საქართველოს XXVIII ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. VI ტური. თეთრი ჯგუფი
მისთვის, ცოტა არ იყოს, მიუჩვეველი ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერის რანგში "ჩიხურამ" ვერ გაითვალისწინა, რომ გურულებს სენსაციები უყვართ - მუმლაძის, ჩიკვაიძისა და ჰამზიჩის არყოფნაში ვერ მოახერხა შესაფერისი სიფრთხილის გამოჩენა და დაისაჯა კიდეც.

ლიდერი პირწმინდად დაჩაგრა "გურიამ" თანამედროვე ფეხბურთში წარმატების უმთავრეს კომპონენტში - გუნდურ თამაშში. ამ პრინციპის ბოლომდე ერთგულს ყველაფერი მშვენივრად გამოსდიოდა: დასწრებაზე თამაში, მაღალი ბურთების მოგერიება, ურთიერთდაზღვევა, უეცარი გადაადგილებები, შეტევები ცენტრიდან და ფლანგებიდან...

აჯობა სისწრაფეშიც და ამიტომაც გასაკვირი არ იყო, თუ მეკარე იმერლიშვილს ძალიან ცოტა საქმე ჰქონდა და უმეტეს შემთხვევაში სამივე მხრიდან კარის ძელების მიღმა მქროლავი ბურთებისთვის თვალის მიდევნებით ერთობოდა.

უამრავი ასეთი მომენტი განიავდა, როცა ივანიშვილის (სამჯერ), ლობჟანიძის, დეკანოიძის, რეხვიაშვილისა და სხვათა დარტყმებიდან ვერც ერთი ვერ მოხვდა ჩარჩოში. ერთხელაც, 28-ე წუთზე, პენალტის დასანიშნად მსაჯის წყალობას ელოდნენ, მაგრამ ამაოდ.

საკმაოდ თვალში საცემი იყო უზუსტობაც პასებში. ლობჟანიძის ერთადერთი გოლიც ინდივიდუალური ოსტატობის შედეგი იყო და არა - კოლექტიური მოქმედების. და მაინც, საჩხერელთაგან პირველ ტაიმში ლობჟანიძე გამოირჩეოდა აქტიურობით. მეორე ნახევარში კი ისიც შეუთანხმებელი თამაშის მორევში ჩაიძირა.

გურულთაგან რომელიმე მათგანის გამორჩევა ძნელია, თუმცა გამარჯვებაში განსაკუთრებული წვლილი, კირკიტაძესთან ერთად, ლეგიონერებმაც შეიტანეს. მაგალითად, მე-13 წუთზე მოროზენკომ პენალტი გამოიმუშავა, მურაშოვმა კი გოლად აქცია. მანვე გაიფორმა დუბლი 34-ე წუთზე, რაშიც მეკარე სეფიაშვილიც "წაეხმარა", როცა არცთუ ისე ძლიერად დარტყმულ შორეულ ჯარიმაზე ნახტომი დააგვიანა.

კომპენსირებული დროის დამთავრებისას მესამე გოლიც უნდა მოჰყოლოდა შეცვლაზე შესული კიდევ ერთი ლეგიონერის, პატერსონ კაბორეს აქტიურობას. მაგრამ რა მისი ბრალია, თუ დაუცველი კარის წინ "ხონჩით მირთმეულ" დიდებულ პასზე თანაგუნდელმა ხელი "უკრა".

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. VI ტური. თეთრი ჯგუფი

17.09. ივანწმინდა

ჩიხურა-გურია 1:2

გოლები: 0:1 მურაშოვი (13), 0:2 მურაშოვი (34), 1:2 ს. ლობჟანიძე (84)

ჩიხურა: სეფიაშვილი, კაშია, რეხვიაშვილი, თორ. გრიგალაშვილი, განუგრავა, ლექვთაძე (68. ტატანაშვილი), დეკანოიძე (52. გაბედავა), დობროვოლსკი (46. გვალია), ს. ლობჟანიძე, კორიფაძე, ივანიშვილი.

სათადარიგოები: ჰამზიჩი, სარდალიშვილი, კაკუბავა, გორგიაშვილი

მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

გურია: იმერლიშვილი, მეგრელიშვილი, ჭეიშვილი (75. პატერსონი), ჩადუნელი, ნოზაძე, მოროზენკო, ჭეჭელაშვილი, კირკიტაძე (90. თევზაძე), ჭედია, მურაშოვი, დინიზი (45. იმნაძე).

სათადარიგოები: ხვედელიძე, გელაშვილი, დიასამიძე, ფილიპე

მწვრთნელი: ოლეგ ლეშჩინსკი

გაფრთხილება: რეხვიაშვილი (13), კორიფაძე (32), მურაშოვი (35), მოროზენკო (47), მეგრელიშვილი (54), გაბედავა (78), იმნაძე (86)

არბიტრი: დ. სანოძე.

მომდევნო ტური

თეთრი ჯგუფი

25 სექტემბერი

ცხინვალი-ჩიხურა

შუქურა-ლოკომოტივი

დინამო (თბ)-ტორპედო

გურია ისვენებს

წითელი ჯგუფი

24 სექტემბერი

საბურთალო-დინამო (ბთ)

25 სექტემბერი

სამტრედია-ზუგდიდი

კოლხეთი-დილა

სიონი ისვენებს

ბომბარდირები

ს. ლობჟანიძე (ჩიხურა) 6

თ. შონია (დინამო ბთ) 5

ჯ. დვალი (ცხინვალი) 4

ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 4.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

paata gogichaishvili
მალადეს გურია რომ მოუგე საჯხერეს გურია საგორ ბიჯებო
paata gogichaishvili
gurias rom aqvs migweuli sajxere ver miaxwevs guria tradiciuri gundia cma guria
kvejo
საჩხერლებს თუ ჩემპიონობა გვინდა მაშინ ინტელექტუალი მწვრთნელი( მაგ.გეგუჩაზე),გვჭირდება.ფრუიძე კი ნერვებს დაგვაწყვეტს და მე4ე გავალთ.
arnaatuovichi
ბაჩო რატო გაუჭირდება გურიას პირველ ლიგელთან ჩემი ძმა? ფეხბურთის გარტყმაში ხაარ? ტუ პირდაპირ ხოკეიდან გადმოერთე? ;)
Guria
Penalti chediam aikida da magradac itamasha iqneb naxot video tavidan
ბაჩო
რუსთავმა რო წააგო გაყიდეს თამაშიო და ამათმა რო წააგეს ეს ჩვეულებრივია ვითომ? :დდ გურიას პირველლიგელებთან გაუჭირდება თამაში და ჩიხურას როგორ მოუგო
luka sachkhere
ეტყობა, თვის საუკეთესო მწვრთნელად დასახელებამიმოქმედა ფრუიძეზე, ეგონა ალბათ, რომ ადვილად მოიგებდა... ისეთი შემადგენლობა დააყენა და ისე განალაგა, ფეხბურთელები-შეუცვალა ადგილები! თან შეცვლებზეც ივაჟკაცა, მიიღო კიდეც მარცხი! წინ დაარტყი გაიქეცი! ფეხბურთელების კონტინგენტი იძლევა საშუალებას რო, იფიქრო წარმატებაზე, მაგრამ აქ შეეტყო, მწვრთნელმა სად და ვისთან გაიარა კურსები და აიღო ლიცენზია!!! მეტოქე (დინამო) რომ ასეთ შანსს მოგცემს დაწინაურდე უნდა გამოიყენო!!! საჩხერელი გულშემატკივარი ჩემპიონობას ითხოვს!!! ასეთი შანსი კიდევ როდის ექნება კლუბს.
chikhurafan
ჩიხურას ასეთი შემადგენლობა და ამხელა სკამი არ ჰქონია.ფრუიძე ვერ შეძლებს ამ ფეხბურთელების გამოყენებას,წაგებაც მის სინდისზეა,რა შეცვლები გააკეთა!ფრუიძე მოკლე სკამით და საშუალო ფეხბურთელებით გავა ოთხეულში მაგრამ კარგ გუნდს დაღუპავს ანუ ვერ გახდება ჩემპიონი .
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 0:3 ტორპედო. ჩვენ ვნახეთ ჩემპიონობის რეალური კანდიდატი...
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 მეშახტე. ძელი რომ არა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...
კონფერენს ლიგა. აზაროვი არ ათამაშეს - "შახტარი" "კრისტალ პალასთან" დამარცხდა
ევროპა ლიგა - "ბრაგამ" და "ნოტინგემმა" მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს
უეფამ საუკეთესოდ დემბელე აღიარა - კვარაცხელია სიმბოლურში შეიყვანა
7-ქალა | მონაკოს ტურნირისთვის შემადგენლობა შეირჩა
