მხოლოდ ერთი სენსაცია, ისიც "გუდისონ პარკზე"
ინგლისის ლიგის თასზე სამშაბათის მატჩებიდან ყველაზე გამორჩეული "ლესტერი"-"ჩელსი" გახლდათ.

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ფრანსესკ ფაბრეგასს შეცდომით გაუუქმეს გოლი, მერე კი შინჯი ოკაზაკიმ ორი იდენტური გოლი გაიტანა - დაცვაში უყურადღებობა და იაპონელის ისეთი დარტყმები, რომლის მერეც მცველებს ბურთი, თითქოს, კარის ხაზიდან გამოაქვთ და თან ვერ გამოაქვთ.

სიტუაციის გამოსწორება სწორედ უკანახაზელებმა ითავეს - გარი კეჰილმა ტაიმის მიწურულს ერთი გაქვითა, მეორე ნახევრის დებიუტში კი სესარ ასპილიკუეტა ვასილევსკის მიერ ცუდად გამოტანილ ბურთს დაუხვდა და უძლიერესი დარტყმით გაიტანა მეტოქის კარში. სწორედ ვასილევსკიმ მიიღო მეორე ყვითელი ბარათი ძირითადი დროის მიწურულს და ამით "მელიები" დააღალატა.

კლაუდიო რანიერის გუნდმა ყურები მალევე ჩამოყარა, რადგან 92-ე და 94-ე წუთებზე ფრანსესკ ფაბრეგასმა წყვილი გოლი გაიტანა და მატჩის ბედიც გადაწყდა. სესკი თამაშის მერე ძალზე კმაყოფილი ჩანდა და თან ცოტა გაბრაზებულიც, ჟურნალისტებზე და ექსპერტებზე ჯავრი ამოიყარა.

"პირველ რიგში მიხარია, რომ ძირითად შემადგენლობაში მოვხვდი. იმედი მაქვს, ეს ზოგიერთ ჟურნალისტს გააჩუმებს და სხვადასხვა გამოცემები სისულელეების წერას შეეშვებიან. დაე, ილაპარაკონ მთავარზე - "ჩელსის" გამარჯვებებზე. მე მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ კარგად ვითამაშო და შანსის მიღების შემდეგ, მინდა ყველას ვაჩვენო, რა შემიძლია. ვიცი, რომ კლუბისთვის სარგებლის მოტანა შემიძლია.

ვფიქრობ, საკმაოდ კარგად ვითამაშეთ. ვიცოდით, რომ "ლესტერი" კონტრშეტევებზე სახიფათოა და მეოქე ასეც თამაშობდა, მაგრამ მტკიცე ხასიათი გამოვაჩინეთ, რასაც ვაკეთებთ კიდეც მთელი სეზონია" - თქვა ფაბრეგასმა.

იხილეთ ვიდეო

"არსენალმა" "ნოტინგემ ფოტესტი" არ დაინდო - 0:4. მთავარი ის იყო, რომ ახალმა კაცმა, ლუკას პერესმა ორი გოლი გაიტანა, რასაც საგოლე პასიც დაამატა. ისევ შეაგდო გრანიტ ჯაკამ, თანაც კლავ შორიდან და ლამაზად. ამჯერად, მას აღარვისთვის მიუნიშნებია ჟესტებით "მოკეტეთო".

იხილეთ ვიდეო

გაილაღა "ლივერპულმაც". იურგენ კლოპის ბიჭები ისე დაფარფატებდნენ, როგორც იციან ხოლმე, როცა თამაში მისდით - მერსისაიდელებმა ადვილად წააქციეს "დერბი ქაუნთი" - 0:3.

იხილეთ ვიდეო

სახალისო თამაში გამოვიდა "ბორნმუთი"-"პრესტონი". "ალუბლები" უპირობო ფავორიტები იყვნენ, მაგრამ ჯერ აგებდნენ, მერე იგებდნენ, ბოლოს გაუშვეს და დამატებით დროში კიდევ ერთი უპასუხო გოლი მიიღეს - 2:3. საინტერესო ეს ყველაფერი იმით გახლდათ, რომ პრესტონელთა მხრიდან სამივე ბურთი სახელ-გვარივით აყლაყუდა დანიელმა სიმონ მაკიენოკ კრისტოფერსენმა გაიტანა.

"ევერტონი" "ნორვიჩთან" მატჩში უპირატესობას კი ფლობდა, მაგრამ… "გუდისონ პარკზე" "იადონების" დღე გამოვიდა, ისინი ექსევერტონელმა სტივენ ნეისმიტმა დააწინაურა უცნაური და ლამაზი გოლით - შოტლანდიელს დარტყმისას ფეხი გაუსრიალდა და თავისდაუნებურად ეფექტური ბურთის გატანა გამოუვიდა. მეორე გოლის ავტორი ჯოშ მერფი გახდა, რომელმაც შორი დისტანციიდან გაიტანა. რონალდ კუმანის გუნდის მძლავრი სტარტის გათვალისწინებით, ეს ლიგის თასის მესამე ეტაპის ერთ-ერთი მთავარი სენსაციაა.

რაფაელ ბენიტესის "ნიუკასლმა" კი მეტ რიტჩისა და იოან გუფრანის კოხტა გოლებით აჯობა ვალტერ ძენგას "ვულვერჰემპტონს". შემდეგ ეტაპზე გავიდნენ "ლიდსი" და "რედინგიც" - პირველმა "ბლექბერნს" აჯობა, მეორემ კი - "ბრაიტონს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
"ძალიან მომენატრებით, ვამაყობ, რომ არგენტინელი ვარ!" - ლეგენდა წავიდა... მესიმ არგენტინის ნაკრებში ბოლო მატჩი ჩაატარა
"არსენალი" მზადაა "ლესტერის" ფეხბურთელის სანაცვლოდ 52 მლნ ევრო და გრანიტ ჯაკა გაიღოს
"მონაკომ" იჯარით "ლესტერის" თავდამსხმელი აიყვანა
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
"იუვეს" თავდამსხმელი "ევერტონში" გადავიდა
"არსენალის" მეტოქეს "კვარა" დიდწილად განსაზღვრავს - ჰაკიმის გარეშე
"არსენალი" გაძლიერებას იწყებს - "მეთოფეებს" მორგან როჯერსის გაფორმება სურთ
გულშემატკივარმა თავი ძელზე მიიბა - უცნაური ამბავი პრემიერლიგაში
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მამარდაშვილი "რეალში" კურტუას შესაძლო შემცვლელად - ესპანური გამოცემა საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
2 გაუქმებული გოლი, დრამა და შედევრი - "არსენალი" ისევ დამარცხდა [VIDEO]
არტიომ ძიუბას "ევერტონში" შესაძლო გადასვლა მართალი არ გამოდგა
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
"აქ ღმერთივით მოგექცევით" - პირს მორგანმა ხულიან ალვარესს მიმართა
მბაპე "ლივერპულში" გადასვლაზე თანახმაა
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
მარტინელიც თურქეთის სუპერლიგაში? - "გალათასარაიმ" "არსენალს" წინადადებით მიმართა
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
უდიდესი მატჩის დღე! - პსჟ ზედიზედ მეორედ თუ "წითელ" ლონდონში პირველად
"ამდენი რამ კარიერაში იმიტომ გავაკეთე, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა მიმითითონ, დავარტყა თუ არა?!"
"არსებობდა დაუწერელი წესი, თუ ვარჯიშზე მესისთან ახლოს მიხვიდოდი..." - კუკურელიამ "ბარსელონაში" გატარებული პერიოდი გაიხსენა
ფეხბურთელი, რომელსაც კლოპმა საუკუნის ტალანტი უწოდა, კარიერას არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
მაჰრეზის ყოფილმა მეუღლემ ქორწინების დასრულების მიზეზად "მანჩესტერ სიტი" დაასახელა
"მანჩესტერ სიტი" მზად არის, საკუთარი სატრანსფერო რეკორდი გააუმჯობესოს
"ლესტერის" მცველი შესაძლოა "ჩელსიში" ზაფხულში გადავიდეს
"მანჩესტერ სიტიმ" "ევერტონს" სძლია და გალიდერდა [VIDEO]
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
პრემიერლიგა. XVIII ტური: "ტოტენჰემმა" "ევერტონი" გაანადგურა [VIDEO]
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს