"ფრანს ფუტბოლმა" იმ ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, რომლებიც სამ-ოთხ წელიწადში მსოფლიო ფეხბურთში სერიოზული სიტყვას იტყვიან
პრესტიჟულმა ფრანგულმა გამოცემა "ფრანს ფუტბოლმა" გამოაქვეყნა 20 ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელის სია, რომლებმაც შეიძლება სამ-ოთხ წელიწადში სერიოზული სიტყვა თქვან მსოფლიო ფეხბურთში. დღეს ამ სიაში 11-20-ე ადგილებზე მყოფ მოთამაშეებს გაგაცნობთ, ხვალ კი ათი საუკეთესოს ჩამონათვალს შემოგვათაზებთ.

20. ვაცლავ კადლეცი

გუნდი: "სპარტა"

ნაკრები: ჩეხეთი

ამპლუა: შემტევი ნახევარმცველი/თავდამსხმელი

დაბადების თარიღი: 20.05.1992

პროტოტიპი: ტომაშ როსიცკი

"ბოჰემიანსის" აღზრდილი ნახევარმცველი ჩეხეთში მთავარ ტალანტად მიიჩნევა იმათგან, ვინც ქვეყანაში კომუნიზმის დაცემის შემდეგ დაიბადა. საფეხბურთო გამოცდები კადლეცმა ექსტერნად ჩააბარა: 15 წლის ასაკში ქასთინგი გაიარა "ლივერპულში" და პირველივე თამაშში ჰეთ-თრიკი შეასრულა, 16 წლისამ პირველად გამოიჩინა თავი ჩეხეთის ტოპ-ლიგაში, 18 წლისას კი დებიუტი ჰქონდა ქვეყნის პირველ ნაკრებში, არადა იუნიორთა დონეზე წესიერად თამაში დამთავრებული არ ჰქონდა და ახალგაზრდული საერთოდ გამოტოვა. 2008 წლის ზაფხულში "სპარტამ" მოზარდის სანაცვლოდ 10 მილიონი კრონი გადაიხადა. ახლა ასეთი თანხა კადლეცის აგენტ პაველ პაშკეს საკომისიოს დაფარავს მისი კლიენტის "ჩელსიში" ან "არსენალში" გადასვლის შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო ფეხი მარჯვენა აქვს, ძირითადად მარცხენა ფლანგზე თამაშობს ან უკან დახეული ფორვარდის როლში გვევლინება.

19. ალექსანდრ დრაგოვიჩი

გუნდი: "ბაზელი"

ნაკრები: ავსტრია

ამპლუა: ცენტრალური მცველი

დაბადების თარიღი: 06.03.1991

პროტოტიპი: სებასტიან პრიოდლი

ზომიერად ხისტი და ფიზიკურად ძლიერი ცენტრალური მცველი სამი წელი პასუხისმგებელი იყო "აუსტრიას" დაცვის ცენტრზე, გარდა ამისა, მეორე წელია რეგულარულად იწვევენ ეროვნულ ნაკრებში. ვენელი ვუნდერკინდი - ავსტრიელი ტალანტების ახალი ტალღის (არნაუტოვიჩი, ალაბა, პრიოდლი, ჰარნიკი) ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. ავსტრიის ბუნდესლიგაში მოსაწყენად დრაგოვიჩს მაქსიმუმ ნახევარი წელი ჰქონდა დარჩენილი, მაგრამ ზაფხულში კონტრაქტის დასრულებას არ დაელოდა და შვეიცარიის "ბაზელში" გადაბარგდა, თუმცა მის გადაბირებას "აიაქსი", "ტვენტე" და "უდინეზეც" აპირებდნენ.

18. კევინ დე ბრუინე

გუნდი: "გენკი"

ნაკრები: ბელგია

ამპლუა: მარცხენა ნახევარმცველი

დაბადების თარიღი: 16.08.1991

პროტოტიპი: არიენ რობენი

ბელგიური საფეხბურთო მოდის ახალი ბრენდი, "ჟუპილერ ლიგის" ყველაზე იმედისმომცემი ნახევარმცველი და "გენკის" შეტევითი იდეების გენერატორი. ოპონენტები უმოწყალოდ ურტყამენ ფეხებში ზედმეტად "თავხედური" დრიბლინგისთვის, მშობლები ემუდარებიან სწავლის გაგრძელებას, ხოლო მწვრთნელი ფრენკი ვერკოტერენი ურჩევს, მეტი იმუშაოს დაცვაში და ნაკლები იწუწუნოს არასაყვარელ პოზიციაზე თამაშის გამო. თუ ზაფხულში კევინის პიროვნებით მხოლოდ "ტვენტე" ინტერესდებოდა, ახლა მასზე გაცილებით მდიდარი კლუბები ნადირობენ. "უკვე გამოგვიგზავნეს მოწვევა "სტემფორდ ბრიჯიდან" და ლონდონში გამგზავრებას ვაპირებთ", - ამბობდა იანვარში ფეხბურთელის აგენტი, მაგრამ ბელგიელს ზაფხულამდე მოცდა მოუწევს.

17. ანტუან გრიზმანი

გუნდი: "სოსიედადი"

ნაკრები: საფრანგეთი

ამპლუა: მარცხენა ნახევარმცველი

დაბადების თარიღი: 21.03.1991

პროტოტიპი: ფრანკ რიბერი

ტექნიკური ბურგუნდიელი ბასკების ქვეყანაში ხუთი წელია ცხოვრობს. გასულ წელს გრიზმანის ექვსმა გოლმა ხელი შუეწყო "სოსიედადის" ტრიუმფს სეგუნდაში, ხოლო პრიმერაში პირველივე წარმატებებმა "ლიონისა" და "ლივერპულის" მხრიდან ინტერესი გამოიწვია. ლა ლიგაში სადებიუტო გოლი გრიზმანმა არაორდინალურად აღნიშნა - სარეკლამო ბარიერებს გადაახტა და მინდორთან დაყენებული მანქანის საჭეს მიუჯდა. ანტუანი წამყვან როლებზეა არა მარტო კლუბში, არამედ საფრანგეთის იუნიორთა ნაკრებში. გასულ ზაფხულს "სამფეროვნებმა" 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი მოიგეს და გრიზმანი იმ ტურნირის ერთ-ერთი გმირი გახდა. ანტუანი ცაციაა, მაგრამ არაერთი გოლი აქვს გატანილი მარჯვენათი. სქემატურად ფლანგზეა გამწესებული, მაგრამ შეტევის მთელ ფრონტზე მოქმედებს.

16. ერიკ ლამელა

გუნდი: "რივერ პლეიტი"

ნაკრები: არგენტინა

ამპლუა: შემტევი ნახევარმცველი

დაბადების თარიღი: 04.03.1992

პროტოტიპი: პაბლო აიმარი

2004 წლის ოქტომბერში "ბარსელონას" ხელმძღვანელობა მზად იყო კატალონიაში გადაეყვანა 12 წლის ერიკის მთელი ოჯახი, გაეფორმებინა მასთან ოთხწლიანი კონტრაქტი და გადაეხადა ყოველწლიურად 120 ათასი ევრო - იმდენად მოიხიბლა "ბარსელონა" იუნიორთა ერთ-ერთ ტურნირზე ლამელას თამაშით. ერიკის მშობლები თანახმანი იყვნენ, "რივერ პლეიტი" და არგენტინის ფეხბურთის ასოციაცია - წინააღმდეგი. მშობლიურ კლუბში დარჩენილი ლამელა გასული წლის შემოდგომაზე "რივერის" ძირითადი პლეიმეიკერი გახდა. დიდი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ აიმარისა და ორტეგას მემკვიდრე უახლოეს ზაფხულში "მილანში" გადავა - არიედო ბრაიდა უკვე ორი თვეა აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს "რივერის" ხელმძღვანელობასთან.

15. კრისტიან ერიქსენი

გუნდი: "აიაქსი"

ნაკრები: დანია

ამპლუა: ცენტრალრი ნახევარმცველი

დაბადების თარიღი: 14.02.1992

პროტოტიპი: მიკაელ ლაუდრუპი

მსოფლიოს ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშემ ჯერ კიდევ "ოდენსეს" სკოლაში თამაშისას მოხიბლა ევროპელი სკაუტები. "ჩელსისა" და "ბარსელონაში" სტაჟირების შემდეგ კრისტიანმა "აიაქსის" აკადემიას მიაშურა, ხოლო ერთი წლის წინ, უკვე დანიის საუკეთესო იუნიორის რანგში ამსტერდამული კლუბის ძირითადში მოხვდა. მორტენ ოლსენმა კრისტიანი სამხრეთ აფრიკაში წაიყვანა და შეცვლაზე ათამაშა ჰოლანდიისა და იაპონიის წინააღმდეგ. ერიქსენის საკლუბო კარიერა წარმატებით ვითარდება: თუ მარტინ იოლი კრისტიანს ენოსა და დე ზეუვის შემცვლელად მოიაზრება, ფრანკ დე ბურმა მთავარი მწვრთნელის პოსტზე თავის პირველივე მატჩში ძირითადში დააყენა დანიელი.

14. ტიაგო ალკანტარა

გუნდი: "ბარსელონა"

ნაკრები: ესპანეთი

ამპლუა: შემტევი ნახევარმცველი

დაბადების თარიღი: 11.04.1991

პროტოტიპი: მაზინიო

ტიაგო იტალიის ქალაქ ბარიში დაიბადა, მიუხედავად იმისა, რომ მამამისი ლეჩესა და ფლორენციაში თამაშობდა, საფეხბურთო განათლების მიღება "ფლამენგოში" დაიწყო, თუმცა მამამისი "ვასკოსა" და "პალმეირასში" გამოდიოდა. ამიტომაც არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ეროვნულ დონეზე ტიაგომ ესპანეთი აირჩია და არა ბრაზილია, რომლის შემადგენლობაში მამამისმა მაზინიომ 1994 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. შესანიშნავი დრიბლიორი და გამთამაშებელი ესპანეთში საბოლოოდ ხუთი წლის წინ გადავიდა და შარშან დებიუტი ჰქონდა პეპ გვარდიოლას გუნდში, თანაც პირველივე მატჩში გოლი გაიტანა. ინგლისური კლუბების სკაუტების თავიდან მოცილების შემდეგ "ბარსამ" იანვარში 2013 წლის ზაფხულამდე გააგრძელა კონტრაქტი.

13. ჯეკ როდუელი

გუნდი: "ევერტონი"

ნაკრები: ინგლისი

ამპლუა: საყრდენი ნახევარმცველი

დაბადების თარიღი: 11.03.1991

პროტოტიპი: პატრიკ ვიეირა

ბავშვობიდან "ევერტონის" შეყვარების შემდეგ ჯეკს ბევრი არ უფიქრია - ლივერპულის რომელ საფეხბურთო სკოლაში გაეგრძელებინა სწავლა. უკვე 16 წლის ასაკში დებიუტი ჰქონდა მშობლიური კლუბის ძირითად შემადგენლობაში, რითაც მის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ევროდებიუტანტი გახდა. ადრეულ ასაკში დაცვის ცენტრში თამაშისას დევიდ მოიესს ჯეკის საყრდენ ნახევარმცველად გამოყენების იდეა დაებადა - სწორედ ამ პოზიციაზე შეეძლო მას მაქსიმალურად გამოეყენებინა თავისი ფიზიკური ძალა და ლიდერის თვისებები. გასული წლის მარტში "მანჩესტერ იუნაიტედმა" სცადა როდუელის 20 მილიონ ფუნტად შეძენა, რასაც "ევერტონმა" ახალი ხუთწლიანი კონტრაქტის გაფორმებით უპასუხა. მიმდინარე სეზონი როდუელისთვის ნაკლებად იღბლიანი აღმოჩნდა იმ მხრივ, რომ სექტემბერში მძიმე ტრავმა მიიღო. ექიმების დიაგნოზით ფეხბურთელი დეკემბერამდე ვერ დაბრუნდებოდა, მაგრამ ნოემბრის შუაში განაახლა თამაში.

12. ჰეონ-მინ სუნი

გუნდი: "ჰამბურგი"

ნაკრები: ს. კორეა

ამპლუა: თავდამსხმელი

დაბადების თარიღი: 08.07.1992

პროტოტიპი: ბუმ-კუნ ჩა

სუნი 18 წლისაა, მაგრამ 14 წლის ბავშვი გეგონებათ, არადა მას უკვე უწოდებენ მეორე ბუმ-კუნ ჩას ან სამხრეთკორეელ გერდ მიულერს. "ჰამბურგში" 2008 წლის ზაფხულში გადასვლის შემდეგ, სუნმა ორი წლის თავზე მიიღო სეზონებს შორის შესვენებისას ძირითად გუნდში თავის გამოჩენის შანსი. მაგალითად, აგვისტოში "ჩელსისთან" ამხანაგურ მატჩში სწორედ მისმა გოლმა მოაგებინა "ჰამბურგს". სულ კი ზაფხულში საწვრთნელ შეხვედრებში 9 გოლი გაიტანა. ფეხის ტრავმამ ოქტომბრამდე გადაწია მისი დებიუტი ძირითად გუნდში, მაგრამ დებიუტი შედგა და მერე როგორი: პირველივე მატჩში გოლი გაიტანა და როგორც აღმოჩნდა, "ჰამბურგის" შემადგენლობაში ასეთ ადრეულ ასაკში ბურთი არავის გაუტანია - დაემხო 40 წლის წინანდელი რეკორდი, რომელიც მანფრედ კალცს ეკუთვნოდა.

11. ანტე ვუკუშიჩი

გუნდი: "ჰაიდუკი"

ნაკრები: ხორვატია

ამპლუა: თავდამსხმელი

დაბადების თარიღი: 04.06.1991

პროტოტიპი: დავორ შუკერი

ხორვატიის ლიგის საუკეთესო სნაიპერი სისწრაფით, მოხერხებულობითა და საგოლე ალღოთია დაჯილდოებული. უფრო ხშირად ვუკუშიჩს ერთი შეხება ჰყოფნის კარის ბადეში ბურთის გასაგზავნად. დრიბლინგი და თავით თამაში არ განეკუთვნება მის ძლიერ მხარეებს, გოლების უმრავლესობა მას პოზიციის კარგად შერჩევითა და კონტრშეტევაში მცველისგან გაქცევის უნარით აქვს გატანილი. როცა "ჰაიდუკის" მწვრთნელი სტანკო პოკლეპოვიჩი 4-2-3-1 სქემას ირჩევს, ვუკუშიჩი ერთ-ერთ ფლანგზე სათამაშოდ მიდის, მაგრამ უფრო ხშირად მაინც ცენტრალური ფორვარდის პოზიციაზე თამაშობს. ხორვატიის ჩემპიონატის პირველ წრეში მის ანგარიშზე 11 გოლია. ამბობენ, რომ არსენ ვენგერს "ჰაიდუკისთვის" წინადადება აქვს გამზადებული.

(დასასრული შემდეგ ნომერში)

maxo
იმედია ჯანოც მოხვდება ათეულში
[PHOTO] კლოპი: 25 წელიწადში ორ ქორწილში ვიყავი, ერთი ჩემი იყო
ისრაელის ნაკრებსა და ქვეყნის კლუბებს საერთაშორისო შეჯიბრებიდან მოკვეთენ? - 48 სპორტსმენმა მოთხოვნას ხელი მოაწერა
[PHOTO] პსჟ-ის გულშემატკივრებს ეს ძალიან მოეწონებათ - ნახეთ, რა საქმითაა დაკავებული ჟოაო ნევეშის 19 წლის ულამაზესი მეგობარი გოგონა
ხავის "მანჩესტერ იუნაიტედის" გაწვრთნა სურს - ესპანელი "წითელი ეშმაკების" ჩაბარებაზე თანახმაა
შოკირებული იყო და შეხვედრა განაწყენებულმა დატოვა - ამორიმს "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ მოთხოვნა წაუყენა
ისრაელის ნაკრებსა და ქვეყნის კლუბებს საერთაშორისო შეჯიბრებიდან მოკვეთენ? - 48 სპორტსმენმა მოთხოვნას ხელი მოაწერა
Le Parisien: კვარაცხელია პსჟ-ს შეიძლება ბარსელონაში გაჰყვეს
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
პსჟ-ს მეკარე: ძნელია მოტივაციის შენარჩუნება
ბერნალს 382 დღე გაუცდა და "ბარსელონამ" კონტრაქტი გაუხანგრძლივა
კონტე: "მილანთან" დავმარცხდით და არა რომელიმე აუტსაიდერთან
"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს
საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
"თუ სხვა რამის გამო გაბრაზდა, არასწორი ადამიანი აირჩია" - დე ბრუინსა და კონტეს შორის დაპირისპირება მწიფდება? [PHOTO]
"ყველას უნდა ვაჩვენოთ, ვინ ვართ" - "კაირატის" მეკარე "რეალთან" მატჩამდე
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი
"თუ "არსენალი" წელს ტიტულს ვერ მოიგებს, არტეტას გაათავისუფლებენ" - რობერ პირესი
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
[VIDEO] 55-ე წუთიდან კაცნაკლულმა "მილანმა" "ნაპოლის" მოუგო
პსჟ-სთან მატჩამდე "ბარსელონამ "სოსიედადი" დაამარცხა და გალიდერდა
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა