ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ბუნდესლიგა. VI ტური: რატომ დამძიმდა "ბაიერნი"? [VIDEO]

ბუნდესლიგა. VI ტური: რატომ დამძიმდა "ბაიერნი"? [VIDEO]

"დორტმუნდმა" "ბაიერნის" კრიზისით ვერ ისარგებლა
* კარლო ანჩელოტიმ ბუნდესლიგაში პირველად დაკარგა ქულები

* ჯოშუა კიმიხმა 6 ოფიციალურ მატჩში ხუთი გოლი გაიტანა

* გელზენკირხენის "შალკემ" სეზონში პირველი ქულები მოიპოვა.

* ხავიერ ერნანდესმა (ჩიჩარიტო) "ლევერკუზენის" მაისურით ბოლო 4 ტურში 5 გოლი გაიტანა და ბუნდესლიგის თანაბომბარდირია.

მიუნხენის "ბაიერნმა" პირველი ქულები მეექვსე ტურში დაკარგა: ჩემპიონთა ლიგაში "ატლეტიკოსთან" წაგების შემდეგ რეკორდმაისტერმა საკუთარ "ალიანც არენაზე" "კიოლნის" დამარცხება ვერ შეძლო (1:1), მაგრამ დორტმუნდის "ბორუსიამ" ამით ვერ ისარგებლა (0:2 ლევერკუზენში).

საინტერესოა, რომ 6 ტურის შემდეგ ბუნდესლიგაში ისევ ოთხი გუნდია დაუმარცხებელი - "ბაიერნთან" ერთად, წაგება ჯერ კიდევ არ უგემიათ "კიოლნს", "ჰოფენჰაიმს" და დებიუტანტ "ლაიპციგს", რომელმაც "აუგსბურგს" 2:1 მოუგო და მთელი საფეხბურთო გერმანიის გაოცებას განაგრძობს.

თამამად ვიტყვით, რომ "ბაიერნის" წაფორხილება მხოლოდ კიოლნელებს კი არ გაეხარდათ, არამედ თითქმის ყველა დანარჩენ გუნდსაც გერმანიაში. მას მერე, რაც რეკორდმაისტერს კარლო ანჩელოტი წვრთნის, მიუნხენელებს ბუნდესლიგაში პირველად დაუცდათ ფეხი, რაც გერმანიის ჩემპიონატში ინტრიგისთვის ძალიან კარგია. "კიოლნი" კი კვლავ დაუმარცხებელია, ამ ტურში კი "თხებმა" დაამტკიცეს, რომ "ბაიერნთან" წარმატების მიღწევა შესაძლებელია.

"როცა საკუთარ მოედანზე ვიგებთ, ვერც ერთმა მეტოქემ ვერ უნდა მოახერხოს ანგარიშის გათანაბრება. მინდა ჩემს თანაგუნდელებს გამოფხიზლებისკენ მოვუწოდო, ჩემპიონობა თავისით არ მოდის და ნურავინ იფიქრებს, რომ ბუნდესლიგის მოგება ადვილია.

განსაკუთრებით ფხიზლად უნდა ვიყოთ ისეთ გუნდებთან, რომლებიც ჩვენთან თამაშის დროს უმეტესად ერთი შანსის იმედად არიან ხოლმე. "კიოლნი" სწორედ ასეთი გუნდია - თავისი შანსი მიიღო, გამოიყენა და ქულები წაგვართვა. ასეთ მეტოქეებთან იმდენად დომინანტები უნდა ვიყოთ, რომ მეტოქემ ჩვენს კარში გოლის გატანაზე არც კი უნდა იოცნებოს", - განრისხებული იყო მატჩის შემდეგ ბავარიელთა მეკარე მანუელ ნოიერი, რომელსაც "კიოლნის" თავდამსხმელმა ანტონი მოდესტემ გოლი კუნგ-ფუს სტილში გაუტანა.

