საქართველოს XXVIII ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XI ტური. "თეთრი ჯგუფი"
ამ თამაშამდე სამი ტურით ადრე ორივე გუნდი იმას ფიქრობდა, როგორმე გადათამაშებას ასცდენოდა, თუმცა წარუმატებელმა მატჩებმა "გურიასა" და "ლოკომოტივს" პირდაპირ გავარდნის საფრთხე შეუქმნა. შესაბამისად, ლანჩხუთური შეხვედრა 6 ქულაზე ბევრად მეტად ფასობდა.

უფრო რთულ სიტუაციაში მასპინძლები იყვნენ, რომელთაც მოგების გარდა სხვა გზა არ დარჩენოდათ. ამიტომაც იყო, "გურია" მეტად მონდომებული რომ ჩანდა.

საფეხბურთო ფორტუნამაც არ გაწირა გურულები - ევგენი მურაშოვის მიერ გატანილი ულამაზესი გოლით 1:0 მოიგეს და უმნიშვნელოვანესი 3 ქულა აიღეს.

ეს პირველი შემთხვევაა ამ გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორიაში, როცა "გურიამ" "ლოკომოტივს" მოუგო. ამ უკანასკნელის მთავარი მწვრთნელის რანგში, გიორგი დევდარიანისთვის ეს იყო სადებიუტო შეხვედრა, რომელშიც თავის გუნდს ბოლომდე ვერ უხელმძღვანელა, რადგან 89-ე წუთზე არბიტრმა ტექნიკური ზონიდან გააძევა.

როგორც გაირკვა, მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ლანჩხუთელთა უკრაინელ მთავარ მწვრთნელს, ოლეგ ლეშჩინსკის - უკრაინაში "იბლატავეო", უწმაწური სიტყვების ფონზე დაუყოლებია...

ერთი საინტერესო ფაქტიც: მატჩს თვალყურს ადევნებდა გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე. ოჯახთან ერთად "გურიას" მხურვალედ გულშემატკივრობდა "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ნინო წილოსანიც.

უმაღლესი ლიგა. XI ტური. თეთრი ჯგუფი

29.10. ლანჩხუთი. "ევგრაფი შევარდნაძე"

გურია-ლოკომოტივი 1:0

გოლი: 1:0 მურაშოვი (49)

გურია: იმერლიშვილი, ჭეიშვილი, მეგრელიშვილი, ჩადუნელი, ნოზაძე, მოროზენკო, ჭეჭელაშვილი, კირკიტაძე, მურაშოვი (90. იმნაძე), დინიზი (60. სტეფნიაშვილი), ფილიპე (84. ნ. დიასამიძე).

სათადარიგოები: ხვედელიძე, თევზაძე, ზ.გელაშვილი, პატერსონი

მწვრთნელი: ოლეგ ლეშჩინსკი

ლოკომოტივი: თევდორაძე, კლიმიაშვილი, ჩაგელიშვილი (75. გავაშელიშვილი), გ. დიასამიძე, ქიქავა (61. სამურკასოვი), პატარკაციშვილი, მახარაძე, გაბაძე, ზარანდია, უბილავა, ბუღრიძე (53. კიკაბიძე).

სათადარიგოები: კუპატაძე, ნ. ჭანტურია, გეთიაშვილი, გავაშელიშვილი, დუმბაძე

მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი

გაფრთხილება: ჭეიშვილი (77), ზარანდია (90), სტეფნიაშვილი (90)

გაძევება: დევდარიანი (89. მწვრთნელი/ლოკომოტივი)

არბიტრი: ჯ. ხორავა.

მომდევნო ტური

5 ნოემბერი

თეთრი ჯგუფი

ლოკომოტივი-ცხინვალი

შუქურა-დინამო (თბ)

ტორპედო-გურია

წითელი ჯგუფი

დილა-საბურთალო

კოლხეთი-სამტრედია

ზუგდიდი-სიონი

ბომბარდირები

ს. ლობჟანიძე (ჩიხურა) 8

ჯ. დვალი (ცხინვალი) 7

ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 7

გ. ხარაიშვილი (საბურთალო) 6

გ. ფანცულაია (საბურთალო) 6.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მერი ნარმანია
ეუფ წილოსანიც თუ ესწრებოდა მაშინ რაღა გვიჭირს:))) ეს პირველი და უკანასკნელი დასწრება იყო მაგის :))
firali
vitom axali stadioni gaaketea lanchxutis gamgebelma, nu ki gaaketa kana da tribunaze nalia, sadaz tviton zis.
bebeto
ლოკომოტივიც და გურიაც 2 რივე სახელიანი და ტრადიციული კლუბები არიან, ისინი მხოლოდ მაღალი მიზნებისთვის უნდა იბრძოდნენ რაც ჩემპიონატს ძალიან წაადგებოდა.
gulshematkivari
დევდარიანი არის ნაცების დარჩენილი კუდი არსად დისიპლინა არ აქვს ვგულისხმობ სასტავის დაკომპლექტებას ის იმისიანი ის ამისიანი ასე აკოპლექტებს შემადგენლობას ყოველტვის მერე ისლება ნერვებზე და რას ბოდავს არ იციც არ არის სამართლიანი მწვრტნელი თუ არავისი ხარ სასტავს არ გაღირსებს
ლელოია
რა არის რა სტატიაა ეს, ფახბურთზე არაფერი წერია სამაგიეროდ ერთი ჭორაობა ვინ რა უთხრა და კომკავშირი როგორ დაესწრო მმატჩს. რა დასაწერი იყო ეხლა ეგ ხოარ გაგიჯდით. უკან სსრკში???
zaza
ჟურნალისტებმა დევდარიანის "განცხადებაზე" რატომ წაუყრუეთ?! მთავარ მწვრთნელს არ ეკადრება ეს რა მაგალითს აძლევს მის შეგირდებს... და ბატონ დევდარიანს მინდა ვკითხო თქვენ რა გაბლატავებთ? როცა მოწინააღმდეგე თამაშს მოგიგებს თავი უნდა ჩაღუნო და გამარჯვება მიულოცო!!! ეეეხ გივი გივიი.......
kika
სტადიონია თუ ბოსტანი რა უბედურეაა ეს.
sabonis
ოო დევდაიანს ეს არ ეკადრება.
svani
სუკონკაზე თამაშობენ?
ბათუმის "დინამოს" წარმომადგენლები ლისაბონში გამართულ მასშტაბურ საფეხბურთო სამიტს - TransferRoom LIVE Global-ს დაესწრნენ
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ-მ შეიძლება ბრაზილიელი შემტევი დაიმატოს
ბასილაშვილი მეცის ჩელენჯერს ტრავმის გამო ჩაეხსნა
ისტორიული ზღვარი და დრამატული გამარჯვება - 4000 ქულა თორნიკე შენგელიას ევროლიგაში
მარკის რიდი მატჩის საუკეთესო მოთამაშეა - "ბაჰჩეშეჰირმა" იტალიაში "რომა" გაანადგურა
19-წლამდელებმა შესარჩევში ასპარეზობა სან-მარინოსთან გამარჯვებით დაასრულეს
ლევან კობიაშვილი: მჯერა, რომ ამ გუნდს აქვს რესურსი, დაძლიოს არსებული სირთულეები და კიდევ ერთხელ აჩუქოს ჩვენს ქვეყანას ის ემოციები, რომლებიც ასე ძალიან დაგვაკლდა
შერმადინის "ტენერიფემ" ევროთასის მატჩი "ტელეკომს" თურქეთში დრამატულად მოუგო
CHANGE - ცვლილებების საჭიროება და ცვლილებები რეალური ცვლილებების გარეშე!..
ისევ საფრანგეთში, მაგრამ მე-3 ლიგაში - ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
"იქ ვართ, სადაც ვიმსახურებთ" - შევჩენკომ თქვა, რომ მიზანს ვერ მიაღწიეს, მაგრამ მალდერა ნაკრებში დარჩება
"არანაირი პრობლემა არ იქნება" - სკალონი მესის სამწვრთნელო შტაბში შესაძლო გაწევრიანებაზე
ყაზახებმა ქართველებისთვის კარგად ნაცნობი ჯონ ვან'ტ სხიპი დანიშვნიდან 3 თვეში დაითხოვეს
"საქართველოს ნაკრები კარგად გამოიყურებოდა" - რა თქვა ზაბარნიმ გუშინდელი მატჩის შემდეგ
[PHOTO] ახლო მეგობრები - უკრაინის ნაკრების წევრმა მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა
სვანაძე: ასე გაგრძელება არ შეიძლება - გულშემატკივრების რეაქციას კარგი თამაშით უნდა ვუპასუხოთ
უკრაინელთა მწვრთნელი: საქართველო არაფრითაა უნგრეთზე ან უკრაინაზე სუსტი - აბსურდულ სიტუაციაში გავიმარჯვეთ
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უკრაინასთან მატჩში?
ჩრდილოეთ ირლანდია უნგრეთს ფრედ ეთამაშა და A დივიზიონში აღზევდა
დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"
"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
გურია-დინამო (თბ) 0:2 - ეს "დინამოა"! [VIDEO]
"მწვრთნელის ადგილას რომ ვიყო, ამ ორ ფეხბურთელს აუცილებლად გამოვიძახებდი" - გიორგი დევდარიანი
უმაღლესი ლიგის VI ტურის წინ: საინტრიგო დერბი
გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ
ლანჩხუთის "გურია" რუსი მცველით გაძლიერდა
"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
უმაღლესი ლიგა. XI ტური: "ჩიხურამ" მოიგო და საჩემპიონო პლეი-ოფი გაინაღდა [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
მარტოდმარტო, ბინძურ ბინაში მოკვდა - ლანჩხუთის "გურიას" ექს-ფეხბურთელის ტრაგიკული ისტორია
უმაღლესი ლიგა. VI ტური: თბილისურ დერბიში გოლი არ გასულა
უმაღლესი ლიგის V ტურის წინ: ვის უფრო მოუხდა პაუზა?
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]
ლანჩხუთის "გურია" აუქციონზე 34 000 ლარად იყიდება
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...
ჩიხურა-გურია 1:2 - ლიდერობა ვერ შეირგო [VIDEO]
"ფინანსური დავალიანება სრულად დაიფარება და შეიქმნება ღირსეული ბიუჯეტი საიმისოდ, რომ..." - მერაბ ჟორდანიამ ლანჩხუთის "გურიაზე" ისაუბრა
ჩიხურა-გურია 1:2 - ლიდერობა ვერ შეირგო [VIDEO]
უმაღლესი ლიგის VIII ტურის წინ: გადამწყვეტი ეტაპი
გულვერდ თომაშვილი "გურიაში" - კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
"გურია" - ფონდი "ქართუს" დაფინანსების მოლოდინითა და დიდი გეგმებით...
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]
უმაღლესი ლიგის XI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
გურია-დილა 0:2 - ორი საჩუქრის ამბავი [VIDEO]
უმაღლესი ლიგის VI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები