იაპონელთა ახალზელანდიელმა მწვრთნელმა ჯიმი ჯოზეფმა მოკლევადიან შეკრებაზე 35 მორაგბეს უხმო
საქართველოს ნაკრები ნოემბერში სამ ტესტ-მატჩს გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქე 12 ნოემბერს იაპონიის ეროვნული გუნდი იქნება. "ამომავალი მზის ქვეყნის" შვილებმა მზადება უკვე დაიწყეს.

იაპონიის ნაკრები ნოემბერში ოთხ მატჩს გამართავს. 5 ნოემბერს ეს გუნდი ტოკიოში არგენტინის ნაკრებს უმასპინძლებს და მერე ევროპაში გამოემგზავრება, სადაც სამი მატჩის გამართვა მოუწევს. როგორც უკვე ვთქვით, პირველი ევროპელი მეტოქე იაპონელებისთვის ჩვენ ვართ.

იაპონელთა ახალმა ახალზელანდიელმა მწვრთნელმა ჯიმი ჯოზეფმა მოკლევადიან შეკრებაზე 35 მორაგბეს უხმო, რომელთა შორის 15 დებიუტანტია.

"ნოემბერში ნაკრების 10 მორაგბე დაგვაკლდება სხვადასხვა მიზეზის გამო - ზოგს ტრავმა აწუხებს, ზოგიც პენსიაზე გავიდა. შესაბამისად, ახალი მოთამაშეები გამოვიძახეთ, რომლებმაც შესანიშნავად წარმოაჩინეს თავი იაპონიის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობისას. მათთან ერთად გვყავს საკმაოდ გამოცდილი მორაგბეებიც, რომლებზეც ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ნოემბრის ტესტების მსვლელობისას.

არგენტინასთან სათამაშოდ მოსამზადებლად სულ რაღაც ექვსი დღე გვექნება. ამიტომ ამ მინი-შეკრებას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. შევხვდები მოთამაშეებს, გავარკვევ მათთან ურთიერთობას და დავადგენთ იმ მორაგბეს, რომელიც გუნდს წინ წაუძღვება.

ვფიქრობ, განსაკუთრებული ყურადღება დავუთმო მწვრთნელისა და მოთამაშეების ურთიერთობას, რომლის დალაგების გარეშეც შეუძლებელია რაიმე სერიოზულ შედეგზე ფიქრი", - თქვა იაპონელთა მთავარმა მწვრთნელმა ჯიმი ჯოზეფმა.

იაპონელებს ნოემბრის ტესტებზე არ ეყოლებათ: ჰიოროში იამაშიტა, მაიკლ ლიტჩი, ჰენდრიკ ტუი, რიუ ჰოლანი, აიუმუ გორომარუ და მიფიპოსეტი პაეა.

არგენტინისა და საქართველოს გარდა, იაპონელები 19 ნოემბერს კარდიფში უელსის ნაკრებს, ხოლო ერთი კვირის თავზე საფრანგეთში ფიჯის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან.

იაპონია

შერკინება: სამუელ ანაისი, ჰეიშირო იტო, კეიტა ინაგაკი, მალგენე იაუა, კაძუჰიკო უსამი, ჰიტოში ონო, კიოსუკე კაჯიკავა, ტაკეში კიძუ, ნაოჰირო კოტაკი, იოშიტაკა ტოკუნაგა, შუნასუკე ნუნომაკი, კენსუკე ჰატაკეიამა, ტაკეში ჰინო, შოთა ჰორი, შუჰეი მაცუჰაში, ამანაკი მაფი, მასატაკა მიკამი, იუიმარუ მიმურა, კოკი იამამოტო.

უკანა ხაზი: ტაკაჰირო ოგავა, ჯუმპეი ოგურა, კოსეი ონო, მალე საუ, იასუტაკა სასაკურა, იოშიკაზუ ფუჯიტა, კარნე ჰესკეტჩი, ტიმ ბენეტსი, კოტარო მაცუშიმა, იუკი იოტამი, ლომანო ლემეკი, ამანაკი ლოტოაჰეა.

ნოემბრის ტესტები

12 ნოემბერი

საქართველო-იაპონია

19 ნოემბერი

საქართველო-სამოა

26 ნოემბერი

შოტლანდია-საქართველო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მებრძოლი ლაზი
3-4 კარგი მორაგბე ყავთ შემორჩენილი ძველებიდან...თუმც ახლები როგორები ყავთ ეგ არ ვიცი... მაგრამ ამან ცუდი სამსახური არ უნდა გაუწიოს ბიჭებს, ეჭვი არაა მობილიზებული და კარგ ფორმაში ჩამოვლენ
მებრძოლი ლაზი
მსოფლიო ჩემპიონატის შემადგენლობიდან ნახევარიც კი არ ყავთ
"ბორჯღალოსნები" | ექვსი ცვლილება ჩემპიონთა ჯახში
"ბორჯღალოსნები" | ჩემპიონების ჯახი "მიხეილ მესხზე" - მომავალი მეტოქე აშშ
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
[VIDEO] ზივზივაზემ გერმანიაში დაბრუნებისთანავე გაიტანა
"ბარსელონამ" ესპარტს ხელშეკრულება გაუხანგრძლივა
"რეალმა" კურტუას კონტრაქტი გაუგრძელა
პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მიზანზე ისაუბრა და ბავშვობის კერპი დაასახელა
კონტემ განმარტა, რატომ დატოვა "ინტერი" საჩემპიონო სეზონის შემდეგ
"ჩელსიში" გადასვლას არ ვნანობ, მაგრამ..." - ფერნანდო ტორესმა "ლივერპულის" დატოვებაზე ისაუბრა
კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ-მ შეიძლება ბრაზილიელი შემტევი დაიმატოს
მიხეილ სააკაშვილი: ამ ფეხბურთელებმა ქრთამი აიღეს რუსეთის სატრაპისგან - ზუსტად ამ 30 მილიონის შემდეგ, სულ უფრო ცუდად წავიდა ნაკრების საქმე
"ბარსელონა" გერმანიის ნაკრების მცველის შეძენას შეეცდება
"ბორჯღალოსნები" | ექვსი ცვლილება ჩემპიონთა ჯახში
ანგისას "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
Football Insider: მიქაუტაძის სასწრაფოდ შეძენის სერიოზული სურვილი პრემიერლიგის ორ კლუბს აქვს
"როგორც იქნა, გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა" - ჯორჯო კიელინიმ იტალიის ნაკრებზე ისაუბრა
"არსენალი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე 2 შემტევის დამატებას გეგმავს
მესიმ არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელობასთან კავშირი გაწყვიტა
"ყველაზე მეტი ამ მწვრთნელისგან ვისწავლე, ის ჩემთვის მისაბაძი მაგალითი იყო" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის 20 წუთი - "ორლანდოს" 4-მატჩიანი მოგებათა სერია "ფილადელფიასთან" შეწყდა
ბასილაშვილი მეცის ჩელენჯერს ტრავმის გამო ჩაეხსნა
ისტორიული ზღვარი და დრამატული გამარჯვება - 4000 ქულა თორნიკე შენგელიას ევროლიგაში
მარკის რიდი მატჩის საუკეთესო მოთამაშეა - "ბაჰჩეშეჰირმა" იტალიაში "რომა" გაანადგურა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
ბორჯღალოსნები | სამოასთვის შემადგენლობა შეირჩა
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
ნოემბრის ტესტები: იაპონია თბილისში ჩამოსვლამდე არგენტინას დახვდება
ამბიციური "საკურები" - რა უნდა ვიცოდეთ მეტოქე იაპონიის ნაკრებზე
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო