საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები გუშინ, შუადღისას ისრაელში გაემგზავრა. თელ-ავივი ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირს უმასპინძლებს (B დივიზიონი)...

საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები გუშინ, შუადღისას ისრაელში გაემგზავრა. თელ-ავივი ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირს უმასპინძლებს (B დივიზიონი). შეჯიბრება 22 ივლისს დაიწყება და 10 დღეს გასტანს. პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ესტონელ ჭაბუკებს დაუპირისპირდება. ამათ გარდა D ჯგუფში არიან ავსტრია, ჩერნოგორია და ლუქსემბურგი. ჩერნოგორიელებს ქართველები ბოლო ტურში ეთამაშებიან. მანამდე სამივე შეხვედრა თუ ვერ მოიგეს, ჯგუფიდან გასვლა გაუჭირდებათ, რადგან მომდევნო ეტაპზე ხუთიდან 2 ნაკრები გადის. დანარჩენი სამი გუნდი საკლასიფიკაციო თამაშებში მიიღებს მონაწილეობას.

წასვლის წინა დღეს საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა აკადემიის დარბაზში ღია ვარჯიში მოაწყო, სადაც ისრაელში წამსვლელთა ვინაობასაც გავეცანით და მთავარ მწვრთნელ მიხეილ კობეშავიძესაც გავესაუბრეთ. ჯერ ინტერვიუს შემოგთავაზებთ:

- გუნდი პირველად ოქტომბერში შევკრიბეთ. კვირაში ორჯერ ვვარჯიშობდით, რათა კალათბურთელები ერთმანეთთან შეთამაშებულიყვნენ და მათგან ოპტიმალური შემადგენლობა შეგვერჩია. ივნისიდან ყოველდღიურ წვრთნაზე გადავედით დღეში ორჯერადი ვარჯიშით. ივნისის ბოლოს შეკრება დუშეთში გავიარეთ. შესანიშნავი პირობები გვქონდა და სათანადოდაც ვემზადებოდით...

- შემდეგ იყო სამი საკონტროლო მატჩი უკრაინის ჭაბუკთა ნაკრებთან. ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ მეტოქემ ფიზიკურად გაჯობათ.

- ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი გუნდი ფიზიკურად ცუდადაა მომზადებული. საქმე ისაა, რომ უკრაინას ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს და ვფიქრობ, მაღალი მიზნებისთვისაც იბრძოლებს. უკრაინელებს 210-216 სანტიმეტრი სიმაღლის ბიჭები ფარქვეშ ჰყავდათ, 205-206 - სანტიმეტრიანები კი პერიმეტრზე თამაშობდნენ და სამქულიანებსაც კარგად ისროდნენ. ჩვენ კი ყველაზე დიდი პრობლემა წინა ხაზში გვაქვს - არ გვყავს ტანმაღალი მოთამაშეები...

- გუნდში არ არის ირაკლი ალხანაიძე. ამ ტანმაღალმა კალათბურთელმა გასულ სეზონში 18-წლამდელთა ჩემპიონატი დამაჯერებლად ჩაატარა.

- ოპტიმალური შემადგენლობის თავმოყრა, პირველ რიგში, მწვრთნელებს გვსურდა, თუმცა ალხანაიძის დამატება ვერ მოხერხდა. ოქტომბერში, ვარჯიშს რომ შევუდექით, ირაკლი თვითონ მოვიდა და გვითხრა - ზაფხულში გამოცდები მაქვს, უნდა მოვემზადო და ვერ დაგეხმარებითო. ცხადია, სპორტსმენმა თავად უნდა განსაზღვროს თავისი მომავალი კარიერა და ჩვენც წარმატებები ვუსურვეთ.

- თელ-ავივში რა მიზნებს ისახავთ?

- საწყის ეტაპზე ორ საუკეთესოს შორის მოხვედრისთვის ვიბრძოლებთ. ჩვენი მთავარი მიზანი კი კალათბურთელების ეროვნული ნაკრებისთვის მომზადებაა.

- მეტოქეთა თამაშს თუ იცნობთ?

- სამწუხაროდ, მათ შესახებ მხოლოდ ინტერნეტით მოპოვებული ინფორმაცია გვაქვს. ჯგუფის ფავორიტი ჩერნოგორია უნდა იყოს, აუტსაიდერი - ლუქსემბურგი. დანარჩენ სამს თანაბარი შანსი გვაქვს.

საქართველოს 18-წლამელთა ნაკრები

მოთამაშე დაბ. თარ. სიმაღლე გუნდი

8. მერაბ ბოქოლიშვილი 17.02.1992 194 აკადემია

11. ნოდარ თენიეშვილი 06.07.1992 198 აკადემია

9. ლევან ელიაძე 13.12.1992 196 აკადემია

12. ბექა ჭიჭვეიშვილი 02.12.1992 197 აკადემია

10. გიორგი ტეტელაშვილი 07.17.1992 187 ნიკეა

6. გიორგი კოღუაშვილი 20.04.1992 194 დინამო

13. გოგა ჯავახიშვილი 08.09.1992 200 აკადემია

15. ლევან რევაზაშვილი 27.03.1992 209 მაკაბი

7. დუდა სანაძე 25.07.1992 192 ჰიუნდაი

5. ნოდრ შარაბიძე 25.09.1992 202 ვალენსია (ესპანეთი)

4. ირაკლი ჩერქეზიშვილი 06.05.1992 175 ჰიუნდაი

14. კახა მუმლაძე 27.04.1992 198 აკადემია

მწვრთნელი: მიხეილ კობეშავიძე

ასისტენტი: კახა შენგელია

ექიმი: ზურაბ ჯანიკაშვილი

A ჯგუფი: სლოვაკეთი, შვეიცარია, ჰოლანდია, ფინეთი, ჩეხეთი.

B ჯგუფი: შოტლანდია, ბელგია, პორტუგალია, ბოსნია, უნგრეთი.

ჩ ჯგუფი: დანია, ინგლისი, რუმინეთი, ბელარუსი, ისრაელი.

D ჯგუფი: ლუქსემბურგი, ესტონეთი, საქართველო, ჩერნოგორია, ავსტრია.

D ჯგუფის კალენდარი

22 ივლისი

11:00 ჩერნოგორია-ავსტრია

19:15 ესტონეთი-საქართველო

23 ივლისი

14:45 ლუქსემბურგი-ჩერნოგორია

17:00 ესტონეთი-ავსტრია

24 ივლისი

12:30 ესტონეთი-ლუქსემბურგი

17:00 საქართველო-ავსტრია

25 ივლისი

12:30 საქართველო-ლუქსემბურგი

19:15 ჩერნოგორია-ესტონეთი

26 ივლისი

14:45 ავსტრია-ლუქსემბურგი

19:15 საქართველო-ჩერნოგორია

ტოტტი
სუნთქვა შემეკრა )))) კარგი გემოვნება ქონია ვიერის და დელე ალისაც არ ვუწუნებ გემოვნებას ))
წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა