ნაოლიმპიადევს ჩვენი მოჭიდავეთა გუნდები ჯერ კიდევ ისვენებენ, თუმცა ნელ-ნელა განაახლეს ვარჯიში
ნაოლიმპიადევს ჩვენი მოჭიდავეთა გუნდები ჯერ კიდევ ისვენებენ, თუმცა ნელ-ნელა განაახლეს ვარჯიში. თანდათან ტურნირებშიც ჩაებმებიან, თუმცა ჯერ მხოლოდ სათადარიგოები, ოლიმპიადის მედალოსნები და ლიდერები კი მოგვიანებით განაახლებენ შეჯიბრებებში მონაწილეობას.

ერთ-ერთი პირველი ტურნირი, რომელშიც ჩვენები გამოვლენ, რუსეთში, 1-2 ოქტომბერს ციმბირულ იაკუტსკში გასამართავი დმიტრი კორკინის მემორიალია თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც ჩვენგან ეროვნული ნაკრები არა, მაგრამ მასპინძელთა პერსონალური მიწვევით ქუთაისის გუნდი კი იჭიდავებს.

მათგან სამი სპორტსმენი მწვრთნელ პაატა ნოზაძესთან ერთად უკვე წასულია რუსეთში: ტრისტან ჩირგაძე, დავით ნიშნიანიძე (ორივე - 57) და თორნიკე ხიდეშელი (125, თუმცა ის თბილისის წარმომადგენელია).

მათ წინა კვირას კემეროვოში იასპარეზეს იქაურ ტურნირში, თუმცა უშედეგოდ - მხოლოდ ჩირგაძე გავიდა დამამშვიდებლის ფინალში, მაგრამ ისიც დამარცხდა და მეხუთეზე დარჩა.

5 ოქტომბერს ძირითადად ასაკობრივი გუნდების წევრები, რომლებსაც ეროვნული ნაკრების რამდენიმე სათადარიგოც დაემატება, მწვრთნელ გოჩა კირკიტაძესთან ერთად ინდოეთში მიემგზავრება კომერციულ საერთაშორისო ტურნირში საჭიდაოდ.

იქ ჩვენგან 9 სპორტსმენი მიდის, მერე კი ნოემბერი მოდის, მოჭიდავეებისთვის ფრიად დატვირთული თვე. საქმე ისაა, რომ მაშინ საერთაშორისო კალენდარში შეტანილი ორი სოლიდური შეჯიბრება იმართება - "ერთა თასი" და "ოქროს დიდი პრიზის ფინალური ტურნირი". პირველი შეჯიბრება აქამდე ყოველთვის მოსკოვში ტარდებოდა ოქტომბერში, ახლა კი 18-19 ნოემბერს ბუქარესტში გადაიტანეს.

სექტემბრიდან ნოემბერში და თანაც ამ ტურნირთან ძალიან ახლოს - 24-26-ში გადაიტანეს (როგორც ვხედავთ, ჭიდაობის მსოფლიოს ფედერაციას კალენდრის შედგენაში სერიოზული ტრენინგები სჭირდება), ოღონდ მას კვლავინდებურად ბაქო უმასპინძლებს და ისევ ჰეიდარ ალიევის სახელობისა იქნება. იქ მონაწილეობა კვოტირებულია - იწვევენ ევროპისა და ოლიმპიადის მედალოსნებს, თუმცა თავისუფალ ჭიდაობაში ჩვენი მედალოსნები, სავარაუდოდ, არ გამოვლენ.

გეგმები ჯერჯერობით ბოლომდე არც ბერძენ-რომაელებს დაულაგებიათ. მათთვის უახლოესი საერთაშორისო შეჯიბრება ყაზახეთში 8-9 ოქტომბერს ჩასატარებელი ბოლატ ტურლიხანოვის მემორიალია. იქ ჩასვლა ჩვენებისთვის რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე ყაზახთა სახელოვან ფალავან დაულეტ ტურლიხანოვს უთხოვია, თუმცა ჯერ ვერ გეტყვით, ვინ წავა იქ ჩვენგან. იქ ჭიდაობა ახალგაზრდებსაც სურთ, მაგრამ ყველაფერი ფინანსებზეა დამოკიდებული.

ნოემბერში ბუქარესტსა და ბაქოში ბერძენ-რომაელებმაც უნდა იასპარეზონ და იქ ნამდვილად გამოვლენ, თუმცა შემადგენლობებზე საუბარი ჯერ ადრეა. ამასთან, ორივე ნაკრებს ოქტომბერში თითო საყურადღებო ტურნირი შინაც ელოდება - საქართველოს ჩემპიონატი ორ არაოლიმპიურ წონაში, რომელმაც მსოფლიოს პირველობის მონაწილენი უნდა გამოარკვიოს.

შეგახსენებთ, რომ ბერძნულ-რომაულში ეს წონებია 70 და 80 კილოგრამები, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში კი - 61 და 70. ამ წონებში მსოფლიოს პირველობა 10-11 დეკემბერს გაიმართება და მას უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი უმასპინძლებს.

საქართველოს ჩემპიონატები სხვა წონებში ოდნავ მოგვიანებით გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
[VIDEOS] ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი მცირე დროში და მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენია დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა