ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

უმაღლესი ლიგის VIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

უმაღლესი ლიგის VIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

ჩემპიონი იმერეთში უნდა ვეძებოთ? არ არის გამორიცხული, საჩემპიონო პლეი ოფში ერთმანეთს "სამტრედია" და "ჩიხურა" დაუპირისპირდნენ
გარდამავალ ჩემპიონატში გადამწყვეტი ეტაპი დაიწყო. პირველის მსგავსად, უმაღლესი ლიგის გუნდებმა მეორე წრეშიც 6-6 მატჩი უნდა ჩაატარონ და დღესდღეობით ისეთი სიტუაციაა, რომ, ფაქტობრივად, ყველა ტურს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

აი, როგორც მეორე წრის პირველი ტური იყო, როცა, ორივე ჯგუფის, ფაქტობრივად, ყველა დაპირისპირებას ამ ტურის წინათქმაში "ექვსქულიანი მატჩი" ვუწოდეთ. ასეც იყო: იმის მიუხედავად, რომ გარდამავალი ჩემპიონატის (უფრო ზუსტად, პლეი ოფების) დასრულებამდე 5 ტური დარჩა, გასულ უქმეებზე გამართული მატჩების მერე გარკვეული დასკვნების გამოტანა მაინც შეიძლება.

ყოველ შემთხვევაში, დღესდღეობით ისეთი სიტუაციაა, რომ არ არის გამორიცხული, საჩემპიონო პლეი ოფში იმერული გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს: "სამტრედია" და "ჩიხურა"!..

არამშვიდობიანი ფრეები

"წითელ ჯგუფში" სამივე ისეთი მატჩი იყო, ვერც გამოარჩევდით, რომელს უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდა; ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ამ ჯგუფის ლიდერების დაპირისპირება გველოდა: "სამტრედია" თუ მოიგებდა ამ შეხვედრას, ბათუმის "დინამოს" 3 ქულითაც ჩამოიცილებდა და ურთიერთშეხვედრებშიც უპირატესობას მოიპოვებდა, ხოლო თუ ბათუმის "დინამო" შეძლებდა და გია ცეცაძის გუნდს სტუმრად აჯობებდა, სანაკრებო პაუზას ჯგუფის ლიდერის რანგში შეხვდებოდა.

საბოლოოდ კი ფრედ დასრულდა ჯგუფის ლიდერთა დაპირისპირება და ამ შედეგიდან გამომდინარე, პირველობისათვის ბრძოლა ბოლო ტურამდე გაგრძელდება.

არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო პრინციპული მატჩი "საბურთალოსა" და "სიონს" შორის, რომელიც, მოლოდინისამებრ, უშეღავათოდ და უკომპრომისოდ წარიმართა. ამ წყვილში ფავორიტის სტატუსს ვერც ერთ გუნდს ვერ მივანიჭებდით და თამაშის "შინაარსიც" ამის დასტური იყო.

საბოლოოდ კი, ზედა წყვილის მსგავსად, აქაც აშკარად "არამშვიდობიანი" ფრე დაფიქსირდა, რის შედეგადაც "სიონმა" წაუგებელი მატჩების სერია სამამდე გაზარდა, ხოლო "საბურთალომ" კი ბოლო სამ შეხვედრაში მხოლოდ 2 ქულა მოაგროვა და კვლავაც ვერ მოახერხა პლეი ოფის ზონაში შეღწევა.

სამაგიეროდ, "კოლხეთმა" იყოჩაღა და არა მხოლოდ პრინციპული, არამედ სატურნირო მნიშვნელობიდანაც გამომდინარე, უმნიშვნელოვანეს "მეგრულ დერბიში" გაიმარჯვა! ამ მოგებით გელა სანაიას გუნდი სანაკრებო პაუზას მართლაც რომ კომფორტულ, მეოთხე ადგილზე ხვდება. სამაგიეროდ, "ზუგდიდის" ზედიზედ მეორე წაგებამ ეს გუნდი უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო და იმისათვის, რომ უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნოს, შინ თუ გარეთ, თითქმის ყველა მატჩის მოგება მოუწევს...

აბა, აქ იყო, თუ იყო...

"ექვსქულიანი მატჩების" თემა "თეთრ ჯგუფში" იყო აქტუალური, თუ იყო - სამივე დაპირისპირებას უდიდესი სატურნირო მნიშვნელობა ჰქონდა და "წითელი ჯგუფის" მსგავსად, ფინიშისკენ აქაც დიდი ამბებია მოსალოდნელი. მოდი, ჯერ ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფ გუნდებზე ვისაუბროთ.

ვაკეში რომ "დიდი შემობრუნება" ვნახეთ, გუშინაც ვწერდით და მხოლოდ იმას დავამატებთ, რომ კახა კაჭარავას დამოძღვრილ "ცხინვალს" გადარჩენის უფრო კარგი შანსი აქვს, რამეთუ უშუალო კონკურენტებს ("შუქურა", "ტორპედო") შინ ეთამაშება.

"ცხინვალის" მსგავსად, ასევე უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა "შუქურამაც" და არც ის დაგვავიწყდეს, რომ ეს იყო ქობულეთელთა გუნდის, საერთოდაც, პირველი გამარჯვება გარდამავალ ჩემპიონატში.

სხვათა შორის, "ტორპედოსთან" ამ მართლაც "რამდენიმექულიან" დაპირისპირებაში "შუქურას" დროებითი მწვრთნელი, ავთანდილ ნამგალაძე ხელმძღვანელობდა, აი, სანაკრებო პაუზის შემდეგ კი ქობულეთელთა გუნდს, ძალიან დიდი ალბათობით, გია გურული ჩაიბარებს, რომელიც უმაღლეს ლიგას გარკვეული პაუზის მერე უბრუნდება და თავის ახალ გუნდს ამ ჯგუფის უკვე გამოკვეთილ ფავორიტთან, "ჩიხურასთან" მატჩში გაიყვანს სათამაშოდ.

ნავსი გატყდა!

საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში, რამდენიც გნებავთ, იმდენი გუნდია, რომლებთანაც ურთიერთშეხვედრებში თბილისის "დინამოს" აშკარაზე მეტი რომ ჰქვია, ისეთი უპირატესობა გააჩნია. სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნებოდა არცთუ შორეულ წარსულში "ჩიხურაც" - მხოლოდ 2014 წელს რომ შეძლო ჩემპიონატის მატჩში ტიტულიანი მეტოქის პირველად დამარცხება.

თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისი ყოფილა: საჩხერელთა გუნდის გამოცდილი და მართლაც "მარადიული" მწვრთნელის, სოსო ფრუიძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ჩიხურამ", ეტყობა, მიაგნო "დინამოსთან" არწაგების ფორმულას - ჩემპიონატში ამ გუნდებს შორის გამართული ბოლო სამი მატჩიდან საჩხერელებმა 2 მოიგეს და ერთი ფრედ დაამთავრეს.

თანაც, სწორედ ახლა მოხდა პირველად, როცა "ჩიხურამ" სტუმრად მოუგო ერთ დროს უხერხულ და აშკარად არასასურველ მეტოქედ მიჩნეულ "დინამოს". თანაც, მოუგო სრულიად დამსახურებულად და მასპინძლები თავიანთ გამოცდილ მეკარეს, გიორგი ლომაიას უნდა უმადლოდნენ, უფრო დიდი ანგარიშით რომ არ დამარცხდნენ.

არადა, მეორე წრის პირველი ტურის ამ ცენტრალურ მატჩს "ჩიხურა" უსერიოზულესი საკადრო პრობლემებით შეხვდა და სათადარიგოთა სკამზეც შვიდის ნაცვლად ექვსი ფეხბურთელი იჯდა! "დინამოსთან" მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ ლაშა ჩიკვაიძეს, თორნიკე მუმლაძესა და, რაც მთავარია, ამ სეზონის უდავოდ ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელს, საბა ლობჟანიძეს, რომელიც სწორედ ... "დინამოდან" არის განათხოვრებული "ჩიხურაში"...

