ფინალისტს 500 ათასი ევრო ერგება, ლიგამ ჰონორარები გაწერა
ევროლიგის გენერალურმა დირექტორმა ხორდი ბარტომეუმ 2016-17 წლების სეზონში ევროლიგის მონაწილეებისთვის ჰონორარების ოდენობაზე ილაპარაკა. როგორც ირკვევა, ტურნირის გამარჯვებულს ერთი მილიონი ევრო ერგება.

"ევროლიგა გადაიხდის 40 ათას ევროს რეგულარულ ჩემპიონატში ერთი მოგებისთვის, - ამბობს ბარტომეუ. - პლეი ოფში მოგება შეფასებულია 70 ათას ევროდ. ჩემპიონს გადაეცემა - 1 მილიონი, ფინალისტს - 500 ათასი ევრო. მესამე ადგილის მფლობელს ეკუთვნის - 300 ათასი.

ამბობენ, რომ ჩვენ დახურული ლიგა გვაქვს, მაგრამ ასე არ არის. ჩვენთან ყოველ წელს ხუთი ახალი გუნდი თამაშობს. ევროთასის გამარჯვებულიც ხვდება ევროლიგაზე. ჩვენ მხოლოდ 11 დახურული კონტრაქტი გვაქვს. უნდა გვესმოდეს, რომ ეს 11 გუნდი წარმატებულია და მათ დაამტკიცეს, რომ იმსახურებენ ადგილს ევროლიგაზე. მომავალში, შესაძლოა, მონაწილეთა რიცხვი 24-მდე გავზარდოთ. მაგრამ ამისთვის დროა საჭირო. არ გვინდა, ზიანი მოვუტანოთ ეროვნულ ლიგებს".

ამასობაში, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კომისარმა ადამ სილვერმა აზრი გამოთქვა კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციასა და ევროლიგას შორის არსებულ კონფლიქტზე. სილვერის აზრით, ეს მდგომარეობა ხელს უშლის ევროპაში კალათბურთის განვითარებას.

"FIBA-მ და ევროლიგამ აუცილებლად უნდა მონახონ საერთო ენა და მოაგვარონ ყველანაირი უთანხმოება. ჩემი აზრით, ამ ორგანიზაციას ევროპაში კალათბურთის განვითარებაზე საერთო ხედვა უნდა ჰქონდეს. რთულია ამ კონფლიქტის შეფასება, მაგრამ თუ გავიხსენებთ საქმის ვითარებას გასული საუკუნის 90-იან წლებში, არ არის სასურველი იმ მდგომარეობაში დაბრუნება. იმედი გვაქვს, რომ პროგრესი გაგრძელდება", - ამბობს სილვერი Eurohoops-თან კომენტარში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა