ჩეხურ პლზენსა და მოსკოვში დაიწყო 14 და 16 წლის ჩოგბურთელთა ევროპის პირველობები, რომლებშიც სხვადასხვა ქვეყნის 328 წარმომადგენელი (ორივე ასაკში) მონაწილეობს...

ჩეხურ პლზენსა და მოსკოვში დაიწყო 14 და 16 წლის ჩოგბურთელთა ევროპის პირველობები, რომლებშიც სხვადასხვა ქვეყნის 328 წარმომადგენელი (ორივე ასაკში) მონაწილეობს. მედლებისთვის ბრძოლაში რვა ქართველი ჩოგბურთელიც ჩაება. ჩვენებურთაგან განსაკუთრებით სუსტად 14-წლიანებმა იასპარეზეს. ამ ასაკში სხვა შეხვედრებთან შედარებით, თუ შეიძლბა ითქვას, ერთადერთი გამონათება გოგონათა დუეტის თამაში იყო. მართალია, ირინე ყარანგოზიშვილი და ლიზა ნადიბაიძე სტარტზევე დამარცხდნენ, მაგრამ ორივე სეტი მათ დაძაბულ პაექრობაში წააგეს (6:7, 4:6) თურქებთან _ ბუსპა კაირუნთან და იპეკ სოილუსთან. რაც შეეხება პირველი წრის დანარჩენ დაპირისპირებას, ჩვენებურებმა ისინი იოლად დათმეს, რაზეც შედეგებიც მეტყველებს:

როკ კრიჟაი (სლოვენია)-შოთა მეფარიძე 6:1, 6:2, მერთ ადანალი (თურქეთი)-ალექსანდრე ბაკში 6:1, 6:2, ივა პრიმორაცი (ხორვატია)-ირინე ყარანგოზიშვილი 6:2, 6:1, ალისე კედი (დიდი ბრიტანეთი)-ლიზა ნადიბაიძე 6:1, 6:3, პეტარ კონკიჩი, ოგნიენ სანიევარიჩი (სერბეთი)-ალექსანდრე ბაკში, შოთა მეფარიძე 6:4, 6:2.

16-წლიანებში კარგი სტარტი აიღო ნიკა დოლიძემ, რომელმაც პირველ წრეში ტურნირზე მე-16 ნომრად განთესილ ბერძენ მარკოს კალოველონისს დააყრევინა ფარ-ხმალი _ 6:4, 6:3. სამწუხაროდ, წააგო მე-12 ნომრად განთესილმა მიხეილ ხმიადაშვილმა _ 4:6, 6:7. მას რუსმა მაქსიმ ლუნკინმა აჯობა. ნაადრევად დატოვა სარბიელი ანი გოგვაძემ. იგი ნორვეგიელ ჰედა ოდეგაარდს დანებდა _ 1:6, 5:7. წააგო ბარბარე ერისთავმაც. პირველივე შეხვედრა მან იტალიელ სილვია ალბანოსთან დათმო - 4:6, 3:6. სამაგიეროდ, გოგვაძისა და ერისთავის დუეტმა ოდეგაარდისა და იოანა-ნენა სავას (კვიპროსი) ინტერნაციონალურ წყვილზე იყარა ჯავრი - 3:6, 6:2, 10:5. ვაჟებში მათიას კალომ და ჰერკო პოლანენმა (ფინეთი) დოლიძე და ხმიადაშვილი დაამარცხეს - 6:3, 6:3.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა