მატჩები მოსაწყენი რომ არ გახდეს
ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (WTA) გენერალური დირექტორი სტივ საიმონი საჩოგბურთო მატჩების ხანგრძლივობის შემცირების წინადადებით გამოდის.

მან მაგალითად მოიყვანა წყვილთა შეხვედრები, სადაც მესამე სეტი ტაი-ბრეიკის რეჟიმით მიმდინარეობს - 10 ქულის მოგებამდე, ხოლო ჩვეულებრივ გეიმებში 40:40-ზე გადამწყვეტი ქულა თამაშდება. როგორც პრაქტიკამ აჩვენა, ასეთ დროს, მატჩებ საათნახევარზე მეტი არ გრძელდება.

"ვფიქრობ, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. ეს ნაბიჯი დაგვეხმარება ტელეტრანსლიაციებში და ტრიბუნებზე მაყურებლის შენარჩუნებაში - ხალხი უფრო ინტერესით უყურებს მატჩს, რომელშიც ბევრი მნიშვნელოვანი გათამაშებაა. გადამწყვეტი გათამაშება ქმნის დრამას სეტების შუაში, ტაი-ბრეიკებზე. არის ბევრი რამ, რასაც უნდა გადავხედოთ ჩვენს სახეობაში, რათა ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდოს.

დღეს, აუდიტორიის ყურადღების კონცენტრაცია კლებულობს. რთული წარმოსადგენია, რომ ვიღაც ორი-სამი საათი იჯდება და მატჩს უყურებს. ახალი აუდიტორიისთვის 20 წამზე დიდი ვიდეო - უკვე ძალიან გრძელია.

ჩოგბურთში ბევრი კონსერვატორია, რომლებსაც არ უყვართ გარდაქმნები. მაგრამ, ხანდახან საჭიროა სარკეში ჩავიხედოთ და პატიოსნები ვიყოთ საკუთარ თავთან. ვიცი, რომ მაყურებელი, რომლის მოზიდვასაც დღეს ვცდილობთ, არ შეხედავს სამსაათიან მატჩებს", - ამბობს საიმონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა