საქართველოს საუკეთესო ვაჟმა ჩოგბურთელმა ფრანგულ ტურნირში ჟილ მიულერს წინააღმდეგობა ვერ გაუწია
საფრანგეთის ქალაქ მეცის ვაჟთა ტურნირში (საპრიზო ფონდი 520.000 ევრო) ასპარეზობა დაასრულა თბილისელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციო ბადეში მიღწეული წარმატების შემდეგ მან ძირითადის სტარტზე, კვალიფიკაციიდან აღზევებულ გრეგუარ ბარერეს (საფრანგეთი) აჯობა და საერთო მონაგარი 32 სარეიტინგო ქულით გაიმდიდრა.

გუშინ, 21 სექტემბერს კი ATP-ს კლასიფიკაციით 37-ე ადგილზე მყოფ ჟილ მიულერს (ლუქსემბურგი) დაუპირისპირდა, რომელმაც სტარტზე არგენტინელი ჰორაციო ზებალიოსი ჩამოიშორა - 7:6, 7:5. ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქეს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია - ორ სეტში 4:6, 2:6 დამარცხდა.

საქართველოს ჩოგბურთელ ვაჟთა ნაკრების წევრი გიორგი ცივაძე ყაზახურ ჩიმკენტში იმყოფება და იქაური ტურნირის (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) წყვილთა პაექრობაში წარმატებით მონაწილეობს. ჩვენებური უზბეკ შოქმაჯონ შოფაიზიევთან ერთად მეორე ნომრადაა განთესილი.

პირველ წრეში მათ ევგენი დანილოვი (ყაზახეთი) და სანდორ ბულატოვი (უზბეკეთი) დაჯაბნეს - 6:4, 7:5, მეოთხედფინალში მათს გზას გაუყენეს ჟანსულთან ჩემბოტაიევი (ყაზახეთი) და კენტო იამადა (იაპონია) - 3:6, 6:4, 10:5 და ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც ასპარეზობის მეოთხე ნომრებთან - ჟურაბეკ კარიმოვსა (უზბეკეთი) და რომან ხასანოვთან (ყაზახეთი) გაარკვევენ ურთიერთობას.

უზბეკურ-ყაზახურმა დუეტმა გუშინ რუსებს - ვიქტორ ბალუდასა და ილია ვასილიევს აჯობა - 3:6, 6:2, 10:8. მეორე ნახევარფინალში ითამაშებენ ასპარეზობის რეიტინგფავორიტები - სანჯარ ფაიზიევი (უზბეკეთი), ტიმურ ხაბიბულინი (ყაზახეთი) და მიხაილ ფუფიგინი (რუსეთი), ვლადიმირ ივანოვი (ესტონეთი).

ცივაძემ ერთეულთა ტურნირის სტარტზე დოსტანბეკ ტაშბულატოვს (ყაზახეთი) სძლია - 7:5, 7:6. გუშინ რუს დანიილა არსენოვს (რუსეთი) პირველი სეტი მშრალად მოუგო - 6:0, მაგრამ მერე ზედიზედ ორი ხელი დათმო - 3:6, 4:6 და ახლა ნუგეშად მხოლოდ წყვილთა პაექრობა დარჩა.

უკრაინული ჩერკასის ვაჟთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) გამოდიოდა გიორგი ჯავახიშვილი.

მან სტარტი საკვალიფიკაციო ეტაპიდან აიღო, სადაც ორ მეტოქეს სძლია - მოლდოველ მაქსიმ ბულატსა (6:1, 4:6, 6:3) და უკრაინელ ოლეგ კოვალს, ძირითადი ბადის პირველი ორთაბრძოლა კი უკრაინელ დენის გეველთან დათმო - 1:6, 7:6, 5:7. ჯავახიშვილს რევანშის შანსი წყვილთა ტურნირში მიეცა, სადაც ჩვენებური საკვალიფიკაციოში მისგან ძლეულ ოლეგ კოვალთან (უკრაინა) ერთად იბრძოდა, მაგრამ უკრაინელების - დენის გეველისა და იური კრივოის ტანდემთან წააგო - 6:2, 4:6, 5:10.

თბილისელი ჩოგბურთელი სოფიო შაფათავა მსოფლიო კლასიფიკაციით 235-ეა. მან ჩინური გუანჩჟოუს საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 250.000 დოლარი) წარმატებით გაიარა საკვალიფიკაციო ეტაპი და ძირითადი ბადის პირველი წრეც გადალახა, თანაც რეიტინგში 82-ე ადგილზე მყოფ ვანია ქინგს (აშშ) აჯობა, მერვედფინალში კი ტურნირზე მესამე ნომრად განთესილ 18 წლის ანა კონიუხთან (ხორვატია, 52-ე) წააგო - 1:6, 6:7 და შეჯიბრებას გამოეთიშა.

მარცხის მიუხედავად, შაფათავამ 48 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა.

სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 250.000 დოლარი) წყვილთა პაექრობაში მონაწილეობდა იაპონელ ერი ჰოზუმისთან შეამხანაგებული თბილისელი ოქსანა კალაშნიკოვა.

ქართულ-იაპონური დუეტი პირველ ნომრად იყო განთესილი და ფავორიტადაც მიაჩნდათ, მაგრამ ოქსანა და ერი მეოთხედფინალს ვერ გასცდნენ.

პირველ წრეში მათ ჟაკლინ ჩაკო (აშშ) და ემილი უებლი-სმიტი (დიდი ბრიტანეთი) ჩამოიშორეს გზიდან - 6:4, 6:2. მეორე შეხვედრა გუშინ აკიკო ომაესა (იაპონია) და პეანგთარნ პლიპუეჩისთან (ტაილანდი) სამ სეტში დათმეს - 6:7, 6:4, 6:10 და 60-60 სარეიტინგო ქულას დასჯერდნენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენია დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
საით მივდივართ?! - მაროკოს ქვიშაში ჩამარხული ქართული ჩოგბურთი
დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონზე პირველ შეხვედრას ჩაატარებს
სოფიო შაფათავამ ობიდოშის საერთაშორისო ტურნირი მოიგო
ქართველი ჩოგბურთელები: შაფათავა ფრანგული ტურნირის 1/8-ფინალშია
საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები ATP CUP-ზე გაემგზავრა
"მზიურში" ზიმბაბვეს დავხვდებით - ინტერვიუ ალექსანდრე მეტრეველთან
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
4 ქართველი უიმბლდონზე, მაგრამ რამდენი ძირითადში? - ჩვენებურები წლის მესამე დიდ სლემს იწყებენ
ATP CUP: ტყემალაძემ და ბაკშმა იაპონელთა დუეტი იოლად დაამარცხეს
ფედერაციის თასი - საქართველო სერბეთთან და ხორვატიასთან დამარცხდა, წინ თურქეთია
ქართველი ჩოგბურთელები ანტალიაში: შაფათავამ წყვილებში ტურნირი მოიგო
0:5! - საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები ლუქსემბურგთან განადგურდა
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
ოქსანა კალაშნიკოვა უიმბლდონის მეოთხედფინალში დამარცხდა
ქართველი ჩოგბურთელები: ცივაძე ორ ფრონტზე
დანაშაულის ტოლი შეცდომა - საქართველოს ოლიმპიადაზე 1 კუთვნილი ადგილი დააკლდება
მარიამ ბოლქვაძემ პორტუგალიაში ჩელენჯერის ტურნირი მოიგო
წყვილთა თანრიგში დავმარცხდით, ესტონელები დაწინაურდნენ
გადამწყვეტი მატჩი ფინეთთან ფედერაციის თასზე - ქართველ ჩოგბურთელებს დაწინაურების შანსი აქვთ
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ეკატერინე გორგოძე ბრაუშვაიგის საერთაშორისო ტურნირის მერვედფინალში გავიდა
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
ქართველი ჩოგბურთელები: პირველები რეიტინგში დაწინაურდნენ
დევისის თასი. ევროაფრიკული მეორე ზონა: საქართველო VS ზიმბაბვე
სოფიო შაფათავა და ეკატერინე გორგოძე ბრეშას ტურნირის წყვილებში 1/2-ფინალში გავიდნენ
დევისის თასი: საქართველოს ნაკრები ლიდერის გარეშე და აუტსაიდერები ჯუჯა სახელმწიფოსთან
ქართველი სპორტსმენი "კრემლის თასის" მეოთხედფინალშია
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
ქართველი ჩოგბურთელები: გიორგი ცივაძე წყვილებში ყოჩაღობს
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის