მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირების მიმოხილვა
თუ ქალებს შორის აზიური სერიის ტურნირები უკვე დაიწყო, გასულ კვირას, მამაკაცები ევროპაში თამაშობდნენ - გაიმართა ტურნირები სანკტ-პეტერბურგსა და მეცში.

რუსული ტურნირი უფრო წარმომადგენლობითი იყო. ძირითად ბადეში ვიხილეთ TOP10-ის სამი წევრი - სტენ ვავრინკა, მილოშ რაონიჩი და ტომაშ ბერდიხი. მეცში კი TOP15-ის მხოლოდ ორი ჩოგბურთელი თამაშობდა - დომინიკ ტიმი და დავიდ გოფენი. ტიმმა რამდენიმე ურთულესი მატჩი ჩაატარა და ფინალში გავიდა. განსაკუთრებით ნახევარფინალში გაუჭირდა, როცა მისი მეტოქე ჟილ სიმონი მატჩზე აწვდიდა. ავსტრიელმა შეძლო ზედიზედ სამი გეიმის მოგება და შემდეგ, გადამწყვეტი სეტი აიღო.

ავსტრიელის მეტოქე ფინალში ლუკ პუიე გახდა. ფრანგმა ბრწყინვალედ ითამაშა აშშ-ის ღიაზე და თავისი კარგი ფორმა საშინაო ტურნირზეც დაამტკიცა. მას ორი მძიმე გამარჯვება ჰქონდა თანამემამულეებთან - ერბერთან და ბენეტოსთან, ნახევარფინალში გოფენთან კი პირველ სეტში სეტბოლი მოიგერია, მეორეში კი მხოლოდ ერთი გეიმი დაუთმო მეტოქეს.

ფინალის პირველმა პარტიამ ბრძოლაში ჩაიარა. თავდაპირველად, სამი სეტბოლი პუიემ მიიღო, შემდეგ დაფარული სეტბოლი ჰქონდა ტიმს. ავსტრიელი დაწინაურდა ტაი-ბრეიკზე - 4:0, მაგრამ, ძირითადად, საკუთარი შეცდომების შემდეგ დაუთმო პარტია ფრანგს. მეორე სეტში ლუკამ თავიდანვე შეასრულა ბრეიკი და დამაჯერებლად მივიდა გამარჯვებამდე - 7:6(5), 6:2. პუიემ კარიერაში პირველი ტიტული მოიპოვა.

სანკტ-პეტერბურგში ტოპ-ათეულის სამი წევრიდან მხოლოდ სტენ ვავრინკამ მიაღწია ფინალამდე. მილოშ რაონიჩმა მეორე წრეში წააგო მიხაილ იუჟნისთან, არადა, მოიგო პირველი სეტი, მეორეში ორჯერ აწვდიდა მატჩზე, ხოლო ტაი-ბრეიკზე 5:1 იყო დაწინაურებული. კანადელმა მაინც მოახერხა ამ მატჩის წაგება. იუჟნი ამ თამაშმა ძალიან დაღალა და მომდევნო დღეს, მხოლოდ ოთხი გეიმი აიღო გერმანელ ალექსანდრ ზვერევთან მატჩში.

ნახევარფინალში ზვერევი ტომაშ ბერდიხს ხვდებოდა. მათ შორის ურთიერთშეხვედრათა ანგარიში იყო - 4:0 ჩეხის სასარგებლოდ. მაგრამ გერმანელმა მეხუთე ცდიდან შეძლო სახელოვანი მეტოქის დამარცხება - 6:4, 6:4. ზვერევმა კარგად ითამაშა გადამწყვეტ ბურთებზე და ოთხი ბრეიკ-პოინტი მოიგერია. ეს იყო გერმანელის პირველი მოგება TOP10-ის ჩოგბურთელის წინააღმდეგ.

აშშ-ის ღია პირველობის ახალი ჩემპიონი სტენ ვავრინკა ფინალამდე ისე მივიდა, რომ სეტი არ წაუგია, მაგრამ ფინალში პირველად მოუწია მდევრის როლში ყოფნა. არადა, შვეიცარიელი მატჩის სტარტზე უკეთ გამოიყურებოდა და მუდმივად ბრეიკ-პოინტებამდე მიდიოდა, თუმცა მისი უპირატესობა ტაბლოზე არ აისახა. ზვერევმა ყველა საფრთხე მოიგერია და შემდეგ, მოახერხა ბრეკის შესრულება. ეს საკმარისი აღმოჩნდა პირველი სეტის მოსაგებად.

პირველი და მეორე პარტიების მიჯნაზე ზვერევმა ზედიზედ 13 ქულა აიღო, მაგრამ ვავრინკა არ აპირებდა ტიტულის ასე იოლად დათმობას, მით უმეტეს, რომ ფინალებში შთამბეჭდავი სტატისტიკა ჰქონდა - ზედიზედ 11 მოგებული გადამწყვეტი მატჩი. მერვე ბრეიკ-პოინტიდან მან შეძლო პირველად მეტოქის მოწოდების აღება და სეტებს შორის ანგარიში გაათანაბრა.

ინიციატივა მთლიანად სტენის მხარეს გადავიდა. ზვერევი ანერვიულდა, ჩოგანს კორტზე ახეთქებდა და ბურთებს ტრიბუნებზე უშვებდა. ვავრინკა 3:0 დაწინაურდა გადამწყვეტ სეტში და მიუახლოვდა მორიგ ტიტულს. და სწორედ აქ, შვეიცარიელი რატომაღაც მოეშვა და ამით ზვერევმა კარგად ისარგებლა.

გერმანელი ყოველი ბურთისთვის იბრძოდა და მოთმინებას იჩენდა - არ რისკავდა და მეტოქის შეცდომებს ელოდებოდა. ეს ტაქტიკა ამართლებდა, თუმცა იყო მომენტი, როცა ვავრინკას მხოლოდ ორი ბურთი აკლდა ტიტულამდე, მაგრამ ზვერევს მოწოდება დაეხმარა. შემდეგ მან 15:40-დან მოიგო გეიმი მიღებაზე. სამმა კარგმა მოწოდებამ გერმანელს სამმაგი მატჩბოლი მოუტანა და მეორე ცდიდან მოიპოვა პირველი ტიტული ATP-ის ტურში - 6:2, 3:6, 7:5. ზვერევი პირველი თინეიჯერია ბოლო რვა წლის განმავლობაში, ვინც პროფესიულ ტურში გამარჯვება შეძლო.

ATP-250. მეცი

ლუკა პუიე (საფ, 3)-დომინიკ ტიმი (ავსტრია, 1) 7:6(5), 6:2

ATP-250. სანკტ-პეტერბურგი

ალექსანდრ ზვერევი (გერ, 5)-სტენ ვავრინკა (შვეიც, 1) 6:2, 3:6, 7:5

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მერვე მატჩიდან მეშვიდე წაგება სეზონში - ბასილაშვილი ცუდ ფორმაშია
მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
ზვერევმა მძიმე ტრავმა მიიღო და თამაში ვეღარ გააგრძელა... დრამატული და ემოციური მატჩი საფრანგეთიდან [VIDEO]
ზედიზედ მეორედ - იანიკ სინერი ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებული გახდა
ზვერევი უიმბლდონს დააკლდება - გერმანელის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის 1/2 ფინალიდან ტრავმის გამო მოეხსნა
ასეთი რამ გინახავთ? - ზვერევისა და ალკარასის მატჩი უცნაური მიზეზით შეწყდა [VIDEO]
"მეგობრებო, შეგიძლიათ ჩემი მაგალითი გაითვალისწინოთ, მე ამ თემაზე ხმამაღლა საუბარი შემიძლია" - ალექსანდრ ზვერევი