ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

კახა კაჭარავა: უიმედოდ ყოფნას ჯობია, გუნდიდან წავიდე...

კახა კაჭარავა: უიმედოდ ყოფნას ჯობია, გუნდიდან წავიდე...

"ცხინვალში" ხელფასები ძირითადის ფეხბურთელებს აქვთ, ხოლო ვინც შეცვლაზე შემოდის, მათი უმრავლესობა ანაზღაურებას ვერ იღებს
გარდამავალი ჩემპიონატის პირველი წრე დასრულდა და ვითარებაც მეტ-ნაკლებად ნათელია - უკვე ვიცით, რომელი გუნდები იბრძოლებენ ჩემპიონობისა და საპრიზო ადგილებისთვის და ვის მოუწევს გადარჩენისთვის ზრუნვა. აშკარაა, რომ "ცხინვალის" მდგომარეობა სახარბიელო ვერ არის და თუ მეორე წრეში ქულები არ დააგროვა, დაქვეითება არ ასცდება.

"ცხინვალის" მთავარი მწვრთნელი კახი კაჭარავა წარუმატებლობის მიზეზებზე ლაპარაკობს, მაგრამ იმედგადაწურულს არ ჰგავს:

- სამწუხაროდ, "ცხინვალი" მძიმე მდგომარეობაშია. დასამალი არაფერია - ჩვენ სეზონამდე ვერც ძველი ბირთვის შენარჩუნება მოვახერხეთ და ვერც ფეხბურთელების დამატება. სეზონისთვის ნორმალურადაც ვერ მოვემზადეთ, საკუთარი სტადიონი არ გვაქვს და სპონსორიც არ მოდის. კლუბის ბიუჯეტი მოკრძალებულია და, ამავე დროს, ანგარიშზე არსებული თანხიდან დავალიანების გასტუმრებასაც ვცდილობთ.

აუტსაიდერები რომ ვართ, ეს სწორედ არსებული მდგომარეობის შედეგია. ან რა უნდა მოვთხოვოთ ფეხბურთელებს? - უკვე მესამე თვეა, მხოლოდ ერთჯერადად ვავარჯიშებთ. გამომდინარე იქიდან, რა ვითარებაშიც აღმოვჩნდით, ბიჭებს მადლობაც ეკუთვნით. მათ იმას ვთხოვ, რის უფლებასაც პირობები გვაძლევს. შეკრებას რომ ვერ გაივლი და ტურის დღეს თამაშამდე შეიკრიბები, რა უნდა ქნა?

- ევროპაშიც ხომ სტადიონზე იკრიბებიან და არა წინა დღეს?

- გეთანხმებით, ევროპაში თამაშის დღეს იკრიბებიან, მაგრამ იქ იმხელა ხელფასები აქვთ, სახლში წასული მოთამაშისთვის კვების სასურველი რაციონის შერჩევა პრობლემა არ არის. ჩვენ კი სხვა სისტემაზე ვართ აწყობილები და თამაშის წინ შეკრება დამკვიდრებული წესია, რადგან არ ვიცით, თამაშამდე ვინ როგორ იკვებება. ამას გარდა, ფაქტობრივად, ნახევრად პროფესიონალების გუნდი ვართ, რადგან ბევრ მოთამაშეს ხელფასიც არ აქვს.

- ეს როგორ?

- ხელფასები ძირითადის ფეხბურთელებს აქვთ, ხოლო ვინც შეცვლაზე შემოდის, მათი უმრავლესობა ანაზღაურებას ვერ იღებს.

- მაგალითად, შინდაგორიძე სეზონის მსვლელობისას დაიმატეთ და ისიც უხელფასოდ თამაშობს?

- ისეთი მწირი ბიუჯეტი გვაქვს, ფაქტობრივად, ნორმალურ ხელფასს ვერც ვუხდით. ამიტომ ვთქვი, ამ ბიჭებს მხოლოდ მადლობა ეკუთვნით-მეთქი. როცა ფინანსები გვქონდა, ყველაფერი კარგად იყო, შეკრებასაც გავდიოდით, ლიდერებშიც ვიყავით და ევროპის ლიგაშიც მოვხვდით.

შარშანაც კარგად გამოვდიოდით, სანამ უფულობამ არ დაგვაღალატა. არადა, ორი თამაში რომ მოგვეგო, ისევ ევროპის ლიგაში ვითამაშებდით. არავის არაფერს ვაბრალებთ, დავალიანებები გადმოგვყვა და ნელ-ნელა უნდა გავისტუმროთ, ჩვენი ბიუჯეტი კი მოკრძალებულია.

ამას გარდა, სტადიონსაც ვქირაობთ და წასული მოთამაშეების დავალიანებაც შემოგვრჩა. მათაც ფინანსური პრობლემების გამო დაგვტოვეს, თორემ არავის გაშვება არ გვსურდა. 9-10 წამყვან მოთამაშეს საკუთარი ნებით როგორ შეველეოდით?

- საინტერესოა, ვალები რატომ დაგიგროვდათ?

- ამ გათამაშებებში მონაწილე გუნდებს მოთამაშეებთან მინიმუმ ერთწლიანი კონტრაქტები უნდა ჰქონოდათ გაფორმებული და ეს მერე გავიგეთ, ევროპის ლიგაში რომ გავედით. მანამდე ბევრ ფეხბურთელს ჰქონდა 500 ლარი, რაც სასაცილო ხელფასია. სახელმწიფო დახმარებას შეგვპირდა და ახალ ხელშეკრულებებში ფეხბურთელებს გაუმჯობესებული პირობები შევთავაზეთ, მაგრამ გრანდიოზული ხელფასები არ გვქონია, მაქსიმალური ანაზღაურება 3 ათასი იყო და ამასაც მხოლოდ სამი მოთამაშე იღებდა.

ყველაფერი 13 ივნისის სტიქიამ არია - სახელმწიფოს მთელი სახსრები სტიქიით დაზარალებულებს მოხმარდათ და ეს ასეც უნდა ყოფილიყო, მაგრამ "ცხინვალი" ვეღარ დააფინანსეს და ჩვენც ისეთი თავხედები არ ვართ, ასეთ ვითარებაში ფული მოგვეთხოვა. ფეხბურთელებმა კი დაგვტოვეს და მათი დავალიანებები შემოგვრჩა.

6 თვე რომ უხელფასოდ ითამაშებს, შენც ადამიანური დამოკიდებულება უნდა გამოიჩინო და ამ პერიოდის ხელფასი გაუსტუმრო. ასე რომ, ყველა წარუმატებლობას თავისი მიზეზები აქვს. ფეხბურთელს მაშინ მოსთხოვ, როცა ყველაფერს უკეთებ და თუ ელემენტარული პირობები არ გაქვს, რა უნდა უთხრა?

აი, ამ პრობლემების მოგვარება გვსურს, თორემ ძალიან კარგად ვიცი, გუნდი როგორ მოვამზადო და ვათამაშო. ვითარების გამოსწორებას დრო უნდა.

- გარდამავალი ჩემპიონატის დასრულებამდე ზუსტად ორი თვეა დარჩენილი და ასეთ პირობებში მეორე წრეს რა იმედით ელოდებით?

- უიმედოდ ყოფნას ჯობია, გუნდიდან წავიდე, მაგრამ ორ თვეში ბევრი რამის გამოსწორება შეიძლება და მეც მჯერა, რომ დარჩენილ 6 შეხვედრას ბევრად უკეთ ვითამაშებთ და ნოემბრის ბოლოს "ცხინვალი" ახალი, 10-გუნდიანი ჩემპიონატის მონაწილე გახდება.

იცით, რა მაიმედებს? პოლიტიკაზე არ გადავერთვები, მაგრამ დარჩენილი მოთამაშეების დიდ ნაწილს სარფიანი შეთავაზებები ჰქონდა, მაგრამ იციან, "ცხინვალი" რა კლუბია, რა დატვირთვა აქვს და საქართველოსთვის მისი არსებობა რომ მნიშვნელოვანია.

სხვათა შორის, წასულებსაც ძალიან სურდათ თამაში, მაგრამ მთვარიდან არ ჩამოვფრენილვარ, ოჯახები ჰყავთ და რა პირით მეთქვა, დარჩით-მეთქი?! პირიქით, რაც მათ "ცხინვალისთვის" გააკეთეს, იმისთვის მადლობა ეკუთვნით.

- არსებული კონტინგენტის პოტენციალზე რას იტყვით?

- სხვათა შორის, მიმაჩნია, რომ უმაღლესში დარჩენა ამ ბიჭებითაც შეგვიძლია. მაგრამ ახალგაზრდებს პროგრესისთვის კარგი მომზადება საჭირდებათ, სხვაგვარად ვერ გაიზრდებიან. თუმცა, უიმედოდ მაინც არ ვართ და ვცდილობთ, უმაღლეს ლიგაში ადგილი შევინარჩუნოთ.

დრო გვაჩვენებს, რა გამოვა აქედან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• ndo

დაუბრუნეთ ცხინვალი გუნდი თავის პატრონებს უნამუსოთ რომ მუშაობთ სხვის ნაწვალებზე.

• უცნობი

ყველა გუნდი იმას ტირის,რომ მწირი ბიუჯეტი აქვს.კი მაგრამ, "ფეხბურთის დასამარების ფონდი"რას აფინანსებს?

• ssv

გავარდნილი გუნდი 2 მილიონს მიიღებს, ესენიი ზალით ცდილობენ რო ბოლო ადგილას გავიდნენ))))

• გიო

საერთოდ უნდა გაქრეს ცხინვალი საფეხბურთო ლიგიდან და კიდე რამდენიმე კლუბიც ზედ უნდა მიყვეს.

• okribeli

პოლიტიკური მატრაკვეცობა, თვარა რაის ცხინვალის სპარტაკი, რაის სოხუმის დინამო და რაის გაგრა, თუ დზმა ხარ... უმაღლეს ლიგაში არ უნდა იყოს გუნდი,ვისაც არ აქვს საკუთარი სავარჯიშო მოედანი და ბავშვთა საფეხბურთო სკოლა თავისივე მოედნით. სათამაშო სტადიონებს ევროპის ქვეყნებშიც ქირაობენ კარგი კლუბებიც. ასევე იყო საბჭოთა კავშირშიც. "ლუჟნიკები" არავის იYო და 2-3 გუნდი ყოველთვის ქირაობდა, თან ძლიერი კლუბები, ცსკა, სპარტაკი, ტორპედოც.

ქეცბაიას პირველი ტრანსფერი - თბილისის "დინამომ" ფრანგი შემტევი დაიმატა

ბათუმის "დინამომ" ბულგარეთის ნაკრების მცველი დაიმატა

VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-6 დინამო (თბ). როგორ გადაიდო კვარაცხელიას სადებიუტო გოლი...

20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ

ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს

ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა

BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს

პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!

ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?

"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა

"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ

"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს

კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ

ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა

U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში

არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს

[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?

Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი

ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს

მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად

გია ცეცაძე: სირცხვილი თბილისელებს, სტადიონზე მოსვლა რომ გეზარებათ...

დინამო(თბ)-სამტრედია 3:2 - ლამაზი დრამა, რომელსაც მაყურებელი აკლდა [VIDEO]

ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ქამბექი", რომელიც "მანჩესტერ იუნატედსაც" შეშურდებოდა

სფფ-ის აღმასკომზე "ცხინვალის" შესახებ იმსჯელეს

ცხინვალის "სპარტაკი" თურქულ შეკრებაზე სერბულ "რადნიჩკის" გაეჯიბრა

ეროვნული ლიგა 2. V ტური: "სამტრედია" და "თელავი" წაუგებლად წინ მიიწევენ

"ცხინვალი" მესამე ლიგაშიც კი ვეღარ იასპარეზებს

ეროვნული ლიგა 2. III ტური: ორი მატჩი და ორი ფრე

ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "თელავმა" "ზუგდიდს" მოუგო და ლიდერ "მერანს" 2 ქულით ჩამორჩება

დინამო (თბ)-კოლხეთი 1:0 - დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად... [VIDEO]