ფინალური სერია დაიწყო
მსოფლიოს თასზე ფინალური სერია დაიწყო. ოთხიდან ოთხი მატჩის მომგები კანადა ევროპის ნაკრებს უპირისპირდება და როგორც მოსალოდნელი იყო, მასპინძლებმა მოგებით დაიწყეს სერია. გუნდების შემადგენლობებში ერთადერთი ცვლილება მოხდა - ევროპელებს ტრავმის გამო გამოაკლდათ მარიან გაბორიკი და ის შეცვალა "სან ხოსეს" დანიელმა ლეგიონერმა მიკელ ბოდკერმა.

პირველ პერიოდში ორივე გუნდმა სწრაფი თამაში აჩვენა, არც ერთს არ ჰქონია აშკარა უპირატესობა, მაგრამ კლასისა და მომენტების კარგი რეალიზაციის ხარჯზე, კანადამ ორშაიბიანი უპირატესობა მოიპოვა.

ევროპელებს პირველივე წამებზე შეეძლოთ ანგარიშის გახსნა, მაგრამ კერი პრაისი საიმედოდ გაუმკლავდა ტომაშ ტატარისა და ანჟე კოპიტარის დარტმებს. ორ წუთში კი კანადელებმა სახიფათო იერიშით უპასუხეს, რომელიც იაროსლავ ჰალაკის კარში გოლით დასრულდა. ბრედ მარშანი და პატრის ბერჟერონი კონტრეშეტევაში გაიქცნენ და შანსი ხელიდან არ გაუშვეს. მეორე გოლი ევროპელთა კარში მე-14 წუთზე გავიდა, როცა რაიან გეტცლაფმა ზდენო ხარას აართვა შაიბა და კართან ახლოს დადარაჯებულ სტივენ სტემკოსს ზუსტი პასი გაუკეთა.

მეორე პერიოდში კანადამ ოდნავ მოუკლო და ევროპელებს თამაშის საშუალება მისცა. კრიუგერის გუნდმა ეს შესაძლებლობა ერთხელ გამოიყენა, როცა ზაიდენბერგმა ცისფერი ხაზიდან დაარტყა, პრაისმა წინ მოიგერია შაიბა და დამატებაზე ერთი მეტრიდან ტატარმა ივარგა - 1:2. პერიოდის ბოლოს, ანგარიშის გათანაბრებაც შეიძლებოდა, მაგრამ პრაისთან ერთი ერთზე გასულმა სეკერამ ასპროცენტიანი მომენტი გააფუჭა.

ბოლო პერიოდში ევროპა ცდილობდა თავისი თამაში მოეხვია თავს კანადისთვის, მაგრამ ეს მცდელობა ამაო აღმოჩნდა, თავად მასპინძლებმა კი პერიოდის შუაში მესამე გოლის გატანა შეძლეს. სიდნი კროსბიმ კარის უკნიდან გააკეთა ზუსტი პასი ბერჟერონის მისამართით, რომელმაც საბოლოო წერტილი დაუსვა შეხვედრას.

კანადელთა პირველმა შემტევმა სამეულმა ამ მატჩში ორი გოლის ორგანიზება შეძლო. სულ მსოფლიოს თასზე მარშანის, კროსბისა და ბერჟერონის ტრიოს 22 ქულა აქვს, რაც გუნდის მთლიანი ქულების 37.9 პროცენტია.

კროსბი 9 ქულით (3+6) ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია, მარშანს 7 ქულა (4+3) აქვს და მეორე ადგილზეა, მესამეა ბერჟერონი 6 ქულით (3+3).

კანადა-ევროპა 3:1

2:0, 0:1, 1:0

გოლები: 1:0 მარშანი (ბერჟერონი, კროსბი), 2:0 სტემკოსი (გეტცლაფი), 2:1 ტატარი (ზაიდენბერგი, კოპიტარი), 3:1 ბერჟერონი (კროსბი, მარშანი).

მეკარეები: პრაისი - ჰალაკი.

დარტყმები: 38 (9-17-12) - 33 (13-11-9).

საჯარიმო დრო: 4 (2-2-0) – 2 (0-2-0).

სერია: 1-0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] სანდროს 15 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" კონფერენციის ლიდერი დაამარცხა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] კიტეიშვილის დუბლი, უმაღლესი შეფასებები, ორი გაძევება - "შტურმმა" ვენაში გაიმარჯვა და ლიდერია
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა