წყვილი ხანგრძლივი მკურნალობის კურსს თურქეთში გადიოდა, სადაც რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდათ
21 ივლისს, ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებული მორაგბის გიორგი ლომინაძის და მისი მეუღლის, ნუცა გუნცაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

წყვილი ხანგრძლივი მკურნალობის კურსს თურქეთში გადიოდა, სადაც რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდათ. თუმცა, სრულ რეაბილიტაციამდე კიდევ ბევრი ეტაპის გავლა არის საჭირო.

AMBEBI.GE გიორგი ლომინაძის ძმას, დადუ ლომინაძეს დაუკავშირდა და ნუცას და გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარკვევას შეეცადა.

"ნუცა და გიო ერთი კვირის წინ დაბრუნდნენ საქართველოში. მეც მათთან ერთად ვიმყოფებოდი თურქეთში. გიორგის ერთი ფეხი დამოკლებული აქვს, ექიმები ამბობენ, შესაძლოა მუხლში სახსარი იყოს ჩახურული, როცა ჭრილობები შეხორცდება, შესაძლოა გაიხსნას და გაიაროს. ჯერჯერობით ნაადრევია გიორგის გავლაზე საუბარი. ჭრილობები უნდა შეხორცდეს. შესაძლოა გიოს ერთი ფეხი დაუმოკლდეს.

რაც შეეხება ნუცას, მისი მდგომარეობაც მძიმეა, მას ტრავმების გარდა ინსულტიც დაემართა, ზუსტად ამ ფორმულირებით არ წერია ნუცას დიაგნოზი, მაგრამ მას წაერთვა ნახევარი მხარე. ახლა ცოტა უკეთესად ამოძრავებს ხელ-ფეხს, მაგრამ რეაბილიტაციაზე არის დამოკიდებული ყველაფერი. შესაძლოა ნერვის გადანერგვა გახდეს საჭირო და ნუცას ევროპაში მოუწევს საოპერაციოდ გამგზავრება. ექიმების პასუხს ველოდებით".

შეგახსენებთ, გიორგის და ნუცას დასახმარებლად გახსნილია ანგარიში სს "საქართველოს ბანკი"

ბანკის კოდი: BAGAGE22

მიმღები: დავით ლომინაძე

მიმღების ანგარიშის ნომერი: GE68BG0000000733092800

ასევე შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე - 0901701140 (ღირებულება 1 ლარი).

მომზადებულია ambebi.ge-ს მიხედვით

რეგიონული ლიგა | "არწივები" პირველ ლიგაში აღზევდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
ანტი-რეკორდის გამეორება 100 წელზე მეტი ხნის შემდეგ - "ტოტენჰემი" ღრმა კრიზისშია
ონანას ისევ "მანჩესტერში" უნდა, "იუნაიტედს" აღარ - კამერუნელი ინგლისურ გრანდს დაემშვიდობება
ისევ ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგმა" "ალვერკას" ადვილად მოუგო
ავტობუსს, რომლითაც "მანჩესტერ სიტის" გულშემატკივრები "უემბლიზე" მიდიოდნენ, ცეცხლი გაუჩნდა
"ჩელსი" როსენიორის გადაყენებას არ აპირებს
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბაიერნი" ბაზუმან ტურეს დამატებით ინტერესდებიან
"ბარსელონამ" ბერნარდო სილვას თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო
"ჩელსის" ყოფილი ფეხბურთელი ნარკოტიკების შეძენის ბრალდებით დააკავეს
"ჩელსიმ" პრემიერლიგის მოგების შანსი დაკარგა
"გვარდიოლა "მანჩესტერ სიტიდან" უნდა წავიდეს - მერსონმა ესპანელ სპეციალისტზე ისაუბრა
რომან დოლიძე UFC-ში ზედიზედ მეორედ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ნიცასთან" მატჩში?
[VIDEO] კვარაცხელიას ლამაზი გოლი გაუუქმეს - პსჟ-მ "ნიცას" ადვილად მოუგო
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მატჩი, რომელიც გულიაშვილმა და "რასინგმა" სწრაფად უნდა დაივიწყონ
ჩაკვეტაძის 66 წუთი - "უოტფორდმა" ერთ-ერთ აუტსაიდერს ვერ მოუგო
ზივზივაძის სრული მატჩი და "ჰაიდენჰაიმის" საბრძოლო ფრე "ბაიერთან"
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "ბრაიტონთან" მატჩში?
გიორგი ლომინაძისა და მისი მეუღლის სამკურნალოდ მერიამ და ჯანდაცვის სამინისტრომ თანხები გამოჰყვეს
მორაგბე გიორგი ლომინაძეს ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა
პროკურატურა მორაგბეების ავარიის საქმეზე: დანიშნულია ავტოტექნიკური ექსპერტიზა
ავარიის შედეგად დაშავებული გიორგი ლომინაძისა და მისი მეუღლის დასახმარებლად ანგარიში გაიხსნა
თავიდან დავიბადეთ - გიორგი ლომინაძის პირველი ინტერვიუ საზარელი ავარიის შემდეგ
მორაგბე გიორგი ლომინაძე - სულ ერთად ვართ და მერაბ კვირიკაშვილს ჩქარა არასდროს უვლია