"დეილი ტელეგრაფის" სპეცოპერაცია: მწვრთნელი მამხილებელ ჩანაწერს შეეწირა
სემ ელარდაისი დიდ შარში გაეხვა. 61 წლის სპეციალისტი, რომელიც ორი თვის წინ შეუდგა საქმიანობას ინგლისის ნაკრების მწვრთნელის პოსტზე, უმუშევარი დარჩა. კონსერვატორი ბრიტანელებისთვის რეპუტაციის შელახვა საბოლოო განაჩენის ტოლფასია და დიდია იმისი ალბათობა, რომ ამის მერე ელარდაისი სათოფეზე აღარავინ გაიკაროს...

მას ძალიან გაუჭირდება თავისი სისუფთავის დამტკიცება იმის მერე, რაც ხალხმა "დეილი ტელეგრაფის" მიერ გაკეთებული ჩანაწერით გაიგო...

მაშ ასე, რა მოხდა და როგორ ვითარდებოდა მოვლენები გუშინ...

პოპულარული გამოცემა ბოლტონში მცხოვრებ მწვრთნელის ჯერ კიდევ მაშინ ჩაუსაფრდა, ვიდრე ამ უკანასკნელს სლოვაკეთთან შესარჩევ მატჩში (2:1 ინგლისელთა სასარგებლოდ) ოფიციალური დებიუტი ექნებოდა. მაგრამ იმ მომენტში არ არსებობდა ფაქტობრივი მტკიცებულება და ამბავი ამიტომაც არ გახმაურებულა.

მტკიცებულების მოსაპოვებლად "დეილი ტელეგრაფმა" ერთგვარი სპეცოპერაცია დაგეგმა და განახორციელა კიდეც - სემ ელარდაისს მიუგზავნა ჟურნალისტები, რომლებმაც თავი ბიზნესმენებად გაასაღეს. "დიდმა სემმაც" გული გადაუშალა ამ "ბიზნესმენებს", რომლებმაც მწვრთნელს, გარკვეულ საფასურად, სამსახური შესთავაზეს, ხოლო ელარდაისმა 400 ათასი გირვანქა მოითხოვა იმაში, რომ სტუმრებს, საფეხბურთო ასოციაციის წესების გვერდის ავლით, მოთამაშეთა ტრანსფერებში დახმარებოდა.

ელარდაისს აუხსნეს, რომ ამ ყველაფრის უკან მავანი ჩინელები და სინგაპურელები იდგნენ. სემმაც მზადყოფნა გამოთქვა, პირადად გამგზავრებულიყო შორეულ აღმოსავლეთში, რათა ამ ხალხთან "ფეხბურთზე ელაპარაკა".

სხვათა შორის, ელარდაისს შეხვედრაზე ახლდა ფინანსური მრჩეველი შეინ მოლონი, რომელმაც აღფრთოვანება ვერ დამალა ამ შეთავაზების გამო და იქვე დასძინა, რომ სემთან ერთად სიამოვნებით იმოგზაურებდა (ცხადია, არა ტურისტად) ჩინეთსა და სინგაპურში...

ეს არის ამ სკანდალური ჩანაწერის ერთი ნაწილი, რომელიც საფეხბურთო ასოციაციას მტკიცებულებად გამოადგება. მაგრამ იქ არის ისეთი დეტალებიც, რომლის გამომზეურება ელარდაისს სხვა მხრივაც დააზიანებს. მაგალითად, ის დასცინის თავის წინამორბედ როი ჰოჯსონს, რომლის ლაპარაკის მანერას "ყმუილს" ადარებს.

ამას გარდა, ელარდაისი აკრიტიკებს ჰოჯსონის ყოფილ ასისტენტ გარი ნევილს და ზოგადად ინგლისის ნაკრების "კატასტროფულ" თამაშს ევროპის ბოლო ჩემპიონატზე. პრინციპში, ამ მოსაზრებას მარტო ელარდაისი კი არა, ალბათ, მთელი ინგლისი იზიარებს...

მაგრამ ეს სხვა თემაა. დავუბრუნდეთ ჩანაწერს და ბოლო ეპიზოდზეც ვთქვათ, როცა ელარდაისი "ბრიყვულს" უწოდებს საფეხბურთო ასოციაციის გადაწყვეტილებას, "უემბლის" რეკონსტრუქციაში დახარჯული 870 მილიონი ფუნტის გამო...

მოკლედ, ელარდაისმა გაულანძღავი არავინ და არაფერი დატოვა, ხოლო რას მოიმკის ამით, ამასაც მალე ვნახავთ. ის უკვე ორჯერ შეხვდა საფეხბურთო ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს მარტინ გლენს, ორგანიზაციის თავმჯდომარე გრეგ კლარკმა კი თქვა, რომ:

"ასოციაცია არ მიიღებს ნაჩქარევ გადაწყვეტილებას. ჩვენ ჩავყვებით ამ საქმეს ყველაზე წვრილმან დეტალებამდეც კი, რათა გავერკვეთ საქმის რეალურ ვითარებაში და მერე გამოჩნდება, რა გზას ავირჩევთ".

პარალელურად, ინგლისურ მედიას სხვა საქმეც გამოუჩნდა - ვინ შეცვლის ელარდაისს? მედიამ უკვე დაიწყო მსჯელობა ამ საკითხზე, რადგან გუშინ დილიდანვე გამოჩნდა, რომ ძალიან მცირე იყო იმის ალბათობა, "დიდი სემი" ნაკრების მწვრთნელად დარჩენილიყო. "უილიამ ჰილი" 9/4-ად (3,25) აფასებდა შანსს, რომ ელარდაისი მალტასთან მატჩამდე მოეხსნათ (ან თავად წასულიყო), ხოლო დარჩენაზე ფსონი 1/3 (1,33) იყო.

"დეილი ტელეგრაფი" მიიჩნევს, რომ ამ მომენტისთვის ელარდაისის შემცვლელად ყველაზე რეალური ვარიანტი "კრისტალ პალასის" დამრიგებელი ალან პარდიუა, რომლის შანსი 4/1-ად (5,0) ფასდება. "სანდერლენდისა" და "ვესტ ჰემის" ყოფილი ბოსი ამ პოსტზე ერთ-ერთი ფავორიტი იყო ჰოჯსონის გაშვების შემდეგაც, მაგრამ მაშინ არჩევანი ელარდაისზე შეჩერდა.

პარდიუს თავკაცობით, "კრისტალ პალასმა" ცუდად დაიწყო სეზონი, მაგრამ ბოლო პერიოდში "არწივებმა" ფრთები გაშალეს - ზედიზედ 3 მატჩი მოიგეს და "მანჩესტერ იუნაიტედის" შემდეგ მე-7 ადგილზე არიან.

შემდეგ მოდის სტივ ბრიუსი, რომელიც ასევე იყო საფეხბურთო ასოციაციის კანდიდატთა სიაში ამ ზაფხულს, როცა ინგლისის ნაკრები უმწვრთნელოდ დარჩა. 6/1 (7,0) - ასეთია შანსი სპეციალისტისა, რომელმაც "ჰალი" პრემიერლიგაში დააბრუნა, მაგრამ კლუბის უფროსებთან სატრანსფერო საკითხებზე უთანხმოების გამო თანამდებობა დატოვა.

განიხილება ედი ჰოუს კანდიდატურაც. სხვათა შორის, ამ 38 წლის მწვრთნელს არსენ ვენგერის ერთ-ერთ რეალურ მემკვიდრედ მოიაზრებენ. ახლა კი მისი სანაკრებო შანსები ასეთია - 7/1 (8,0).

წესით, თვალთახედვის არეში უნდა იყოს ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების დამრიგებელი, 46 წლის გარეთ საუთგეიტიც - 9/1 (10,0).

შედარებით დაბალი შანსები აქვთ იურგენ კლინსმანს (12/1), გლენ ჰოდლს (14/1), გარი ნევილსა (18/1) და "ვესტ ჰემის" მწვრთნელ სლავენ ბილიჩს (20/1), რომელსაც ახლა გუნდში პრობლემები აქვს.

გუშინ საღამოს ელარდაისი საფეხბურთო ასოციაციის ბოსებმა "უემბლიზე" დაიბარეს. საუბრის დეტალები უცნობია, თუმცა მთავარი საბოლოო შედეგია - შეხვედრის შემდეგ "დიდმა სემმა" პოსტი დატოვა. საფეხბურთო ასოციაციამ კი გამოაქვეყნა პრესრელიზი, რომელშიც დაადასტურა ელარდაისთან კონტრაქტის შეწყვეტა.

"სემ ელარდაისის საქციელი შეუფერებელია ინგლისის ნაკრების მწვრთნელისთვის. მან ბოდიში მოიხადა, თუმცა საფეხბურთო ასოციაციის იმიჯი და ინტერესები ითხოვდა იმას, რომ ურთიერთშეთანხმებით მიგვეღო ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება", - ნათქვამია პრესრელიზში, საიდანაც ირკვევა ისიც, რომ დროებით ეროვნულ ნაკრებს 21-წლამდელთა თავკაცი გარეთ საუთგეიტი გაუძღვება.

მისი ხელმძღვანელობით "ლომები" უახლოეს ოთხ მატჩს ჩაატარებენ - მალტასთან, სლოვენიასთან, შოტლანდიასა და ესპანეთთან (ამხანაგური). ამასობაში კი, საფეხბურთო ასოციაცია ელარდაისის სრულფასოვან შემცვლელსაც მოძებნის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვააა
და ჩანაწერის ავთენტურობის დაგენა, კანონიერება და ა.შ. სად არის:) ჩვენთან ეგრევე ამის გარჩევა იწყება და არა შინაარსის. გუბაზას რომ მილიონრობის ჩანაწერი გაუვრცელეს იმას გაიძახოდა "ჩვენს ოჯახბში შემოვიდნენ და გვისმენენო" თორემ ის კი არ აწუხებდა რომ ფულის საშოვნელად იყრიდა კენჭს.
kiki
ქართველს რომ ასეთი ჩანაწერი ანახვო თავის თავზე ათას მიზეზს მოიგონებს რომ მე არაფერ შუაში არ ვარო ჯერ იტყვის უკანონოდ არის მოპოვებულიო და შინაარსი საერთოდ არ შეაწუხებს . მთავარი შინაარსია
nemogg
ელარდაისი სულელი და ფულის მონა ყოფილა თორემ ესე მარტივად როგორ გაიშიფრა კონსერვატორობა კი აქ არაფერშია კაცმა დანაშაული ჩაიდინა და პასუხი უნდა აგოს ყველაფერზე რომ ვხუჭავთ თვალს იმიტომ ვართ კარგად
giga
ღრუზლანდია in action. კონსერვატიზმის დამღუპველობა თურმე რაში გამოიხატება :D :D :D :D
gg
აბა ქართველი ჩინოსანი ხო არ გადაგება, პირიქით, ბოლომდე ჩაებღაუჭება სკამს,აქეთ მოგდესბ კიდე შარს და ცილისწამებისთვის გიჩივლებ, სულ რო დაუმტკიცო ველაფერი მაინც...
megre
აი ეს მესმის ჟურნალისტიკა, აი ეს არის პროფესიონალიზმი! აბა ამ ქართველ ეგრეთ წოდებულ ჟურნალისტებს მსგავსის უნარი სად აქვთ, მაგათ მარტო რუსული სპორტ ექსპრესიდან სტატიები ათარგმნიე, და სხვისი პატრიოტიზმი, პროფესიონალიზმი ალანძღიე. ქართული ფეხბურთი ასეთ ჭაობშია და შემთხვევა თუ ყოფილა ქართული ჟურნალისტიკის მხრიდან პრობლემების გამოაშკარავების. ინგლისელებს რომ უყურებთ არ გრცხვენიათ თქვე ... საკუთარ თავს ჟურნალისტს რომ უწოდებთ?? პ.ს. თქვენ იცით დაუბლოკავი არ დამიტოვოთ ეს წერილი
jonia
gocha-ს. რა სასაცილო კომენტარი დადე გოჩა!!!! მოკლედ.... განსაკუთრებით ბოლო ფრაზა "მომეწონა"-"არც არაფერი ეშველებათ არასდროს". ღრუზინი რომ ინგლისელზე ამ ფრაფებს გამოიყენებს.. ხომ წარმოგიდგენიათ, რა ფენომენთან გვაქვს საქმე!!! მაინც რაში არ ეშველებათ? იცნობ დიდ ბრიტანეთის ძველ ან უახლოეს ისტორიას? თუ იცნობ და ასე ფიქრობ, ბრავო შენ.
ჯოი გაგა
"სანდერლენდისა" და "ვესტ ჰემის" ყოფილი ბოსი ამ პოსტზე ერთ-ერთი ფავორიტი იყო ჰოჯსონის გაშვების შემდეგაც, მაგრამ მაშინ არჩევანი ელარდაისზე შეჩერდა." შეცდომაა აქ რაღაც პარდიუზე. gocha,კორუფცია წავახალისოთ?
mmm
ჩვენმა არასამთავროებებმა თუ შეაფასეს ეგ ამბავი
gocha
სულელი კონსერვატორები...ხანდახან რაღაცაზე თვალი უნდა დახუჭო.ამაზე უკეთესი ინგლისელი მწვრთნელი დღესდღეობით არაა.ამათ ნაკრებს ყოველთვის გადამეტებული სიამაყე და კონსერვატიზმი ღუპავს.არც არაფერი ეშველებათ არასდროს...
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
მამარდაშვილის "ლივერპული" არ ნებდება - 100 მილიონზე მეტის შეთავაზებას გააკეთებენ
ამ კვირაში წარადგენენ - მარესკა "სიტის" მწვრთნელი ოფიციალურად რამდენიმე დღეში გახდება
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ
"ბეშიქთაშს" დიდი გეგმები და დავითაშვილთან სერიოზული წინადადება აქვს
მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს
მე-2 ტურის ამბები და შესაძლო პლეი-ოფი: იმედგაცრუება და აღმაფრენა
[VIDEO] სკანდალური მომენტი ინგლისისა და განას მატჩიდან, რომელიც ყველას გამორჩა
"მე ვხედავ მოხუც კაცს ყავარჯნებით, რომელსაც..." - რონალდოს დის ირონიული კომენტარი პორტუგალიის გამარჯვების შემდეგ
მარკოიშვილის ისტორიული ტრიუმფი, რომელმაც მონაკო საფრანგეთის ჩემპიონად აქცია!
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
ამ კვირაში წარადგენენ - მარესკა "სიტის" მწვრთნელი ოფიციალურად რამდენიმე დღეში გახდება
"გადაღლილობამ ფინალის წაგებაში თავისი როლი ითამაშა" - საუთგეიტი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
ფრანკ დე ბური ახლა ინგლისში ცდის...
"კრისტალ პალასი": ალან პარდიუ გაუშვეს
ჩვენი კარი შენთვის ღია იქნება! - არსენ ვენგერს პრემიერლიგის კლუბი სამსახურს სთავაზობს
"ბოს, თქვენ ერთ-ერთი საუკეთესო ინგლისელი მწვრთნელი ხართ, თქვენ ქვეყანა გააერთიანეთ!" - კეინი საუთგეიტს დაემშვიდობა
[VIDEO] განამ ინგლისს ფრე გაუგორა
"ევერტონის" ხელმძღვანელობამ სემ ელარდაისს კარისკენ მიუთითა
საუთგეიტმა შესაძლოა, დროებით სამწვრთნელო საქმიანობა შეწყვიტოს
დიდი სემი წავიდა - ელარდაისმა "არწივები" იხსნა და პენსიაზე გავიდა
[VIDEO] სკანდალური მომენტი ინგლისისა და განას მატჩიდან, რომელიც ყველას გამორჩა
მე-2 ტურის ამბები და შესაძლო პლეი-ოფი: იმედგაცრუება და აღმაფრენა
"დიდი იმედი მაქვს, ორშაბათს საუთგეიტს სერის წოდება ექნება" - პოლ მერსონი
"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს
ოფიციალურად: საუთგეიტმა ინგლისის ნაკრების მწვრთნელის პოსტი დატოვა
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ნახევრადშიშველი ხორვატი ლამაზმანი ინგლისს გაბრდღვნით დაემუქრა - ვინ გამოვიდა გაბრდღვნილი?
[VIDEO] დიდებულ მატჩში ინგლისმა ხორვატიას სძლია
"დიდ სემს" შენი ესმის! - სკანდალურად წასული წაუგებელი ლოპეტეგი და ელერდაისი