პორტუგალიური "მორეირენშეს" 26 წლის მეკარემ მოკრძალებით გვთხოვა, ნაკრების თემაზე არ გვესაუბრა...
საქართველოს ეროვნული ნაკრების 26 წლის მეკარე გიორგი მაკარიძემ სეზონი შესანიშნავად დაიწყო. თამამად შეგვიძლია დავწეროთ, რომ ის პორტუგალიის უმაღლესი ლიგის ბინადარ "მორეირენშეს" ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა.

დღეს არ გავა, პორტუგალიურმა პრესამ თუ ტელევიზიებმა მაკარიძის კარგ თამაშზე არ გაამახვილონ ყურადღება. "მორეირენშე" ახლა მოკრძალებულ მე-15 ადგილზეა, მაგრამ ამაში ქართველი კიპერის "დანაშაულს" არავინ ეძებს, პირიქით, ყველა ისე რომ ასრულებდეს თავის მოვალეობას, როგორც მაკარიძე, "მორეირენშეს" სატურნირო მდგომარეობა გაცილებით უკეთესი იქნებოდა.

"ლელო" მას პორტუგალიაში დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა. რესპონდენტმა მოკრძალებით გვთხოვა, ნაკრების თემაზე არ გვესაუბრა. ამიტომაც არ გაგიკვირდეთ, რომ ინტერვიუში ეროვნულ გუნდზე არაფერი გვითქვამს...

- როგორ აფასებთ "მორეირენშეს" თამაშს სეზონის სტარტიდან დღემდე?

- არცთუ ისე ცუდად. ეგაა, შედეგი გვაქვს ცუდი, ფეხბურთში კი, მოგეხსენებათ, მთავარი სწორედ შედეგია. ექვსი ტურიდან ხუთში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ... ამას დავამატოთ ისიც, რომ ორჯერ კაცნაკლულნი ვიყავით მთელი 60 წუთის განმავლობაში. ველოდები, რომ აუცილებლად მოვუმატებთ. გუნდს აქვს ამის პოტენციალი. რა თქმა უნდა, თუ ასე მოხდა, ეს აუცილებლად აისახება შედეგზე.

- რა შთაბეჭდილებას ახდენს თქვენზე პორტუგალიის უმაღლესი ლიგა? როგორი ფეხბურთია, როგორი გარემოა?

- პორტუგალია საფეხბურთო ქვეყანაა. შეიძლება ითქვას, აქ მხოლოდ ერთი სპორტია - ფეხბურთი. პორტუგალიის ჩემპიონატი პროგრესირებს და ამაზე ერთი მაგალითიც ნათლად მეტყველებს - ადრე ის მხოლოდ 3 გუნდის ჩემპიონატი იყო და შედარებით სუსტი კლუბები "პორტუს", "ბენფიკასა" და "სპორტინგს" წინააღმდეგობას ვერ უწევდნენ. ახლა შედარებით შეცვლილია სიტუაცია. მართალია, ლიდერები ლიდერებად რჩებიან, მაგრამ სხვა გუნდების დონემ აიწია. იგივე "პორტუ", "ბენფიკა" და "სპორტინგი" ისე ადვილად ვეღარ იგებენ თამაშებს, როგორც ეს ადრე იყო.

- რას იტყვით თავად "მორეირენშეზე"? თუ არიან გამორჩეული ფეხბურთელები? ან გუნდის შიდა სამზარეულოში რა ხდება?

- პირველ რიგში, გამოვარჩევ ორ ძალიან ნიჭიერ ფეხბურთელს, რომლებიც ჩვენთან "სპორტინგიდან" არიან განათხოვრებულნი - პოდენშე და ჟერალდესი. მათ გარდა, გუნდში კიდევ არიან ნიჭიერი ფეხბურთელები. ზოგადად, "მორეირენშეში" ძალზე მეგობრული, ჯანსაღი კლიმატია.

- როგორ ფიქრობთ, რისთვის იბრძოლებს "მორეირენშე" მიმდინარე სეზონში? მიზანი მხოლოდ ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა თუ?..

- საერთოდ, ამ გუნდის მიზანი ყოველთვის არგავარდნა იყო, მაგრამ ვფიქრობ, ახლა ცხრილის ზედა ნაწილში დავასრულებთ სეზონს. მიზანი საუკეთესო ექვსეულში შესვლა და ევროპალიგის საგზურის მოპოვებაა. ძალიან რთული იქნება, მაგრამ ვნახოთ...

- თამაში არ გავა, ეფექტური "სეივები" და ფინტები არ გვიჩვენოთ. შეიძლება ითქვას, რომ კარიერაში საუკეთესო დროება გიდგათ?

- რა ვიცი, რა გითხრათ... არ ვარ უკმაყოფილო ჩემი ამჟამინდელი ფორმით, მაგრამ არც ძალიან კმაყოფილი ვარ. საერთოდ, საკუთარი თავით კმაყოფილი არასოდეს უნდა იყო. ამან შეიძლება მოგადუნოს და წინსვლა შეგიფერხოს.

- თუნდაც ჭორის დონეზე ხომ არ არის ინტერესი უფრო ძლიერი პორტუგალიური კლუბებისგან?

- ჯერჯერობით, ჩემამდე ასეთი ხმები არ მოსულა. პრინციპში, ახლაც არის ამაზე ლაპარაკი, სულ 6 ტური ჩატარდა. ნახევარი სეზონი მაინც უნდა გავიდეს, რომელიმე ძლიერი გუნდი რომ დააინტერესო.

- ახალ გუნდთან და ქალაქთან ადაპტაცია არ გაგიჭირდათ?

- არა, ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ მქონია. იცით, ალბათ, "მორეირენშეს" მწვრთნელი და მე ადრე ერთად ვიყავით "ფეირენშეში". ფეხბურთელებთანაც მალე გამოვნახე საერთო ენა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Eric cantona
უნდა მიეცეს შანსი, ამხანაგურშიც კი არ ათამაშებემ რაც ძალიან ცუდია. მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს და კარგი პრესა და დავიჯერო აქ ვერ მოაწონა ვარჯიშზე თავი მწვრთნეელს ? ვითხოვთ მაკარიძეს ძირითადში
zura
და მაინც ლორიაა საუკეთესო ჯერ-ჯერობით
ledi
pირდაპირ ვიტყვი ლორი სანაკრებო მეკარე არ არის გავიხსენოტ პროტასოვი საბწოტა კავსირსი ყველაზე მეტი გოლი გაიტანა ერტ სეზონსი ნაკრებსი საერტოდ ვერ ტამასობდ ა ისე ლორიაც ბავს ვურ სეცდომებს უსვებს დააყენეტ მაკრიდზე პორტუგალი ზლიერი საპეხბურტო ქვეყანაა რუსეტს რა უნდა პორტუგალიასტან სედარებაც არ სეიზლება
Vova
ეს ბიჭი ნაკრებში ძირითადში იმსახურებს თამაშს. წარმატებები გიო!
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა