ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

U19. დინამო-ქაირათი 0:3 - დავრწმუნდით, რომ... [VIDEO]

U19. დინამო-ქაირათი 0:3 - დავრწმუნდით, რომ... [VIDEO]

უეფას ახალგაზრდული ლიგა. პირველი წრე. პირველი მატჩი
თბილისის "დინამომ" პირველი მატჩი ჩაატარა უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე და შინ უიმედოდ დამარცხდა ყაზახურ "ქაირათთან". ერთხელაც ვიწვნიეთ დიდი იმედგაცრუება და დავრწმუნდით, რომ ევროპამდე ძალიან შორია.

"დინამომ" მოისაკლისა ტრავმირებული ცენტრალური მცველი ლუკა ქაფიანიძე. 17-წლამდელთა ნაკრებთან ერთად შესარჩევ ციკლში თამაშობენ მეკარე დემეტრე ბულისკერია და ნახევარმცველი ზურაბ დავითაშვილი.

შეხვედრა ქართველთა აქტიურობით დაიწყო. ცხადი იყო, რომ ლევან გვანცელაძის შეგირდები აქცენტს სწრაფ გოლზე აკეთებდნენ. მალევე ხელი სტუმრებმაც გამოიღეს და გადავრჩით - სოლტანოვმა ხელსაყრელ სიტუაციაში კარს ააცილა.

ამის შემდეგ "დინამოს" ორი შანსი ჰქონდა. გატანასთან ახლოს იყვნენ გიორგი ჩაკვეტაძე და სოსლანბეკ ძაგოევი, თუმცა ანგარიშში დაწინაურება ვერ მოვახერხეთ. ჩაკვეტაძის დარტყმულზე მშვენივრად ითამაშა ყაზახთა მეკარემ.

მე-11 წუთზე ქართველებმა კარგი კომბინაცია გაითამაშეს, მაგრამ ჩაკვეტაძეს ისევ მეკარემ არ გაატანინა. ამის შემდეგ ყაზახთა მომენტი იყო - გიორგი კულუა ადგილზე დახვდა კოტოვის დარტყმულს. მერე ნაკუთხურალ ბურთს უშედეგოდ დაჰკრა კიბირაიმ.

ეს იყო და გიორგი გოგილაშვილს დიდებული შანსი შეექმნა. მისი სოლო-რეიდის ნახვა ერთ რამედ ღირდა, მაგრამ... მოკლედ, საწყის 20 წუთში ქომაგს წამითაც არ მოუწყენია.

23-ე წუთზე "დინამომ" სახიფათო შეტევა განავითარა, თუმცა ყაზახები გადაგვირჩნენ. ერთ წუთში კი უკვე ჩვენი კარის ხარიხა შეზანზარდა. დროულად ვერ ამოვიტანეთ ბურთი და კინაღამ გოლი მივიღეთ - ბახტიაროვის დარტყმა ოდნავ არაზუსტი აღმოჩნდა.

რაც საწყის წუთებში თვალში გვეცა, ეს იყო - ყაზახებმა უმკაცრესი პრესინგი დაგვიწესეს ჩვენს ნახევარზე. თუ ამ პრესინგის გადალახვა ხერხდებოდა, მაშინ ყაზახთა კართან ხიფათი იქმნებოდა; თუ არა და, უკვე ჩვენს საჯარიმოში "ცხელოდა".

ეს იყო და, გუნდებმა მცირეოდენი პაუზა აიღეს. ასეთ ტემპში გაგრძელება წარმოუდგენელი ჩანდა. ამიტომ მორიგმა ხიფათმა, რომელიც "დინამომ" შექმნა, 34-ე წუთისთვის უწია - ლუკა ფოჩხუას დარტყმულს გრუბოვი ადგილზე დახვდა. ტაიმი უგოლოდ მორჩა.

55-ე წუთზე მაინც "ქაირათი" დაწინაურდა. გოლი მოჰყვა დინამოელთა ბავშვურ შეცდომას. მცველმა ბურთი მეკარე კულუას მოუგორა, ამ უკანასკნელმა კი ამოტანა დააგვიანა, გაერთო და კოტოვმა აართვა ბურთი - ცარიელ კარში გატანა პრობლემა აღარ იყო.

ხუთ წუთში "ქაირათმა" მეორეც შეაგდო. სტუმრებმა სწრაფი კონტრშეტევა გაშალეს. ბახტიაროვის დარტყმული კულუას, წესით, უნდა მოეგერიებინა, მაგრამ... ჩანს, ის კვლავ 5 წუთის წინ დაშვებული შეცდომის ზეგავლენის ქვეშ იყო - ბურთი ვერ დაიმორჩილა და - 0:2.

იქვე შეგვექმნა მომენტი, მაგრამ ვერ გავიტანეთ. გიორგი ზარიამ თვითონ არ დაარტყა, ჩათვალა რა, რომ პარტნიორი უკეთეს პოზიციაში იყო და კარის წინ აკეთებდა გადაცემას - აქ ყაზახთა მცველმა ჩაჭრა ბურთი, რომელიც კუთხურზე გადაგორდა.

72-ე წუთზე, მას შემდეგ, რაც "დინამომ" მორიგი შანსი გაფლანგა, ყაზახების კონტრშეტევისას ჩვენი დაცვა ერთხელაც ჩავარდა. ორაზოვის პასის შემდეგ ბახტიაროვი მეკარესთან პირისპირ გავიდა და დუბლიც მიითვალა - 0:3.

ვიწვნიეთ ძალიან მწარე მარცხი და საპასუხო მატჩი, რომელიც 19 ოქტომბერს გაიმართება, თითქმის ფორმალობად გვექცა. რა თქმა უნდა, იყო მეკარისა და დაცვის შეცდომები, მაგრამ წაგებას ამას ვერ დავაბრალებთ. მთავარი ისაა, რომ სწორი ფეხბურთის თამაში არ ვიცით. ვართულებთ იქ, სადაც ამის საჭიროება არ არის. ხშირად ინდივიდუალურადაც "ვამლაშებთ", ბოროტად ვიყენებთ მოწინააღმდეგეზე ტექნიკურ უპირატესობას და ასე შემდეგ.

მიზეზები ძველია და ის ერთნაირად ერგებათ ჭაბუკებს, ახალგაზრდებსაც და დიდებსაც. ეს ზოგადად ქართული ფეხბურთის სენია - არასწორი ფეხბურთი, რომელსაც ევროპულთან საერთო არაფერი აქვს. ყაზახები კი თამაშობდნენ სწორად და მარტივად. ჩვენ კი დაგვავიწყდა, რომ ფეხბურთი მარტივი თამაშია.

U19. უეფას ახალგაზრდული ლიგა. I წრე. I მატჩი

29.09. თბილისი. "დინამო არენა"

დინამო-ქაირათი 0:3

გოლები: 0:1 კოტოვი (55), 0:2 ბახტიაროვი (60), 0:3 ბახტიაროვი (72)

დინამო (4-3-3): კულუა - კაპანაძე, ჭურღულაშვილი, ლოჩოშვილი, კობოური - ფოჩხუა, კუცია (78. ყურაშვილი), ჩაკვეტაძე - ძაგოევი (54. ხარაბაძე), გოგილაშვილი (63. ქავთარაძე), ზარია.

სათადარიგოები: ისიანი, კიკალიშვილი, ნინუა, სილაგაძე

მწვრთნელი: ლევან გვანცელაძე

ქაირათი (4-4-1-1): გრუბოვი - კიბირაი, კასიმი, აიტორე, ევსეევი - ბახტიაროვი (89. აიმანოვი), არტიუშენკო, ორაზოვი, ზუჟბაი (77. პოპოვი), კოტოვი (75. ადაჰაჯიევი) - სოლტანოვი.

სათადარიგოები: ნურბაევი, ოტოშევი, სუიუნოვი, ჟაპარული

მწვრთნელი: სერგეი ლაბოდოვსკი

გაფრთხილება: ზუჟბაი (25), არტიუშენკო (28), აიტორე (32), ძაგოევი (43), კოტოვი (65), ჩაკვეტაძე (68)

არბიტრი: ზ. ჰოვანესიანი (სომხეთი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• jiji

ფიფია გაუსვი გუნდიდან გაპიარებული მწვრტნელი სვილები,,ხო ხედავ გარცხვენენ და მატ მიაყოლე ის უვიცი მწვრტნელებიც რომლებიც წორბელასავიტ არიან დინამოსი და ხელფას იხებენ,,

• jiji

დინამოსი ჯერ მწვრტნელებად ვინ ყავტ,,გაგნიცე,საბანაცე,გვანცელაცე ამატმა რა უნდა ასწავლონ ბავსვებს,,დახუპავენ ბავსვებს,,უკვე უკან წავიდნენ ამატ ხელსი

• ზურა

უბედურებო ევროპამდე კი არა აზიამდეც შორია უკვე, დროა შევეგუოთ იმ აზრს რომ ქართული ფეხბურთი აღარ არსებობს და ალბათ აღარც იარსებებს

• საჩხერელი

გეტყობათ არ იცით,რომ დინამოში ბავშვთა ფეხბურთს წლებია უცხოელი მწვრთნელები ხელმძღვანელობენ.

• gri

დინამო წინ ვერ წავა სანამ ნიწიერ ბავსვებისგან ფულის გამოცალვას არ მიატოვებს,,ასევე გაპიარებულ მწვრტნელის სვილებს არ გაუსვებს გუნდიდან

• Guadua

კარგით,მთლად ისტერიკაში ნუ გადავარდებით დინამოს გამო, მშვენიერი და დინამოზე უკეთესი უ 19 ჰყავს სამტრედიას და ზუგდიდს,მაგ ქაირათს 5-0 ზე გასრისავენ. არც საბურთალო და ლოკომოტივი არიან ცუდები. დინამოს საერთოდ დიდი მკურნალობის ჩატარება უნდა ყველა მიმართულებით

• ილია

ბოროტად ვიყენებთ მოწინააღმდეგეზე ტექნიკურ უპირატესობას და ასე შემდეგ. ამის დამწერი ადამიანები სანამ არ მოშორდებიან ფეხბურთთან დამოკიდებულებისადმი აზრის შექმნას არაფერი გვეშველება.კოლექტიური და ინდივიდუალური ტექნიკის ჰარმონიული ერთობის გარეშე არ არსებობს არავითარი ტექნიკა.სხვა საკითხია რომ ჩვენ ასე არ შეგვიძლია.

• vaja

ეს მეკარე სად ნახს ერთი?

• jeki

რაც შეეხება არაბიძეს მართლა ტალანტია,გამოკვეთილი ინდივიდუალისტია,აუცილებლად წაადგება ნაკრებს...მასეთ მოთამაშეს უნდა მისცე სრული თავისუფლება მოედანზე,ჩარჩოებში არ უნდა ჩასვა....ბოლო ბოლო ჯარიმას ან კუთხურს ჩააცვდის სახიფათოდ თორემ ამათი პარაშუტით ჩაწოდებულმა ხო დამღალა..

• FEOLA

ოოოო,შაკო... შენ კაი რამე მოგდომებია... გავუშვათ,მაგრამ გავიტანოთ ორჯერ მეტი,ეს ბრაზილიელთა არითმეტიკა იკო თავის დროზე... ეხლა ისინიც კი აღარ ფიქრობენ მასე... სამცუხაროდ,დღეს ასეთი გახდა ფეხბურთი...

• სოსო

ვეტერანისაგან მაინტერესებს,სად ნახა საქართველოში წვრთნის თანამედროვე ევროპული მეთოდები,იქნებ გვყავს ასეთი სპეციალისტები დაკიდევ ძალიან მაინტერესებს სად ახერხებთ არაბიძის თამაშების ნახვას.იქნებ გამომეხმაუროთ.

• შაკო

ყველაზე გულდასაწყვეტია რომ გულის გატანა გვიჭირს ყველა ასაკში ყველა გუნდთან და ყველა ნაკრებთან... ამაზე ვიფიქროთ თორემ გოლს რომ უშვებ ეგ კიდევ არაფერი... მთავარია ორი იმდენი გაუტანო....

• FEOLA

დავუჩიროთ მხარი გიორგი არაბიძეს... გამოკითხვა საიტის მთავარ გვერდზეა...

• ჯორჯი

კულუა არაა პრობლემა, კულუა კარგი მეკარე გაიზრდება. და არიან ბიჭები გუნდში, რომლების მართლაც , რომ კარგები არიან, მთავარი პრობლემა ისევ მწვრთნელი და მის ბრალია ეს წაგება. მას 19-წლამდელი დინამოელების კი არა ეროვნული ნაკრებიც რომ შესთავაზო უარს არ იტყვის. აი ეს არის უბედურება, ყველას თავი პროფესიონალი, რომ გონია და საძმაკაცოებით არიან დინამოში. კარგები და პროფესიონალები გაუშვეს გუნდიდან.

• mamuka kikabize

გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს-თქვენ მეგობარო ალბათ სიტყვა "მთავარი"-ს განმარტება არ იცით...

• s.s.s.f

მაგენი დინამოს კი არა ორღობის ფეხბურთელებია,მაგათზე უკეთ ლაგოდეხის დაგურჯანის გუნდები ითამაშებდნენ.ეხლა იტყვიან სტადიონი არიყო სავსე და მიტომ წავაგეთო

• FEOLA

ნეიტრალს... ძალიან გაინტერესებს?... შახტარის დუბლებს ვერ გაცდა,ხო?... ჰოდა,მოისმინე... დღეს შახტარის ძირითადი შემადგენლობის შემტევ ზონაში თამაშობს ექვსი ბრაზილიელი,რომელთა საერთო სატრანსფერო ფასი 100 მილიონ დოლარს აჩარბებს,ამიტომ იქ მოხვედრა 18 ცლის ბიჩისათვის არის თითქმის შეუძლებელი... დღეს შახტარის ძირითად შემადგენლობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების ვერცერთი ფეხბურთელი ვერ მოხვდებოდა,თვით ჯანო ანანიძის ჩათვლით... არაბიძე უკრაინაში თამაშობს არა შახტარის დუბლებში,არამედ უკრაინის 21 ცლამდელთა ლიგაში და არის ამ ლიგის საუკეთესო მოთამაშე,შემტევი ფეხბურთელისათვის საჩირო თითქმის კველა თვისებით დაჯილდოებული... სხვათაშორის, ეს ის შახტარის 21 ცლიანებია,რომლებიც თავისუფლად მოიგებდნენ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს... და მითუმეტეს,როცა ნაკრებში იძახებენ დინამოს 5 ფეხბურთელს,იმ დინამოსი,რომელსაც ბოლო სამი ტურია საერტოდ გოლი არ გაუტანია... იძახებენ ჩეხეთის ტეპლიცეს ფეხბურთელს,რომელიც ბოლო სამი თვეა ,საკუთრ ტეპლიცეში,სკამიდან არ ამდგარა და მინდორზე ფეხი არ შეუდგამს... ამათ და ასეთ ფონზე არაბიძის ნაკრებში არ გამოძახება არა მხოლოდ სიბეცე,არამედ დანაშაულიც კია... და ბოლოს,ამ გამოკითხვას ატარებს არა ვიღაც,არამედ ის საიტი,რომელსაც შენ ხშირად სტუმრობ... შედი და მიეცი ხმა არაბიძის საცინააღმდეგოდ... მეტისთვის შენ მაინც ატრაფრისთვის ივარგებ... და კიდევ,როცა აქ შენს აზრს გამოთქვამ,ცოტა მაინც უნდა იკო გარკვეული იმ საკითხში,რაზედაც შენს აზრს გამოთქვამ... თორე ისე,შთაბეჩდილება რჩება- კუმ ფეხი გამოკო,პენალი დამარტკმევინეტო... ეხლა გასაგებია?!...

• ავთო

ღადაობა ისაა, რომ ახლა ეს კულუა დიდ დინამოში დააზაიავკეს და ლომაიას ზამენა იქნება. სკრიბე კი გაუშვეს. ხოდა აი სად და როგორ დაგვერხა აღიარეთ

• bacho

რა სირცხვილია,ქარტულ ეროვნულ ცეკვასიც არ გვაჯობდეს ყაზახი და აზერი,დანარცენს სეგუებულები ვარყ უკვე კარგახანია

• zmo

მოაცილეთ უცოდინარი გაუნათლებელი და კორუმპირებული მწვრთნელები ბავშვთა ფეხბურთს, ჩვენსა და მსოფლიო ფეხბურთს შორის რაც დრო გადის სხვაობა სულ უფრო იზრდება, გაუშვით წესიერი ხალხი კვალიფიკაციაზე ესპანეთში ან სხვა ქვეყანაში, გაანთავისუფლეთ ბავშვთა ფეხბურთი ყველანაირი გადასახადებისგან მკაცრ კონტროლზე ყველა მწვრთნელი რომ არ წასძლიოს კორუფციამ, და შეიძლება მერე გვეშველოს, ხომ ხედავთ რომ დღევანდელი მწვრთნელთა დონე ნოლს ქვემოთაა არ დამიწყოთ ეხლა გეგუჩაძე და დევდარიანიო არც ეგენი წყვიტავენ ვარსკვლავებს მაგრები რომ იყვნენ აქ ვინ გააჩერებდა, ჩვენ ჩვენი ბრექაობა დაგვღუპავს ვცხოვრობთ ილუზიებში

• ბაჯო

რომელმა ერტი ნაკრების ფეხბურტელი ცყვეტტდა ასაკობრივსჰი ვარსკვლავებს,ან რომელს სჰეუზლია ტუნდას სდანტარტებიდა გოლის სჰეგდება გიოს კი სჰეუზლია.

• გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს

მარტო მთავარ მწვრთნელს რო ბრალდება ყველაფერი სხვა მწვრთნელებს გვარები არ აქვს თუ ძმაკაცობთ და მიტო არ წერთ

• ნეიტრალი

ძალიან მაინტერესებს როგორ ახსნის ეს ხალხი არაბიძის ეროვნულ ნაკრებში თამაშის სურვილს? :დ შახტარის დუბლებს ვერ გაცდა ეს კაცი ჯერ, არც ერთ ასაკობრივ ნაკრებში ლიდერი არ ყოფილა, ეგ კი არა მწვრთნელები არც კი იძახებდნენ რიგ შემთხვევებში და ვიღაც გამოკითხვას ატარებს და დიდი უმრავლესობა ეთანხმება კიდეც? რაც შეეხება მარცხს, როდესაც კარში მეკარის გარდა ყველაფერი შეიძლება უწოდო გყავს და ასე ჰარიჰარალოთი უშვებს ორ ბურთს საუბარიც ზედმეტია წარმატების მიღწევაზე.

• DABDURA

მეკარეების ტრენერები გაყარეთ დინამოდან ერთი მეკარე არ გაუზრდიათ ლორიას მერე, რას გავხართ. ოთარ გაბელია მიიყვანეთ

• FEOLA

მხარი დავუჩიროთ გიორგი არაბიძეს... ნახეთ გამოკითხვა საიტის მთავარ გვერდზე.

• qutaiseli

ახალკაცი უმცროსის და სიჭინავას პრეზიდენტობა არიყო პოლიტიზირებული და სირცხვილი ქართული ფეხბურთისთვის და კობიაშვილის პრეზიდენტობაა თურმე ყველაზე დიდი ცოდვა. კაი რა ეგრე რო აზროვნებდენ მიტო დაერხა ქართულ ფეხბურთს ცირკაჩები მექრთამეები და პოლიტიკურად ანგაჟირებული ტიპები რო მართავდენ ქართულ ფეხბურთს მიტო დაერხა თან პრეზიდენტი რო ოკუპირებულ აფხაზეთში გაიქცევა და თავისი ერის ლანძღვას დაიწყებს იმას რა ფეხბურთი და რა საქმის კეთება უნდა მოთხოვო საერთოდ.და ეგეთებს ერის კაცებს უძახოდენ და ტაშს უკრავდენ,და მერე იძახი ფეხბურთი რატო არ გვაქო და არასდროს არ გექნება სანა ეს შლაკი არ მოცილდება ქართულ ფეხბურთს.

• ganga1

სრულად ვეტანხმები ტომას კომენტარს

• Davit

250 მილიონს ბოლომდე რომ დახარჯავენ მერე გამოჩნდება შედეგი, რა ვა არიცოდიიით? რეალურად , სად ცალიათ ფეხბურთისთვის 250 მილიონია შესასანსლი. არ გინდა მოიგოონო, როგორ დახარჯო ამხელა ფული?

• გულშემატკივარი

ქართულ ფეხბურთელებს აქვთ ფსიქოლოგიური პრობლემა!!!!! მეტოქის კარის შიში!!!!!!!!!!!!!

• გულშემატკივარი

1

• mamuka kikabize

იქ არ ვეძებთ პრობლემას სადაც საჭიროა,სახეზე დააკვირდით ჩვენს ფეხბურთელებს თამაშის დაწყებამდე, გინდ დიდებს და გინდ პატარებს - ყველაფერს მიხვდებით. რომელ სწორ ფეხბურთზეა ლაპარაკი,როცა ამხელა ტექნიკური უპირატესობა გაქვს მოწინააღმდეგეზე, არამარტო არასწორი ფეხბურთით, ექსპერიმენტების ჩატარებით უნდა მოუგო. ეს თამაში ყაზახებს არ მოუგიათ ქართველებმა წავაგეთ, პირველ რიგში მწვრთნელმა, ჯერ კიდევ თამაშის დაწყებამდე. ისე საინტერესოა ქართველ ტრენერებს სიტყვა ფსიქოლოგია თუ სმენიათ საერთოდ. ბავშვების მომზადების პროცესში არ გვაქვს ეს კომპონენტი,ხოლო ზრდასრულ ასაკში მისი გამოსწორება შეუძლებელია. ამიტომაა ყველა ქართული კლუბის და ნაკრებების წაგებები ერთმანეთს, რომ გავს. ეტყობა ჩვენი ფეხბურთის მამებს (ისე სად არიან ისინი ვინემემ თუ იცის) პედაგოგიკა, მხოლოდ საშუალო სკოლის კედლებში გამოსადეგი მეცნიერება გონიათ.

• maximus

მერე რა, პარლამენტში ხო შევლენ ჩვენი ფეხბურთის მამები, მერე გვეშველება... ალბათ.

• roma

ეხ ჩემო კარგებო მარტო ფეხბურთელებში,რომ იყოს პრობლემა,მაშინ არაუშავს,გამოსწორებადია ეს ყველაფერი,მაგრამ საქმე უფრო რთულადაა ვიდრე ჩვენ გვგონია,პირველ რიგში გლშემატკივრების დიდი პრობლემაა საქართველოში,ყველას დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე და ქომაგების თითქმის 90-თი პროცენტი გაგებაში არაა ფეხბურთში და ამასთან ერთად ისინი ფეხბურთს და საერთოდ სპორტს პოლიტიკურად უყურებენ,მე ცოტა დიდი ხნის გულშემატკივარი ვარ და ხანდახან რეალობასთან მიახლოებულ კომენტარებს ვაკეთებ და მერე რა მოყვება ხოლმე ამას,ლაძღვა,დამცირება,მეტ შემთხვევაში ამას აკეთებენ "ბაცნები"არაფლის მცოდნე და არაფლის მაქნისები.მაგალითისთვის მოგიყვანთ,ყაზაიშვილის გადასვლას ვიტესიდან ვარშავის ლეგიაში,მე და ბევრმა სხვამ დავწერეთ,რომ ეს იყო უკან გადადგმული ნაბიჯი და დიდი შეცდომა თქო,ბიჭი დაღუპეს და მის კარიერას დღეს საფრთხე ემუქრება,ეს უკვე კარგად გამოჩნდა,ასევე მე არ ვეთანხმები იმას,რომ თითქოს ანანიძე ათამაშდა და აწი ის სტაბილურად წავა წინ და მალე დიდ ფეხბურთს ითამაშებს,სამწუხაროდ ეს ასე არ არის,ფეხბურთის თამაში და მის ნიუანსებში გარკვევა და საერთოდ ფეხბურთის ცოდნა გაცილებით რთულია,ვიდრე ზოგიერთებს წარმოუდგენიათ,ამას ყველაფერს ემატება კომენტატორების უვიცობა,არაკომპენტენტურობა და ა.შ.სხვა საკითხია ფეხბურთის ფედერაცია,ეს არის ორგანო,რომელიც ძირითადი დამნაშავეა,იმაში,რაც ქართულ ფეხბურთში ხდება,დამოუკიდებლობის პერიოდში ახალკაცის,უფროსი ნოდარის დროის გარდა ყველა ფედერაცია იყო უსუსური და განსაკუთრებით დღევანდელი ფედერაცია,სირცხვილია ხალხო კობიაშვილის პრეზიდენტობა,ეს არაფლის მაქნისი და გამოუცდელი კაცია ფეხბურთში,მას გვერდს უმშვენებენ ფედერაციაში "მარგალიტები"ყოვლის მცოდნე მუჯირი,იაშვილი და ძმანი მისნი,ცალკე სალაპარაკო თემაა "ბრძენი"ყაველაშვილი,რომელიც დაკავებული იყო წლების მანძილზე დემაგოგიით,ლანძღვა გინებით და ქართულ ფეხბურთში შუღლის ჩამოგდებით,გამოჩნდა,რომ მას მხოლოდ საკუთარი თავის დასაქმება აინტერესებდა და მიაღწია კიდევაც საწადელს,სადღაც გაქრა მისი სამართლიანობა და ფეხბურთის სიყვარული,ეს გამოჩნდა მაშინ,როცა ყველაზე უსამართლო და არასწორი არჩევნები ჩატარდა ფედერაციის გასულ წელს,სადაც ლომის წილი ამ არჩევნებში მიუძღვის "დიდ"პოლიტიკოს კალაძეს,აქვე მინდა ავღნიშნო,რომ ცალკე საითხია და დიდი ჭირია ფეხბურთის პოლიტიზირება,ამაზე ახლა არ შევრჩერდები,აქ ყველაფერი ნათელია,ხოლო დავძენ,რომ ფეხბურთის პოლიტიზირება საბოლოოდ დანგრევს,ისედაც დანგრეულ ქართულ ფეხბურთს.ეს ყველაფერი და კიდევ მრავალი ფაქტორები ასამარებენ და უკვე დაასამარეს კიდეც ეს საყვარელი და საამაყო სპორტის სახეობა,დასარულს მინდა უთხრა ქართველ ხალხს ერთი რამ,რომ არცერთი სხვა სპორტის სახეობა მთელ მსოფლიოში,ადამიანებს არ აძლევს ისეთ განცდებს და შეგრძნებეს,როგორსაც იძლევა ფეხბურთი,განსაკუთრებით სტადიონზე ყოფნის დროს და ამიტომ არის მისი უდიდესებულება ფეხბურთი ნომერ პირველი სპორტის სახეობა,ის განსხვავებულია ყველასგან,გიყვარდეთ ფეხბურთი და განიცადეთ მისგან მონიჭებული სიხარული.

• man111

ერთს ვიტყვი, ვიდეოში რაც ჩანს აშკარაა, რომ ფანტაზიის უნარი აქვთ ბიჭებს როგორ განავითარონ შეტევა, უბრალოდ ბოლო ფაზა უჭირთ- შეტევის დასრულება, ბოლო წლებია ქართული ფეხბურთის სენია ეს,რომ შემსრულებელი არგვყავს არცერთ გუნდშიგინდაც დიდებში და გინდაც პატარებში, შეიძლება პრობლემა მართლაც მწვრთნელშია, თუმცა მეკარემაც უპატიებელი შეცდომები დაუშვა.

• შოკირებული გულშემატკივარი

ერთსიტყვიანი ქართული ანეგდოტი - უიღბლობა:)))

• დათო

ესენი რატომ უნდა აგებდნენ, გამოდის დინამოს აკადემიაც არ შველის ახალგაზრდებს, მე მახსოვს 17 წლამდელებმა ბრაზილიას მოუგეს საფრანგეთში ოთხთა ტურნირზე, ანუ ასაკში რომ შედის ქართველი ფეხბურთელი ფუჭდებაო ეგ აღარ მუშაობს, ეხლა თავიდანვე ცუდ დღეში ვართ.

• roma

რა ფეხბურთიცაა ისეთივე ტელეკომენტატორებია.

• zmo

არავინ თქვას ნიჭიერები საქართველოში აღარ იბადებიანო, საქმე ცუდ და უნიჭო მწვრთნელებშია, ბავშვებში ყველაზე ძლიერი მწვრთნელები უნდა მუშაობდნენ რომ ფეხბურთელები გაიზარდონ ჩვენთან კი მუშაობენ ან კორუმპირებული ძველი ფეხბურთელები ან ისეთები ვისაც საერთოდ ფეხბურთიც არ უთამაშია მაგალითად გვანცელაძე ვინ არის პროფესიით ამბობენ ექიმია ფეხბურთთან ის შეხებააქ რომ მამამისი ყოფილი მსაჯი იყო შედეგი : 0-3 ყაზახეთთან

• რეზო

ის არ გვყოფნის,რომ თამაში არ ვიცით,რა ქართულით წერთ სტატიას,რა სიტყვებს და ფრაზებს იყენებთ.ძველქართულის და ბარბარიზმის ნარევი.სად ისწავლეთ ასეთი ქართული?

ქართული ფეხბურთის პანაშვიდზე იმედია ყაზახები ხელცარიელი არ ჩამოსულან და ვენოკი მაინც ჩამოუტანეს და მიაბნიეს მკერდზე.

• simartle

რატომ მოითხოვთ ფეხბურთი რომ მაღალ დონეზე იყოს?რომელ სფეროში ვართ მაღალ დონეზე?21-ე საუკუნეში ქვეყნის კიბერუსაფრთხოებას(მათ შორის მთავრობის თუ თავდაცვის სამინისტროსი) ესტონური,ჩეხური ფირმები უზრუნველყოფენ.ჩვენ...გიტარა(ისიც უნიჭო),შვიდკაცების და ცეკვა-თამაში....ამდენი გაუნათლებელი,წერა-კითხვის უცოდინარი მწვრთნელებისაგან რას მოითხოვთ?ა,ფედერაციის თავდჯდომარ და ახლადგამომცხვარი დეპუტატობის კანდიდატები(ჯამარაული და ძმანი მისნი) ხომ ჯერ მოედანზე "ბრწყინავდნენ" და მსოფლიო მოხიბლეს)) ეხლა უნამუსოდ პოლიტიკოსობა უნდათ(თავი ისევ ვორონჟში და არმავირში ჰგონიათ)ცალკე კომენტატორების გამკვირვებია-თქვე დალოცვილიშვილებო,თავის დროზე ეროსი მანჯგალაძე მესხს,მეტრეველს,ხურცილავას და იმთაობის დინამოს აკრიტიკებდა როცა საჭირო იყო.ეხლა ასევე უწიგნური კომენტატორებისგან ერთ სიტყვას ვერ გაიგებ ქართული ფეხბურთის კრიტიკაში,სულ იძახიან-არ გაგვიმართლა,არ წაუვიდათ თამაში და ასე შემდეგ.

• მოსკოველი

ასე შტერულად წაგება... მე მგონი პრობლემა ინფანტილური (ბავშვური) ფსიქიკაშია. ეს ბიჭები ჩვენი ერის შვილები არიან. ერის კი რა ვთქვათ... მეკარის უპასუხისგებლობა და ამის მერე ნერვიულობა, არასწორი გადაწყვეტილებები შეტევის ბოლო ფაზაში... და შტერული წაგება, როცა ჩანს რომ ტექნიქით ვჯობნივართ

• svani

დავიწყოთ იქიდან რომ, პირველი... ყაზახეთი ევროპა არ არის და მეორე საქართველო ყაზახეთის გავლითაც კი ძალიან შორს არის ევროპასთან!)) მოკლედ ვისაც მოუნდება ყველა გვიგებს ფეხბურთში) ადრე 17 ან 19 წლამდელები მაინც გაგვახარებდნენ და პლეიოფში მოხვდებოდნენ ეხლა...)) ყოჩაღ ფიფიავ ესენი 3-4 წლის მერე ათამაშე და ზუსტად პირველი გუნდი როგორიც გყავს ისეთივე გეყოლება ესენი))) რით ჯობია ყაზახური ბაზა ან მოსამზადებელი ეტაპი დინამოზე?! ზუსტად იგივე მდგომარეობაში არიან როგორც დინამოს ბაზა(ინფრასტრუქტურა) აქვთ)) მაგრამ საქმე ამ ბიჭებში კიარა დინამოს პერსონალშია რომელმაც თავიანთი საქმე არ იციან!!!!)) იარაბეკიდან დაწყებული 17 წლამდე მწვრთნელებით დამთავრებული))) ერთადერთი გეგუჩაძე არის და იქნება მაგარი მწვრთნელი და სხვათაშორის არიან პერსპექტიული მწვრთნელები საქართველოში))))) მაგრამ ფიფიავ........)))))))))))))

• Zzz

დაანებეთ ყველამ ფეხბურთის თამაშს და დაფინანსებას თავი....35 წელია არაფერი არ გამოდის....ფინანსური რესურსი სხვა სპორტის სახეობებს მოახმარეთ....ქართული ფეხბურთი მკვდარია.....

• ვეტერანი

ახალი ტერმინი "სწორი" ფეხბურთი, რა არის ეს? გუნდი ან სუსტია ან ძლიერი. საერთოდ ჩვენი თამაშის დონე დაცემულია და ეს არ ახალია. ამ სახით ეს თამაში თუნდაც მაღალ დონეზეც უინტერესო გახდა. ევროპაზე ყველა დაცვით ტაქტიკას ირჩევდა. ფიასკოსგან ჩემპიონატი "სუსტ"-მა გუნდებმა იხსნეს. ეს თამაში ამოუხსნელ განტოლებას დაემსგავსა, ჩაატარეთ გამოკითხვა და გაიგებთ, ეს თამაში ამ სახით, ამ წესებით ცარიელი სტრესია და არანაირ სიამოვნებას არ ანიჭებს მოთამაშეებს. ჩვენ გამოვეკიდეთ და გადმოვიღეთ განვითარების თანამედროვე მეთოდები, ჩვენი სახე კი დავკარგეთ. გასაგებია რომ ჩვენთვის სასარგებლოდ წესებს არავინ შეცვლის, მძლეოსნობაში ჩვენ არასოდეს ვიყავით ძლიერები და არც ვიქნებით.

• აიკრძალოს ფეხბურთი კონსტიტუციით!

აკრძალეთ ბიჭოოოო აკრძალეთ,ნუთუ ამდენი თავსლაფისდასხმა გსიამოვნებთ?!აკრძალეთ ხომ ხედავთ არ იცით ფეხბურთის თამაში,ხომ ხედავთ ფიზმომზადება, სირბილი, ტექნიკა, კომბინაცია,კარში დარტყმა არ იცით და გაანებეთ რა თავი!შეეშვით ამ ევრო თუ მსოფლიო შესარჩევ ასპარეზობებს!ითამაშეთ თქვენთვის, ერთმანეთში ითამაშეთ პურ-მარილზე!ზღვისპირეთის გუნდები თევზს ჩამოვლენ სანაძლეოში, აღმოსავლეთი-ღვინოს,მთა-თუშეთი-ცხვრის ხაშლამას, ქართლი -ნაზუქებს,იმერეთი-ბანტიან გიტარას,თბილისელები-ყავას...და მოსცხეთ მერე გურული კრიმანჭული და მეგრული აბა ულიააააა!

• irakli

გაიგეთ ხალხნო, აღარ გვინდა ქართული ფეხბურთი!!!!!!!!!!!!!!!!!

• giga

რა დავრწმუნდით, აქამდეც ცხადია რო არაა ფეხბურთი ჩვენი საქმე.

• gulshematkivari

ვინ არის გვანცელაძე რა დამსახურებით მოხვდა საერთოდ ტუ უთამასია ფეხბურთი,რომელიც ანტიფეხბურთს უფრო გავდა.სემიონე 90 წუთის განმავლობაში მე-12კაცად თამაშობდა, ეგ კი ერთხელაც არ ამდგარა ფეხძე, რომ ბავშვებიშთვის მიტითება მიეცა დაიღალა მზესუმზირის ჭამით. ვთხოვთ ფიფიას დროულად მოიშოროს თვითმარქვია მწვრთნელები , მოიწვიე უცხოეთიდან რომ ასწავლოს სწორი თამაში.

• ტურფა

როგორც ყოფილი ვიცე პრემიერი, ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელი და "გამოჩენილი" პოლიტიკოსი იტყოდა -"გადაშენდით აქედან".

• ფეოლა

ევროპა კი არა, საქართველოში საერთოდ გასაუქმებელია საფეხბურთო კლუბები თავისი ფედერაციიანა! რაში იხარჯება ამდენი ფული, არავითარი შედეგი არ სჩანს ათეული წლებია! დანაზოგი ფული სხვა, პერსპექტიულ, სპორტის სახეობას მოახმარონ!

• aleksandre

ყველაფერთან ერთად დინამოს "მეკარეც არ ყავდა" და 10 კაცით ძნელია მოგება ძმაო

• 555

აქ ობიექტურ და კომენტარს თუ გააკეთებ ეგრევე საქართველოს მტრად და ღვარძლიანად მოგნათლავენ. მიუხედავათ ამისა კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ სანამ გუნდების (ნებისმიერის) ასეთი დაკომპლექტების სისტემა იარსებებს, რაც საქართველოში დანერგა ფეხბურთში დასაქმებულმა უნამუსო ხალხმა, სანამ იქ არ მოხდება პოლიციის მსგავსი წმენდა ქართულ ფეხბურთს არაფერი ეშველება, რამდენი ფულიც არ უნდა ჩაიდოს ფეხბურთში. ნიჭიერებს და უპატრონოებს მიეცით ფეხბურთის თამაშის საშუალება........

• sos

ისე ძალიან გაუჭირდებოდათ.

• Vova

ეხლა არ დაიწყოთ ჩემპიონატი არ გვივარგა და მაგის ბრალიაო ეს არის საამაყო აცადემიის გაზრდილი გუნდი?!

• გივია

სამწუხაროა მაგრამ ამის დამტკიცებას ეს თამაში სულაც არ ჭირდებოდა. ბიჭებს დიდი მადლობა მართლაც თავდადებით იბრძოლეს განსაკუთრებით პირველ ნახევარში მაგრამ რას ვიზავთ თავს ზევით ძალა არ არის. ის რომ ევროპის მაჩანჩალა ქვეყნებთანაც კი ამხელა უფსკრული გვაშორებს ამ ბიჭების ბრალი არ არის. ნათლად დავინახეთ თუ რა საოცრად ჩამოვრჩებით თუნდაც ყაზახ თანატოლებს ფიზიკურად, ტაქტიკურად, ფსიქოლოგიურად. ოდნავ უკეთ გვაქვს საქმე ტექნიკაში მაგრამ ფიზიკური სისუსტე ამის გამოვლენის საშუალებას არ გვაძლევს. დრო იყო ყაზახეთის ნაკრებს თუ კლუბებს 5-6 ბურთიანი სხვაობით ვამარცხებდით დღეს აქეთ გვამარცხებენ ასე. მოკლედ თუ ასე გავაგრძელეთ 5 წელიწადში სან-მარინოს, ვატიკანის, გიბრალტარის დონემდე გვექნება მოღწევა იქნება საოცნებო ( დღეს სამწუხაროდ ამ დონემდე უკვე ვართ დასულები)

• ბაჯო

ფიფიას ვტხოვ რომ ეს უცოდინარი მცვრტნელები გაყაროს აკადემიიდან ასე დაზაბულ ფეხბურტ რო ასცავლიან.სჰეგვჰამა ხო ამ დზველბიჰობამ და ფულიანმა ხალხმა ტფუ მაგატი

ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა

"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ

რიო ფერდინანდმა თავისი ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

გიორგი ხარაიშვილი თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

რევაზ გოცირიძე: "საბურთალო" ფრეზე არ ითამაშებს

U19. საბურთალო VS ბროდარაცი - "მიხეილ მესხზე" ფეხბურთი გვიხმობს!

Geo Team: ლომინაძე ორშაბათს პორტუგალიურ კლუბთან გააფორმებს კონტრაქტს

რევაზ გოცირიძე: შეტევაზე ვიყავით ორიენტირებული, მაგრამ არ გაგვიმართლა

ბელგიიდან "დინამოში" - მან ბელგიასა და რუსეთს საქართველო ამჯობინა

"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა

"საბურთალო" ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგას გმირულად დაემშვიდობა

თბილისის "დინამომ" ორი ფეხბურთელი დაიმატა

"ბროდარაცის" მწვრთნელი: რთული გადასატანია რაც მოხდა "საბურთალოსთვის", მაგრამ ეს ფეხბურთია

"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება" - პორტუგალიური კლუბი ლომინაძეს ქართულად მიესალმა

"საბურთალო" "ბროდარაცს" "მიხეილ მესხზე" უმასპინძლებს