ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

მაიკ ტაისონი - დაუნდობელი სიმართლე [გაგრძელება]

მაიკ ტაისონი - დაუნდობელი სიმართლე [გაგრძელება]

დიდი პაუზის შემდეგ ვაგრძელებთ ტაისონის ავტობიოგრაფიულ წიგნს
რას წარმოადგენდა ჩემი გამარჯვებები სექსუალურ ფრონტზე?

როცა ამ გოგონებთან სექსი გაქვს, ეს გაიძულებს თავი უკანასკნელ ნაძირალად იგრძნო, თუმცა გაჩერება აღარ შეგიძლია. გეზიზღება საკუთარი თავი და გეცოდებიან გოგონები. არასოდეს მიყვარდა ისინი. ყველაფერი, რასაც მათ ვეუბნებოდი, ტყუილი იყო. თუმცა, მაშინ ამას ვერ ვაცნობიერებდი.

ამ გოგონებს შორის ყოფნა იგივე იყო, რაც ონანიზმი. დიდ სიამოვნებას ვიღებდი, მაგრამ ეს არაფერს მაძლევდა. მეგონა, რომ მათთან სექსი დიდ ემოციურ სიამოვნებას მგვრიდა, მაგრამ სრული არარაობა ვიყავი. თავად სიყვარულზე ვიყავი შეყვარებული და არა კონკრეტულ ქალებზე.

თავს ვგრძნობდი ჩიხში მოქცეულ მამაკაცად. რაც უფრო მეტი სექსი მქონდა, მით უფრო ვგრძნობდი მოძალებულ გამოუვალ მდგომარეობას. საშინელი გრძნობაა, როცა ყველანი მიდიან, შენ კი მარტო რჩები საძინებელ ოთახში და გრძნობ მათ სურნელს საწოლში. ეს სრული ჯოჯოხეთი იყო. უსულო და დაუნდობელ ადამიანად ვგრძნობდი თავს. და იმისთვის, რომ ამაზე არ იფიქრო, უბრალოდ, უფრო მეტი გოგონა მიგყავს ოთახში.

სიმართლე გითხრათ, მინდოდა ვიღაც, ვინც შეძლება ჩემს შეჩერებას, რადგან, საბოლოო ჯამში, თავს ვგრძნობდი, როგორც ნეხვი. მთელი ეს ენერგია, რომელსაც სხვადასხვა ადამიანისთვის ვიღებდი, ჩემთვის სრული წამება იყო. სიცარიელეს ვგრძნობდი. რაღაც მომენტში, მთელი ჩემი სექსუალური ცხოვრება გაუთავებელ ორგიებად გადაიქცა. სამ, ოთხ, ხუთ ქალთან მქონდა სექსი. ჯანდაბა, ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა მაშინ.

მაშინ ამაზე არ ვფიქრობდი, მაგრამ უდიდეს სტერსს განვიცდიდი: ვცდილობდი საუკეთესო საყვარელი ვყოფილიყავი ყველასთვის, ვისთანაც მაიკ ტაისონს სექსი ჰქონია. მათთვის ხომ ეს პაემანი ისეთი მოვლენა იყო, რომელიც სამუდამოდ ემახსოვრებოდათ. მაგრამ მივხვდი - არ ხდება ისე, რომ ყველანი ერგებოდნენ ერთმანეთს. სექსი - გარემოებათა რთული წყებაა.

ყველა საკუთარი გამოცდილებით მოდის. დღემდე არ ვიცი, რა არის სექსისთვის მნიშვნელოვანი: გრძნობით მიღებული სიამოვნება თუ ფიზიკური სიახლოვე? ვხვდებოდი ადამიანებს, რომლებსაც ნორმებიდან გადახრა ჰქონდათ. იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც სურდათ მთლიანად მინდობოდნენ პარტნიორს, ან ისეთები, რომლებსაც უნდოდათ პარტნიორს ტკივილი მიეყენებინა ან შეეფურთხებინა მისთვის. ვიცნობდი გოგონას, რომელსაც ჩემთან სექსი უნდოდა. მან მითხრა, რომ ჩემს ყველაზე ძლიერ დარტყმას გაუძლებდა. მე არ შემეძლო ასე მოვქცეულიყავი.

მას შემდეგ, რაც ჩემთვის შედგენილი პროგრამის დიდი ნაწილი გავიარე, მივხვდი მიზეზს, რომლითაც ყოველთვის მინდოდა ქალებისთვის სიამოვნების მინიჭება: იმედი მქონდა, რომ ისინი სექსუალურ სიამოვნებას მომიტანდნენ არა მხოლოდ სექსუალური ურთიერთობით, არამედ, საკუთარი სიყვარულითაც.

სექსის მეშვეობით მინდოდა სიახლოვე მომეპოვებინა. შენ ვერ მიიღებ მათგან სასურველს, თუ სექსით არ დაკავდები, მაგრამ, სინამდვილეში, ეს სექსი არ არის, როგორც ასეთი. ასე რომ, ისეთივე მეძავი ვიყავი, როგორც დედაჩემი. უბრალოდ, აქ სხვანაირად იყო საქმე. ამ მეძავს ფული ჰქონდა. თუ სიხარული ვერ მოგანიჭე და სექსუალურად ვერ დაგაკმაყოფილე, მაშინ ამ "მერსედეს-ბენცზე" რას იტყვი? ამ ავტომობილს მართლაც მოაქვს ორგაზმი, ასე არ არის?

ბანალურად ჟღერს, მაგრამ, ცხადია, რომ ვეძებდი ვიღაცას, ვინც ჩემს მიმართ დედობრივ გრძნობებს გამოამჟღავნებდა. მთელი ცხოვრება ვეძებდი დედის სიყვარულს. დედაჩემი არასოდეს ჩუქნიდა მამაკაცს სიყვარულს. ის მათ თავის ტკივილს უჩენდა, აბრუებდა მათ, დანით ჭრიდა საყვარლებს. არასოდეს მინახავს, რომ დედას მამაკაცისთვის ეკოცნოს. არასოდეს გამიგია სიტყვა: "მიყვარხარ". და არც ის დამინახავს, რომ მისთვის ვინმეს შუბზე ეკოცნოს.

მართალია, დიდება ადრეულ ასაკში მოვიპოვე, მაგრამ ყოველთვის მიზიდავდნენ ქუჩის ქალები. ეს ჩემში დედისგან დარჩა. ამ გოგონებს არავინ აინტერესებდათ, გარდა საკუთარი შვილებისა, მაგრამ მე არ ვყოფილვარ მათი ბავშვი. ეს ქალები, უბრალოდ, საზიზღრები იყვნენ, არარაობები ნებისმიერი ურთიერთობისთვის.

ზუსტად ისეთი, როგორიც დედაჩემი. ისინი კარგები იყვნენ თანაგრნობისთვის და ბავშვებისადმი სიყვარულისთვის, მაგრამ მამაკაცი მათთვის მხოლოდ საკუთარი ინტერესების გამოყენებისთვის იყო. ყოველთვის მომწონდა ასეთი ტიპის ქალები, ამიტომაც აეწყო ჩემი ცხოვრება ასე საშინლად. ყველაფერი ხდებოდა ასეთი სქემით: "ბიზნეს-ლედის სურს ჩემთან დროის გატარება. ჯანდაბა! მივდივარ და სექსი მაქვს ამ მეძავთან".

როცა სარეაბილიტაციო ცენტრში ვიყავი, ვუყურე ფილმს ედიტ პიაფის შესახებ - "ცხოვრება ვარდისფერ ფერში". ამ ფილმმა ძალიან მომაგონა საკუთარი ცხოვრება. ადამიანებს ქუჩიდან შენს მიმართ გულწრფელი სიმპატიები აქვთ, ვიღაც ბანდიტი კი შენ ჭკუას გასწავლის. ვიღაც კლავს მას და ეს არავის აღელვებს, რადგან ის ცუდი ბიჭი იყო, მაგრამ შენთვის დიად ადამიანს წარმოადგენდა. მასთან ურთიერთობას გარკვეული სიკეთე მოჰქონდა - ფული, ტანსაცმელი, საჩუქრები საკუთარი დისთვის.

ზუსტად ასევე, ამ ფილმის გმირი თავის ქალს მეძავად ამუშავებდა, შემდეგ კი ეს ქალი წაართვეს. იგივე მოხდა ჩემს შემთხვევაში. დანარჩენების აზრით, ქალს მხოლოდ წააგდა ის, როგორც მოექცნენ. მაგრამ თავად მისთვის - ეს ასე არ იყო. ეს ხომ მისი ცხოვრება იყო, მას უნდოდა მეძავებთან და სუტენიორებთან ერთად ცხოვრება, ეს იყო მისი ოჯახი. მტკივნეული სანახავი იყო, როგორ მიჰყავდათ, ის კი რაღაცას უყვიროდა მეძავებს. ასევე, მეც ვკარგავდი რაღაცას ცხოვრებაში და მხოლოდ ტირილი შემეძლო.

ბედნიერება - რთული ცნებაა. შენ შეიძლება ჯოჯოხეთში იყო და ამასთან ბედნიერად გრძნობდე თავს. ზოგიერთები შესანიშნავად ცხოვრობენ სიღარიბეში. ამოგყავს ისინი სიღატაკიდან, ნორმალურ ცხოვრებას უწყობ - ისინი კი კვდებიან ემოციურად და სულიერად, რადგან ტკივილი და თანაგრძნობა - მათი ერთადერთი სიხარულია. მათ გონებაშიც კი არ გაუელვებთ ის, რომ ვიღაცას შეუძლია უყვარდეს ისინი, იზრუნონ მათზე ისე, რომ სამაგიეროდ არაფერი მოითხოვონ.

სექსუალური დამოკიდებულების მკურნალობა - ეს უფრო სხვა რამაა, ვიდრე ალკოჰოლური ან ნარკოტიკული დამოკიდებულებისგან განკურნება. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებლად უნდა თქვა მტკიცე - "არა", როგორც ნარკოტიკების შემთხვევაში. აქ საჭიროა დიდი სამუშაო საკუთარ თავზე და მოზრდილი ადამიანიც რომ იყო, უნდა იქცეოდე, როგორც ბავშვი. მუდმივად უნდა გააანალიზო - რას აკეთებ, როგორ ელაპარაკები ქალს, ისიც კი, რა დრო უნდა დახარჯო მის შესათვალიერებლად. ჩემი მაქსიმუმი - სამი წამი იყო.

ერთ-ერთი ხერხი სექსუალური დამოკიდებულების დასამარცხებლად, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის - ეს არის უფულოდ დარჩენა. როცა ფული აღარ მქონდა, მთელი ეს ნაგავი სიამოვნებას აღარ მანიჭებდა.

როცა გავკოტრდი, უბრალოდ, აღარ ვიტვირთავდი გონებას იმით, ვისთან მქონოდა სექსი, რადგან ჩემი სულელური მოსაზრება შემდეგში მდგომარეობდა - ჩემი სექსი ჩემს სიდიადესთან თანხვედრაში უნდა ყოფილიყო. ამისთვის მე უნდა მქონოდა მდიდრული ლუქსის ნომერი ან რაიმე ლამაზი კუნძული. თუ სექსი რომელიმე მიყრუებულ სასტუმროში მიწევდა, ყოველგვარი ენთუზიაზმი მიქრებოდა.

მართლაც ძალიან რთულია - აკონტროლო საკუთარი სექსუალური მიდრეკილებები. ნებისმიერმა წვრილმანმა, შესაძლოა, შეუქცევადი შედეგები გამოიწვიოს. მაგალითად, მივდივარ ქუჩაში და უცებ მესმის ქუსლების ხმა - გადაწყვეტილია ყველაფერი. ან, მაგალითად, დილის სამ საათზე ხეივანში მივაბიჯებ, უკან ვიხედები და ვხედავ ლამაზ ქალს. უნებლიედ, საკუთარ თავს ვუსმავ შეკითხვას: "მეძავი ხომ არ არის? რას აკეთებს ამ დროს ქუჩაში?"

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] აზერბაიჯანელი მწვრთნელი მსაჯს რინგზე ფიზიკურად გაუსწორდა - კადეტთა ევროპის ჩემპიონატის სკანდალური მომენტი

[VIDEO] უსიკმა დუბუა დაანოკაუტა და უდავო ჩემპიონის სტატუსი მესამედ მოიპოვა

ბერლინში დაუმარცხებელი ჩეჩენი მოკრივე მოკლეს

არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს

დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში

იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა

ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა

გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ

ბუცები, ბურთები და ბუკინისტები – აპრილი, სპორტი და წიგნები

ყოფილმა "იუთუბერმა" ჯეიკ პოლმა ლეგენდარული მაიკ ტაისონი დაამარცხა [VIDEO]

"ილიას მინდა ვუთხრა, რომ..." - ლეგენდარულმა მაიკ ტაისონმა ქართველ "მატადორს" მიმართა

"ლომის გული და რკინის კვერცხები აქვს" - მერსონმა ტაისონზე ისაუბრა

ფერდინანდმა ყველა დროის საუკეთესო ოთხ სპორტსმენში არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა

"ამას ძალიან ვნანობ" - მაიკ ტაისონი