ქუთაისი ნახევარფინალშია | ბათუმმა გორში იმარჯვა და სერიაში 2:1 დაწინაურდა
"უცხოელი მწვრთნელი რა საჭიროა?" - მოურინიოს რჩევა იტალიის ფეხბურთის ფედერაციას
[VIDEOS] NBA: "ორლანდო" და "ტორონტო" დამარცხდნენ
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგი" "ტონდელასთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEO] ორივე გოლი პენალტით გაიტანეს - "ატლეტიკომ" და "არსენალმა" ფრედ ითამაშეს
სიტუაცია რთულია - რა მოხდება საფონოვმაც რომ ტრავმა მიიღოს
15-წლამდე ნაკრები ერევნის განვითარების თასზე მიემგზავრება
სიომინი: ხვიჩა მსოფლიო დონისაა - ყველაფერი შეუძლია
საფრანგეთის ნაკრების მეკარე პსჟ-დან წასვლას აპირებს
"კვარაცხელია გარემარბების ახალი სტანდარტი და მისაბაძი მაგალითია" - ვეტერანი ინგლისელი ფეხბურთელი
დავით ნემსაძე "ბორჯღალოსნებისა" და "შავი ლომის" ფიზ. მომზადების მთავარი მწვრთნელია
ედერსონ ზაფხულში სავარაუდოდ, "ფენერბაჰჩეს" დატოვებს
ახალი კონტრაქტი კარიუსს - გერმანელი სავარაუდოდ, "შალკეში" დარჩება
შენარჩუნება სურთ - რაშფორდი სავარაუდოდ, "ბარსელონაში" დარჩება
"ფილოსოფიას არ შევცვლით" - დემბელე მიუნხენში გამარჯვებისთვის მიდის
39 წლის უგო ლორისს დეშამი მსოფლიო ჩემპიონატზე წაიყვანს
"ნიუკასლის" ფეხბურთელი ლობჟანიძის თანაგუნდელი გახდება
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
ლანჩხუთის "გურია" რუსი მცველით გაძლიერდა
უმაღლესი ლიგა. XI ტური: "ჩიხურამ" მოიგო და საჩემპიონო პლეი-ოფი გაინაღდა [VIDEO]
მარტოდმარტო, ბინძურ ბინაში მოკვდა - ლანჩხუთის "გურიას" ექს-ფეხბურთელის ტრაგიკული ისტორია
უმაღლესი ლიგა. VI ტური: თბილისურ დერბიში გოლი არ გასულა
[VIDEO] საბას დროა - ლობჟანიძის ბრწყინვალე გოლი MLS-ში
ლანჩხუთის "გურია" აუქციონზე 34 000 ლარად იყიდება
გურია-ლოკომოტივი 1:0 - რა აკადრა გიორგი დევდარიანმა უკრაინელ კოლეგას? [VIDEO]
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
ჩიხურა-გურია 1:2 - ლიდერობა ვერ შეირგო [VIDEO]
"ფინანსური დავალიანება სრულად დაიფარება და შეიქმნება ღირსეული ბიუჯეტი საიმისოდ, რომ..." - მერაბ ჟორდანიამ ლანჩხუთის "გურიაზე" ისაუბრა
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
საბა ლობჟანიძეს "ატლანტა იუნაიტედი" "ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა მეორედ ჩაიბარა
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
ლობჟანიძის საგოლე პასი - საბა MLS-ის ახალ სეზონს შედეგიანად იწყებს [VIDEO]
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
გულვერდ თომაშვილი "გურიაში" - კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი
ლობჟანიძის საგოლე პასი - "ატლანტამ" და "ცინცინატიმ" ფრედ ითამაშეს [VIDEO]
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
"გურია" - ფონდი "ქართუს" დაფინანსების მოლოდინითა და დიდი გეგმებით...
უმაღლესი ლიგის XI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
უმაღლესი ლიგის VI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები