ტიტული ნიკო როსბერგის?
ნიკო როსბერგმა სეზონში მეცხრე გამარჯვებით კიდევ უფრო გაიმყარა პოზიციები გენერალურ კლასიფიკაციაში, ლუის ჰემილტონმა კი ისევ ჩააგდო სტარტი და ბრძოლაში მოუწია დაკარგული პოზიციების დაბრუნება.

პოულის მფლობელმა როსბერგმა დამაჯერებელი სტარტი აიღო და თავიდანვე დაიწყო უპირატესობის გაზრდა კონკურენტებზე. ამ დროს კი მისმა მთავარმა კონკურენტმა ჰემილტონმა ერთბაშად ექვსი პოზიცია დათმო და მერვე ადგილამდე ჩამოქვეითდა.

ნიკომ პიტსტოპების პირველი ტალღის შემდეგ, სამწამიანი უპირატესობა მიიღო მაქს ფერსტაპენზე, რომელიც, თავის მხრივ, ოთხი წამით უსწრებდა სებასტიან ფეტელს. ჰემილტონმა ბოქსებში უფრო გვიან შესვლის ტაქტიკით გაუსწრო კიმი რაიკონენსა და დანიელ რიკარდოს, ხოლო უფრო ახალი საბურავის წყალობით უკან ჩამოიტოვა "უილიამსები" და მეოთხე ადგილზე გადავიდა.

პირველი პიტსტოპების შემდეგ, როსბერგმა უპირატესობის გაზრდა დაიწყო. შედეგად, გერმანელი აკონტროლებდა რბოლის მსვლელობას და მანქანის დაზოგვის საშუალებაც ჰქონდა.

მეორე და მესამე ადგილებზე, ერთმანეთთან ძალიან ახლოს ფერსტაპენი და ფეტელი მოძრაობდნენ და პოზიციურ ბრძოლას აწარმოებდნენ. სებასტიანი მაქსზე ოდნავ სწრაფი იყო, მაგრამ შეტევას მაინც ვერ ამზადებდა. ამავდროულად, ამ წყვილს ძალიან სწრაფად ეწეოდა ჰემილტონი - 22 წრის შემდეგ, ბრიტანელს უკვე 12 წამი აშორებდა პოდიუმამდე, რბოლის ეკვატორზე კი ეს მანძილი 10 წამამდე შემცირდა.

ამასობაში, მეორე პიტსტოპების დრო მოვიდა. ყველა ლიდერმა "ჰარდის" ტიპის საბურავი აირჩია, რაც იმას ნიშნავდა, რომ ფინიშამდე ისინი გაჩერებას აღარ აპირებდნენ. ყველაზე გვიან ბოქსებში ფეტელი და ჰემილტონი შევიდნენ. როცა ლუისმა მექანიკოსებს მიაშურა, მისი ჩამორჩენა ფეტელთან სამი წამი იყო, საბურავების შეცვლის შემდეგ კი ბრიტანელი უკვე მესამე ადგილზე იმყოფებოდა.

ჰემილტონი მესამე ადგილით დაკმაყოფილებას არ აპირებდა და ფერსტაპენთან ჩამორჩენის გაბათილება დაიწყო, თან ამას ძალიან სწრაფად აკეთებდა - რამდენიმე წრეში, ლუისმა ექვსი წამი მოუგო ჰოლანდიელს. 45-ე წრეზე კი მათ შორის სხვაობა უკვე წამზე ნაკლები იყო.

ჰემილტონს უკვე შეეძლო შეტევაზე გასვლა, მაგრამ ფერსტაპენი ახერხებდა თავის დაცვას. ლუისს ბოლო იერიში ბოლოსწინა წრეზე ჰქონდა და თითქოს წარმატებისთვისაც უნდა მიეღწია, მაგრამ მაქსმა ხისტად დაბლოკა ჩემპიონი და ამ უკანასკნელს, ტრასის მოჭრა მოუწია.

ამ დუეტის ბრძოლით კარგად ისარგებლა როსბერგმა და მშვიდად მივიდა ფინიშზე. ეს იყო მისი პირველი მოგება იაპონიაში, რისი წყალობითაც, გერმანელმა 33 ქულამდე გაზარდა უპირატესობა საერთო ჩათვლაში. მისალოცად აქვს საქმე "მერსედესს" - მისი ორივე პილოტის პოდიუმზე ასვლის წყალობით, გერმანულმა საჯინიბომ სეზონის დასრულებამდე ოთხი ეტაპით ადრე გაინაღდა ზედიზედ მესამედ კონსტრუქტორთა თასი.

მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგი ეტაპი - აშშ-ის გრანპრის ორი კვირის შემდეგ, 23 ოქტომბერს გაიმართება.

იაპონიის გრანპრი (53 წრე, 307.471 კმ)

1(1). ნიკო როსბერგი (გერ) Mercedes 1:26.43,333 25

2(3). მაქს ფერსტაპენი (ჰოლ) Red Bull +4,978 18

3(2). ლუის ჰემილტონი (ბრიტ) Mercedes +5,776 15

4(6). სებასტიან ფეტელი (გერ) Ferrari +20,269 12

5(8). კიმი რაიკონენი (ფინ) Ferrari +28,370 10

6(4). დანიელ რიკარდო (ავსტრა) Red Bull +33,941 8

7(5). სერხიო პერესი (მექ) Force India +57,495 6

8(9). ნიკო ჰიულკენბერგი (გერ) Force India +59,177 4

9(12). ფელიპე მასა (ბრა) Williams +1.37,763 2

10(11). ვალტერი ბოტასი (ფინ) Williams +1.38,323 1

11(7). რომენი გროსჟანი (საფ) Haas +1.39,254

12(16). ჯოლიონ პალმერი (ბრიტ) Renault 1 წრე

13(13). დანიილ კვიატი (რუს) Toro Rosso 1 წრე

14(17). კევინ მაგნუსენი (დან) Renault 1 წრე

15(18). მარკუს ერიქსონი (შვედ) Sauber 1 წრე

16(15). ფერნანდო ალონსო (ესპ) McLaren 1 წრე

17(14). კარლოს საინსი (ესპ) Toro Rosso 1 წრე

18(22). ჯენსონ ბატონი (ბრიტ) McLaren 1 წრე

19(19). ფელიპე ნასრი (ბრა) Sauber 1 წრე

20(10). ესტებან გუტიერესი (მექ) Haas 1 წრე

21(20). ესტებან ოკონი (საფ) Manor 1 წრე

22(21). პასკალ ვერლიაინი (გერ) Manor 1 წრე

საერთო ჩათვლა

1. ნიკო როსბერგი 313 (9)

2. ლუის ჰემილტონი 280 (6)

3. დანიელ რიკარდო 212 (1)

4. კიმი რაიკონენი 170

4. მაქს ფერსტაპენი 165 (1)

4. სებასტიან ფეტელი 165

7. ვალტერი ბოტასი 81

8. სერხიო პერესი 80

9. ნიკო ჰიულკენბერგი 54

10. ფელიპე მასა 43

კონსტრუქტორთა თასი

1. მერსედესი 593

2. რედ ბული 385

3. ფერარი 335

4. ფორს ინდია 134

5. უილიამსი 124

6. მაკლარენი 62

7. ტორო როსო 47

8. ჰაასი 28

9. რენო 8

10. მანორი 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
განაწყენებული ბარკოლა სასტარტოში - ითამაშებს კვარაცხელია "პარიზთან"?
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა
20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
"ასე ხდება, როცა სულელურად თამაშობ" - სნეიდერმა კამავინგა "გაამხნევა"
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა
დარჩება ფორმულა 1-ის ჩემპიონი "მერსედესთან" შემდეგ სეზონში?
"სამწუხაროდ, ცოტამ თუ იცის, რომ ასეთი ტექნოლოგიები უკვე არსებობს" - ინტერვიუ ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონთან
რუსი მოდელი, რომელმაც კრიშტიანო რონალდო დააიგნორა [PHOTO]
Forbes: ბოლო 10 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენთა სიას აქვეყნებს, ლიდერი არც რონალდოა, არც მესი...
მონაკოში წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელეს
რა უნდა ვიცოდეთ ფორმულა 1-ის ახალი სეზონის შესახებ
ფორმულა 1: 2016 წლის სეზონი ციფრებში
ფორმულა 1: ყველაზე მაღალანაზღაურებადი პილოტები
ფორმულა 1. ნიკო როსბერგი: მე წავედი!
ფორმულა 1: "მერსედესმა" სილვერსტოუნიც დაიპყრო!
ლუის ჰემილტონი "ფერარიში" გადადის?! - ბრიტანელი იტალიელებს შეხვდა
ფორმულა 1-ის სკანდალი: 3-გზის ჩემპიონის არაეთიკური ინტერვიუ [VIDEO]
ფორმულა 1. ნიკო როსბერგი: მე წავედი!