დღეს, 9 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის შესარჩევ ციკლში მესამე შეხვედრას სტუმრად უელსთან გამართავს
დღეს, 9 ოქტომბერს, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის შესარჩევ ციკლში მესამე შეხვედრას სტუმრად უელსთან გამართავს.

მატჩი "კარდიფ სიტის" სტადიონზე თბილისის დროით 20:00 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს "პირველი არხი" წარმოადგენს.

- [ისტორიიდან. ჩვენ და უელსი] ...როცა საქართველოც ვინმესთვის უხერხულია

8 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა თამაშამდე ბოლო წვრთნა "კარდიფ სიტის" სტადიონზე ჩაატარა. გუნდმა სრული დატვირთვით ივარჯიშა.

- საქართველოს ნაკრებმა უელსთან მატჩამდე ბოლო ვარჯიში ჩაატარა [VIDEO]

სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, სრული დატვირთვით ივარჯიშა საქართველოს ნაკრების მცველმა საბა კვირკველიამ, რომელმაც ირლანდიასთან შეხვედრაში ტრავმა მიიღო. მედიკოსთა გადაწყვეტილებით ფეხბურთელი უელსის წინააღმდეგ სპეციალური დამცავი ჩაფხუტით ითამაშებს.

მთავარი მწვრთნელის სამატჩო განაცხადში კვლავ ის 23 ფეხბურთელია, რომელიც ირლანდიასთან იყო.

"კარდიფ სიტიზე" ვარჯიშის დაწყებამდე მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს ვლადიმირ ვაისმა და ზურაბ ცისკარიძემ უპასუხეს.

- ვლადიმერ ვაისი: შესაძლოა, უელსთან მატჩი ჩვენი ჯგუფიდან გასვლის ბოლო შანსია...

- ზურაბ ცისკარიძე: ბეილის წინააღმდეგ თამაში ჩემთვის დიდი პატივი იქნება

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა მუნდიალის შესარჩევ D ჯფუფში აქამდე ორი მატჩი გამართა - შინ ავსტრიასთან ანგარიშით 1:2 წააგო, სტუმრად ირლანდიაში კი მინიმალური ანგარიშით დამარცხდა და ჯერჯერობით უქულოდაა.

დღესვე ჩვენს ჯგუფში სერბეთის ნაკრები ავსტრიას უმასპინძლებს, მოლოდვა კი ირლანდიას მიიღებს. ორივე შეხვედრა თბილისის დროით 23:00 სთ-ზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრები:

მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენშე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი);

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), საბა კვირკველია (რუბინი, რუსეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ლაშა დვალი (შლიონსკი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (ვერია, საბერძნეთი), ზურაბ ცისკარიძე (ტეპლიცე, ჩეხეთი);

ნახევარმცველები: ბუბა დაუშვილი (დიოშდიორი, უნგრეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ალექსანდრე კობახიძე (ვორსკლა, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო თბ), ვალერი ყაზაიშვილი (ლეგია, პოლონეთი), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბ), ლაშა პარუნაშვილი (დინამო თბ), ვალერიან გვილია (ბატე, ბელორუსი);

თავდამსხმელები: დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ვლადიმერ დვალიშვილი (დინამო თბ), გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ნიკა კაჭარავა (ეთნიკოსი, კვიპროსი).

beqa
სკეპტიკოსებს და იმათ ვინც ასეთ უთავმოყვარეო სტატუსებს წერთ, ნაკრებმა გაგცათ პასუხი თავისი თავდადებით და ლამაზი თამაშით. გენაცვალეთ ბიჭებოოოოო მთელი საქარტველო ამაყია დღეს თქვენით. იმ ხალხს მინდა ვუტხრა ვისაც თავისი ქვეყნის ნაკრების აბუჩად აგდება უყვარს და ატასს სისულელეს ჯხაბინტ აქ. თუ არ გსიამოვნებთ არ უყუროთ.
murtalo
სწორედ რომ ჩვენი საქმეა ფეხბურთი! ჩავარდნა ძალზე გაიწელა, მაგრამ სინათლე გვირაბის ბოლოს აშკარად გამოჩნდა. მიკვირს იმ ხალხის ჯერაც რომ ცხადაძეს მისტირის, თითქოს ის არ იყო ესტონეთთან და პოლონეთთან განადგურების მოთავე, თუ იმაზე კარგად თამაშOბდა ნაკრები, ვიდრე ავსტრია- ირლანდიასთან?...ბრმა უნდა იყოს კაცი რომ ვერ დაინახოს გინდაც ავსტრიასთან ჩატარებული მეორე ტაიმისა თU ირლანდიასთან თამაშის შეფასებისას ობიექტურობა არ გამოიჩIნო და ნაკრების თამაშში პროგრესი ვერ დაინახო. ნელ-ნელა მაგრამ წინ მაინც მივდივართ და მალე ნახავთ რეალურ შედეგებს. ჯგუფის სისუსტეზე ვინც ლაპარაკობს კიდევ ნამდვილად სცოდავს. ჯერ ერთი დათვალოს ევროპის ჩემპიონატის მონაწილე რამდენი გუნდი გვყავს ჯგუფში და შეადაროს თუნდაც H-ჯგუფს, ან გინდ С,E, და F ჯგუფები აიღეთ...მაგრამ ამას რა აზრი აქვს ეხლა?...მოკლედ მე პირადად მჯერა ქართული ფეხბურთის ნათელი მომავლის და მისი დღევანდელი მაგინებლები და ვაიგულშემატკივრები ახლო მომავალში ღიმილით გაიხსენებენ ამ საკმაოდ დიდ პერიოდს, სადაც ყველაფერ უბედურებასთან ერთად უიღბლობაც თან გვდევს.
ლაშა
მოვიგებთ დღეს, ისე როგორც ესპანეთთან.
მსქროლავი ტროლი
და რატომ არის ბოლო შანსი?!... ჩვენი მტრისათვის იყოს ბოლო - საუკუნე და მითუმეტეს ათასწლეული მხოლოდ ახლა დაიწყო....
kuxe
დგეს სამარცხვინოდ წააგებენ უელსთან
123
არც ყიფიანის საქმე იყო ფეხბურთი; არც გუცაევისა, შენგელიასი, მაჩაიძესი, ქინქლაძესი, კალაძესი და სხვებისა.
zviadi-s
ამაზე სუსტი ჯგუფი აღარ არსებობს და იქნება მიხვდენ რო ფეხბურთი არაა ამათი საქმე
MARADONA
ვეთანხმები ზვიადის! ჩვენი ბოლო შანსი კენჭისყრამდე იყო. ისე, თუ უეფა შეგვიცოდებს და ჩვენთვის სპეციალურ ჯგუფს გააკეთებს: ანდორა, ლიხტანშტეინი, ფარერები, სანმარინო,მოლდოვა ,მაშინ ჯგუფში მეორე ადგილისთვის შეიძლება ვიბრძოლოთ...
galski
ლორიას რა პონტში ათამაშებენ? ტიპი აზრზე არ არის არის მეკარე რომელსაც თუ კარში წავა ბურთი ყველას გაუშვებს. ასევე გამოსვლაზე ხო საერთოდ საცოდავობაა ამხელა აყუდებული კაცის ყურება
zviadi
ჩვენი ნაკრებისათვის ბოლო შანსი კენჭისყრამდე იყო
"ჯვაროსნების" მეტოქეს იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში
ივნისის ამხანაგური მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"შესანიშნავი იდეაა, იმედია შეთანხმება შედგება" - ჯანაშია საქართველოსა და რუსეთის ამხანაგურ მატჩზე
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
WhiteBIT და FC Barcelona ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ, რომელიც მიზნად ისახავს სპორტში გლობალური ინოვაციების დანერგვას
"ასე ხდება, როცა სულელურად თამაშობ" - სნეიდერმა კამავინგა "გაამხნევა"
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა
შენგელიას გამარჯვება კატალონიურ დერბიში და შერმადინის შედეგიანობა მარცხის ფონზე
[VIDEO] მბაპეს "რეალის" ფანების გამაყრუებელი სტვენა სასაცილოდ არ ეყო
"ძმაო, ვიცი, რაოდენ ბედნიერი ხარ" - თოფურიამ სერხიო რამოსს "სევილიას" შეძენა მიულოცა
ზურაბ ცისკარიძე გახსოვთ? - ის საუდის არაბეთის კლუბში ითამაშებს
"შესანიშნავი იდეაა, იმედია შეთანხმება შედგება" - ჯანაშია საქართველოსა და რუსეთის ამხანაგურ მატჩზე
"ჯვაროსნების" მეტოქეს იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში
ინციდენტი მუნდიალის ფინალში: Pussy Riot-ი მოედანზე, დაკითხვა და შეურაცხყოფა [VIDEO]
თითქმის ნახევარი სტანდარტებიდან - სულ რამდენი გოლი გავიდა მუნდიალზე
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
საბა კვირკველია ქუთაისის "ტორპედოდან" წავიდა
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
ზურაბ ცისკარიძე კარიერას ფინეთში გააგრძელებს
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...
საბა კვირკველია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა
ქართველი სპორტსმენები სოც-ქსელებში: ერთ დღეს ზაზა და კლეი დაძმობილდნენ...
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი? - ანუ მსოფლიოს ჩემპიონატი ჩამთავრდა
მსოფლიო ჩემპიონატის "სასწაული": ირანში სტადიონზე ქალები შეუშვეს [PHOTO]
ქართველი სპორტსმენები სოც-ქსელებში: ქართული ლეგიონი სუფრასთან გაერთიანდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
"ტორპედომ" ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
ფიფამ გულშემატკივართა ვერსიით მუნდიალის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
ივნისის ამხანაგური მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლეგიონის ანონსი: თასის შანსი და ქართველი ბომბარდირები ევროპაში
ლეგიონის ანონსი: დღესაც გაიტანს გიორგი ჭანტურია პენალტს?
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ულამაზესი ფანები [PHOTO]