ეს იყო 28 წლის ფრანგი ფორვარდის მეხუთე გოლი მიმდინარე სეზონში და მოდესტე გერმანიის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია.

"შინ ქულების დაკარგვა ნებისმიერ მეტოქესთან დაუშვებელია. ეს ყველამ კარგად უნდა გავითავისოთ", - აღნიშნა კაპიტანმა ფილიპ ლამმა, რომელიც ანჩელოტიმ ამ შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე დატოვა (კარლომ ძირითადში არც მიულერი და ბოატენგი გაამწესა).

"6 ტურის შემდეგ 16 ქულა გვაქვს და კრიზისზე საუბარი გადაჭარბებულია", - ეს მატს ჰუმელსის სიტყვებია, რაშიც ნამდვილად უნდა დავეთანხმოთ, მაგრამ "კიოლნთან" მატჩში გამოჩნდა, რომ რეკორდმაისტერის წინა ხაზს პრობლემები აქვს. გერმანიის "მარადმწვანე ჩემპიონები" შეტევაში უფანტაზიონი ჩანდნენ. პირველ ტაიმში "ბაიერნმა" ერთადერთი რეალური საგოლე მომენტი შექმნა და ისიც კიმიხმა გამოიყენა - მისი მეხუთე გოლი მეექვსე ოფიციალურ შეხვედრაში. რობერტ ლევანდოვსკიმ, რენატო სანჩესმა და კინგსლი კომანმა კი ვერაფერი გააწყვეს.

მართალია, მატჩის მიწურულს მიულერმა და ბერნატმა კიოლნელთა კარის ძელები "მოიკითხეს", მაგრამ 92-ე წუთზე ცოლერი ნოიერთან პირისპირ აღმოჩნდა და მიუნხენელებს გაუმართლათ, ეს თამაში საერთოდ რომ არ წააგეს...

არ გაუმართლა არიენ რობენსაც: ჰოლანდიელი 210-დღიანი პაუზის შემდეგ პირველად იყო "ბაიერნის" სასტარტო შემადგენლობაში, მაგრამ შესვენებაზე შესაცვლელი გახდა. ანჩელოტი: "პირველი ტაიმის მიწურულს ტკივილებმა შეაწუხა და იძულებული გავხდი, შემეცვალა. იმედია, არიენს სერიოზული არაფერი სჭირს".

"ბაიერნის" ქომაგებისთვის კარგი ამბავი მხოლოდ ის არის, რომ კლუბის დირექტორთა საბჭომ ული ჰიონესს ახლა უკვე ფორმალურადაც მწვანე აუნთო და 64 წლის ულის შეუძლია, რომ 25 ნოემბერს "ბაიერნის" პრეზიდენტი გახდეს.

იხილეთ ვიდეო

ჩიჩარიტო შეუჩერებელია!

"დორტმუნდი" საღამოს თამაშობდა და თომას ტუხელის შეგირდებმა იცოდნენ, რომ "ბაიერნმა" ქულები დაკარგა, მაგრამ იმასაც ხვდებოდნენ, რომ სამი ქულის მოპოვება თავადაც გაუჭირდებოდათ, რადგან მათი მეტოქე არანაკლებ ამბიციური "ლევერკუზენი" იყო.

"ფარმაცევტებს" კი ჩიჩარიტო ჰყავთ, რომელმაც წინა ტურში მაინცში თამაში, ფაქტობრივად, მარტომ მოიგო (ჰეთ თრიკი), მერე ჩემპიონთა ლიგაში "მონაკოსაც" გაუტანა, ახლა კი, "დორტმუნდთანაც" შესანიშნავად ითამაშა და მეორე გოლი სწორედ მის ანგარიშზეა. ამრიგად, მექსიკელს ბუნდესლიგაში უკვე 5 გოლი აქვს გატანილი და თამამად შეიძლება ითქვას, რომ "ლევერკუზენის" მთავარი მარგალიტია.

"დორტმუნდმა" კი ამ სეზონში უკვე მეორე მარცხი იწვნია და "ბაიერნს" უკვე 4 ქულით ჩამორჩება.

იხილეთ ვიდეო

ბერლინში გაიხარეს

"დორტმუნდზე" უკეთესი შედეგი ბერლინის "ჰერტას" აქვს. დედაქალაქელებმა ამ ტურში "ჰამბურგის" დამარცხება შეძლეს (2:0) და "ბაიერნამდე" მხოლოდ სამი ქულა აშორებთ. "ჰერტას" გმირი "ჰამბურგთან" ვედად იბიშევიჩი გახლდათ, რომელიც პარასკევს მეორედ გახდა მამა და ეს ბედნიერება შაბათს დუბლით აღნიშნა. ამით იბიშევიჩმა "ჰამბურგის" ახალ მწვრთნელს, მარკუს გისდოლს დებიუტი ჩაუმწარა.

აღსანიშნავია, რომ 47 წლის სპეციალისტმა "ჰამბურგის" ტაქტიკა შეცვალა და ბრუნო ლაბადიასგან განსხვავებით, გუნდი ორი ნაღდი ცენტრფორვარდით (ლასოგა, ვუდი) ათამაშა. "ჰამბურგი" უკეთესი იყო შეტევაში და ნიკოლაი მიულერსა და კოსტიჩს ორი კარგი მომენტიც ჰქონდათ, მაგრამ დაცვაში ძველი პრობლემები დარჩა და ფაქტია, რომ გისდოლს ბევრი სამუშაო აქვს...

"ჰოფენჰაიმი" კვლავ დაუმარცხებელია! ფრეების მოყვარულმა "სოფლელებმა" ამჯერად ინგოლშტადტიდან წაიღეს სამი ქულა - "ჰოფემ" იქ საქმე პირველივე ტაიმში, ვაგნერისა და დებირბაის გოლებით მოათავა.

"ვერდერი" რომ ცოცხალია, ეს "დარმშტადტთან" გასვლით მატჩშიც გამოჩნდა, რომელიც ბრემენელებმა კინაღამ მოიგეს, მაგრამ "ვერდერისთვის" ფრეც (2:2) კარგი შედეგია იმ კოშმარის შემდეგ, რაც ამ გუნდმა საწყის ტურებში გადაიტანა. "ფრაიბურგმა" კი უმნიშვნელოვანესი სამი ქულა აიღო (1:0 "აინტრახტთან").

ბუნდესლიგა. VI ტური

ლაიპციგი-აუგსბურგი 2:1

გოლები: 1:0 ფორსბერგი (11), 1:1 ჟი (14), 2:1 პოულსენი (52)

ლაიპციგი (4-2-2-2): გულაჩი - ბერნარდო, ორბანი, კომპერი, ჰალსტენბერგი - კეიტა, დემე (89. ილსანკერი) - ზაბიტცერი, ფორსბერგი (80. დ. კაიზერი) - ვერნერი (87. ბურკი), პოულსენი.

აუგსბურგი (4-2-3-1): ჰიტცი - ვერჰეგი, გუველეუვი, ჰინტერეგერი, სტაფილიდისი - კაჩარი (85. ჰალილ ალთინთოფი), ბაიერი - ჟი, კოო (78. ტაიგლი), მაქსი (66. შმიდი) - ფინბოგასონი.

გაფრთხილება: 0-3; კუთხური: 6-3; ჯარიმა: 15-12; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 17(10)-6(2); ბურთის ფლობა: 57%-43%; მაყურებელი: 35 721

ბაიერნი-კიოლნი 1:1

გოლები: 1:0 კიმიხი (40), 1:1 მოდესტე (63)

ბაიერნი (4-3-3): ნოიერი - რაფინია, ხავი მარტინესი, ჰუმელსი, ბერნატი - კიმიხი, ჩაბი ალონსო, რენატო სანჩესი (70. ვიდალი) - რობენი (46. თ. მიულერი), ლევანდოვსკი, კომანი (71. ალაბა).

