საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უელსთან მატჩამდე დღეს ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა უელსთან მატჩამდე დღეს ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, ჩვენი ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრას კარდიფში უელსის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

"უელსი ძლიერია გუნდია. რა თქმა უნდა, ჯო ალენისა და აარონ რემსის არყოფნა გუნდისთვის დიდი დანაკლისი იქნება, რამეთუ ისინი, ჩემი აზრით, გარეთ ბეილთან ერთად გუნდის საუკეთესო ფეხბურთელები არიან, თუმცა თამაში მაინც 11-11-ის წინააღმდეგ იქნება. ამასთან, ჯაბა კანკავას სახით ჩვენც უკვე საკმაო ხანია, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ვერ გვეხმარება.

ბოლო თამაშები საკმაოდ კარგად ჩავატარეთ. მწვრთნელისთვის რთულია ახალ ქვეყანაში ჩასვლა, მაგრამ თავს უკვე ისე, როგოც საკუთარ სახლში ვგრძნობ. ფეხბურთელები საკმაოდ ნიჭიერები არიან და დაუღალავად ვარჯიშობენ.

ორი მატჩის შემდეგ ჯგუფიდან გასვლის შანსებზე საუბარი რთულია. შესაძლოა, ხვალინდელი მატჩი ჩვენი ბოლო შანსია ჯგუფიდან გასვლის. ვიმედოვნებ, რომ შევძლებთ 3 ქულის მოპოვებას. კარგად ვუტევთ, მაგრამ გოლები გვჭირდება...

კარგად ვაანალიზებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალისტს ვეთამაშებით და იოლი შეხვედრა არ გველის. ვიცით ასევე ისტორია ამ გუნდების დაპირისპირების, მაგრამ ეს წარსულია - ყველა შეხვედრა ნულიდან იწყება.

უელსი კუთხურების დროსაც ძალიან სახიფათოა, მაგრამ ვთვლი, რომ საკმაოდ ნიჭიერი ბიჭებით დაკომპლექტებული ახალგაზრდა გუნდი გვყავს, რომელსაც შეუძლია ახალი ისტორია დაწეროს. მთავარია, ნაბიჯ-ნაბიჯ და სწორად ვიაროთ.

საბა კვერკველია მზად არის თამაშისთვის. იგი ხვალ სპეციალური დამცავი ჩაფხუტით ითამაშებს. ბოლო ორ თამაშში მარცხის მიუხედავად, ჩვენ დადებითად უნდა შევხედოთ მომავალს. ვამჩნევ, რომ გუნდში კარგი განწყობაა. აქამდ უკვე აღვნიშნე, რომ ჩვენ მუდმივად უიღბლობაზე საუბარს ვერ შევძლებთ და დროა, ქულების მოგროვება დავიწყოთ", - განაცხადა ვაისმა.

hm
არაფერიც არ იქნება...... უელსი სამუშაო გამარჯვებას მოიპოვებს!! რატომ? სათამაშო ინტელექტი უფრო მაღალი აქვთ!! ვიდრე ამათ... ის და კანკავამ ხომ ითამაშა თავის გუნდში?!!
irakli
საქარველოს ნაკრები ეხლა უკეეს საბეჯდილასბას დოვებს ვაცადოდ ამ კაცს
მსქროლავი ტროლი
კი უნდა ვაცალოთ აუცილებლად - ვაისის ხელში ჩვენმა ნაკრებმა ისწავლა სტაბილურად მინიმალური ანგარიშით წაგება, რაც უდაოდ წინგადადგმულ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს მავანთა აზრით..... ჩვენს ქვეჯგუფში გრანდები არ არიან და წესით, ამ სტაბილურობის შენარჩუნება არ უნდა გაგვიჭირდეს..... ცუდია, რომ ფეხბურთში რაგბის წესები არ მოქმედებს - თითო ქულას მაინც ავიღებდით ხოლმე "ღირსეული" წაგებისათვის.... რაგბზე გამახსენდა - ირლანდიელები რაგბში შეუდარებლად ძლიერნი არიან, ვინემ - ფეხბურთში, მაგრამ დაიხსომეთ, რაგბში უფრო ადრე დავამარცხებთ.....
papa
იმას მაინც არ იძახის მესები არა მყავსო... ვაცალოთ პაწა, იქნებ გუნდი დააყენოს. ფაქტია შემადგენლობის ძიებაშია, გვილიასადმი ნდობაც აღსანიშნავია.
dato
ამ კაცს ამის გარდა მინიმუმ ორი შესარჩევი უნდა ვაცადოთ ჩემი აზრით
მანჩო
"კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო!"
lado tordia
აშკარად შეეტყო გუნდს მწვრთვნელის ხელი. სწორი ფეხბურთით, ნელ-ნელა შედეგიც მოვა. აქ ზოგს რო ვუყურებ, მგონია რომ ფეხბურთს არც უყურებენ და დიდად არც აინტერესებთ ნაკრები, უბრალოდ მწვრთვნელის გინება სიამოვნებთ. არ უყუროთ და მორჩა. გინდა უკეთესობა? უქომაგე.
svani
და მერე...?! მერე ჩვენ რა რომ ამას ამბობ)))))
Beqa
Es kaci am bijebs did pexburts atamashebs.
nika
ტვინი ნუ გაღუნეთ და ნუ ტვინიკოსობთ, უგულშემატკივრეთ ნაკრებს, რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს. არის მეორე ოპცია, არ უყუროთ ნაკრებს. პრობლემაა არაა.
ალეკსანდრე
ეს რა თავისი "ზემლიაკივით" ბაქიბუქობს, დინამოდან რომ გაუშვეს
მამუკა
ერთადერთი, რის გაკეთებაც სავარაუდოდ შეუძლიათ ჩვენს ფეხბურთელებს, წვერის გაპარსვაა, თუმცა ამასაც ვერ აკეთებენ.
gela
ეს კაცი ჩვენ გვაშაყირებს ტუ მარტლა ასე ...
ლუკა
ელემენტარული პატივისცემა გამოიჩინეთ მწვრთნელისადმი და მისი უახლესი ფოტო დაადეთ.
gulshematkivari
შემიძლია წინასწარ მოგილოცოთ,დღეს უელსს მოვუგებთ.არ ვიცი რატომ,ასე მგონია და ამიტომ დავდე დღეს ტოტალიზატორში 100 ევრო საქართველოს მოგებაზე.
sa
Sheni bolo shansic aris postze kopnis
Burton
irakli-ს. ხუმრობს რატომ??? რამე არასწორად თქვა? ირლანდიასთან ნამდვილად კარგად ვუტევდით! ეგ თამაში ნამდვილად უიღბლობა იყო!
status quo
საიდან მოგყავთ ასეთი გამო.....ი მწვრთნელები?სფფ-ს პრეზიდენტს ვინ ჰყავს მრჩევლად, ფიფია?
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
ძლიერებთან უფრო კარგად ვთამაშობთო
irakli
ეს კაცი ხუმრობს?
ჰმ
ფოტო გამოუცვალეთ ამ კაცს - იმ დღეს გაპარსული იყო )) (ეს მაინც))
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
[VIDEO] პორტუგალიამ რონალდოს გარეშე ნორვეგიას მოუგო - დანიამ უელსი დაამარცხა
ვაისი: რა შეიცვალა საქართველოს ნაკრებში ჩემი წასვლის შემდეგ?
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
კურტუამ მოედანზე ვირთხა ვერ დაიჭირა
შეთანხმება არ შედგა - ვაისმა აზერბაიჯანელებს უარი შეუთვალა
ვაისი კვლავ ნაკრებს, ამჯერად ჩვენ მეზობლად გაწვრთნის? - კაშიას და კანკავას შესაძლოა, ახალი დამრიგებელი ჰყავდეთ
უკრაინა და პოლონეთი ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ
ქართველებისთვის კარგად ნაცნობ "სლოვანს" იაია ტურეს ჩააბარებენ
კაშია და კანკავა ზედიზედ მესამედ გახდნენ სლოვაკეთის ჩემპიონები
პორტუგალიამ დანიას რონალდოს გარეშე მოუგო და ერთპიროვნული ლიდერია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რონალდოს გატანილი არ ჩაუთვალეს - პორტუგალიამ უელსს მაინც მოუგო
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
"საქართველოში ეს მომენტი არასდროს დამავიწყდება... ვაისმა იქ ფეხბურთელებს თვალები აუხილა და მედიის მიღმა ეს ხდებოდა!" - ინტერვიუ ვაისის ერთ-ერთ ასისტენტთან