ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

U21. საფრანგეთი-საქართველო 5:1 - მტკივნეული ჩამორჩენა [VIDEO+PHOTO]

U21. საფრანგეთი-საქართველო 5:1 - მტკივნეული ჩამორჩენა [VIDEO+PHOTO]

U21. ამხანაგური მატჩი
გია გეგუჩაძემ ფრანგ ახალგაზრდებთან ამხანაგური მატჩით ახალი შესარჩევი ციკლისთვის მზადება დაიწყო და მოწინააღმდეგისგან განსხვავებით, გუნდში 1994-95 წლებში დაბადებულები აღარ მიიწვია.

უცნაურია, მაგრამ თავიდან ჩვენი ფეხბურთელები მეტოქეს სივრცეს არ უთმობდნენ, ფეხზე ასხდნენ და ბურთს აკონტროლებდნენ. მე-12 წუთზე ლუკა ზარანდიამ საჯარიმოს კუთხესთან ორი მცველი მოატყუა და კარში დაარტყა, მაგრამ მიზანს ააცილა.

გავიდა 4 წუთი და თამაში ისევ ზარანდიამ გაამწვავა: მარჯვენა ფლანგზე ორი მცველი ეფექტურად ჩამოიშორა და საჯარიმოში ჩვენს ცენტრალურ თავდამსხმელს, რომან ჭანტურიას ეძებდა, მაგრამ ამაოდ - ეს უკანასკნელი საიმედოდ "ჩაკეტეს".

ამის შემდეგ ფრანგებმა "კბილები" გამოაჩინეს, სტუმრები პრესინგით შეზღუდეს და ჩვენს ნახევარმცველებს ბურთის მეტოქის საჯარიმომდე გადატანა გაუჭირდათ. მალე კი აშკარად გამოჩნდა სხვაობა კლასში - ფრანგები ჩვენებს ორთაბრძოლებში, ათლეტიზმში, სისწრაფესა და პასების სიზუსტეში სჯობდნენ. რაც მთავარია, უფრო მარტივად და ერთი შეხებით თამაშობდნენ.

მე-19 წუთზე ბურთი ჩვენების საჯარიმოში ჩაჰკიდეს, გაგი მარგველაშვილის მიერ თავით მოიგერიებული ბურთი საჯარიმოს ხაზთან პსჟ-ის ნახევარმცველ ადრიენ რაბიოს მიუვიდა, ამან ჟან-კევინ ოგიუსტენი მოძებნა და ანგარიში გაიხსნა - 1:0.

მალე ფრანგებმა მეორეც გაგვიტანეს - საჯარიმოს ხაზთან მათი კაპიტანი კორენტენ ტოლისო მარტო დარჩა და პსჟ-ის 19-წლამდელთა თავდამსხმელმა "ცხრიანში" აუღებელი დაარტყა - 2:0.

ჩვენს ნახევარმცველებს კი დაცვაში დახევა, შემტევისთვის ხელის შეშლა და მცველების დახმარება დაავიწყდათ. ხოლო კიდევ ერთ წუთში, უსმან დემბელეს დარტყმის შემდეგ, ძელმა გადაგვარჩინა.

28-ე წუთზე უკვე ჩვენებმა სცადეს შეტევის ორგანიზება ისევ და ისევ ზარანდიას ინდივიდუალური თამაშის ხარჯზე და მოახერხეს კიდეც - "ლოკომოტივის" შემტევმა ორი მცველი ჩამოიცილა და საჯარიმოს ხაზიდან კარშიც დაარტყა, მაგრამ მეკარემ საიმედოდ ითამაშა.

ჩვენები საჯარიმომდე რომ ვერ აღწევდნენ, 45-ე წუთზე გიორგი ბერიძემ კარის აღება მოედნის ცენტრიდან სცადა, მაგრამ აქედანაც არაფერი გამოვიდა.

ფრანგების უპირატესობა მეორე ტაიმში კიდევ უფრო გამოიკვეთა. ჩვენი დაცვა განსაკუთრებით შეცვლაზე შესულმა მუსა დემბელემ შეაწუხა. მისი ძალისხმევით, ფრანგებმა მესამედ აიღეს ქართველთა კარი - ის მოედნის სიღრმიდან იღებდა ბურთს, როცა ჩვენი მეკარე ლაზარე კუპატაძე წინ გამოვარდა და შემტევს შეეჯახა. არბიტრმა დანიშნა პენალტი, რომელიც "უტრეხტის" თავდამსხმელმა სებასტიან ჰალერმა ზუსტად შეასრულა - 3:0.

ვერ ვიტყვით, რომ ჩვენები გატანას არ ცდილობდნენ. ამ მცდელობამ შედეგი 69-ე წუთზე გამოიღო, როცა ირაკლი კომახიძის ფლანგური გადაცემა კარის წინ გახსნილმა გიორგი ხარაიშვილმა ეფექტურად დააგვირგვინა - 3:1.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ფოტოგალერეა

მაგრამ ჩვენების გალაღება ამით დასრულდა - ტომას ლემარმა საჯარიმოში შეტევა ვენსან კოზიელოს გაუგრძელა, რომელმაც მეკარის საჯარიმოში მუსა დემბელე მოძებნა, ამან კი მცველს დაასწრო და ეფექტურად გაგვიტანა - 4:1.

რამდნეიმე წუთში კუპატაძემ რაბიოს დარტყმა მოიგერია, მაგრამ დამატებაზე კოზიელოს ხელი ვეღარ შეუშალა - 5:1.

ბოლო წუთზე კუპატაძემ მორიგი გოლისგან გვიხსნა - ჯერ პირისპირ გასულ მუსა დემბელეს აჯობა, დამატებაზე კი ჰალერს მცველი გადაეღობა.

მოკლედ, კიდევ ერთხელ გაგვიჩნდა საფიქრალი - ასაკსა და პირობებში განსხვავება გასაგებია, მაგრამ ჩამორჩენა მეტისმეტად მტკივნეულია.

U21. ამხანაგური მატჩი

06.10. ლე ავრი. "სტად ოუშენი"

საფრანგეთი-საქართველო 5:1

გოლები: 1:0 ოგიუსტენი (19. რაბიოს პასით), 2:0 ტოლისო (24), 3:0 ჰალერი (59-პენ), 3:1 ხარაიშვილი (69. კომახიძის პასით), 4:1 მ. დემბელე (74. კოზიელოს პასით), 5:1 კოზიელო (85. რაბიოს პასით)

საფრანგეთი: მენიანი, ლენგლეტი, რაბიო, ტემუე ბაკაიოკო, ტოლისო, ოგიუსტენი, ამავი, ლემარი, უ. დემბელე, დიოპი, პავარდი.

სათადარიგოები: ნარდი, დიდილონი, დიალო, კოზიელო, ჰალერი, დებუში, მ. დემბელე, ერნანდესი, ბლინი.

მწვრთნელი: პიერ მანკოვსკი

საქართველო: კუპატაძე, ჩაბრაძე, მარგველაშვილი, ჭიჭინაძე, თევზაძე, ალთუნაშვილი, ხარაიშვილი, ზარანდია, კიტეიშვილი, ბერიძე, ჭანტურია.

სათადარიგოები: ქურდაძე, ზარია, ჩაჩუა, მამუჩაშვილი, საღრიშვილი, ლოჩოშვილი, ნადარაია, მოხევიშვილი, ჯობავა.

მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

გაფრთხილება: ხარაიშვილი (58)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• ლუკა

ეროვნული ნაკრები არის პირამიდის წვერი. პირამიდის საფუძველი კი არის ბავშვთა ფეხბურთი და პროფესიული ლიგები. ქართულ ფეხბურთში ეს პირამიდა არის ამოყირავებული.

• გრი-ს

ფეხბურთელები კმაყოფილები არიანო :) აბა, ჩვენ გვკითხონ ერთი მგვწონს 1:5 და ვემადლიერებით ვინმეს???

• გგგ

არაბიძის ადგილას უკრაინის მოქალაქეობას მივიღებდი და ვითამაშებდი უკრაინის ეროვნულ ნაკრებში! აი ზუსტად ასე დავამტკიცებდი რომ აქ ფედერაცია და მათთნ დაახლოებული პირები კორუმპირებული არიან და არ აინტერესებთ ქართული ფეხბურთის მომავალი

• gri

ფეხბურტელები კმაყოფილები არიან და ემადლიერებიან გეგუს,,მოსწონტ მისი მიდგომა წარმატებები სულ

• d.n

ხარაიშვილმა გაიტანა კომახიძის პასითო გიწერიათ და არც სასტარტო და არც სათადარიგო შემადგინლობაში გიწერიათ კომახიძე და ეს როგორ გავიგოთ???

• ქუთეისელი

ვინც თამასს უყურა დამეთანხმებით ალბათ რო გეგუჩაძე არის იდიალური მწთვნელი და ამ ნაკრებიდან ერუვნულში თავის გამოცემის საშვალება უნდა მიეცეს პირველ რიგში მარჯვენა მცველს მერე ხარაიშვილს და ზარანდიას ,,,,ხომ 5-1 წაგეეს მარა მაინც მაქ მაგ ბიჯების იმედი და უფრო გეგუჩასი ეხლა შეკრიბა ეს ბიჯები 4-5 ფეღბურთელის გარდა სუყველა ახალი იყო და მაინც ცდილობდნენ ფეღბურთის თამაშს ბურთსაც აგორებდნენ და კაცსაც ატყუებდნენ ერთი სიტყბით იმედი მაქ პიურველ რიგში გეგუჩაძის სერიოზული ტრეინერიაა

დიდებული მწვრტნელი,სედეგიც მალე ექნება,,არაბიცე ყველა ნაკრების ხირსია,,ეროვნული ნაკრებისაც მაგრამ ეს ამხანაგური ტამასი იყო და ალბატ იმიტომ არ გამოიცახა,სხვებს აკვირდებოდა,,ნეტავ ბევრი გვყავდეს ასეტი მწვრტნელი

• FEOLA

რისი გეგუჩაძე... არაბიძე უნდა იკოს ეროვნულში... უნივერსალური ფეხბურთელია... ცენტრი,ფლანგები,კველგან შეუძლია თამაში... ჯარიმა,შორი დარტკმები,პასი,სისცრაფე... გეგუჩაძეს უნდა საბურთალო... საბურთალო გაკიდის ფეხბურთელს და გეგუჩაძეს დოლია... რეკლამისთვის...

• jaba

ბატონო გერონტი რო წერ არაფერი მომხდარაო არ გრცხვენიამეტი რაღა უნდა მოხდეს ამხელა ანგარიშიტ წაგება სირცხვილი არ არის შენ ნაღდადდ ქართული ფეხბურთის მტერი ხარ ისე როგორც ფედერაცია და მისი მოყვანილი მწვრთნელები დავა დაახვიეთ

• nika

გეგუჩაძეა მაგარი? კაცი ბოღმაა ერთხელ მაინც თუ ათამაშა არაბიძე ნეტავ. თუ მაგაზე მაგრები ყავს კი გამოჩდა აგერ. ტიპები ბურთიან კაცს ვერ ეწევიან გადაირევა კაცი. აი არაბიზე კი ნამდვილად სწრაფია და ბურთიც უწირავს ცადეთ და თუ არ გამოდგა გააგდეთ რა დაგემართათ ვაა

• მანჩო

გუნდებში მიიღეთ, გზა გაუხსენით უპატრონო ტალანტებს, კმარა ქართული ფეხბურთის გაფარჩაკება!!!

• dato

ინტერვიუ ვნახრ სადრაც მუჯირი გვმოძღვრავდა ჩვენ ხელფასებს ისე ვერ დავარიგებთ შედეგს მოვითხოვტ ყველა მწვრთნელისგან და ისე მიიღებენ ანაზღაურებასო ეხლა როგორ აძლევტ საერტოდ რატო აძლევტ რა შედეგი ნახეთ რაც მოხვედიტ რამე მოგიგიათ სადმე გასულხართ დააქციეთ ქართული ფეხბურთი ის პოლიტიკაში გარბის მუჯირი საით გარბის ჭუმბურიზე ვის უზრდის ფეხბურთელებს ასე გაუზრდით ეროვნულ ნაკრებს ფეხბურთელებსო გამაგებინეთ ხალხო რას დაქვცინით არ გცხვენიათ მაინც ინტერვიუს მაინც ნურა აზლევთ იყავით ჩუმად ნუ გვაღიზიანებთ ჩუმად ჭამეთ რასაც წამთ

• vaja

ხალხო ვერ გაიგეთ რო ფეხბურთი უნდა აიკრძალოს საქართველოში არ გცხვენიათ ამდენი წაგება ყველა გუნდში ყველა ასაკში გეგუჩაძეა მაგარი მწვრთნელი რომელ თამასზე მოგეწონათ მაგის შეკრებილი გუნდი ახლობლობით არავი ყავდაო აბა ეგენი მოეწონა რას გავდენ საერთოდ რომელ რგოლში მოგეწონათ რომელ რგოლში ეტყობოდათ მწვრტნელის ხელი დავაი რა ან ეროვნულში რახდება 17წ ვაფშე რაც ესენი მოვიდნენ მოგება და გოლი არ მინახავს

• guri

აფრიკა---საქარტველო

• ნოდარი

ჩვენს ერთერთ ყოფილ მწვრთვნელს დავესესხები და რატომ და რითი უნდა მოგვეგო საფრანგეთისათვის? :/

• gri

საუკეტესო მწვრტნელია გეგუ რომელიც ნაკრებსი ფეხბურტელებს იცახებს და არა ახლობელ მეგობრების სვილებს,,წარმატებები სულ

• geronti

არაფერი საგანგაშო არ მომხდარა, გეგუჩაძე ახალ გუნდს აშენებს, ძველ შემადგენლობას ალბათ ასე ვერ გადაურბენდნენ. კი, ფრანგები გვჯობდნენ, მაგრამ პენალტი არ უნდა დაედო მსაჯს.

• vova

მე 4 გოლი შედევრია "გაბანძების"

• ბებეტო

პრახადნოი დვორ ანუ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები.

• ბლა-ბლა

გეგუჩაძემაც ხომ არ ..................ასე ჩანს.

• დავით123

ჩვენი 4 ნომერი ტრიბუნიდან ჩამოსული გულშემტკივარია?! რას დგას მოწმესავით. რამდენი გოლი გავიდა მაგის უსუსურობით (მშვენიერი სიტყვაა) თუ უვიცობით

• zaza

საფრანგეთს ძალიან ძლიერი ნაკრები ყავს ამ ნაკრების უმრავლესობა ან უკვე თამაშობს საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში ან მომავალში ითამაშებს... ჩვენი 4 ნომერი ვინ არის 3გოლი მარტო მაგის შეცდომებს მოჰყვა...

[VIDEO] ერთმანეთზე ლამაზი გოლებით - საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა მალტა გაანადგურა

U21 | მალტა V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში "სენტენარიზე"

"შეტევაში გვიჭირს, ძალიან - რესურსებში შეზღუდული ვართ" - სვანაძემ მძიმე პრობლემების შესახებ ისაუბრა

ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში

ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა

საქართველო 3:2 ყირგიზეთი

39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა

"აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს" - ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა

"ქუთაისმა" რუსთავში იმარჯვა, "ორბმა" ტყიბულში თსუ-ს სძლია

"ალბათ, სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს" - ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ლევანდოვსკის მოამვალზე წერს

რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს

[VIDEO] მამუკელაშვილის 17 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" პრესეზონი "ბრუკლინთან" გამარჯვებით დაასრულა

ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს

საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სტრასბურგთან" მატჩში?

ხვიჩა შეცვლაზე და პსჟ-ს საბრძოლო ფრე "სტრასბურგთან"

"შავი ლომი" | არის რევანში - "ჩიტასი" დამარცხებულია

მიქაუტაძემ შეიძლება "ბეტისთან" ვერ ითამაშოს - ცნობილი გახდა მიზეზი

"სტრასბურგთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

კვიპროსში კლუბის პრეზიდენტი მოკლეს, რომელიც მატჩების "ჩაწყობაში" ფიგურირებდა

საქართველო - ესპანეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს

ვის შეუძლია ახალგაზრდული ნაკრების ეროვნულიდან გაძლიერება? - ევროპის ჩემპიონატის წინ

რომან ჭანტურია "ემპოლიში" დაბრუნდა

Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა

ჭანტურია კარიერას ყაზახეთში გააგრძელებს

აზაროვი ახალგაზრდულში - შემადგენლობა ცნობილია

კანკავას, კვეკვესკირსა და ზარანდიას ხელფასები საგრძნობლად შეუმცირეს

ნახეთ ვინ დაბრუნდა - ზარანდიამ ვარჯიში განაახლა

წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება

ზარანდია ისევ პოლონეთში ითამაშებს

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების უახლოესი თვეების განრიგი

ინტერვიუ - ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ევროფორუმისთვის მზადებასა და ეროვნული ნაკრების ლიდერებზე დაყრდნობაზე

დღეს ბრძოლა ბოლომდე იქნება! - გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიასთან

ხარაიშვილი თურქული კლუბის ფეხბურთელი გახდა

ჩაკვეტაძის ორი საგოლე პასი და ტრავმა - "სლოვანმა" სტუმრად მოულოდნელად "ბაზელს" სძლია [VIDEO]

თბილისის "დინამომ" გიორგი ხარაიშვილი დაიმატა

"პაატა უწესიერესი ბიჭია... სანამ მას განსჯით..." - რომან ჭანტურია ღუდუშაურის შესახებ "პირატების" განცხადებას ეხმაურება

წიტაიშვილმა პენალტი მოიპოვა - "ლეხმა" გაიმარჯვა

"ემპოლიმ" რომან ჭანტურია იჯარით ბათუმის "დინამოში" გაუშვა

ხარაიშვილი სეზონის ბოლომდე თბილისის "დინამოში" დარჩება

კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია

GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ლეგიონერების გარეშე იკრიბება

"უღმერთოები ხართ ბიჭო? ღმერთის როგორ არ გეშინიათ?" - გიორგი ხარაიშვილი ქვეყანაში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხმაურება

ოფიციალურად - ზარანდია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია

გიორგი ხარაიშვილი თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა

რომან ჭანტურიამ ბათუმის "დინამო" დატოვა

"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ

რომან ჭანტურია "დილას" ფეხბურთელია

ლუკა ზარანდია "ტობოლიდან" "ზულტე-ვარეგემში" ბრუნდება