კიოლნი (5-3-2): ჰორნი - რისსე, სიორენსენი, მავრაი, ჰაინტცი, რაუში (62. ცოლერი) - ჰიოგერი (62. იოზჩანი), მ. ლემანი, ჰექტორი - ოსაკო (88. რუდნევსი), მოდესტე.

გაფრთხილება: 1-2; კუთხური: 10-3; ჯარიმა: 4-12; თამაშგარე: 4-4; კარში დარტყმა: 27(3)-5(2); ბურთის ფლობა: 68%-32%; მაყურებელი: 75 000

ჰერტა-ჰამბურგი 2:0

გოლები: 1:0 იბიშევიჩი (29), 2:0 იბიშევიჩი (70-პენ)

ჰერტა (4-2-3-1): იარშტაინი - ვაიზერი, ს. ლანგკამპი, შტარკი, პლატენჰარდტი - სკიელბრედი, ლუსტენბერგერი - ესვაინი (90. კურტი), შტოკერი (73. ალანი), ჰარაგუჩი - იბიშევიჩი (86. შიბერი).

ჰამბურგი (4-2-2-2): ადლერი - გ. საკაი, კლებერი, სპაჰიჩი, დუგლას სანტოსი - ეკდალი (71. გრეგორიჩი), ჰოლტბი - კოსტიჩი, ნ. მიულერი - ლასოგა, ვუდი (60. ჰალილოვიჩი).

გაფრთხილება: 2-6; კუთხური: 7-3; ჯარიმა: 11-20; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 14(5)-16(3); ბურთის ფლობა: 42%-58%; მაყურებელი: 57 656

ინგოლშტადტი-ჰოფენჰაიმი 1:2

გოლები: 0:1 ვაგნერი (11), 0:2 დემირბაი (35), 1:2 ჰინტერზეერი (95-პენ)

ინგოლშტადტი (4-3-2-1): ნილანდი - ლეველსი, მ. მატიპი, ტისერანდი, ა. იუნგი - პ. გროსი, როჯერი, კოენი (46. ლესკანო) - ლეკიე (59. ლექსი), ჰარტმანი (69. კრისტიანსენი) - ჰინტერზეერი.

ჰოფენჰაიმი (5-3-2): ბაუმანი - ტოლიანი, ზიულე, ფოგტი, ჰიუბნერი, კადერაბეკი - დემირბაი (59. ამირი/70. პოლანსკი), რუდი, რუპი - ვაგნერი (69. სალაი), კრამარიჩი.

გაფრთხილება: 1-2; კუთხური: 8-5; ჯარიმა: 22-22; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 18(5)-21(9); ბურთის ფლობა: 52%-48%; მაყურებელი: 13 844

დარმშტადტი-ვერდერი 2:2

გოლები: 1:0 ჩოლაკი (19-პენ), 1:1 სანე (51), 1:2 გნარბი (67), 2:2 ჩოლაკი (73)

დარმშტადტი (4-2-3-1): ესერი (55. ფერნანდესი) - ფედეცკი (31. სირიგუ), მილოშევიჩი, ზულუ, ჰოლანდი - იუნგვირთი, გონდორფი - ჰელერი, კლაინჰაისლერი (81. როზენტალი), ბეჟიაკი - ჩოლაკი.

ვერდერი (4-1-4-1): დრობნი - გებრე სელასიე, სანე, მოისანდერი, ბაუერი (46. შტერნბერგი) - გრილიჩი - ჰაიროვიჩი (46. ბარტელსი), ფრიტცი (93. ფრიოდე), იუნუზოვიჩი, გნარბი - მანე.

გაფრთხილება: 2-1; კუთხური: 5-10; ჯარიმა: 18-21; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 9(2)-14(7); ბურთის ფლობა: 40%-60%; მაყურებელი: 17 000

ფრაიბურგი-აინტრახტი 1:0

გოლი: 1:0 გრიფო (4)

ფრაიბურგი (4-2-2-2): შვოლოვი - პ. შტენცელი, ჰიოფლერი, სოიუნჩუ, გიუნტერი - ფრანტცი (77. ნიდერმაიერი), აბრაში - ო. ბულუთი (85. ჰაბერერი), გრიფო - ფილიპი, ნიდერლეხნერი (68. პეტერსენი).

აინტრახტი (4-1-2-1-2): ჰრადეცკი - ჩანდლერი, აბრაამი, ვალეხო, ოჩიპკა (80. ტავათა) - ჰასებე - მასკარელი, ჰუსტი (75. დ. ბლუმი) - ფაბიანი - სეფეროვიჩი (58. ტარაშაი), ა. მაიერი.

გაფრთხილება: 4-3; კუთხური: 9-4; ჯარიმა: 12-13; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 11(3)-14(3); ბურთის ფლობა: 38%-62%; მაყურებელი: 24 000

ლევერკუზენი-დორტმუნდი 2:0

გოლები: 1:0 მეჰმედი (10), 2:0 ჩიჩარიტო (79)

ლევერკუზენი (4-2-2-2): ლენო - ლ. ბენდერი (46. ვენდელი), თაა, თოფრაქი, ჰენრიხსი - არაგუნისი (90. ბაუმგარტლინგერი), კამპლი - ბრანდტი (67. ფოლანდი), ჩალჰანოღლუ - მეჰმედი, ჩიჩარიტო.

დორტმუნდი (4-2-3-1): ბიურკი - პიშჩეკი, სოკრატისი, გინტერი, გერეირო - ვაიგლი - პულიშიჩი (46. მორი), როდე (71. კაგავა), კასტრო (46. შმელცერი), დემბელე - ობამეიანგი.

გაფრთხილება: 5-1; კუთხური: 1-9; ჯარიმა: 21-7; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 11(6)-10(4); ბურთის ფლობა: 30%-70%; მაყურებელი: 30 210

ვოლფსბურგი-მაინცი 0:0

ვოლფსბურგი (4-2-3-1): კასტეელსი - ტრეში, ბრუმა, კნოხე, როდრიგესი - სეგუინი, არნოლდი (78. გერჰარდტი) - ბლაშჩიკოვსკი (73. ბრუნო ენრიკე), დრაქსლერი, დ. კალიჯური (64. ბრეკალო) - გომესი.

მაინცი (4-2-3-1): ლიოსლი - დონატი, ბელი, ჰაკი, ბუსმანი - გბამინი, ფ. ფრაი (58. ბროზინსკი) - იოზთუნალი (73. დე ბლასისი), მალი (83. სერდარი), ონისივო - კორდობა.

გაფრთხილება: 0-0; კუთხური: 11-3; ჯარიმა: 10-7; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 19(3)-8(2); ბურთის ფლობა: 60%-40%; მაყურებელი: 24 000

შალკე-გლადბახი 4:0

გოლები: 1:0 ჩუპო-მოტინგი (52-პენ), 2:0 ემბოლო (56), 3:0 გორეტცკა (58), 4:0 ემბოლო (83)

შალკე (4-2-3-1): ფერმანი - ჰიოვედესი, ნალდო, ნასტასიჩი, კოლაშინაცი - გაისი, ბენტალები - შიოპფი, გორეტცკა (82. დი სანტო), ჩუპო-მოტინგი (86. ბაბა) - ემბოლო (90. მ. მაიერი).

გლადბახი (3-4-1-2): ზომერი - იანჩკე, ვესტერგაარდი (46. შტინდლი), ელვედი - ტრაორე, ა. კრისტენსენი, კრამერი, ფ. ჯონსონი (83. ჰერმანი) - დაჰუდი (67. კორბი) - ტ. აზარი, ჰანი.

გაფრთხილება: 0-0; კუთხური: 3-5; ჯარიმა: 11-10; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 15(8)-12(4); ბურთის ფლობა: 28%-72%; მაყურებელი: 62 271

ბომბარდირები: 5 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი), პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი), ანტონი მოდესტე (კიოლნი), ვედად იბიშევიჩი (ჰერტა), ხავიერ ერნანდესი (ლევერკუზენი); 4 - იოელ პოჰიანპალო (ლევერკუზენი).

მომდევნო ტური

14 ოქტომბერი

დორტმუნდი-ჰერტა;

15 ოქტომბერი

გლადბახი-ჰამბურგი, კიოლნი-ინგოლშტადტი, აუგსბურგი-შალკე, ჰოფენჰაიმი-ფრაიბურგი, აინტრახტი-ბაიერნი, ვერდერი-ლევერკუზენი;

16 ოქტომბერი

მაინცი-დარმშტადტი, ვოლფსბურგი-ლაიპციგი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

პოლიტანომ "ნაპოლისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

"ნაპოლიმ" ისევ მოიგო და ერთპიროვნული ლიდერია

64 წლის შემდეგ გადაწერილი ისტორია - მოდრიჩი 40 წლის ასაკშიც შესანიშნავ ფორმაშია

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს

"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა

გუნდია თუ საველე ჰოსპიტალი - პსჟ-ს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა

"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?

[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან

FIFA-მ მალაიზიის ფეხბურთის ფედერაცია და 7 ფეხბურთელი მკაცრად დასაჯა

დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო

"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ

"როცა ის მოედანზე მყავდა, პატარა ბავშვივით ტკბილად მეძინა" - გვარდიოლამ "სიტის" ყოფილი ფეხბურთელი გამოარჩია

"პირველი იყო, ვინც "ოქროს ბურთის" მოგება მომილოცა" - უსმან დემბელემ ლიონელ მესიზე ისაუბრა

[VIDEO] რონალდოს 946-ე გოლი - "ალ ნასრმა" ბენზემას "ალ იტიჰადი" დაამარცხა

"მოურინიო გეი და ჰომოსექსუალია" - სკანდირებდნენ "პორტუს" გულშემატკივრები

Le Parisien: ფლანგებზე კვარაცხელია და ბარკოლა - დღეს "ბარსელონასთან" მატჩის გენერალური რეპეტიციაა

"უდინეზეს" მწვრთნელი: გოგლიჩიძე შანსის გამოსაყენებლად მზად უნდა იყოს

"ბარსელონას" კიდევ ორი ფეხბურთელი პსჟ-სთან ვერ ითამაშებს

პრობლემების მქონე პსჟ-ისა და კარგ ფორმაში მყოფი "ვილიარეალის" მატჩის დღე

"ვინც მე მენდო, ტიტულებით დაამთავრა" - ტენ ჰაგი "ლევერკუზენიდან" გათავისუფლებას გამოეხმაურა

"ტოტენჰემი" 50 მილიონ ევროდ "ვოლფსბურგის" მცველს იმატებს

"ლევერკუზენმა" ბომბა შეიძინა

[VIDEO] მიქაუტაძის დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე - "ვილიარეალის" მარცხი, "რეალის" და "ყარაბაღის" გამარჯვებები და რვაგოლიანი მატჩი ტურინში

"ბაიერნმა" ნოიერის შემცვლელს კონტრაქტი გაუფორმა

"ბაიერნმა" კაცნაკლული "ვერდერი" სახლში დაამარცხა [VIDEO]

"კეინის "ტოტენჰემში" დაბრუნება?" - "დეზების" მწვრთნელი ამ აზრს მიესალმება

მილოტ რაშიცა: გაზაფხულზე კოსოვოელები ისტორიას შევქმნით

"ბაიერნი" "დორტმუნდს" 4 ქულით გაექცა და თითქმის ჩემპიონია [VIDEO]

"გეი ნაგავს ხელს არ მოვაწერ... კევინ, მოკეტე!" - "ვოლფსბურგის" ფანები თავის ფეხბურთელს LGBTQ თემის საწინააღმდეგო განცხადების გამო დაუპირისპირდნენ

"ბაიერნი" თასის ფინალში გავიდა, მაგრამ თავისი გულშემატკივრების ნერვებზე თამაშობს [VIDEO]

[VIDEO] მუსიალას საშინელი ტრავმა და დონარუმას ცრემლები

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" ახალი მეკარე ჰყავს

"რეალმა" "დორტმუნდს" სძლია და ნახევარფინალში პსჟ-ს შეხვდება

ერიკსენი კარიერას "ვოლფსბურგში" გააგრძელებს

პოსტეკოღლუმ შესაძლოა, "ლევერკუზენში" ტენ ჰაგი შეცვალოს

"ჯერ არაფერი დასრულებულა" - ალონსო "ბაიერნთან" მატჩის შემდეგ

ოფიციალურად: იურგენ კლინსმანი ბუნდესლიგას დაუბრუნდა

სუპერუიღბლო ბუნდესლიგიდან - "ვერდერის" მცველს არ გაუმართლა [VIDEO]

პსჟ გერმანიის ნაკრების მცველის შეძენას აპირებს

სამაგალითო სოლიდარობა: "ჰერტას" ახალგაზრდულმა გუნმა თამაში რასიზმის გამო შეწყვიტა

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ბუნდესლიგა სახლში მარცხით დაიწყო

"ტოტენჰემმა" 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ მცველი შეიძინა

[VIDEO]  ზივზივაძე "დორტმუნდთან" მატჩში გააძევეს

[VIDEO] ბუდუს პირველი წითელი ბარათი კარიერაში - "ჰაიდენჰაიმი" "დორტმუნდთან" დამარცხდა

მისი აგენტი "ბარსელონას" თავად დაუკავშირდა - ნიკო უილიამსი "ბლაუგრანას" უახლოვდება

"ჰერტა" სუპერკლუბობას ლამობს - ჯაკას, გიოტცეს და დრაქსლერის შეძენას შეეცდება

ზივზივაძის ერთი ტაიმი და "ჰაიდენჰაიმის" მარცხი "გლადბახთან"

"არსენალს" სანეს უფასოდ დამატება სურს

Kicker: ნიკო კოვაჩი მომავალი სეზონიდან კვლავ ბუნდესლიგაში იმუშავებს

გოჩოლეიშვილის დებიუტი ბუნდესლიგაში - "ჰამბურგი" "გლადბახს" ფრედ ეთამაშა

ბუნდესლიგა. XXX ტურის წინ: ვისი მუსიკა დაუკრავს მიუნხენში?

fussballtransfers: "გლადბახი" კვარაცხელიას ტრანსფერზე ინტენსიურ მოლაპარაკებას აწარმოებს

ბუდუმ ტრავმა მიიღო - "ჰაიდენჰაიმმა" ისევ გაიმარჯვა

მორიგი შეცვლილი გადაწყვეტილება - დიდი ალბათობით, ტუხელი "ბაიერნს" აღარ დატოვებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"რა განსხვავებაა ბუნდესლიგასა და პრემიერლიგას შორის?" - ვირცმა ჩემპიონატები ერთმანეთს შეადარა

"ჰერტამ" ჯაკას სანაცვლოდ "არსენალს" კარგი თანხა შესთავაზა, ლონდონელები 5 მილიონით მეტს ითხოვენ

კშიშტოპ პიონტეკი "ჰერტაში" გადადის - ის უკვე ბერლინშია

ახლაც რონალდო იყო პრობლემა? - "ლევერკუზენმა" ტენ ჰაგი 2 ტურის შემდეგ დაითხოვა

"მიონხენგლადბახისა და კვარაცხელიას ერთად წარმოთქმა რთულია" - "გლადბახის ფანები ტრანსფერს ითხოვენ

"გლადბახმა" ისწავლა, როგორ უნდა სძლიოს "ბაიერნს" - ამ სეზონში მეორედ დაამარცხა [VIDEO]