არსენ ვენგერი 20 წლის წინათ და დღეს
22 სექტემბერს 20 წელი შესრულდა მას მერე, რაც არსენ ვენგერი "არსენალის" მწვრთნელი გახდა. ეს მთელი ეპოქაა, რომელმაც ბევრი იმედგაცრუება და წარმატება დაიტია.

ვენგერისადმი დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. ბევრისთვის ის უფრო კარგი ვაჭარია, ვიდრე - კარგი მწვრთნელი, თუმცა ეს ხალხი ერთ რამეში მაინც თანხმდება: მსოფლიო ფეხბურთის ისტორიის წიგნში ვენგერს თუნდაც ერთი პატარა თავი უთუოდ ეკუთვნის.

20 წელი და 20 მნიშვნელოვანი მომენტი 66 წლის სპეციალისტის ლონდონურ ცხოვრებაში. გადავხედოთ ამ გზას 1996 წლიდან დღემდე...

20. ვენგერი? ვინ არის ვენგერი?!

1996 წლის 22 სექტემბერს "არსენალის" მთავარ მწვრთნელად არსენ ვენგერის დანიშვნამ ბრიტანული მედია ერთობ გააკვირვა, მეტი რომ არ ვთქვათ. "ვენგერი? ვინ არის ვენგერი"? - დაახლოებით ამ პათოსით ისმოდა კითხვები პრესის "ჰედლაინებში".

მაშინ მას მართლაც არავინ იცნობდა. მანამდე ის იაპონურ "ნაგოია გრამპუსში" მუშაობდა. "არსენალში" მოსვლის პირველსავე დღეს ვენგერმა თქვა, რომ უნდა შეიცვალოს ფეხბურთელთა კვების რაციონი და წვრთნის მეთოდები.

...და შეიცვალა კიდეც. შედეგი? ვენგერისთვის მომდევნო (1997/98) სრულ სეზონში "არსენალმა" პრემიერლიგაც მოიგო და ასოციაციის თასიც - დასაწყისი დიდებულია!

19. სანჩესი და რიოს პლაჟი

2014 წლის ზაფხულში "არსენალმა" "ბარსელონასგან" 30 მილიონ გირვანქად იყიდა ალექსის სანჩესი. იმ პერიოდში მოსიე არსენი უკვე აღარ ენდობოდა სესკ ფაბრეგასს და დიდ იმედს სწორედ ჩილელზე ამყარებდა...

სანჩესის ყიდვის ოპერაცია ვენგერმა რიოს პლაჟზე ნებივრობისას მოაგვარა.

18. ნამდვილი კლასიკა

ფეხბურთის გულშემატკივრებმა იციან, რომ ვენგერს კარგად ეხერხება ვაჭრობა. ნიკოლა ანელკას ტრანსფერი და შემდეგ მისი გაყიდვა მართლაც რომ სატრანსფერო ოპერაციის კლასიკაა - ფრანგი ფორვარდი "არსენალში" პსჟ-დან 1997 წლის ზაფხულში, 500 ათას გირვანქად მივიდა და იმავე სეზონში დიდი როლიც ითამაშა "მეთოფეთა" გაჩემპიონებაში.

ორი წლის შემდეგ "არსენალმა" ის "რეალს" 22.3 მილიონ გირვანქად მიჰყიდა.

17. ანრის ჯადოგოლი

ვენგერი არასოდეს ყოფილა ისეთი გახარებული და ისეთი გაცისკროვნებული, როგორც 2000 წელს "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩისას, როცა ტიერი ანრიმ ჯადოსნური გოლი გაუტანა ფაბიენ ბარტეზს.

ეს ის პერიოდი იყო, როცა არსენს ხშირად სჭირდებოდა იმის დამტკიცება, რომ ანრი ტყუილად არ წამოუყვანია "იუვენტუსიდან" და რომ ის უკვე ამართლებდა ნდობას...

16. ყველას თავისი ცოლი მოსწონს

2002 წელს "არსენალმა" მორიგი დუბლი შეასრულა. ამ დროისთვის ვენგერსა და "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელ ალექს ფერგიუსონს შორის უკვე ომი მძვინვარებდა. ფერგიმ "არსენალის" ჩემპიონობაზე თქვა - ეგენი მეომრის ფსიქოლოგიით გადიან ფონს, ჩემი "მანჩესტერი" გაცილებით უკეთესი გუნდიაო...

ამაზე ვენგერმა მოსწრებულად უპასუხა: "საერთოდ, ყველა კაცს ჰგონია, რომ მისი ცოლი ყველაზე ლამაზია".

15. მისი ოცნების გოლი

ვენგერი ის მწვრთნელია, ლამაზ პასსა და კომბინაციურ ფეხბურთს განსაკუთრებულად რომ აფასებს. 2013 წელს, "ნორვიჩთან" მატჩში, ჯეკ უილშირმა შექმნა შედევრი, რომელსაც მოსიე არსენმა "მისი ოცნების გოლი" უწოდა.

...უილშირმა ბურთი საკუთარი ნახევრიდან წაიღო და მოხდენილად გაათამაშა სანტი კასორლასა და ოლივიე ჟირუსთან, ვიდრე კარში საგოლედ დასცხებდა.

14. დიდი შემოტრიალება

2013 წელს ვენგერის "არსენალმა" შოკში ჩააგდო ძლევამოსილი "ბარსელონა", რომელსაც "ემირეითსზე" 0:1-დან შემოუტრიალა თამაში და 2:1 დაამარცხა.

არსენმა შეცვლაზე შეუშვა ანდრეი არშავინი, რომელმაც გამარჯვების გოლი "გამოსჭედა". თამაშის შემდეგ ფრანგმა სპეციალისტმა თქვა, რომ მისთვის ეს "განსაკუთრებული საღამო" იყო.

მართალია, საპასუხო მატჩში "ბარსელონამ" 3:1 გაიმარჯვა და მერე იმ სეზონის (2010/11) ჩემპიონთა ლიგაც მოიგო, მაგრამ ეს ოდნავადაც არ აკნინებს მართლაც "განსაკუთრებულ საღამოს".

იმ ფორმაციის "ბარსაზე" მოგვიანებით ფერგიუსონი (რომლის გუნდმაც კატალონიელებთან ორჯერ წააგო ჩემპიონთა ლიგის ფინალი) იტყვის: "ეს არის საუკეთესო გუნდი იმათ შორის, რომელიც კი ოდესმე მინახავს".

13. "ტოტენჰემზე" წინ...

"არსენალსა" და "ტოტენჰემს" შორის განსაკუთრებული მეტოქეობა რომაა, ეს ყველამ იცის. 2013 წლის მარტში "დეზებმა" 2:1 დაამარცხეს "მეთოფეები" და მთელი 7 ქულით გაუსწრეს ისტორიულ მტერს. ისე ჩანდა, რომ "ტოტენჰემი", ბოლოს და ბოლოს, "არსენალზე" წინ იქნებოდა ფინიშის სწორთან...

...მაგრამ მერე "ტოტენჰემმა" ზედიზედ 2 მატჩი წააგო "ლივერპულსა" და "ფულჰემთან", ხოლო "არსენალმა" ბოლო 10 თამაშიდან 8 მოიგო და ჩემპიონთა ლიგაში მოხვდა, ხოლო "დეზები" ევროპალიგაში გაუშვა.

12. აკი არ ხარჯავსო?!

"არსენალის" ქომაგები ხშირად საყვედურობენ ვენგერს - ფეხბურთელებში ბევრი ფულის ხარჯვა არ უყვარსო. 2013 წლის ზაფხულში ის მართლაც დიდი წნეხის ქვეშ იყო - კონკურენტები ძლიერდებოდნენ, "არსენალი" კი...

ჰოდა, ვენგერმაც, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ერთი დღით ადრე "რეალისგან" 42 მილიონ გირვანქად იყიდა გერმანიის ნაკრების ნახევარმცველი მესუთ იოზილი. მანამდე, "არსენალის" სატრანსფერო რეკორდი 27 მილიონი იყო. იმ დღეს ვენგერმა ბევრი კრიტიკოსი გააჩუმა...

11. როგორ დავამარცხოთ გალაქტიკო "ბერნაბეუზე"

მიუხედავად იმისა, რომ წყვილის აშკარა აუტსაიდერი იყო, 2006 წელს "არსენალმა" "გალაქტიკოდ" წოდებული "რეალი" "სანტიაგო ბერნაბეუზე" 1:0 დაამარცხა (ტიერი ანრის გოლით).

"ჰაიბერიზე" საპასუხო შეხვედრა 0:0 მორჩა და "არსენალმა" მსოფლიო საკლუბო ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდი ჩემპიონთა ლიგიდან დაითხოვა. ვენგერმა დაამტკიცა, რომ ასეთი გუნდების დამარცხებაც შეუძლია...

მერე "არსენალი" იმ ტურნირის ფინალშიც გავიდა, თუმცა მეორე ესპანურ გრანდთან ("ბარსელონა") ვერაფერი გააწყო - 1:2.

10. "ჰაიბერიდან" "ემირეითსზე"

არსენ ვენგერმა თანდათან დიდი გავლენა მოიპოვა კლუბში. ის არ იყო მხოლოდ მწვრთნელი, მას "არსენალის" ფინანსურ პოლიტიკაშიც ეთქმოდა წონიანი სიტყვა.

"უდიდესი და გადამწყვეტი მნიშვნელობის ნაბიჯი "არსენალის" ისტორიაში", - ასე უწოდა ვენგერმა 2006 წელს "ჰაიბერის" მომცრო სტადიონიდან სუპერთანამედროვე და ორჯერ უფრო ტევად "ემირეითსზე" გადასვლას, რაშიც პირადად უმთავრესი როლი ითამაშა.

9. სათასო მწვრთნელი

2015 წელს "არსენალმა" მეორედ შეძლო ასოციაციის თასის მიჯრით მოგება ("უემბლიზე" 4:0 გაანადგურა "ასტონ ვილა"), ვენგერი კი ამ ტურნირის ისტორიაში, ჯორჯ რემზისთან (ვინც მე-20 საუკუნის მიჯნაზე 6-ჯერ შეძლო "ასტონ ვილასთან" ერთად ინგლისური ფეხბურთისთვის ესოდენ პატივსაცემი ჯილდოს დაუფლება) ერთად, ყველაზე წარმატებული მწვრთნელი გახდა.

8. ბოლო დღე "ჰაიბერიზე" და მოწამლული "ტოტენჰემი"

2006 წლის გაზაფხული. ბოლო მატჩი "ჰაიბერიზე". ტიერი ანრის ჰეთ-თრიკით "არსენალი" 4:2-ს უგებს "უიგანს" და მეოთხე ადგილისთვის ბრძოლაში უსწრებს "ტოტენჰემს", რომელიც პარალელურ მატჩში აგებს (1:2) "ვესტ ჰემთან"...

სხვათა შორის, ამ მატჩის წინა ღამეს "ტოტენჰემის" ფეხბურთელები საკვებით მოიწამლნენ...

7. კემპბელი და დომინაცია "ტოტენჰემზე"

პრემიერლიგის ყველაზე სკანდალური ტრანსფერი. 2001 წლის ზაფხულში ვენგერმა შოკში ჩააგდო ინგლისის საფეხბურთო საზოგადოება, როცა "ტოტენჰემიდან", ეგრეთ წოდებული "ბოსმანის წესით", სოლ კემპბელი გადაიბირა.

ერთი მხრივ, ამით არსენმა სწორედაც "ტოტენჰემზე" დომინაციას გაუსვა ხაზი, მეორე მხრივ კი ხელში ჩაიგდო ინგლისის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველი, რომელმაც "არსენალთან" ერთად ორჯერ მოიგო პრემიერლიგა.

6. ცხრაწლიანი პაუზის შემდეგ...

2014 წელს, "არსენალმა" წერტილი დაუსვა "სატიტულო შიმშილს" ("მეთოფეებს" 9 წლის განმავლობაში არაფერი ჰქონდათ მოგებული), დაამარცხა რა ასოციაციის თასის დრამატულ ფინალში "ჰალ სიტი".

ვენგერის შეგირდები თავიდან 0:2-ს აგებდნენ, მაგრამ შეძლეს ფინალის გადაყვანა დამატებით დროში, სადაც აარონ რემზის გოლით გამარჯვებასაც მიაღწიეს.

5. ყველაზე თამამ ოცნებებშიც კი...

2003 წელს, "არსენალმა" ჩემპიონთა ლიგის საგარეო მატჩში 5:1 მოუგო "ინტერს", არადა, მილანელებთან შინ 0:3 ჰქონდა წაგებული. საპასუხო შეხვედრაში დუბლი შეასრულა ტიერი ანრიმ, თითო გოლი კი ფრედი ლიუნგბერგმა, ედუმ და რობერ პირესმა გაიტანეს.

ნამატჩევს ვენგერი იტყვის: "ჩემს ყველაზე თამამ ოცნებებშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, თუ 0:3-ის შემდეგ მილანში ასეთი ანგარიშით გავიმარჯვებდით".

4. საყოველთაო აღიარება

ექსპერტებმა და "არსენალის" ფეხბურთელებმა, ბოლოს და ბოლოს, აღიარეს ვენგერის ძალა და კომპეტენცია 1997/98 წლების სეზონის დასკვნითი მატჩის შემდეგ, თვით იმ კრიტიკოსებმაც კი, ვინც ფრანგი სპეციალისტის დანიშვნას ეჭვქვეშ აყენებდა.

ეს განსაკუთრებით სასიამოვნო იყო ტონი ადამსისა და სტივ ბოულდის მხრიდან, რომელთა ძალისხმევითაც გავიდა გადამწყვეტი გოლი "ჰაიბერიზე", ტრიუმფალური პრემიერლიგის ბოლოს დღეს.

ამის შემდეგ იყო გამარჯვება ასოციაციის თასის ფინალში, რამაც ვენგერს, "არსენალში" მოღვაწეობის პირველსავე სრულ სეზონში, კლუბის ისტორიაში დაუდო ბინა.

3. ფერგი რომ ამას იტყვის...

2002 წლის მაისში "არსენალს" გადამწყვეტი მატჩი ჰქონდა "ოლდ ტრაფორდზე", თავის ყველაზე სასტიკ მოწინააღმდეგე "მანჩესტერ იუნაიტედთან". რამდენიმე დღით ადრე "მეთოფეებს" უკვე მოგებული ჰქონდათ ასოციაციის თასი და მანჩესტერში გამარჯვება დუბლის გარანტია იქნებოდა...

...სილვენ ვილტორი ამატებს ფრედი ლიუნგბერგის დარტყმის შემდეგ ფაბიენ ბარტეზის მიერ უკუგდებულ ბურთს და "არსენალი" პრემიერლიგის გამარჯვებული ხდება.

მატჩის შემდეგ სერ ალექს ფერგიუსონი იტყვის: "არსენ ვენგერი ყოველმხრივ პატივისცემას იმსახურებს".

ფერგიმ რომ ამას ვინმეზე, მით უფრო კონკურენტზე, იტყვის, იქ ბეჭედი დასმულია.

2. მარილი ჭრილობაზე

ზემოთ ამ თემის სიმძაფრეს უკვე შევეხეთ - ვინც არ იცის, რას ნიშნავს "არსენალისა" და "ტოტენჰემის" დაპირისპირება, ის ინგლისური ფეხბურთის მუღამებში ვერ ერკვევა.

ახლა ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რამხელა ფასი ადევს მოსისხლე მტრის მოედანზე მოპოვებულ არათუ ერთ ლოკალურ გამარჯვებას, არამედ, თვით ჩემპიონის ტიტულს.

...ეს მოხდა 2004 წლის გაზაფხულზე, როცა "არსენალმა" "უაით ჰართ ლეინზე" 2:2 ითამაშა "ტოტენჰემთან" და პრემიერლიგის დასრულებამდე 4 ტურით ადრე მდევრებისთვის მიუღწეველი გახდა.

მატჩის შემდეგ არსენ ვენგერმა მეტოქეს ჭრილობაზე მარილი მოაყარა, გაიხსენა რა ერთი ფაქტი "არსენალ"-"ტოტენჰემის" დაპირისპირებათა ისტორიიდან:

"დიდებულია, რომ ჩვენ გავიმეორეთ "არსენალის" იმ თაობის წარმატება, ვინც 1971 წელს, ამავე სტადიონზე, ინგლისის ჩემპიონობა მოიპოვა".

1. დაუმარცხებელი "არსენალი" და ახდენილი ოცნება

2004 წელს "არსენალმა" ისე მოიგო პრემიერლიგა, ერთი მატჩიც არ წაუგია. არადა, ეს მიღწევა ეჭვქვეშ იდგა ბოლო ტურის დაპირისპირებაში, რომელშიც "მეთოფეები" 0:1-ს აგებდნენ "ლესტერთან"...

მაგრამ არაჩვეულებრივი საბრძოლო სულისკვეთების ხარჯზე, რაც იმ წლებში ყოველთვის თან სდევდა ვენგერის კრებულს, მოხერხდა "მელიების" დამარცხება (2:1) და საუკუნეზე მეტი ხნის წინ (1888/89 წლების სეზონი) "პრესტონის" მიერ დამყარებული რეკორდის გამეორება.

მატჩის შემდეგ ვენგერმა თქვა: "ყოველთვის ვოცნებობდი, რომ დაუმარცხებლად მოგვეგო პრემიერლიგა და ბედნიერი ვარ, რომ ეს ოცნებაც ამიხდა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
შეთანხმება შედგა - მამარდაშვილის "ლივერპულის" ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
"არსენალის" მეტოქეს "კვარა" დიდწილად განსაზღვრავს - ჰაკიმის გარეშე
"სიტი" თუ "არსენალი"? - ვენგერმა პრემიერლიგის გამარჯვებული იწინასწარმეტყველა
"არსენალი" გაძლიერებას იწყებს - "მეთოფეებს" მორგან როჯერსის გაფორმება სურთ
"გადაცემის შემდეგ ჩემს ნომერს გამოგიგზავნი" - ტიერი ანრიმ ვიქტორ იოკერეშს მიმართა
"კლოპი უკმაყოფილოა? იცით, რას გეტყვით?" - ვენგერმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კრიტიკოსებს უპასუხა
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
პეტი: კლოპი თუ ვენგერი? - პასუხი მარტივია
"მოიგებს თუ არა წელს "არსენალი" ტიტულს?" - არსენ ვენგერმა შეკითხვას უპასუხა
"არსენალს" პრემიერლიგაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მნიშვნელოვან დროს, არტეტა უკან იხევს" - კარაგერმა "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა
"შარშან უფრო ძლიერები იყვნენ" - ვენგერმა პსჟ-ზე ისაუბრა
უდიდესი მატჩის დღე! - პსჟ ზედიზედ მეორედ თუ "წითელ" ლონდონში პირველად
"უმაღლესი დონის თვისებები აქვს, ახლა მეტი თამაში სჭირდება" - საფონოვმა ვენგერი აღაფრთოვანა