საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს ესპანეთიდან, ინგლისიდან და გერმანიიდან აქვს ვარიანტები, მაგრამ...

საქართველო ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ რუსულ "სპორტ ექსპრესს" ვრცელი ინტერვიუ მისცა.

გთავაზობთ ჩვენთვის საინტერესო მონაკვეთებს.

- გახსოვს "სპარტაკში" პირველი დღე?

- რა თქმა უნდა! ყველა ფიქრობდა, რომ ფრანგი ვიყავი და უკვირდათ ჩემი ქართველობა. 16 წლის ასაკში თამაში დუბლებში დავიწყე, შემდეგ ძირითად შემადგენლობაშიც მოვხვდი.

- პირველი შეხვედრა დასამახსოვრებელი გამოდგა.

- კი, 16 წლის ასაკში თასზე ვითამაშე და "კრასნოდარს" გავუტანე. შემდეგ 17 წლის ასაკში "ლოკომოტივს" ჩემპიონატში გავუტანე...

- სეზონი შთამებჭდავად ჯერ კიდევ დმიტრი ალენიჩევის მწვრთნელობისას დაიწყე. გამოდის, რომ მთავარი მწვრთნელის შეცვლას შენზე არ უმოქმედია?

- ალენიჩევს შეკრებაზე ვყავდი. ამ დროს კარერა უკვე გუნდში იყო და ყველაფერს ხედავდა. ალენიჩევი ისევე მენდობოდა, როგორც ახლა კარერა. ნდობა კი უმნიშვნელოვანესია. ალბათ, ამიტომაც ვამართლებ მოლოდინებს.

- რა არის შენი მთავარი მოტივაცია ამ სეზონში?

- თამაში, მოგება და გოლების გატანა.

- გუნდის მთავარ მწვრთნელ მასიმო კარერას უკვე უთხარი, რომ ბოჟოვიჩი "პატარა პირლოს" გეძახდა?

- შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ კარერამ თავად მითხრა: "პასის მანერით პირლოს ჰგავხარო". მაგრამ პირლომდე ბევრი მაკლია.

რაც შეეხება კარერას, მისი მოსმენისას ზოგჯერ მგონია, რომ იტალიურად ყველაფერი მესმის.

- რომელ იტალიურ სიტყვას ხმარობს კარერა ყველაზე ხშირად?

- Veloce - ანუ უფრო სწრაფად. უფრო სწრაფი შეტევა, ბურთის უფრო მალე მიტანა მეტოქის საჯარიმომდე. ერთი სიტყვით, სწრაფად თამაშს ითხოვს.

- ემოციებით კარერა ქართველს ჰგავს?

- დიახ, ის ძალიან ემოციურია და ეს ჩვენც გვეხმარება. ჩვენამდე შეუძლია იმის მოტანა, რაც სურს.

- შემოთავაზებები თუ გაქვს სხვა გუნდებიდან?

- სიმართლეს გეტყვით: ყოველდღე მირეკავენ რუსული და ევროპული გუნდებიდან. მაგრამ პაუზა ავიღე. "სპარტაკი" ჩემი მშობლიური სახლია და აქ მსურს დარჩენა. თუმცა კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით ჯერ შემოთავაზება არ მქონია. ბევრჯერ მითქვამს, რომ თუ აქედან წასვლა მომიწია, პრიორიტეტი ევროპაა.

ყველამ იცის, რომ კონტრაქტი სეზონის ბოლოს მეწურება. სწორედ ამიტომაც მირეკავენ. ესპანეთი, გერმანია, ინგლისი - ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, საიდანაც კონკრეტული ვარიანტები მაქვს, მაგრამ თუ "სპარტაკმა" კონტრაქტის გახანგრძლივება შემომთავაზა, დავრჩები.

სოსო
ჯანო 16 წლიდანაა სპარტაკში და სპარტაკი დიდი ხანი ელოდა მის გახსნას,უფრთხილდებოდა,ასე რომ,ჯანო როგორც წესიერი ადამიანი აფასებს მათ ამაგს,მაყურებლის სიყვარულს.სწორედ ამიტომ,თუ გრანდი არ მიიწვევს,ჯანო ალბათ არსად არ წავა და მე მისი ძალიან კარგად მესმის.მადლიერება ახლა მოდაში აღარ არის,მაგრამ ის სწორად იქცევა.ასე რომ წარმატებები ჯანო,ფიზიკურად მომაგრდი და ჯანიანი ჯანო,მართლა დიდებული იქნება.
kika
საშუალო ევროპულ გუნდს სპარტაკი ჯობს. გრანდი თუ მიიწვევს მაშინ შეიძლება წასვლა ევროპაში.
007
ძალიან გთხოვთ , ვისაც ხელგეწიფებათ , მიხედეთ ამ ბავშვს - საქართველოს ა სახელებს , ოღონდ დროზე მოაშორეთ " სპარტაკს" - სად არის ჩელებაძე ?..
giorgi
აქვს სახელი,დაფასება,ცხოვრობს მოსკოვში,აქვს საკმაოზე კარგი ხელფასი და ამ სეზონში ძირითადის ფეხბურთელად მოიაზრება და თამაშობს კიდეც,მართალია ჯანო,კრასნოდარი,ურალი,და ასე შემდეგ გუნდებთან შედარებთ მოსკოვში და საერთოდ რუსეთში სპარტაკი მაინც სპარტაკია და ხალხის სიყვარულთან ერთად პრესტიჯია სპარტაკში თამაში,ასე რომ სჯობს დარჩეს იქ სადაც არის,ვიდრე გადავიდეს ევროპულ საშუალო დონის გუნდში და ტრამპლინიო და ასე შემდეგ,წარმატებები ჯანოს,მხოლოდ ერთ შემთხვევაში უნდა დატოვოს სპარტაკი,თუ მართლა გრანდი მიიწვევს,დანარჩენი სიტუაცია არის უკან გადადგმული ნაბიჯი,ეს ჩემი მოსაზრებააააა,ვისაც უნდა არ დამეთანხმოს
კობა
თუ მართლა გეპატიჟებიან ესპანეთის ლიგიდან, წადი შვილო, რა სპარტაკთან კონტრაქტის გახანგრძლივება? სულ მთლად ნუ დაიღუპავ თავს და კარიერას. თან ხომ უნდა გახსოვდეთ ფეხბურთელებს, რომ ეკუთვნით საქართველოს ნაკრებს, ესეიგი საქართველოს ხალხს....
rezo
ჯანოს ვერც ერთ ფეხბურთელს ვერ შევადარებ. ის აბსოლუტურად განსხვავდება ყველასგან და თავის ხელწერა აქვს ფეხბურთში. მაგარია და ღმერთმა ძალა მისცეს ქვეყნის გასახარად
muxa
პრანჭია და ქედმაღალი არ არის, პატიოსანი ბიჭია და აწი საერთოდ გვაკაიფებს თავის თამაშით. დარწმუნებული ვარ არასდროს არაფერი თავში არ აუვარდება, ცოტა ხანში ტაციაობა იქნება მაგაზე. თვითონ მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, ფულის ხამი არ არის ეტყობა. შეუბერე ჯანო ბოლომდე, მთელი საქართველო გგულშემატკივრობს
საბურთალო
ჯანო გაიხსნა და ასჯერ უფრო მაგრად ითამაშებს. ყველა მისი დარტყმა იმენნა შესრულებაა, ტყუილად კი არ იტანს შტანგა-გოლებს. შანსი არ არის ერთ ადგილზე გაჩერდეს, კიდევ უფრო მაგრად მოუმატებს, რაც საქართველოს მაგრად გაახარებს. უმადური კაცი არ არის და ყველაფერს სწორად გადაწყვეტს, დარწმუნებული ვარ მსოფლიოს აალაპარაკებს, ცოტა ფიზ.მომზადებას მიხედავს ალბათ და მერე თუ გინდა მატარებელი დაუბი ვერაფერი გააჩერებს. ტექნიკა საუცხოო აქვს პლიუს ფიზიკური მონაცემები და მერე უფრო მაგრად გაგვახარებს. მოკლედ მაგრად ვბალეშიკობთ მთელი უბანი და საქართველო. გაიხარე ჯანო იმ სიამოვნებისთვის რაც ამ ცოტა ხანში მივიღეთ შენი ყურებით .........
roma
ჯანოს სურვილიც არა აქვს წავიდეს რუსეთიდან და სიმართლე,რომ ითქვას ის ამ სეზონში ათამაშდა და ღმერთმა ქნას არ გაჩერდეს და გააგრძელოს წინსვლა,აქამდე ჯანო ევროპაში არავის არც აინტერესებდა და არც არავის სჭირდებოდა,აი ესაა სიმართლე,ახლაც ჯერ აკვირდებიან და თუ მართლა განვითარდება,აი მერე მართლა ექნება სერიოზული შემოთავაზებები ევროპიდან,ოღონდ კიდევ ვიმეორე საჭიროა წინსვლა და განვითარება გაგრძელდეს,მაგრამ ტოპ გუნდებში თავიდან მაინც არავინ მიიწვევს,იმიტომ,რომ ამისთვის რუსეთი ტრამპლინად არ გამოდგება,ჯერ ევროპის საშუალო რომელიმე გუნდში მოუწევს თამაში,მერე კიდევ დააკვირდებიან და თუ გაამართლებს იმედებს,მაშინ ტოპ გუნდებში მიწვევაც აღარ იქნება პრობლემა,მაგრამ ძალიან ცუდია,რომ მას რუსეთის დატოვების სურვილი არ გააჩნია,მასთან საჭიროა სერიოზული საუბარი,ისე ჯობია გაიხსენოს რა გაუკეთეს რუსებმა ქართველებს,თითქმის ყველა ფეხბურთელს დაუნგრიეს კარიერა,ვინც დროზე გაიქცა რუსედიდან მათ უშველეს თავს,ხოლო გოგუას,მარცვალაძეს და ასევე კვირკველიას თავისი დაღი დაატყვეს,ამიტომ დროზეა საჭირო ზომების მიღება და საკუთარი თავის გადარჩენა,თორემ ისეთ რამეს გაგიჩალიჩებენ ჩემო ჯანო,რომ დაგენგრევა კარიერა და ცხოვრება,ამიტომ დაფიქრდი და მიიღე სწორი და ერთადერთი გადაწყვეტილებ,დატოვე რუსეთი,სანამ გვიანი არ არის,წარმატებები ჯანოს და წინსვლა.
ამირანი
ჯერ ისევ ბავშვია ჯანო და სულ პატარა ბავშვი სპარტაკმა ჩამოაყალიბა ფეხბურთელად. ეს კაცი ფულში არ გაცვლის ადამიანობას, როგორც სწორია ისე გადაწყვეტს, მთავარია სულ ჯანზე იყოს ჯანოოოოოოოოო. აწი ჯანოს ვერაფერი გააჩერებს, მთელი ქვეყანა მის ათამაშებას ელოდა, კაცს კოჭებში ეტყობა საერთოდ რაც შეუძლია, ეს მისი მეათედია რაც ჯანოს შეუძლია მინიმუმ.
musenbezi
დღეს არ დაურეკავთ? ამას ყველაზე მეტად ესპანეთი ან გერმანია მოუხდება... ინგლისში ფიზიკურად ვერ გაქაჩავს...
tbiliseli
თავმდაბალი და წესიერი კაცია რაც მთავარა და მერეა კარგი ფეხბურთელი. დარწმუნებული ვარ მაგრად მოუმატებს უფრო და მსოფლიოს აალაპარაკებს მაგრად. სწორია რომ გამზრდელ გუნდს პატივს სცემს და ფულის მონა არ არის.
kilkauskas
ევროპა ჯანო ევროპაააააააააააააააააააააააააა
zaza
შეეჩვია და ეშინია ახალი გამოწვევის?....
jj bufon
რატო ვერხვდება ეს ბიჭი რომ უნდა წავიდეს აქედან
irakli
რა სპარტაკი ინგლისიდან თუ გირეკავენ ან ევროპიდან ნებისმიერი ლიგიდან :)))
ბაჩო
რას დარჩები ხოარ უბერავს ეს :)) რასაც კვირვკველიას უკეთებენ იმას გაგიკეთებენ შენც გადადი სხვა ევროპულ ნორმალურ გუნდში თავისუფლად მოიხოდები და უფრო განვითარდები
Gurji
Wadi ra bicho evropashi ras gadaekide mag rusets
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ
"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა
ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკს" მოსამზადებელ შეკრებაზე ესტუმრა [PHOTO]
სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა
ჯიქიას რუსეთიდან საზღვარგარეთ სურს გადაბარგება, მაგრამ პრობლემა წარმოეშვა
ხორვატიული "ჰაიდუკის" სპონსორი სანქცირებული რუსული ნავთობკომპანია "ლუკოილი" გახდა
"აგენტი 007. სპარტაკს" უკანალს უნდა ულოკავდეს" - ლარსონთან რუსულად დამშვიდობება
"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი
"დიახ, ვიცი, რომ ამ ტოპ-კლუბებიდან ხვიჩას შემოთავაზებები აქვს!" - ანანიძემ რუსულ პრესასთან კვარაცხელიას შესახებ ვრცლად ისაუბრა
სტივენ ჯერარდს მოსკოვის "სპარტაკის" ჩაბარება შესთავაზეს - ინგლისელის პასუხი ცნობილია