ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

რევაზ არველაძე: არავის ეგონოს, რომ "ზესტაფონს" მიზანმიმართულად ვებრძვით

რევაზ არველაძე: არავის ეგონოს, რომ "ზესტაფონს" მიზანმიმართულად ვებრძვით

სფფ-სა და საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" შორის არსებულ დავაზე ფედერაციაში პრესკონფერენცია გაიმართა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და "ზესტაფონის" დავის შესახებ გუშინდელ ნომერში დავწერეთ. შეგახსენებთ, სფფ იმერული კლუბისგან ხორვატ ახალწვეულ გორან გრუიცასთვის ეროვნულ ჩემპიონატსა და თასზე თამაშის უფლების მინიჭებისთვის დებულებით დადგენილი 15 ათასი ლარის გადახდას ითხოვს, "ზესტაფონი" კი ჯერჯერობით, ამაზე უარს ამბობს, რისთვისაც ორი მოტივი აქვს - სეზონის დაწყებამდე პროფესიული ფეხბურთის ლიგაში შეტანილი საწევრო და მის მიმართ არსებული ფეხბურთის ფედერაციის ძველი დავალიანება.

შეგახსენებთ, "ზესტაფონმა" პროფლიგაში სრული გადასახადი შეიტანა, საწევროს განახევრების შემდეგ კი თანხის ნაწილი უკან აღარ დაბრუნებია.

სფფ "ზესტაფონს" ამ 15 ათასის შეტანას ახლავე არ სთხოვს და მხოლოდ საგარანტიო წერილს ელის, მაგრამ კლუბი ამ გადასახადის გაქვითვას პროფლიგისგან მისაღები თანხაში ითხოვს, ფედერაცია კი პფლ-ის ვალის გასტუმრებაზე უარს ამბობს.

ამ სადავო საკითხს მიეძღვნა ფეხბურთის ფედერაციაში გუშინ გამართული პრესკონფერენცია, სადაც მასმედიის წინაშე ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე და გენერალური სამდივნოს უფროსი რევაზ შენგელია წარსდგნენ.

დასაწყისში შენგელიამ შექმნილი სიტუაციის შესახებ კიდევ ერთხელ გააკეთა განმარტება.

- 2010 წლის 3 მარტს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა მიიღო გადაწყვეტილება უცხოელი ფეხბურთელის ტრანსფერისთვის გადასახდელი თანხის თაობაზე, რის შემდეგაც ეს სიახლე პროფესიული ფეხბურთის ლიგის დებულებაშიც შევიდა 6.10 პუნქტით. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მიესალმება ჩვენს ჩემპიონატში მაღალი კლასის ლეგიონერების თამაშს, მაგრამ საპირისპირო შემთხვევებიც ხშირი იყო, რის გამოც ადგილობრივი ნიჭიერი ახალგაზრდები უყურადღებოდ რჩებოდნენ. აღმასკომმა სწორედ იმიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ კლუბებმა საქართველოში უფრო აქტიური სელექცია აწარმოონ და მხოლოდ ისეთი დონის ლეგიონერები მიიწვიონ, რომელთა სანაცვლოდაც აღნიშნული თანხის გადახდა უღირთ. უმაღლეს ლიგაში უცხოელების ტრანსფერზე გადასახადი 15 ათას ლარს შეადგენს, პირველ ლიგაში - 5 ათას ლარს, ხოლო მეორე ლიგაში - 2 ათას ლარს.

რაც შეეხება "ზესტაფონის" პოზიციას, მოგეხსენებათ, ამ კლუბს თანხა პროფლიგისგან აქვს დასაბრუნებელი და არა ფედერაციისგან. პროფლიგა იურიდიულად არსებობას განაგრძობს და ვალის გასტუმრებაც მას ეკისრება. ასე რომ, "ზესტაფონმა" პროფლიგას უნდა მიმართოს.

აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციიდან გორან გრუიცას სატრანსფერო ფურცლის დროულად მისაღებად აქტიურად ვიმუშავეთ და ოპერატიულადაც მივიღეთ.

ცნობისთვის, თბილისის "დინამო" ხუთი ახალი ლეგიონერის სატრანსფერო თანხას, 75 ათას ლარს სეზონის დასრულებამდე ეტაპობრივად გადაიხდის.

რევაზ არველაძე:

- ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ საკმაოდ დიდი მოცულობის დავალიანება გაისტუმრა, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე "ზესტაფონისა" არაფერი გვმართებს. მოდით, ამ კლუბის მოთხოვნები ცალ-ცალკე განვიხილოთ. პირველი - პროფლიგაში გადახდილი თანხის გაქვითვა. აქ სადავო საერთოდ არაფერია, რადგან კლუბს ეს ფული ფედერაციაში არ შემოუტანია; და მეორე - მეტ-ნაკლებად სადავო თემა, რომელიც ფედერაციის "ზესტაფონის" მიმართ დავალიანებას ეხება. ეს საკითხი ჯერ ბოლომდე არ გარკვეულა და თუ თანხის გადახდა დაგვეკისრება, გადავიხდით კიდეც, მაგრამ ისიც მინდა ვთქვა, რომ ამ ფულის რაოდენობა 15 ათას ლარზე გაცილებით ნაკლებია. ვფიქრობთ, ამ ორ თემას ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვს.

საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ "ზესტაფონს" სატრანსფერო თანხის გადახდას ახლავე არ ვთხოვთ. კლუბისგან მხოლოდ ოფიციალურ წერილს ველით, სადაც დადასტურებული იქნება, რომ ფედერაცია ლეგიონერის დარეგისტრირებისთვის დაწესებულ თანხას მიმდინარე სეზონის დასრულებამდე მიიღებს. აი სულ ეს არის ჩვენი მოთხოვნა და არა მგონია, სიტუაცია გამოუვალი იყოს.

- თუკი ფეხბურთის ფედერაციამ პროფლიგის ვალდებულებები გადაიბარა, ატარებს ჩემპიონატს, დავალიანება გაუსტუმრა მსაჯებს, მაინცდამაინც ეს 20 ათასი ლარი რატომ გახდა სადავო?

- მიგვაჩნია, რომ ჯერ კიდევ გადასაწყვეტია, მომავალ ჩემპიონატს ფედერაცია ჩაატარებს თუ პროფლიგა. ეს რომ გაირკვევა, ამ 20 ათასი ლარის თემაზეც აქტიურად მაშინ ვიმსჯელებთ.

- და თუ პროფლიგამ ჩემპიონატის ჩატარება ვერც მომავალ სეზონში შეძლო?

- ამაზე საუბარი ჯერ რთული და ნაადრევია. იდეალური იქნებოდა, ჩემპიონატი პროფლიგის ეგიდით ჩატარებულიყო, მაგრამ თუ მას საამისო სახსრები არ აღმოაჩნდა, სხვა გზა აღარ იქნება და ამ საქმეს კვლავ ფედერაცია გაუძღვება. შესაძლოა, პროფლიგამ გარკვეული ფუნქციები მაინც დაიბრუნოს და მაგალითად, პირველი ლიგა ჩაატაროს... თუმცა გავიმეორებ, რომ ჯერ ამ თემაზე ლაპარაკი ძალიან ადრეა.

დასასრულს, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ჩვენ არავინ გვყავს ამოჩემებული. არავის ეგონოს, რომ რომელიმე კლუბს მიზანმიმართულად ვებრძვით, პირიქით, მაქსიმალურად ვცდილობთ, თითოეულ მათგანს ხელი შევუწყოთ, მაგრამ დებულება ყველამ უნდა შეასრულოს. "ზესტაფონისა" და განსაკუთრებით მისი მწვრთნელის მიმართ პატივისცემას კი კიდევ ერთხელ დავადასტურებ.

• ირმა

უკაცრავად, ბატონი შოთას ნაცვლად ბატონი რევაზი უნდა დამეწერა :( ან უფრო სწორად, ბატონი არველაძე :)

• ირმა

სათაურს ვპასუხობ: არ მგონია, ბატონო შოთა, მაგრამ რატომღაც გული ასე მეუბნება... და ფაქტიც! :)

• beso

6.10 პუნქტი პფლმა რო დააწესა ტუ პფლი არ ატარებს და გადაიბარე მაშინ რატო იტხოვ 15ს.ან თუ ასაღები გადაიბარე გასაცემი არ გადაიბარე?დააბრუნე მაშინ 20.ჩაგიჯ-ვით სამართალში!

კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს

"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო

გარანტია - ბარკოლა "ლივერპულში" მხოლოდ ერთ შემთხვევაში გადავა

ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა

დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს

"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის

ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა

დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა

"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია

"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია

"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა

ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის

ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს

კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს

უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა

[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა

[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა

საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს

დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?

სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა

ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა

სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა