როჯერ ფედერერმა და ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ პირველი მატჩები დუბაის ტურნირზე გამართეს
ამ კვირას მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირების მორიგი დღის მიმოხილვა დუბაით უნდა დავიწყოთ, რადგან აქ ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ პირველი მატჩები ჩაატარეს რეიტინგის პირველ სამეულში შემავალმა ჩოგბურთელებმა - როჯერ ფედერერმა და ნოვაკ ჯოკოვიჩმა.

ფედერერმა, რომელიც მელბურნში ნახევარფინალურ ეტაპზე დამარცხდა, იოლ გამარჯვებას მიაღწია ინდოელ სომდევ დევარმანთან მატჩში. შვეიცარიელს 75 წუთი დასჭირდა შემდეგ წრეში გასასვლელად. როჯერის მეტოქეს ერთხელაც არ ჰქონია ბრეიკის აღების შანსი. შეგახსენებთ, რომ დუბაიში პირველ ნომრად განთესილ ფედერერს ეს ტურნირი ოთხჯერ აქვს მოგებული.

უფრო სერიოზული მეტოქე ჰყავდა შარშანდელ ჩემპიონ ნოვაკ ჯოკოვიჩს - ფრანგი მიკაელ ლოდრა, მაგრამ აქაც ყველაფერი ორ სეტში გადაწყდა. სერბს საქმე იმან გაუადვილა, რომ ლოდრამ ჯამში მხოლოდ ერთი ეისი ჩააწოდა, არადა, ეს ჩოგბურთელი ცნობილია ძლიერი და ზუსტი მოწოდებებით. ფრანგს სამი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ ვერც ერთი შანსი ვერ გამოიყენა.

ჯოკოვიჩი დუბაიში ჰეთ-თრიკის შესრულებას შეეცდება - მან აქ ბოლო ორ სეზონში დაისაკუთრა მთავარი პრიზი. ნოვაკს საკუთარი სპორტული ფორმა აძლევს ოპტიმიზმის საფუძველს - ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონს მიმდინარე სეზონში ჯერ არც ერთი მატჩი არ აქვს წაგებული.

ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ფრანგმა ჟილ სიმონმა. აქამდე მას ზედიზედ შვიდი მატჩი ჰქონდა წაგებული რუს მიხაელ იუჟნისთან და სწორედ დუბაის ტურნირის პირველ წრეში გატეხა ნავსი. ამისთვის მას საათნახევარი და რვა ეისი დასჭირდა. თუმცა ფრანგის თამაშში ერთი წუნი მაინც შეინიშნებოდა - პირველი მოწოდების სიზუსტე მხოლოდ 44 პროცენტს შეადგენდა.

დუბაის ტურნირს გამოეთიშა განთესილი კვიპროსელი მარკოს ბაღდატისი. მის მეტოქეს ანდრეი გოლუბევს იოლი მატჩი გამოუვიდა. ბაღდატისმა 25 წუთში ოთხი გეიმი წააგო და ტრავმის გამო უარი თქვა ბრძოლის გაგრძელებაზე.

გადავიდეთ დელრეი ბიჩში, სადაც ერთი ღირსშესანიშნავი მოვლენა მოხდა - მსოფლიოს ყოფილმა მეოთხე ჩოგანმა, 22 წლის არგენტინელმა ხუან მარტინ დელ პოტრომ კარიერაში 150-ე გამარჯვება იზეიმა. ეს ლიტველი რიკარდას ბერანკისთან მატჩში მოხდა, რომელშიც აშშ-ის ღია პირველობის ყოფილმა ჩემპიონმა ორ სეტში - 6:4, 6:1 გაიმარჯვა. შეგახსენებთ, რომ დელ პოტრომ პროფესიონალის სტატუსი 2005 წელს მიიღო.

შარშანდელი სეზონის გამოტოვების შემდეგ, არგენტინელი წლის ბოლოს რეიტინგში 485-ე პოზიციამდე დაქვეითდა, მაგრამ ბოლო ორ კვირას სან ხოსესა და მემფისის ტურნირების ნახევარფინალში თამაშმა 166-ე ადგილი მოუტანა ATP-ის კლასიფიკაციაში.

რამდენიმე მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა ქალებს შორის პრემიერ კატეგორიის ტურნირში, რომელსაც ყატარის დედაქალაქი დოჰა მასპინძლობს. რუსმა სვეტლანა კუზნეცოვამ გასულ კვირას დუბაიში ფინალში გააღწია, მაგრამ ამ წარმატებას, როგორც ჩანს, დიდი ძალები შეალია და ამჯერად პირველივე წრეში თითქმის უბრძოლველად დამარცხდა ისრაელელ შაარ პეერთან. მატჩი 80 წუთი გაგრძელდა და რუსმა განსაკუთრებით წარუმატებლად მეორე მოწოდებისას ითამაშა. პეერი კი მატჩის ყველა მნიშვნელოვან მომენტში უშეცდომოდ მოქმედებდა და დამსახურებულად გავიდა მეორე წრეში.

მოულოდნელი იყო ტურნირის მეექვსე ნომრის, ბელარუსი ვიქტორია აზარენკას წაგება სლოვაკ დანიელა ჰანტუხოვასთან. ეს უკანასკნელი მაქსიმალურად მოტივირებული იყო და ცხრა ეისი ჩაუწოდა მეტოქეს.

ბელარუსი 78 პროცენტის სიზუსტით ასრულებდა პირველ მოწოდებას, მაგრამ ამას საჭირო ეფექტურობა არ მოჰყოლია. თანაც, მეორე მოწოდების შემდეგ მოგებული ქულების რაოდენობა კრიტიკულად დაბალი იყო. შესაბამისად, სლოვაკმა ზედიზედ მესამედ დაამარცხა მსოფლიო რეიტინგის პირველი ათეულის წარმომადგენელი. შეგახსენებთ, რომ ორი კვირის წინ ჰანტუხოვამ სამწლინახევრიანი შესვენების შემდეგ პირველი ტიტული მოიგო (ტაილანდის ქალაქ პატაიაში).

ყველაზე იოლი გასეირნება გამოუვიდა ელენა იანკოვიჩს, რომელმაც ძალების ყოველგვარი დაძაბვის გარეშე დაამარცხა ომანელი ფატმა ელ-ნაბანი. მეხუთე ასეულის ჩოგბურთელმა, რომელმაც ამ ტურნირზე გამოსვლის უფლება უაილდ-ქარდის მეშვეობით მოიპოვა, მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია.

დუბაი (საემიროები). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 1 619 500 დოლარი

ფელისიანო ლოპესი (ესპ)-იენ ჰსუნ ლუ (ტაივ) 5:0, უარი; სერგეი სტახოვსკი (უკრ)-ომარ ევედჰი (საემ) 6:4, 6:2; როჯერ ფედერერი (შვეიც, 1)-სომდევ დევარმანი (ინდ) 6:3, 6:3; ჟილ სიმონი (საფ)-მიხაილ იუჟნი (რუს, 4) 6:3, 7:5; ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 2)-მიკაელ ლოდრა (საფ) 6:3, 6:3; მარსელ გრანოლერსი (ესპ)-დმიტრი ტურსუნოვი (რუს) 6:1, 6:3; ანდრეი გოლუბევი (ყაზ)-მარკო ბაღდატისი (კვიპ, 7) 4:0 უარი; ფილიპ კოლშრაიბერი (გერ)-ვიქტორ ტროიცკი (სერ, 6) 6:1, 7:6; ნიკოლაი დავიდენკო (რუს)-გილერმო გარსია ლოპესი (ესპ) 6:2, 6:0.

აკაპულკო (მექსიკა). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 995 000 დოლარი

ალბერტ მონტანიესი (ესპ, 5)-დანიელ ხიმენო-ტრავერი (ესპ) 6:2, 6:1; ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 3)-ვიქტორ ჰანესკუ (რუმ) 6:3, 6:2; ხუან მონაკო (არგ, 7)-ორასიო სებალიოსი (არგ) 7:5, 7:6; ფაბიო ფონინი (იტა)-მაქსიმო გონსალესი (არგ) 6:3, 6:4; პაბლო კუევასი (ურუ)-პოტიტო სტარაჩე (იტა) 6:4, 6:4; სტანისლას ვავრინკა (შვეიც, 4)-პაბლო ანდუხარი (ესპ) 7:6, 3:6, 6:0; ტომაშ ბელუჩი (ბრა)-ფერნანდო ვერდასკო (ესპ, 2) 6:2, 4:6, 6:3; ედუარდო შვანკი (არგ)-ხუან იგნასიო ჩელა (არგ, 8) 3:6, 6:5, უარი.

დელრეი ბიჩი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 442 5000 დოლარი

ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ)-რიკარდას ბერანკისი (ლიტ) 6:4, 6:1; იანკო ტიპსარევიჩი (სერ, 6)-ივო კარლოვიჩი (ხორ) 7:6, 7:6; მარდი ფიში (აშშ, 2)-ბიორნ ფაუ (გერ) 5:0, უარი; კეი ნიშიკორი (იაპ)-ბრიან დაბული (არგ) 6:2, 7:6.

დოჰა (კატარი). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 721 000 დოლარი

ფლავია პენეტა (იტა)-ჟიე ჟენგი (ჩინ) 6:2, 6:2; შაარ პეერი (ისრ, 8)-სვეტლანა კუზნეცოვა (რუს) 6:2, 6:4; ელენა იანკოვიჩი (სერ, 5)-ფატმა ალ-ნაბანი (ომან) 6:1, 6:3; დანიელა ჰანტუხოვა (სლოვაკ)-ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 6) 4:6, 6:1, 6:2.

აკაპულკო (მექსიკა). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

გრეტა არნი (უნგ, 3)-ედინა გალოვიტცი (რუმ) 6:4, 6:4; კარლა სუარეს ნავარო (ესპ, 7)-სანდრა ზახვალოვა (ჩეხ) 6:4, 6:1; რენატა ვორაკოვა (ჩეხ)-რომინა ოპრანდი (იტა) 6:4, 4:6, 6:4; მატილდა იოჰანსონი (საფ)-ოლგა გოვორცოვა (ბლრ, 8) 6:2, 7:6; ლურდეს დომინგეს ლინო (ესპ)-პოლინა ჰერხოგი (სლოვენ, 2) 6:3, 4:6, 6:3; ლაურა პოუს ტიო (ესპ)-სიმონა ჰალეპი (რუმ, 5) 6:3, 6:7, 6:3; იუჰანა ლარსონი (შვედე)-ივონ მოისბურგერი (ავსტრია) 6:1, 3:6, 6:0; ანაბელ მედინა გარიგესი (ესპ)-კაროინა პლიშკოვა (ჩეხ) 6:2, 6:1.

[PHOTO] პირველი ქალი ჩოგბურთელი, რომელმაც მკერდი გაიდიდა - ფრანგმა გოგონამ მიზეზი ახსნა
სენსაციებით დატვირთული დღე შანხაიში - ტურნირს რამდენიმე ვარსკვლავი ერთიანად გამოეთიშა
ბასილაშვილი ჩილიჩთან დამარცხდა და ჯოკოვიჩთან კიდევ ერთხელ დაპირისპირების შანსი დაკარგა
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა
[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა
მიქაუტაძის გარეშე - "სიტისთან" მატჩამდე "ვილიარეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
საქართველო 3:2 ყირგიზეთი
გოჩოლეიშვილს სახეზე 6 ნაკერი დაადეს - "ჰამბურგი" "ლაიფციგთან" დამარცხდა
39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა
"აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს" - ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა
"ქუთაისმა" რუსთავში იმარჯვა, "ორბმა" ტყიბულში თსუ-ს სძლია
"ალბათ, სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს" - ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ლევანდოვსკის მოამვალზე წერს
რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე
[VIDEO] მამუკელაშვილის 17 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" პრესეზონი "ბრუკლინთან" გამარჯვებით დაასრულა
ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს
საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სტრასბურგთან" მატჩში?
ხვიჩა შეცვლაზე და პსჟ-ს საბრძოლო ფრე "სტრასბურგთან"
"შავი ლომი" | არის რევანში - "ჩიტასი" დამარცხებულია
კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს