დოჰაში მოჭადრაკე ქალთა ფიდეს გრან-პრის გათამაშების ბოლო ეტაპის მე-2 ტურში ნანამ მონღოლი მოჭადრაკე დაამარცხა
დოჰაში მოჭადრაკე ქალთა ფიდეს გრან-პრის გათამაშების ბოლო ეტაპის მე-2 ტურში ქართველ ქომაგთა განსაკუთრებული ყურადღება ნანა ძაგნიძისა და მონღოლი ბათჰუიაგ მონგონთუულის შეხვედრისკენ იყო მიპყრობილი, რაც ორმა მიზეზმა განაპირობა: ჯერ ერთი, რომ ჩვენებური ტურნირისა და, საერთოდ, გრან-პრის გათამაშების ფავორიტია და ამ შეჯიბრების მოგება (მეორე ადგილზე გასვლა მაინც) ჰაერივით სჭირდება, რომ წლის ბოლოს ტიტულისთვის ამჟამინდელ მსოფლიოს ჩემპიონ ჰოუ იფანს დაუპირისპირდეს, მეორეც - რევანში ჰქონდა ასაღები: ტურნირის სტარტზე მონღოლმა მოჭადრაკემ, ფაქტობრივად, წაგებული პარტია 180 გრადუსით შემოატრიალა და ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონ მაია ჩიბურდანიძეს სძლია (ცხადია, არა მეტოქის დაუხმარებლად).

ძაგნიძემ ორივე ამოცანას წარმატებით გაართვა თავი: 43-ე სვლისთვის აშკარა პოზიციურ უპირატესობას მიაღწია, რაც რამდენიმე სვლაში მატერიალურშიც გადაიზარდა და 51-ე სვლაზე გათამაშების ცხრილში ზედიზედ მეორე გამარჯვება ჩაიწერა.

სამწუხაროდ, მეორე პარტია წააგო მაია ჩიბურდანიძემ. გუშინ იგი 74-ე სვლაზე სომეხ ელინა დანიელიანს დანებდა. დანარჩენი პარტიები ასე დამთავრდა: ჰამფი კონერუ (ინდოეთი)-მარტა ფიერო (ეკვადორი) 1:0, ჟუ ჩენი (ყატარი)-პია კრამლინგი (შვედეთი) 0,5:0,5, სიუ იუჰუა (ჩინეთი)-მარი სებაგი (საფრანგეთი) 0:1, ლილით მკრტიჩიანი (სომხეთი)-ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი) 0:1.

ორი ტურის შემდეგ: ძაგნიძე, დანიელიანი-2-2, კონერუ, ფიერო, კრამლინგი, სიუ იუჰუა, სებაგი, მონგონთუული, სტეფანოვა - 1-1, ჟუ ჩენი, მკრტიჩიანი - 0,5-0,5, ჩიბურდანიძე - 0 ქულა.

დღეს მე-3 ტურში ითამაშებენ: ფიერო-ძაგნიძე, კრამლინგი-კონერუ, სტეფანოვა-ჟუ ჩენი, სებაგი-მკრტიჩიანი, ჩიბურდანიძე-სიუ იუჰუა, მონგონთუული-დანიელიანი.

Tregu
დღეს წაუგია შავებით ეკვადორელთან :(
Tregu
მიდი ნანააააააა !
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა