სიახლეები "დიდ ცირკში"
ფორმულა 1-ის ახალმა ხელმძღვანელმა ჩეიზ კერიმ განაცხადა, რომ ავტოსერიის ახალი მფლობელები აპირებენ ბოლო მოუღონ "სამეფო რბოლების" მმართველობაში არსებულ დიქტატორულ პრაქტიკას.

"შეუძლებელია ყველა ბედნიერი იყო, მაგრამ უნდა იცოდე - ვის რა სურს და შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ ფორმულა 1-ის მართვისთვის მთელი კომიტეტის შექმნას, რადგან არსებობს ბიუროკრატიის ჩამოყალიბების საფრთხე. მაგრამ დიქტატურაც დაუშვებელია, არადა, აქ ამას ყველა მიჩვეულია.

წარმატებული კომპანიები ეფუძნებიან წარმატებულ ხელმძღვანელობას, რომელსაც ესმის - რა სურს თითოეულ მხარეს. ადგილი უნდა ჰქონდეს კომპრომისებს...

მე ვიმუშავებ ბერნი ექლსტოუნთან, რათა შეიქმნას მომავალი განვითარების სტრატეგიული გეგმა. ბერნისა და მისი მიღწევების მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, არსებობს კიდევ ერთი დონე, რომელზეც შეგვიძლია ავიყვანოთ ფორმულა 1", - მოჰყავს კერის სიტყვები ფორმულა 1-ის ოფიციალურ ვებგვერდს.

შუმახერებმა სასამართლო მოიგეს

გერმანულმა სასამართლომ გამოიტანა ვერდიქტი იმაზე, რომ მიხაელ შუმახერის ოჯახმა უნდა მიიღოს გარკვეული კომპენსაცია მორალური ზარალის ასანაზღაურებლად. ლაპარაკია პრესაში გავრცელებული იმ ცრუ ინფორმაციის შესახებ, თითქოს, ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა სიარული დაიწყო.

2015 წლის დეკემბერში, გერმანულმა ტაბლოიდმა Bunte-მ პირველ გვერდზე გამოაქვეყნა სტატია. მასში ეწერა, რომ მიხაელმა, რომელიც აგრძელებს აღდგენას თავის ქალის უმძიმესი ტრავმის შემდეგ, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა თერაპევტის დახმარებით, აგრეთვე ხელის მაღლა აწევა შეძლო. ეს ინფორმაცია მაშინვე უარყო შუმახერის მენეჯერმა საბინა კემმა.

ჰამბურგში ჩატარებულმა სასამართლომ დაადგინა, რომ შუმახერების ოჯახმა უნდა მიიღოს კომპენსაცია 40 ათასიდან 100 ათასამდე ევროს ოდენობით. საბოლოო თანხის შესახებ, მომავალ თვეში გამოცხადდება.

პატიმრობა ნამწვის გამო

სინგაპურის გრანპრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, ადგილობრივმა სამართალდამცავებმა "ფერარის" შეფი მაურიციო არივაბენე დააკავეს. ინციდენტი ტრასის მიღმა მოხდა, - იტყობინება ესპანური გაზეთი ABC. იტალიელის დაკავების მიზეზი ის გახდა, რომ მან სიგარეტის ნამწვი ურნაში არ ჩააგდო. სინგაპურში მკაცრად არის აკრძალული ქუჩების დანაგვიანება.

ერთი წყაროს ცნობით, არივაბენე რამდენიმე საათით იყო დაკავებული. ამავდროულად, გაზეთმა "მარკამ" დაწერა, რომ საქმე მოგვარდა ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდით. ასეა თუ ისე, არივაბენემ სინგაპურის გრანპრის დაწყებამდე მიასწრო "ფერარის" ბოქსებში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ამბები, რომლებიც შესაძლოა შაბათ-კვირას გამოგრჩა
ისრაელს საერთაშორისო სპორტიდან მოკვეთენ? ოლიმპიური კომიტეტის პასუხი
უარი ბელარუსთან თამაშზე - უკრაინის მამაკაცთა პლაჟის ფეხბურთის ნაკრები მატჩზე არ გამოცხადდება
"ვფიქრობ, მერაბის და უმარის რემატჩი უნდა შედგეს, რადგან თანაბარი ბრძოლა იყო" - ამერიკელი ჟურნალისტი
ყველაფერი ოზემპიკზე: გამოყენება, შედეგები და გვერდითი მოვლენები
პედრი თბილისში ვერ ჩამოვა
[VIDEO] წიტაიშვილის კარგი მატჩი და "მეცის" მოულოდნელი გამარჯვება "ლანსთან"
10:9 პენალტების სერიაში - კიტეიშვილის "შტურმი" მეოთხედფინალში გავიდა
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" მწვრთნელის მომავალზე
"რეალთან" წაგების შემდეგ – "ბარსელონას" უჩვეულო გეგმა ფინანსურ სარგებელამდე
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" სეზონს მაგრად იწყებს - "უორიორსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება
[VIDEO] "გინდა, ვიჩხუბოთ?!... გასახდელში გავიდეთ!" - იამალისა და ვინისიუსის კონფლიქტის დეტალები
დიდი როტაციით "ლორიენთან" - იქნება ხვიჩა სასტარტოში?
"სამგურალის" ზედიზედ მეხუთე მოგება
[VIDEO] 6:0. ზურიკომ გაიტანა და თან როგორი გაიტანა!
დღეს "კვარა" თუ მბაიე? - 4 საგოლე პასით დაწყებულს მიქაუტაძე გააგრძელებს
ფორმულა 1: "ფერარი" ისევ ახალი შეფით
"არ მგონია, ლუისმა მიხაელის რეკორდის გაუმჯობესება მოახერხოს... მიზეზი?" - ფელიპე მასამ ჰამილტონსა და შუმახერზე ისაუბრა
ფორმულა 1: "დიდ ცირკს" სიახლე სჭირდება
ფორმულა 1: "ფერარი" უკვე მომდევნო სეზონშია
მიხაელ შუმახერის საჩემპიონო ბოლიდი იყიდება
Auto-bild.ro: მიხაელ შუმახერის სიმაღლე 14 სანტიმეტრით შემცირდა
ფორმულა 1: "დიდ ცირკს" სიახლე სჭირდება
მიხაელ შუმახერი ქალიშვილმა ასახელა
მიხაელ შუმახერმა, შესაძლოა, მკურნალობა აშშ-ში გააგრძელოს
შუმახერის კარიერაში ყველაზე მტკივნეული გამარჯვების ისტორია