ამ მოგებით "ჩიხურამ" 6 ქულით ჩამოიტოვა ჯერ კიდევ მოქმედი ჩემპიონის სტატუსის მქონე "დინამო" და ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულიანი გუნდი უკვე 4 ტურია, მოგებას ვერ ახერხებს...

დვალის სამიზნე

ამ ტურში ორმა ფეხბურთელმა შეძლო "დუბლის" შესრულება და სწორედ მათი გოლებით შეძლეს "ცხინვალმა" და "შუქურამ" უმნიშვნელოვანესი ქულების მოპოვება. 31 წლის ჯაბა დვალი ამ ტურში გატანილი 2 გოლით სულაც საუკეთესო ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა და, წესითა და რიგით, ამ სეზონში მისი მეორე დუბლიც არავის უნდა გაჰკვირვებოდა.

თუმცა, იმის გარდა, რომ ჯაბა დვალის გოლები "ცხინვალის" სატურნირო მდგომარეობაზეც აშკარად პოზიტიურად ისახება, სხვა ფაქტორიცაა გასათვალისწინებელი - კერძოდ, ის, რომ საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში მხოლოდ 7 ფეხბურთელია, ორჯერ რომ გამხდარა საუკეთესო ბომბარდირი: ოთარ კორღალიძე, მერაბ მეგრელაძე, ზურაბ იონანიძე, სულიკო დავითაშვილი, ნიკა გელაშვილი, ჩისკო და ჯაბა დვალი.

ანუ ამათგან მხოლოდ ნიკა გელაშვილსა და ჯაბა დვალს შეუძლიათ, რომ მესამედ მოიპოვონ საუკეთესო ბომბარდირის წოდება, ოღონდ "დილას" ახალწვეულ ნიკა გელაშვილს ამ გარდამავალ ჩემპიონატში ჯერ გოლი არ გაუტანია, დვალი კი დღესდღეობით ნომერ პირველი კანდიდატია საუკეთესო ბომბარდირობაზე, ისე, როგორც მისი ახალი კოლეგა, 22 წლის ბუდუ ზივზივაძე, რომლის გოლითაც "სამტრედიამ" კვლავ განაგრძო წაუგებლად ასპარეზობა.

აქვე, იმასაც შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში კიდევ ერთი გუნდია დაუმარცხებელი: ლევან ხომერიკის დამოძღვრილი ბათუმის "დინამო" ევროტურნირების საგზურისათვის იბრძვის და ბოლო ტურში "სამტრედიასთან" მნიშვნელოვან მატჩში ფრედ ითამაშა.

ბათუმელთაგან ის ერთადერთი გოლი კი 18 წლის ნიკა კვანტალიანმა გაიტანა, რომელმაც უკვე მესამედ გამოიჩინა თავი ამ ჩემპიონატში.

სხვა ფაქტები

ჯაბა დვალის ბომბარდირული თვისებები ვახსენეთ და კიდევ ერთ ფეხბურთელზეც უნდა ვთქვათ: "შუქურას" 27 წლის ნახევარმცველ ლევან კუტალიას უმაღლეს ლიგაში 4 წელიწადი არ ჰქონდა დუბლი შესრულებული და აი, მისმა წყვილმა გოლმა ქობულეთელთა გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.

ახლა კი ის ფეხბურთელები უნდა ვახსენოთ, ახალი გუნდის მაისურით პირველი გოლები რომ გაიტანეს: 26 წლის გიორგი ივანიშვილი, 25 წლის ირაკლი ლექვთაძე (ორივე - "ჩიხურა"), 20 წლის ლაშა ჯღამაია ("კოლხეთი"). ფოთელთა გუნდის უკრაინელმა ლეგიონერმა, 24 წლის იგორ ოზარკივმა კი სულაც სადებიუტო გოლი გაიტანა საქართველოს ჩემპიონატში.

დაბოლოს, ორ ფორვარდზეც, ახალგაზრდასა და გამოცდილზე: მიმდინარე ჩემპიონატში "სიონის" შემადგენლობაში საუკეთესო ბომბარდირი 21 წლის დავით ვოლკოვი გახლავთ, რომელიც, საბა ლობჟანიძის მსგავსად, ასევე... თბილისის "დინამოდან" არის განათხოვრებული.

ანუ ისეთი სიტუაციაა, რომ ლობჟანიძემ და ვოლკოვმა ამ ჩემპიონატში მეტოქეთა კარში, ჯამში, 9 გოლი გაიტანეს, ზუსტად იმდენი, რამდენიც, საერთოდ, "დინამომ" გაიტანა მიმდინარე გათამაშებაში. თუმცა, "დინამოს" ბოლო წარუმატებლობაში ყველაზე ნაკლები პრეტენზია ვეტერანების მიმართ უნდა ყოფილიყო გამოთქმული: გიორგი ლომაიაზე ზემოთ უკვე ვთქვით და ლადო დვალიშვილიც უნდა ვახსენოთ, რადგან 30 წლის ფორვარდმა საქართველოს ჩემპიონატში თითქმის 9-წლიანი პაუზის მერე გაიტანა გოლი...

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. VIII ტური

"თეთრი ჯგუფი"

დინამო (თბ)-ჩიხურა 1:2

ცხინვალი-გურია 2:1

შუქურა-ტორპედო 2:1

ლოკომოტივი ისვენებდა

"წითელი ჯგუფი"

სამტრედია-დინამო (ბთ) 1:1

საბურთალო-სიონი 1:1

კოლხეთი-ზუგდიდი 2:0

დილა ისვენებდა

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• Guadua

Guadua-ს 15:18 04-10-2016 ჯგუფებში კენტი გუნდების გამო , ყოველ ტურში თითო გუნდი ისვენებს, შესაბამისად 1 წრეში 7 ტურში გამოუვიდა გუნდებს 6-6 თამაში, მე-8 ტურის მერე ზოგს 7 თამაში აქვთ, ზოგს (2გუნდი) 6-6----------ამ საოცრების დამწერს :) არადამაჯერებელი ახსნაა 1 წრეში 6 ტურია, მეორეში ექვსი, ჯამში თორმეტი 1-2 ოქოტომებრს ვითამაშეთ მეორე წრის 1 ლი ტურის მატჩები ანუ მეშვიდე ფაქტიური ტური და ყველას აქვს 7 ნათამაშები გარდა ორისა, ვინც ისვენებდა სისტემის სიმახინჯის გამო, მაგრამ ისინი ითამაშებენ "დასვენებული ტურის მატჩს" და არა წინსრებითი ოდენობით ტურის მატჩს. ასე რომ 15-ში იქნება რეალური მერვე ტურის მატჩები, რომლსი დროსაც მეშვიდე ტურის არშემდგარი მატცებიც იქნება იმათთვის ვინც ისვენებდა და 2 გუნდიდან ერთ ითამაშებს მეშვიდე ტურის მატჩს და 1 მერვე ტურისას :)

• roma

ნამუსი არა რის ლიახვი-სამგურალი ნახეთ და რუსთავს და მერანს აკლებთ ქულებს

• Guadua-ს

ჯგუფებში კენტი გუნდების გამო , ყოველ ტურში თითო გუნდი ისვენებს, შესაბამისად 1 წრეში 7 ტურში გამოუვიდა გუნდებს 6-6 თამაში, მე-8 ტურის მერე ზოგს 7 თამაში აქვთ, ზოგს (2გუნდი) 6-6

• jango-s

სიმართლე რომ ვთქვათ მაგი გოლი სწორედ დათუნაშვილის კისერზეა, გოლის გასვლამდე დგება და ჩვეულებრივად მოძრაობს ოდნავი ტკივილის გარეშე, სწორადაც დატუქსა მწვრთნელმა

• Guadua

უმაღლესი ლიგის VIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები იყო მეშვიდე ტური, როგორაა მერვე ტური?საიდან? თუნდაც გათამაშების ცხრილს დახედეთ რამ გადაგრიათ კაცო 7 და 8 ვერ გაგირჩევიათ ერთმანეთისაგან?

• Jango

ვერავინ იტყვის რომ ბათუმი სუსტი კლუბიაო,ის მართალც კარგი და ბრძოლისუნარიანია,მართალია სამტრედიამდე ხარისხი უკლია მაგრამ ამ კლუბს მომავალი აქვს. სამწუხარო ეგაა რომ ამ კლუბმა იკადრა და ძალიან ცუდი გოლი შეირგო როგორც კაცობის და სპორტულობის თავლსაზრისით,ასევე გევრდითი და ცენტრალური მსაჯის დანაშაულებრივი უმოქმედობის ხარჯზე, როდესაც სამტრედიელებს კაცი ყვითელი ბარათის სიმკაცრით წაუქციეს საჯარიმოში და ისე გაუტანეს გოლი რომ ფეხბურთელი მინდორზე ეგდო და ხვანცალებდა ტკივილებისაგან.ასე არ უნდა იქცეოდეს პატიოსანი კლუბი.

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 0:3 ტორპედო. ჩვენ ვნახეთ ჩემპიონობის რეალური კანდიდატი...

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 მეშახტე. ძელი რომ არა...

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...

[VIDEO] უკვე დუბლი - კვარაცხელიამ "ბაიერნს" ისევ გაუტანა

[VIDEO] კვარაცხელიამ ნოიერს გაუტანა და "ბაიერნთან" ანგარიში გაათანაბრა

პსჟ - "ბაიერნი". გუნდების შემადგენლობები ცნობილია

"შავი ლომი" დიდი 10-ის ნაკრებთან გახურდება

39 წლის უგო ლორისს დეშამი მსოფლიო ჩემპიონატზე წაიყვანს

გორეცკა სერია A-ს უახლოვდება - "მილანმა" კონტრაქტი უკვე გაამზადა

კახა კაჭარავა "ოდიში 1919"-ის სათავეშია - ახალი ამბიციების და გამარჯვებების დრო!

კომპანი პსჟ-ს მხრიდან ქარიშხალს ელის

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 0:3 ტორპედო. ჩვენ ვნახეთ ჩემპიონობის რეალური კანდიდატი...

Geo Team: დავითაშვილისთვის სეზონი დასრულებულია

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 მეშახტე. ძელი რომ არა...

რაგბი7 | უმაღლესი დონის გუნდებთან ჰაგუენაუში

ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს

ლუის ენრიკე: პსჟ საუკეთესოა, "კვარადონა" - ფანტასტიკური

"ნუ სვამ, გრილიშ, "ნაპიტოკებს", სიბერეში დაგიტოკებს" - ჯეკს აღდგენის თავისებური მეთოდი აქვს

"ძალიან მოტივირებულები ვართ, რადგან მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით" - ხვიჩა კვარაცხელიას პრესკონფერენცია

ქუთაისმა თელავი კვლავ დაამარცხა და სერიაში 2:0 დაწინაურდა

"ბავშვივით თამაშობ" - დი კანიომ რაფა ლეაო გააკრიტიკა

დანაკლისი ნიდერლანდების ნაკრებს - ხავი სიმონსი მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს

დიდი მატჩი კვარაცხელიას მონაწილეობით! - ხვიჩა თუ ჰარი?

ირაკლი ლექვთაძე: აქ იმისთვის ვარ, რათა კლუბს ძველი სიმაღლეების დაბრუნებაში დავეხმარო

ფრუიძე: ეს იქნება ერთგვარი ილუსტრაცია იმ რეალობის, რომელიც დღეს საქართველოში დგას

ზედიზედ სამჯერ! - ვაკო გვილია საგოლე გადაცემების დიდოსტატია

ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს

ვოლკოვის ზღაპრული გოლი 90-ე წუთზე - მისი გუნდი პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]

ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]

უკეთესი შემოთავაზება აქვს - ჯაბა დვალმა ბოლნისის "სიონი" დატოვა

დინამო (თბ)-ჩიხურა 1:2 - დიდი ნაბიჯი [VIDEO]

ეროვნული ლიგის VI ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)

"სოსნოვიეცი" მეორე ქართველმაც დატოვა - გიორგი ივანიშვილი "სიონში" ჩაირიცხა

მხოლოდ 2 მატჩი გუნდის სათავეში - სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" დატოვა

ლეგიონის უქმეები: დვალი ჩემპიონობის მოლოდინში, ვოლკოვის გოლი, მჭედლიძის საგოლე, ჩაკვეტაძე ძირითადში [VIDEO]

ჯაბა დვალმა კარიერა დაასრულა

ჯაბა დვალი "სიონიდან" "თელავში" გადავიდა

2023 წლის შემდეგ პირველად - სანიოლმა ეროვნულ ნაკრებში ვოლკოვს უხმო

სოსო ფრუიძე ფეხბურთში დაბრუნდა და უმაღლესი ლიგის გუნდს ჩაიბარებს

ეროვნული ლიგა. VIII ტური: საჩხერის "ჩიხურამ" ფოთის "კოლხეთი" დაამარცხა

რამდენ წუთს მიიღებს ხვიჩა და ლივერპულის დერბი გიორგის

[VIDEO] როგორც ქოჩორაშვილმა ალბანეთში... პაპუნაშვილის სუპერგოლი აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში!

გიორგი გაბედავამ ვატო არველაძის "კორონას" გაუტანა [VIDEO]

ირაკლი ლექვთაძე: ღირსება - ეს ის სიტყვაა, რასაც "აბერდინთან" მატჩის წინ ერთმანეთს ვეტყვით

"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება

სოსო ფრუიძე: 6 ქულა კარგია, მაგრამ ყველაფერი თავიდან დასაწყებია

"სოსო ფრუიძის მწვრთნელად მოსვლას არ დავუშვებთ" - "ტორპედოს" გულშემატკივრის განცხადება

ლუკა ზარანდიამ პოლონეთში თანამემამულეები არ დაინდო [VIDEO]

"სიონი" გიორგი ივანიშვილით გაძლიერდა

ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]

[VIDEO] ზივზივაზეს ორი გოლიდან ერთი ჩაუთვალეს - "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა

"ტორპედომ" ეროვნულ ლიგაში დასარჩენად დიდი ნაბიჯი გადადგა [VIDEO]

სანიოლი შემადგენლობას მალე დაასახელებს - დაცვაში უკეთეს რეზერვს ველოდით, იქნებიან აზაროვი და ამჟამად უკლუბოები?

"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]

[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში

საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!

[VIDEO] ზივზივაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა - "ჰაიდენჰაიმმა" "სანკტ-პაულის" მოუგო

ვოლკოვის და პაპუნაშვილის "ზირამ" "ომონიას" მოუგო, მაგრამ ევროტურნირებს გამოეთიშა

[VIDEO] ზივზივაძემ ბუნდესლიგაში ისევ გაიტანა - "ჰაიდენჰაიმი" მაინც დამარცხდა

ირაკლი ლექვთაძე: მაგარი ფინალი იქნება!

სოსო ფრუიძე: მოსაგებად ძალა აღარ გვეყო

კაშიას გოლი, ჩაკვეტაძის საგოლე პასი - "სლოვანმა" ჩერჩესოვის "ფერენცვაროშს" გასვლაზე სძლია [VIDEO]

"ტორპედოს" მძლეველმა "ომონიამ" ვოლკოვის "ზირა" გაანადგურა