უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატში ძალზე წარუმატებლად ჩაებნენ ქართველი ბერძენ-რომაელები...

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატში ძალზე წარუმატებლად ჩაებნენ ქართველი ბერძენ-რომაელები - გუშინ ხალიჩაზე გასული სამივე ქართველი ისე დამარცხდა, სანუგეშო წრეში ჩართვის საშუალება მხოლოდ ერთს მიეცა - ევროპის მოქმედ ჩემპიონ ვასილ იმერლიშვილს (96).

თუმცა ქართული სამეულიდან ყველაზე უკეთ სამტრედიელი დებიუტანტი გოგა გოგიბერაშვილი (60) გამოვიდა, რომელმაც პირველ წრეში მასპინძელი იშტვან კოზაკი ძირითად დროში დაჯაბნა, მერე კი ამერიკელი ჯიმ პატრიკ ჩასეც ასევე ორ სეტში დაამარცხა. ფინალისკენ მისი სწრაფვა სომეხმა ალექსან მიქაელიანმა შეაჩერა.

სომეხთანვე - რაფიკ მანუკიანთან დამარცხდა უშანგი ჩიტიაშვილი (74) პირველივე წრეში და ტურნირსაც გამოეთიშა. რაც შეეხება ევროპის წლევანდელ ჩემპიონ იმერლიშვილს, ტურნირი ჩემპიონის სადარად კი დაიწყო - თურქმენი არსლან საფარმამედოვი ორ პერიოდში დაამარცხა, მაგრამ მერე ორი ორთაბრძოლა წააგო - ჯერ მომავალ ფინალისტთან, რუს ისლამ მაგომედოვთან დათმო, სანუგეშო წრეში კი სომეხ ედუარდ სოღომონიანთან დამატებით დროში დამარცხდა და გავარდა.

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა