაგებაზეც ყაბულსა ვარ

• musenbazi

ოპტიმიზმი კარგია, მაგრამ თოკოს გარეშე ჩვენი შანსები მინიმალურია... ცინცაძის ტრიპაჩობის ფონზე... ზაზაც ინერტულია აშკარად შორსაა სასურველი ფორმისაგან...

• ოკრიბელი

მაგფერი "სიმართლის მოყვარულობით", ორივე გუნდს მოახსნევინებ საკვალიფიკაციო შეჯიბრიდან, სპორტული აფერისტობისთვის.

რაღაცას აჩალიჩებენ ისევ. ბალკანელები ევროპული ტოტალიზატორების მეფეები არიან და არ გამიკვირდება თუ შენგელიასა და ფაჩულიას გარეშეც კი მოაგებინონ საქართველოს 1 ან 2 ქულით, ბურთებით ისედაც პირველები არიან.

• svani

ოო ძალიან ცუდი შენგელია თუ არ იქნება

• სიმართლი მოყვარული

ვფიქრობ, ხვალ საქართველოს ნაკრები მოიგებს აუცილებლად. თუმცა არა ვარ დარწმუნებული, რომ მოგება 2 ქულაზე მეტი სხვაობით იქნება. რაც სეეხება შენგელიას, ვფიქრობ, ყველაფერი სწორად გაკეთდა - სლოვაკეთთან მოგებამ უკვე უზრუნველყო ჩვენი გასვლა ფინალში...

• მერაბი

ეჰ, წინასწარ დანებდნენ მგონი, თორემ სლოვაკეთთან დაისვენებდა და უფრო მნიშვნელოვან თამაშს არ გამოტოვებდა

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ

"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი

"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

[VIDEO] 10-დან 10 ორქულიანი - შენგელია "ბრეოგანთან" მატჩის MVP გახდა

ილიას ზუროსმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა

[VIDEO] კაპიტანი ფორმაშია - შენგელიას კარგი მატჩი ევროლიგაზე

საქართველოს ნაკრები ისტორიულ მსოფლიოზე - კარგი და ცუდი, გამოსასწორებელი და "გამოუსწორებელი" - თაობათა ცვლა ისევ ზუროსთან ერთად?!

საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩისთვის მზადება შენგელიას გარეშე დაიწყო

[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ბარსელონა" ესპანეთის თასს გამოეთიშა

"მუდამ ქართული კალათბურთის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებით" - შენგელია ზუროსს გულთბილად დაემშვიდობა

ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ერა დასრულდა!

ზუროსი: ახლა თავს უფრო ქართველად ვგრძნობ, ვიდრე ბერძენად

[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - კაპიტანი ნაკრებში მარცხით მოდის

ზუროსი: შედეგი ისტორიულია - ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირშიც მივიღებთ მონაწილეობას

[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა