ესპანური "გრან კანარიისა" და საქართველოს ნაკრების უკანახაზელის მონაგარი რუსულ "უნიქსთან" მატჩში 13 ქულა და 3 პასია

ევროთასის მეორე ჯგუფურ ეტაპზე სამი ესპანური გუნდია. სამივეს თამაში ჩვენთვის საინტერესოა, რადგან "გრან კანარიაში" საქართველოს ნაკრების უკანახაზელი ტორინ გრინი თამაშობს; "ესტუდიანტესში" - ტაირონ ელისი, რომელიც სავარაუდოდ ჩვენს ნაკრებს ლიტვაში გაჰყვება; "კახასოლში" - ბექა ბურჯანაძე, რომელიც მწვრთნელს განაცხადში შიგადაშიგ შეჰყავს.

აქვე გეტყვით, რომ "კახასოლი"-"პანელინიოსის" მატჩის 12-კაციან სიაში ბექა არ იყო. მისმა გუნდმა ბერძნები 84:71 დაამარცხა და ევროთასის მეორე ეტაპზე წაუგებელი სერია ხუთამდე გაზარდა. "კახასოლს" მეოთხედფინალის საგზური ჯიბეში აქვს.

პლეი ოფში მოხვედრა დადებითად აქვს გადაწყვეტილი ტაირონ ელისის "ესტუდიანტესს": 4-მოგებითა და 1 მარცხით იგი K ჯგუფის ლიდერია. სტუდენტები ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები უკეთესი შედეგით უსწრებენ თანაბარქულიან "კასერტას" (იტალია).

მეხუთე ტურში "ესტუდიანტესმა" სტუმრად ჩეხეთის "ნიმბურკი" ორქულიანი სხვაობით დაამარცხა - 88:86. შაბათს ესპანეთის ჩემპიონატში 5-დან 5 სამქულიანის ჩამგდებმა ელისმა ევროთასის მატჩი 5 ქულით დაასრულა (4-დან 1 სამქულიანი, 1-დან 1 ორიანი), თუმცა ასეთი დაბალი შედეგიანობა გასაკვირი სულაც არ არის, რადგან ტაირონმა მხოლოდ 8 წუთი ითამაშა.

ესპანურ გამოცემა "სოლობასკეტში" ტორინ გრინის მონაგარში 13 ქულა და 13 პასი წერია. გაგვეხარდა, მით უმეტეს, რომ ტორინმა ასეთი ეფექტური შედეგი რუსულ "უნიქსთან" უჩვენა. თუმცა, როგორც გაირკვა, "სოლობასკეტის" სტატიაში კორექტურული შეცდომა გაპარულა - 13-ის ნაცვლად 3 პასი უნდა ყოფილიყო.

მოკლედ, გრინის მონაგარი რეალურად ასეთი იყო: 21 წუთი, 13 ქულა (2-დან 1 ორქულიანი, 4-დან 3 სამქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 3 პასი.

ტორინის "გრან კანარიამ" "უნიქსი" 76:73 დაამარცხა. პარალელურად, "ჰემოფარმს" 73:71 ხორვატულმა "ცედევიტამ" სძლია და მეოთხედფინალის საგზური "გრან კანარიას" აართვა. ბოლო ტურის წინ კანარელებს 2 მოგება და 3 წაგება აქვთ, ხოლო "ცედევიტას" - პირიქით, 3 მოგება, 2 მარცხი. მეექვსე ტურში "გრან კანარიამ" "ჰემოფარმი" რომც დაამარცხოს, ხოლო "ცედევიტამ" - "უნიქსი", გრინის გუნდი მომდევნო ეტაპზე მაინც ვერ გავა (ჯგუფიდან ორი გადის): თანაბარი ქულების შემთხვევაში მეოთხედფინალის საგზური ხორვატებს დარჩებათ, რადგან "ცედევიტამ" "კანარია" შინაც დაამარცხა და სტუმრადაც. პირველი ადგილი გარანტირებული აქვს "უნიქსს" - 4 მოგება.

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა