ფეხბურთი
0000000000000000000

ახალგაზრდა ქართველი

თურქეთიდან მოლდოვაში

ნისპორენის (მოლდოვა) "უნგენში" ირაკლი ჩომახაშვილი ჩაირიცხა და დივიზია A-ში უკვე 3 მატჩიც ჩაატარა. 21 წლის ნახევარმცველს ჩვენი გულშემატკივრები არ იცნობენ, არადა, საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს: ამერიკაში იზრდებოდა, კრივოი როგის "კრივბასისა" და "სამტრედიას" დუბლებში თამაშობდა, 2013-14 წლების სეზონში კი მეორელიგელ "მარკ სტარსში" ირჯებოდა. ჩომახაშვილის ბოლო კლუბი თურქეთის მესამე ლიგის ბინადარი "ქაიელისფორი" იყო.

შევიტყვეთ, რომ ქართველი საყრდენი ნახევარმცველი კლუბში სინჯების გარეშე აიყვანეს და პირდაპირ ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს. საინტერესო ფაქტია, რომ "უნგენის" პარტნიორი იტალიის სერია B-ს სახელოვანი კლუბი "ვერონაა".

ცაგერში სტადიონის

რეკონსტრუქცია დაიწყო

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან კახა ჭუმბურიძესთან ერთად ცაგერში იმყოფებოდა.

სამინისტროს ცნობით, მინისტრმა ჭუმბურიძესთან ერთად ცაგერის სტადიონზე შეკრებილ ახალგაზრდა ფეხბურთელებს ბურთები და სათამაშო ფორმები გადასცა. აღმოჩნდა, რომ ფეხბურთის ფედერაციამ იქ რეაბილიტაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. მოედნის ზომა სტანდარტულია, რაც საშუალებას იძლევა, სტადიონის რეკონსტრუქციის შემდეგ აქ საქართველოს ასაკობრივი და უმაღლესი ლიგის მატჩების გარდა, საერთაშორისო ეგიდით გასამართი თამაშებიც ჩატარდეს.

შემდეგ იმავე მიზნით მინისტრი ლენტეხს, ამბროლაურსა და ტყიბულს ესტუმრება. საერთოდაც, საქართველოს მთიანი რეგიონები საფეხბურთო სივრცეს ბევრი მიზეზის გამო მოსწყდნენ. ამდენად, მთიან საქართველოში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სასურველიც იქნება და ფეხბურთის პოპულარიზაციასაც წაადგება.

0000000000000000000000

000000000000000000

0000000000000000000

0000000000000000000000

000000000000000

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა