ასდასდასდასდ

99999999999999

09000000000000000000

უორიორსის გენერალური

მენეჯერი: არ მჯეროდა, რომ

ეს ტრანსფერი შედგებოდა

სანაკრებო მატჩების შემდეგ ზაზა ფაჩულია ამერიკაში გაფრინდა და უმალ მოექცა იქაური მედიის ყურადღების ცენტრში. ეს არც არის გასაკვირი. ის ხომ საჩემპიონო "გოლდენ სტეიტის" სასტარტო ხუთეულის ცენტრად მოიაზრება.

გამოცემა "სან ფრანცისკო გეიტმა" ქართველი კალათბურთელის შესახებ ვრცელი პუბლიკაცია გამოაქვეყნა, რომელიც ჩვენს მკითხველსაც დააინტერესებს.

"ზაზა ფაჩულია 14 წლისა იყო, როდესაც დატოვა მშობლიური თბილისი, ისტორიული ქალაქი მდინარე მტკვრის სანაპიროზე. პატარა კალათბურთელს თავიდანვე ჰქონდა გადაწყვეტილი NBA-ში თამაში. საქართველოდან თურქეთში წავიდა, თამაშობდა "ულქერში", საიდანაც 2003 წელს "ორლანდო მეჯიქში" მოხვდა. ფლორიდელებმა იგი დრაფტზე მეორე წრეში 42-ე ნომრად აირჩიეს.

ასეთი "ტაიმლაინის" გამო ახალგაზრდა ფაჩულიას უმაღლესი განათლების მიღების საშუალება არ ჰქონდა, თუმცა NBA-ში გადასვლის შემდეგ სწავლასაც მიხედა: ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტში მენეჯმენტის კურსი დაამთავრა, ხოლო ემორისა და ჰარვარდის უნივერსიტეტებში - ბიზნესის კურსი.

- დრო სწრაფად მიდის, ამიტომ, მისი დაკარგვა არ შეიძლება. ის, რაც აქამდე ვერ მოვახერხე, ახლა ვინაზღაურებ, - განაცხადა "გოლდენ სტაიტის" ახალმა სასტარტო ცენტრმა.

2015-16 წლების სეზონი ქართველისთვის NBA-ში რიგით მეცამეტე იყო. საუკეთესო გამოვიდა. შესაბამისად, ივლისში უამრავი საინტერესო წინადადება მიიღო, თუმცა ყველაზე მაცდური "გოლდენ სტეიტის" შეთავაზება იყო. ამ გუნდში გადასვლა საჩემპიონო ბრძოლაში ჩაბმას ნიშნავდა. ზაზა ფაჩულიამ ბევრ "მსუყე" კონტრაქტზე უარი თქვა და "უორორზთან" ერთწლიან, 2.9-მილიონდოლარიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

იანვარში NBA-ს უამრავმა ფანმა ჩაწერა "გუგლში" გვარი "ფაჩულია". მათ აინტერესებდათ, ვინ იყო კალათბურთელი, რომელიც "ოლ სტარის" გამოკითხვაში ხმებით დრეიმონდ გრინსა და ბლეიქ გრიფინს სჯობდა. მას მხარში მთელი საქართველო დაუდგა, საკუთარი ხმა არავის დანანებია და ზაზას ძალიან ცოტა დააკლდა "ოლ სტარამდე".

- საინტერესო ის არის, რომ არავისთვის მითხოვია, ხმა მომეცით-მეთქი. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც შენი ხალხის მხარში დგომას გრძნობ, - ამბობს ფაჩულია, რომელმაც გამოკითხვაში 700 ათასზე მეტი ხმა მიიღო და 14 ათასი დააკლდა "ოლ სტარში" მოსახვედრად. მას მცირედით გაასწრო კავაი ლეონარდმა.

"გოლდენ სტაიტის" მთავარი მწვრთნელი სტივ კერი ძალიან აფასებს ფაჩულიას საკალათბურთო ინტელექტს. NBA-ს სტანდარტების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ზაზას საშუალოზე დაბალი მონაგარი აქვს, მაგრამ იგი ინტელიგენტია, მშვენივრად ეხერხება თანაგუნდელთათვის სივრცეების გამოთავისუფლება, იბრძვის ყოველ დაკარგულ ბურთზე, კარგად ეხერხება პერიმეტრზე პასის გაკეთება. რა თქმა უნდა, შეუძლია ბურთის მოხსნა და კარგი საშუალო ტყორცნა აქვს.

მას მერე, რაც "უორიორსმა" კონტრაქტი გაუფორმა კევინ დურანტს, ბიუჯეტში არ დარჩა სათანადო თანხა მაღალანაზღაურებადი კალთბურთელის დასამატებლად. გუნდს კი ცენტრი სჭირდებოდა - ვინმეს ხომ უნდა შეეცვალა ავსტრალიელი ენდრიუ ბოგატი?! ზაზა ფაჩულიასთან დაკავშირებით იყო პრობლემა - იგი უკეთესსა და ხანგრძლივ ხელშეკრულებას იმსახურებდა...

- ნამდვილად არ მინდოდა ზაზას აგენტთან დარეკვა, - მოგვითხრობს "გოლდენ სტეიტის" გენერალური მენეჯერი ბობ მეიერსი, - არ მჯეროდა, რომ ეს მოხდებოდა, ფაჩულია ჩვენთან წამოვიდოდა.

გასულ ზაფხულს საშუალო დონის ბევრმა კალათბურთელმა გააფორმა მდიდრული კონტრაქტი. მაგალითად, "ბოსტონ სელტიკსის" მოთამაშე ევან ტერნერმა (რომელიც გუნდის მეოთხე ბომბარდირი იყო), "პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსთან" ოთხწლიანი, 70 მილიონიანი ხელშეკრულება მოარტყა. პლეი ოფში არასტაბილურად მოთამაშე ტიმოფეი მოზგოვი "ლეიკერსს" 64 მილიონ დოლარად შეუერთდა. მანაც ოთხი წლით დაუკავშირა ბედი ახალ გუნდს.

რაც შეეხება ზაზა ფაჩულიას, იგი ბოლო სამ სეზონში, წელიწადში 5.2 მილიონს იღებდა. ამ სეზონში კი ეს მაჩვენებელი თავისუფლად შეიძლებოდა გაზრდილიყო. ქართველი ცენტრი "დალასში" 8.6 ქულასა და 9.4 მოხსნას აგროვებდა. "გოლდენ სტეიტმა" მას საკმარისი ფული ვერა, მაგრამ კარგი შანსი კი შესთავაზა. სუპერვარსკვლავების გვერდით თამაში და მაღალი მიზნისთვის ბრძოლის შანსი. კევინ დურანტს, დრეიმონდ გრინს, სტეფ კარისა და კლეი ტომპსონს სასტარტო ცენტრი სჭირდებოდათ.

- ზაზა ფაჩულიას დამატებით ისევე გახარებული ვარ, როგორც კევინ დურანტის შემატებით. ამ ლიგაში წარმატებას ვერ მიაღწევ, თუ მაღალი დონის ცენტრი არ გყავს. ჩვენ კი, ვიდრე ზაზასთან გავაფორმებდით კონტრაქტს, არათუ კარგი, ერთი ცენტრიც არ გვყავდა, - აცხადებს "მეომართა" დამრიგებელი სტივ კერი.

ზაზა ფაჩულია განაგრძობს:

- ძალიან მინდოდა, კარიერული წინსვლა კარგ კლუბში გაგრძელებულიყო. გასული სეზონი საუკეთესო გახლდათ ჩემს კარიერაში და მსურდა მეთამაშა იქ, სადაც დავჭირდებოდი და გამოვადგებოდი. ვფიქრობ, სწორედ ასეთი გუნდია "გოლდენ სტეიტი" და ამიტომაც ვარ დღეს აქ.

ფაჩულიას საქართველოში ორი სასტუმრო და ფიტნეს, ცენტრი აქვს. ამ ზაფხულს იგი საქართველოს ნაკრებს დაეხმარა ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვებაში. თუმცა, დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, სწავლისთვის მაინც მოიცალა - კელოგის უნივერსიტეტში ონლაინკურსი გაიარა. იგი გაცილებით კომფორტულად გრძნობს თავს საკლასო ოთახში, ვიდრე ბეისბოლის მოედანზე. კლასში მას შეუძლია პირველ რიგში დაჯდეს და ფეხები გაშალოს. რაც შეეხება ბეისბოლის მოედანს, იგი პირველად 23 სექტემბერს გავიდა სათამაშოდ. საგანგებოდ მისთვის შეკერილი 27-ნომრიანი მაისურა ეცვა.

- შენი ახალი სტუდენტი ვარ, - მიმართა ფაჩულიამ თანაგუნდელს "ოკლენდ ატლეტიკიდან". მან "რეინჯერსთან" მატჩში პირველი ტყორცნა განახორციელა, შემდეგ კი ტრიბუნაზე გადაინაცვლა.

- გამოგიტყდებით, ბეისბოლზე პირველად ვარ. არ მკითხოთ, რატომ. მშვენიერი სანახავი იყო და, მგონია, რომ ამის შემდეგ სპორტის ამ სახეობის გულშემატკივარი გავხდები. ასე მოხდა ამერიკული ფეხბურთის შემთხვევაში: პირველად "ფალკონსისა" და "სეინთსის" მატჩს დავესწარი და ფეხბურთი შემიყვარდა. ამიერიდან, ალბათ, ბეისბოლსაც რეგულარულად მივადევნებ თვალს."

გვერდი მოამზადა

ვაჟა სიმონიშვილმა

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა