"დანდალკთან" მატჩის წინ ქართველმა მწვრთნელმა საქართველოს ნაკრების მატჩი გაიხსენა
დღეს შოთა არველაძის "მაკაბი" დუბლინში ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის მატჩს მართავს ირლანდიური "დანდალკის" წინააღმდეგ.

მატჩის წინ ქართველმა სპეციალისტმა მეტოქეზე, "ზენიტთან" ორი კვირის წინანდელ მარცხსა და დუბლინში პირველ ვიზიტზე ილაპარაკა:

"საკვალიფიკაციო მატჩებში მივაქციე ყურადღება "დანდალკს" და ვნახე გუნდი, რომელიც მოწადინებულია ფეხბურთის თამაშით. ეს ძალიან სასიამოვნოა. ცოტა საკვირველიცაა, რადგან გუნდისგან უფრო ბრიტანული თამაშის სტილს ველოდი - შორეულ ჩაწოდებებს და ა.შ. მაგრამ "დანდალკმა" სასიამოვნოდ გამაკვირვა.

მათი 2-3 მატჩი ვნახე და სტილი უცვლელი იყო. ყოველთვის კარგია, როცა გუნდი ცდილობს სანახაობრივი ფეხბურთის თამაშს.

"ზენიტთან" პირველი 77 წუთი კარგად ვითამაშეთ, შემდეგ კი როგორღაც გავშეშდით. ასე რომ, აქ ჩვენი პრიორიტეტი კარგი თამაშია და იმის დამტკიცება, რომ უკეთესი გუნდი ვართ, ვიდრე პირველ ტურში გამოვჩნდით. და მხოლოდ ამის მერე ვიზრუნებთ შედეგზე", - განაცხადა მან.

შოთა დუბლინში 2003 წლის მერე პირველადაა. მაშინ მან საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა "ლენდსდაუნ როუდზე". როგორც "რეინჯერსის" ფეხბურთელს, პუბლიკის ნაწილი მას გამუდმებით უსტვენდა, თამაშის მერე კი ჩვენებური ცუდად გახდა და ჰოსპიტალიზაციაც დასჭირდა. საავადმყოფოში მან სამი დღე გაატარა:

"დიახ, კარგად მახსოვს ის დღე, კინაღამ მოვკვდი თამაშის შემდეგ. სამი დღე საავადმყოფოში გავატარე. თამაშის შემდეგ ბევრი ტკივილგამაყუჩებელი მივიღე, რამაც ცუდი რეაქცია მისცა. ამ ყველაფერმა სისხლდენა გამოიწვია.

ბედმა გამიღიმა, რომ იმ დროისთვის უკვე თვითმფრინავში არ ვიყავი და საქართველოში არ მივფრინავდი. ფეხბურთის ასოციაციამ საუკეთესო საავადმყოფოში მიმიყვანა, საუკეთესო ექიმები მმკურნალობდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ წავაგეთ და კინაღამ მოვკვდი, ეს ამბავი ახლა კარგად მახსენდება. ამჯერად კი, ნაკლებ დრამას ველი, მაგრამ ვერ გავექცევი იმას, რომ კვლავ იქნებიან ტრიბუნებზე "სელტიკის" მაისურებიანი ფანები, რომლებიც კარგად შემამკობენ მთელი თამაშის განმავლობაში".

aba shen ici dablokeee
ამან პეხბურტის ტამასჰი არ იცოდა და მცვრტნელი გახდებააა?
alex
დაანაბეტ თავი ამ ფეხბურტს ,ვეღარ უნდა მიხვდეთ ეს არველაძეები...
ჯოი გაგა
ისევ ნულოვანი შედეგი! ქრონიკულია უკვე ეს ამბავი!

"ზენიტთან"არა მაგრამ უსახურ ირლანდიელებთან წაგებას ნამდვილად გადაგაყოლებენ.
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
კვლავ ფორმაშია! - შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გაუტანა [VIDEO]
შოთა არველაძე "ქასიმფაშას" აღარ გაწვრთნის
"ქასიმფაშას" მწვრთნელად არველაძის ნაცვლად ემრე ბეროზოღლუ დანიშნეს
"გულიაშვილის შეძენა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შესთავაზა" - გიორგი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება
"გიოს და "კვარას "ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ" - შოთა არველაძე
თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება