"მარსელის" მთავარი მწვრთნელი კმაყოფილი დარჩა იმით, რომ გუნდმა საკუთარ მოედანზე გოლი არ გაუშვა
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედთან", "მარსელის" მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი კმაყოფილი დარჩა იმით, რომ გუნდმა საკუთარ მოედანზე გოლი არ გაუშვა. ფრანგული კლუბის თავკაცმა იმედი გამოთქვა, რომ საპასუხო შეხვედრაში, რომელიც 15 მარტს გაიმართება, მისი შეგირდები ასევე დისციპლინირებულად ითამაშებენ.

"მნიშვნელოვანი იყო, რომ გოლი არ გაგვეშვა და ეს შევძელით. რთული მატჩი იყო, "მანჩესტერ იუნაიტედის" სიძლიერე ყველასთვის ცნობილია. მეორე ტაიმში სადღაც 20 წუთის განმავლობაში ძალიან კარგად გამოვიყურებოდით, მაგრამ გოლის გატანა მაინც ვერ მოვახერხეთ. ბოლოსკენ უფრო გაგვიჭირდა, რადგან მეტოქემ ტაქტიკა შეცვალა და ბურთს მეტ ხანს აკონტროლობდა.

ალექს ფერგიუსონს რამდენიმე მოთამაშე აკლდა, მაგრამ შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა თავი საუკეთესოდ წარმოაჩინეს, რაც მეტოქის კლასს ხაზს უსვამს.

ჩემი ფეხბურთელებით კმაყოფილი ვარ, რადგან მათ მთელი თავიანთი ოსტატობის გამოვლენა შეძლეს. "ოლდ ტრეფორდზე" დაცვაში საიმედოდ თამაშს დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ და შესაძლოა იქაც შეგვექმნას მეტოქის კარის აღების შესაძლებლობა. "მანჩესტერ იუნაიტედი" ფავორიტად რჩება, მაგრამ ჩვენ არცთუ ცუდი შანსი გვაქვს", - თქვა დეშამმა.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
18 წ. | როტაციით ინგლისთან
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა