საქართველოს XXIX ჩემპიონატი. ეროვნული ლიგა. XIII ტური
რა თქმა უნდა, ქართული ფეხბურთი შორსაა ევროპულისგან. რა თქმა უნდა, მას მაყურებელი არ სწყალობს და გუშინ "დინამო არენაზე", ჰა-ჰა, 1200-1500 მაყურებელი თუ შეიკრიბა.

რა თქმა უნდა, ჩვენი მოთამაშეების კლასი და მომზადება უკეთესის სურვილს ტოვებს, მაგრამ ჩვენს ჩემპიონატშიც არის ხოლმე გამონათებები. ტურის ცენტრალური მატჩი სწორედ ერთი ასეთთაგანი გამოდგა - თამაში, რომელმაც დაძაბულობით, კარგი და ხარისხიანი ფეხბურთით, ინტრიგითა და მოულოდნელი სიუჟეტით მაყურებელი ბოლო წამამდე დაძაბულობაში ამყოფა.

"სამტრედიამ" გასვლაზე მოგებების რეკორდი დაამყარა, ზედიზედ 6 მატჩი მოიგო, მაგრამ ეს სერია გუშინ შეწყვიტა. პირველი ტაიმი "დინამოსი" იყო, რომელმაც ორი ბურთი გაიტანა და თითქოს, თამაშის ბედიც გადაწყვიტა.

მაგრამ მეორე ნახევარში სტუმრები მოედანზე აბსოლუტურად განსხვავებული განწყობით გავიდნენ, მაღალი პრესინგით შეავიწროვეს მეტოქე, აქტიურობით, მეტი მოძრაობით უპირატესობას დაეუფლნენ და მომენტებიც მრავლად შექმნეს.

წაგების მიუხედავად, სამტრედიელთა მეკარე ომარ მიგინეიშვილი მშვენივრად გამოიყურებოდა და კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩაატარა.

საინტერესო ფაქტია - მცველმა ლაშა თოთაძემ ორი საგოლე პასი ჩაიწერა. ბაჩანა არაბულმა კი ანგარიშიც გახსნა, გამოუყენებელი მომენტებით მწვრთნელი ძალიან გაამწარა, მაგრამ ბოლოს კახა კაჭარავასა და "დინამოს" გულშემატკივრებს უზომო სიხარული მიანიჭა.

ზოგადად კი, ვისი გულშემატკივარიც უნდა ყოფილიყავით, ამ თამაშით ნამდვილად ისიამოვნებდით. ეს არ იყო დაპირისპირება - ნამდვილი ფეხბურთის ფრაგმენტი გახლდათ, რომელსაც ეროვნულ ლიგაში ეპიზოდურად მაინც წააწყდებით.

შეიძლება ამ თამაშსაც ბევრი რამ აკლდა დიდი ფეხბურთისა, მაგრამ ყველაზე მეტად - მაყურებელი, რაც, თავისთავად, შეიძლება წინაპირობა გახდეს ხარისხის მატების.

- გია ცეცაძე: სირცხვილი თბილისელებს, სტადიონზე მოსვლა რომ გეზარებათ...

მატჩის სტენოგრამა

5' - პაპუნაშვილის იდეალური პასის შემდეგ ლობჟანიძეს დარტყმაში ხელი შეუშალეს და კარის წინ არაბულს გადააწოდა. მცველმა მჭედლიშვილმა ბურთი კუთხურზე მოიგერია და რეალური საგოლე მომენტი განმუხტა.

11' - ჩაკვეტაძის სუპერპასი! მცველს ბურთი თავზე მილიმეტრებში გადაატარა და მეკარესთან პირისპირ დატოვა პაპუნაშვილი, მაგრამ მიგინეიშვილი კარიდან გამოვიდა და გუნდი იხსნა.

20' - რაჟამაშვილმა ლამაზად "მოჭრა" ბურთი, მაგრამ დარტყმა სუსტი გამოვიდა - ლიტოვჩენკომ საიმედოდ ითამაშა.

26' - მარჯვენა ფლანგზე დანიშნული ჯარიმა თოთაძემ შეასრულა. მოულოდნელად, ბურთი კარისკენ გაუშვა, არაბულმა თავი წაჰკრა და თბილისელები დააწინაურა - 1:0!

37' - ისევ "სტანდარტი" და ისევ გოლი! პაპუნაშვილმა ჯარიმა შეასრულა. სტუმარ მცველებს მეტოქე თავდამსხმელების "ამოკეტვაში" მცველი ლოჩოშვილი დაურჩათ მარტო კარის წინ და ამ უკანასკნელმა სადებიუტო გოლით სხვაობა გაზარდა - 2:0.

53' - გიორგი დათუნაიშვილის ჩაწოდებული ბურთი 5-იოდე მეტრიდან კარში თავით დავით ჩაგელიშვილმა გააგზავნა - რეალური მომენტი, მაგრამ ლიტოვჩენკომ კლასი აჩვენა!

63' - გოლი! რაჟამაშვილმა საჯარიმოში მჭედლიშვილს გადააწოდა, რომელმაც ლიტოვჩენკოს შორეულ კუთხეში გაუტანა - 2:1.

70' - ისევ ჩაკვეტაძის მშვენიერი გადაცემა. თევზაძე საჯარიმოში შედის და მახვილი კუთხიდან ურტყამს - "სამტრედია" მიგინეიშვილმა გადაარჩინა.

72' - ლობჟანიძემ კარის წინ ერთ მეტრში ბურთი ფეხზე დაასვა არაბულს, რომელმაც სასწაულებრივად ააცილა. ურეალურესი მომენტი!

76' - მჭედლიშვილმა შეტევა შეაჩერა და თავადვე წამოიწყო კონტრიერიში, რომლის გაგრძელება იყო ბერიაშვილის პასი დათუნაიშვილს. მეკარესთან პირისპირ დარჩენილი კაპიტანი ანგარიშს ათანაბრებს - 2:2!

80' - რაჟამაშვილის შესანიშნავი გადაცემით მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა ბელოვი, რომელმაც სტუმართა დასაწინაურებლად რეალური შანსი გაანიავა!

83' - ზარიას დარტყმული მიგინეიშვილმა ცუდად მოიგერია, არაბულის დამატებულზე კი სამტრედიელები მეკარემ გადაარჩინა.

86' - თევზაძემ კარის წინ ბურთი არაბულს დაასვა თავზე - მიგინეიშვილმა სასწაული რეაქცია გამოავლინა და 3 მეტრიდან დარტყმული მოიგერია!

90+2' - ახალაძემ კარის წინ ბერიაშვილი მოძებნა, რომლის დარტყმასაც მცველი გადაეფარა და მასპინძლები გადაარჩინა!

90+3' - დინამოელთა ბოლო შეტევა, თევზაძემ ფლანგიდან თოთაძე ჩართო შეტევაში, რომელმაც ზუსტი გადაცემით კარის წინ არაბული მოძებნა და ამ უკანასკნელმაც გამოზომილი თავურით წერტილი დაუსვა ლამაზ სანახაობას - 3:2!

ეროვნული ლიგა. XIII ტური

21.05. თბილისი. "დინამო არენა"

დინამო(თბ)-სამტრედია 3:2

გოლები: 1:0 არაბული (25. თოთაძის პასით), 2:0 ლოჩოშვილი (37. პაპუნაშვილის პასით), 2:1 მჭედლიშვილი (63. რაჟამაშვილის პასით), 2:2 დათუნაიშვილი (76. ბერიაშვილის პასით), 3:2 არაბული (90+3. თოთაძის პასით)

დინამო თბ: ლიტოვჩენკო - კუცია, გველესიანი, ლოჩოშვილი, თოთაძე - ქარდავა, კიტეიშვილი (75. ზარია) - პაპუნაშვილი (69. თევზაძე), ჩაკვეტაძე (89. ბ. ქავთარაძე), ს. ლობჟანიძე - არაბული.

სათადარიგოები: რევიშვილი, მიშენკო, მესხი, სალუქვაძე

მწვრთნელი: კახა კაჭარავა

სამტრედია: მიგინეიშვილი - მჭედლიშვილი (90. კასრაძე), სანდოხაძე, გოგიაშვილი, ახალაძე - მანჯგალაძე, დათუნაიშვილი - რაჟამაშვილი, ჩაგელიშვილი (56. სამუშია), ჯიქია (64. ბელოვი) - ბერიაშვილი.

სათადარიგოები: დაუშვილი, მთივლიშვილი, მარკოზაშვილი, სუხომლინოვი

მწვრთნელი: გია ცეცაძე

გაფრთხილებები: ჯემალ გოგიაშვილი (44), გიორგი კუცია (58), გიორგი მჭედლიშვილი (76)

არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი.

ბომბარდირები

ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 11

ბ. არაბული (დინამო თბ) 8

მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 8

მ. კოვტალიუკი (კოლხეთი) 7

მომდევნო ტური

23 მაისი

ლოკომოტივი-კოლხეთი 18:00

დილა-ტორპედო 20:00

24 მაისი

ჩიხურა-დინამო (თბ) 16:00

შუქურა-დინამო (ბთ) 18:00

სამტრედია-საბურთალო 18:00.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Guadua
vova გივია საუბარია ჩემპიონატის მატჩებზე და არა ევროპული კლუბების, განასხვავეთ ეს. ჩიხურას და გორის მატჩებზე თბილისში მაცხოვრებელი გორელები და საჩხერლები იყვნენ უმეტესად და არა "ძირძველი თბილისელები" , ხოლო ვინც იყო მოსული ისევ ევროპული სტატუსის მატჩის გამო.
vova
ბარსელონას თამაშზე მთელი ამიერკავკასია იყო სტადიონძე ფეხბურთის სიყვარულის კულტურას ქართველებს ნამდვილად ვერ დაუწუნებ!
გივია
თბილისში რო მაყურებლის კულტურაზე იტყვი რამეს :D თბილისი ავსებს ისევ ჩიხურას დილას და ა.შ. თამაშებზე სტადიონს, როცა ეს გუნდები ჩემპიონთა ან ევროპა ლიგაზე გამოდიან, დინამო აეკზე 40 000 მაყურებელი იყო. ევროტურნირებზეც რო არ დადიოდეს ხალხი მაშინ შეიძლება ლაპარაკი))) მიზეზი ისაა რო ხალხი ვერ აღიქვამს კონკურენტად შიდა ჩემპიონატის გუნდებს, შესაბამისად ინტერესიც ნაკლებია
vova
დრამატული რა იყო?! 3 თამაშგარე მდგომარეობაში გატანილი გოლი?! 2013 წელს რომ ტოტნჰემმა დინამო გაანადგურა ეხპერტების ვარაუდით ის ტოტენჰემის გუნდი 600% ყოფილა გაძლიერებული წელს ხომ ვერ მეტხვით 2013 წლიდან რამდენი % გაძლიერდა დინამო?!
Guadua
შეეშვით მაყურებელზე ოცნებას. თბილისში არა 1200 არამედ 650-700 კაცი იყო სამტრედიელებიანად და არც არის საფუძველი რომ იარონ,წავიდა ის დრო და ამას მრავალი წელიწადი ან ათეული წელიწადი უნდა რომ ეს კულტურა დაბრუნდეს. სამტრედიაში მაყურებელი დაკარგულია და კიდევ არავინ იცის რომელ მორიგ მატჩზე თუნდაც ის საცოდავი 1500 ადგილიანი ტრიბუნები ბოლომდე შეივსება.ისედაც მოსახლეობა კატასტროფულად კლებულობს რაიონში ყოველდღიურად და ამას ემატება ის ფონი რაც შეექმნათ სამტრედიას ქომაგებს კლუბის გაუმართლებელი წარუმატებლობების გამო. სამტრედიელმა ფეხბურთელებმა (ძველებმა მხოლოდ)ითამაშეს რაც შეეძლოთ,მათ მატჩი არ წაუგიათ,მატჩი მორიგ ჯერზე წააგო მწვრთნელმა და ეს კიდევ კარგა ხანს ასე იქნება სანამ არ შეეშვება შეუწყობადების ნაძალადევად ერთმანეთზე შეწებებას. ახლა სამტრედიელებმა ჩიხურაზე ვილოცოთ რომ მათმა დინამოს მინიმუმ 2 ქულა დააკარგვინონ,თორემ ისიც თუ მოიგო დინამომ,შემდეგ უკვე მათი დაწევა ძნელი იქნება.
jiji
es iyo ravi sityvebit gadmocema ar shemidzlia sauketeso matchi.. samtrediis mekarem reebi aketa shokshi var.. maladec orive gunds da bolos samtredia shemecoda ar ekutvnoda wageba. jurnalistebo upro kargad unda gaashuqott.. xo xedavt am tamashze mteli saqartvelo laparakobs
gizog
ეხლა უკვე მეიმედება სამტრედიისა ჩემპიონთა ლიგაზე. ვფიქრობ არ შეგვარცხვენს.წარმატებები მათ.
meti uketesi statia ekutvnoda am tamashs
წლის საუკეტესო მატცჰი იყო
jff
მალადაც სამტრედიას მაგარი გუნდია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 0:3 ტორპედო. ჩვენ ვნახეთ ჩემპიონობის რეალური კანდიდატი...
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 მეშახტე. ძელი რომ არა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...
დავით ნემსაძე "ბორჯღალოსნებისა" და "შავი ლომის" ფიზ. მომზადების მთავარი მწვრთნელია
ედერსონ ზაფხულში სავარაუდოდ, "ფენერბაჰჩეს" დატოვებს
ახალი კონტრაქტი კარიუსს - გერმანელი სავარაუდოდ, "შალკეში" დარჩება
შენარჩუნება სურთ - რაშფორდი სავარაუდოდ, "ბარსელონაში" დარჩება
კვარაცხელიას უფრო მაღალი ქულები და MVP დემბელე - როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბაიერნთან" მატჩში?
[VIDEO] უკვე დუბლი - კვარაცხელიამ "ბაიერნს" ისევ გაუტანა
[VIDEO] კვარაცხელიამ ნოიერს გაუტანა და "ბაიერნთან" ანგარიში გაათანაბრა
პსჟ - "ბაიერნი". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
"შავი ლომი" დიდი 10-ის ნაკრებთან გახურდება
ვინ შეცვლის კონტეს "ნაპოლიში"?
და დაიწყება თავდავიწყება - მოურინიო "რეალში" ბრუნდება
მაკრონმა პსჟ-სა და "ბაიერნის" მატჩის პროგნოზი გააკეთა
"თუ კარგი წინადადება იქნება" - გატუზო რუსული კლუბის გაწვრთნის სურვილს გამოთქვამს
"სიამაყე გვერდზე გადადე და წადი" - დომენეკმა შევალიეს რჩევა მისცა
თუ ალისონი წავა - მამარდაშვილის კონკურენტი შესაძლოა, პორტუგალიის ნაკრების ძირითადი მეკარე გახდეს
39 წლის უგო ლორისს დეშამი მსოფლიო ჩემპიონატზე წაიყვანს
მარცხი მსოფლიოს 317-ე ნომერთან - ბასილაშვილი მაუტჰაუზენის ჩელენჯერს პირველსავე წრეში გამოეთიშა
გორეცკა სერია A-ს უახლოვდება - "მილანმა" კონტრაქტი უკვე გაამზადა
"გალათასარაისთან" განადგურება არ აპატიეს - "ფენერბაჰჩემ" ტედესკო გაუშვა
"ჩემი შვილი ამას ყურადღებას არ აქცევს" - კვარაცხელიას მამამ ხვიჩას პრემიერ ლიგაში შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
გია ცეცაძე: სირცხვილი თბილისელებს, სტადიონზე მოსვლა რომ გეზარებათ...
არაბულმა ისევ გაიტანა - მისი გუნდი მარცხს გადაურჩა
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
გიორგი მჭედლიშვილი კარიერას "ვენტსპილსში" გააგრძელებს
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
უგოლო შაბათი ქართველი ლეგიონერებისთვის
ბაჩანა არაბული კარიერას რუმინეთის ჩემპიონატში განაგრძობს
არაბულის გოლმა "ლამია" "პანათინაიკოსთან" მარცხისგან ვერ იხსნა
ევროპა ლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი: ქართული ლეგიონის ამბები
გიორგი მჭედლიშვილმა ხორვატიული "გორიცა" დატოვა
ვინ რამდენ კილომეტრს დარბის? პოლარის სისტემის საინტერესო მონაცემები
"ფაქტი ფაქტად რჩება - მეორე მატჩში "სამტრედია" "ყარაბაღზე" უკეთესი იყო!"
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
გიორგი მჭედლიშვილი: მჯერა, "სამტრედია" გულშემატკივარს კიდევ ბევრჯერ გაახარებს
ევროპა ლიგა: ვაკომ და "ლეგიამ" გოლის გატანა დაივიწყეს, "გენტმა" კი - ქართველები
Geo Team: ქეცბაია თბილისის "დინამოს" მწვრთნელი გახდება
კვიპროსული პრესა მსჯელობს - ქეცბაია "დინამოში" დანიშვნის შემდეგ, "ანორთოსისისგან" კომპენსაციას ვეღარ მიიღებს?
"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
ბაჩანა არაბული დუაიტ იორკთან - ავსტრალიაში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს
კახა კაჭარავა: უიმედოდ ყოფნას ჯობია, გუნდიდან წავიდე...
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
არაბული ბერძნული გრანდების რისხვაა - მისი გუნდი ისევ დამარცხდა [VIDEO]
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა
სიახლე: პოლარის სისტემა - ვინ რამდენს დარბის ეროვნულ ლიგაში
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
ცხინვალის "სპარტაკი" თურქულ შეკრებაზე სერბულ "რადნიჩკის" გაეჯიბრა
არაბულმა თავის გუნდს ქულა მოუპოვა
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
ოფიციალურად: თემურ ქეცბაია თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელია
[VIDEO] ლოჩოშვილმა დუბლი შეასრულა - გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
სამტრედია VS ყარაბაღი - დაამტკიცეთ, რომ არ ხართ ნული!
ლოჩოშვილის სრული მატჩი - "ნიურნბერგი" "არმინიას" ფრედ ეთამაშა
დინამო (თბ)-კოლხეთი 1:0 - დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად... [VIDEO]
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" დრეზდენის "დინამოსთან" დამარცხდა
მიეცემა თუ არა ხვიჩა კვარაცხელიას ძმას "დინამოს" ძირითად გუნდში თამაშის შანსი - ქეცბაიამ ამ თემაზე ისაუბრა
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
"ერთმანეთს ვეკითხებოდით - ბოლოს როდის ვითამაშეთ ასეთ მოედანზე?"
სამტრედია-დილა 3:2 - ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს [VIDEO]
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო