ჩეხმა თვით მსოფლიოს პირველი ჩოგანი არ დაინდო
ქალებს შორის სეზონის დასასრული ახლოვდება და სულ უფრო იძაბება ბრძოლა რვა ჩოგბურთელს შორის მოსახვედრად, რომლებიც წლის შემაჯამებელ ტურნირზე ითამაშებენ. აქედან გამომდინარე, ჩინეთის ქალაქ უჰანის ტურნირზე თითქმის მთელი ელიტა შეიკრიბა - გამონაკლისი მხოლოდ სერენა უილიამსი იყო.

აქ ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ჩეხი პეტრა კვიტოვა და სლოვაკი დომინიკა ციბულკოვა. გადამწყვეტი მატჩის წინ, კვიტოვას უკვე ჰქონდა გარკვეული უპირატესობა მეტოქესთან, რადგან წინა ორ დღეში ციბულკოვამ ექვსი საათი გაატარა კორტზე - ხუთშაბათს ორი მატჩის ჩატარება მოუწია, პარასკევს კი მძიმე ნახევარფინალი ჰქონდა რუს სვეტლანა კუზნეცოვას.

ამას ემატებოდა ის, რომ კვიტოვა ფენომენალურად გამოიყურებოდა მთელი ტურნირის განმავლობაში. მეოთხედფინალში მან სამ სეტში მოუგო მსოფლიოს ახალ პირველ ნომერს ანჟელიკ კერბერს, ნახევარფინალში კი, უბრალოდ, გაანადგურა სიმონა ჰალეპი - 6:1, 6:2.

ფინალში პეტრას უპირატესობა კიდევ უფრო დიდი იყო. მატჩი მან ზედიზედ 17 (!) მოგებული ქულით დაიწყო, ციბულკოვამ კი დიდი გაჭირვებით აიღო პირველ სეტში ერთადერთი გეიმი.

მეორე პარტიაში კვიტოვამ შეცდომების დაშვება დაიწყო, თუმცა "ვინერსები" ისევ ბევრი ჰქონდა. სლოვაკმა კი რისკს მოუმატა, რადგან სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. მაგრამ ამან თამაშის მსვლელობაზე არ იმოქმედა. საბოლოოდ, ჩეხმა ფინალი 62 წუთში მოიგო. უჰანის ტურნირის ექვსი მატჩიდან, კვიტოვამ ოთხი 70 წუთზე ნაკლებ დროში დაასრულა! საინტერესოა, რომ პეტრა კვლავაც მწვრთნელის გარეშე თამაშობს.

იმის გამო, რომ მთელი სეზონი არასტაბილურად თამაშობს, კვიტოვა მხოლოდ მე-12 ადგილზეა "ჩემპიონთა რბოლაში" და შორს არის TOP8-სგან. მას აუცილებლად სჭირდება ამ კვირას პეკინის ტურნირზე წარმატებული თამაში, რათა პრეტენზია განაცხადოს წლის შემაჯამებელ ჩემპიონატში თამაშზე. რაც შეეხება ციბულკოვას, უჰანის ტურნირის ფინალში გასვლამ, WTA-ის რეიტინგში მერვე ადგილი მოუტანა.

უჰანი (ჩინეთი)

ფინალი

პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 14)-დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ, 10) 6:1, 6:1

ტაშკენტი (უზბეკეთი)

ფინალი

კრისტინა პლიშკოვა (ჩეხ)-ნაო ჰიბინო (იაპ, 4) 6:3, 2:6, 6:3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა